imedi /  01 იანვარი 2018, 20:47 / სანდო წყარო

როუჰანი საპროტესტო აქციების ფონზე ირანის კარგ ეკონომიკურ მაჩვენებლებზე ლაპარაკობს

ჰასან როუჰანი

ჰასან როუჰანი

ირანის პრეზიდენტმა ჰასან როუჰანიმ ქვეყანაში მიმდინარე საპროტესტო აქციების ფონზე განაცხადა, რომ ხელისუფლება ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებაზე მუშაობს. ინფორმაციას Trend News Agency ავრცელებს.

როუჰანმა ირანის ეკონომიკის შესახებ პარლამენში ილაპარაკა. მისი თქმით, ირანის ამ დროისთვის არსებული ეკონომიკური მაჩვენებლები გაცილებით უკეთესია, ვიდრე საშუალო გლობალური ეკონომიკური მაჩვენებელი, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ხელისუფლება მდგომარეობით კმაყოფილია.

"ირანის ეკონომიკა პირველი ექვსი თვის განმავლობაში 6 პროცენტით გაიზარდა, ხოლო სხვა ქვეყნებში საშუალო მაჩვენებელი ორი ან სამი პროცენტია", - განაცხადა ჰასან როუჰანიმ.

ირანში ბოლო 8 წლის განმავლობაში ყველაზე მასშტაბური საპროტესტო აქციები მიმდინარეობს. აქციების ტალღა ერთ-ერთ ქალაქში პროდუქტების გაძვირების გამო დაიწყო, რამდენიმე დღეში კი მთელ ქვეყანას მოედო და პოლიტიკურ მოთხოვნებში გადაიზარდა. 

ქვეყნის პრეზიდენტმა მოქალაქეებს სიმშვიდისკენ მოუწოდა, თუმცა ბოლო ინფორმაციით, აქციების დროს დაღუპულთა რიცხვი 12 გაიზარდა. ირანის ხელისუფლება ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა გააკრიტიკა.

31 დეკემბერს, ირანში Telegram-ის მესინჯერი და სოციალური ქსელი Instagram-ი დაბლოკეს. მთავრობამ ეს გადაწყვეტილება "მშვიდობისა და მოსახლეობის უსაფრთხოების" მხარდაჭერის აუცილებლობით ახსნა.

ყველა სიახლე

02 მარტი 2021, 15:21

ეკონომიკა

საერთაშორისო სპეციალისტები საქართველოს ტურიზმის აღდგენის გეგმაში ჩაერთვებიან

ტურიზმის აღდგენის გეგმასთან დაკავშირებით ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ კერძო და საჯარო სექტორის წარმომადგენლებთან ონლაინ შეხვედრა გამართა, - ამის შესახებ ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, ტურიზმის აღდგენის გეგმა USAID -ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის დახმარებით შემუშავდება.

ხატია დეკანოიძე

02 მარტი 2021, 15:15

პოლიტიკა

ხატია დეკანოიძე: „ნაციონალური მოძრაობის“ მთავარი გზავნილია ნიკა მელიას უპირობო გათავისუფლება და ჩართვა მოლაპარაკების პროცესში

გუშინდელ შეხვედრაზე, მედიაციის უმაღლესმა დონემ, ევროკავშირის ჩართულობით დაამტკიცა ის რომ ჩვენი საერთაშორიო პარტნიორები ელოდებიან კონკრეტულ შედეგებს პირველ რიგში საქართველოს ხელისუფლებისგან, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ხატია დეკანოიძემ, დღეს „ლეიბორისტული პარტიის“ ოფისთან ოპოზიციის შეხვედრის დაწყებამდე მედიას განუცხადა.

გიგი უგულავა

02 მარტი 2021, 15:11

პოლიტიკა

გიგი უგულავა: თუ ორ კვირაში პროგრესი არ იქნება, კრიზისი კიდევ უფრო გაღრმავდება

თუ ორი კვირის თავზე რამე პროგრესი არ იქნება ეს კრიზისი კიდევ უფრო მეტად გაღრმავდება, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგი უგულავამ „ლეიბორისტული პარტიის“ ოფისში ჟურნალისტებს განუცხადა, სადაც ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები იკრიბებიან. მისი თქმით, შეხვედრაზე იქნება აზრთა გაცვლა-გამოცვლა, არის სიახლეები.

02 მარტი 2021, 15:08

სამართალი

მებაჟე ოფიცრების მიერ გამოვლენილი კონტრაფაქციული საქონელი სავაჭრო ქსელში აღარ მოხვდება

მებაჟე ოფიცრების მიერ გამოვლენილი კონტრაფაქციული საქონელი სავაჭრო ქსელში აღარ მოხვდება, - ამის შესახებ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ავრცელებს. მათივე ინფორმაცით, „ინტელექტუალურ საკუთრებასთან დაკავშირებულ სასაზღვრო ღონისძიებათა შესახებ" საქართველოს კანონის მე-10 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საქონელი შეჩერებას დაექვემდებარა.

ნინო ბურჯანაძე

02 მარტი 2021, 15:07

პოლიტიკა

ნინო ბურჯანაძე: იმედი მაქვს, რომ შარლ მიშელის მედიატორობით გამართულ შეხვედრას კონკრეტული შედეგი მოჰყვება

გუშინ ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა შედგა. მინდა მადლობა გადავუხადო შარლს მიშელსა დაა ევროკავშირს ამ თანადგომისა და მედიაციისთვის, - ამის შესახებ „ერთიანი საქართველოს“ ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ „ლეიბორისტული პარტიის“ ოფისში ჟურნალისტებს განუცხადა, სადაც ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები იკრიბებიან.

ანრი ოხანაშვილი

02 მარტი 2021, 14:58

პოლიტიკა

ანრი ოხანაშვილი: რაც არ უნდა საბოტაჟის რეჟიმში იყო, ლოგიკა არ არსებობს, პარლამენტში არ მოხვიდე და კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღო

საარჩევნო რეფორმა უზრუნველყოფს, რომ რომელიმე პარტიის მხრიდან სპეკულაციებს წერტილი დაესვას. ეს იქნება კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯი დემოკრატიულობის მიმართულებით, – ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა განაცხადა. მან აღნიშნა, რომ იმედი აქვს პოლიტიკური ჯგუფები, რომლებიც საბოტაჟის რეჟიმში არიან, რესურს გამონახავენ, რომ ბარიერის დაწევის მიზნით კენჭისყრაში მონაწილეობა მიიღონ.

02 მარტი 2021, 14:55

ეკონომიკა

სახაზინო ვალდებულებების აუქციონზე 15 000 000 ლარის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა

2021 წლის 2 მარტს, ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ვალდებულებების აუქციონზე 15 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 182 დღიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ბანკი ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, აუქციონში მონაწილეობა მიიღო ოთხმა კომერციულმა ბანკმა.

02 მარტი 2021, 14:52

ეკონომიკა

ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ობლიგაციების აუქციონზე 20 000 000 ლარის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა

2021 წლის 2 მარტს, ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ობლიგაციების აუქციონზე 20 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 2-წლიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ბანკი ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, აუქციონში მონაწილეობა მიიღო ხუთმა კომერციულმა ბანკმა

02 მარტი 2021, 14:51

სამართალი

საქალაქო სასამართლოში დავით გარეჯის საქმის არსებითი განხილვა დაიწყო

დავით გარეჯის საქმეზე არსებითი განხილვა თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს დაიწყო. წინასასამართლო სხდომაზე მოსამართლემ ბრალდებისა და დაცვის მხარის მიერ წარდგენილი ყველა მტკიცებულება დასაშვებად ცნო.

02 მარტი 2021, 14:46

საზოგადოება

კახა კალაძემ ახალგახსნილი საბავშვო ბაღი დაათვალიერა

თბილისს კიდევ ერთი საბავშვო ბაგა-ბაღი შეემატა. გლდანის მე-6 მიკრორაიონში მდებარე N101-ე საბავშვო ბაღი დღეს, დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ, მოადგილე ილია ელოშვილთან და საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელთან, კახაბერ გვანცელაძესთან ერთად დაათვალიერა, - ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. თბილისის მერის თქმით, 2018 წლიდან დღემდე თბილისში 15-ზე მეტი ახალი საბავშვო ბაგა-ბაღი აშენდა.

მაია ბითაძე

02 მარტი 2021, 14:41

ეკონომიკა

მაია ბითაძე: სამშენებლო ამნისტიის კანონპროექტის მიღების შემდეგ ათიათასობით თბილისელი ყველა იმ სერვისით ისარგებლებს, რომელიც 100%-ით მუნიციპალიტეტის მხრიდან ფინანსდება

მიუხედავად იმისა, რომ თბილისში უკვე აიკრძალა ქაოტური მშენებლობები, აიკრძალა კოეფიციენტების გაყიდვა, რაც ერთი ძალიან დიდი წინგადადგმული ნაბიჯია, კვლავ რჩება საკითხები, რომელიც დასარეგულირებელია და რისი ერთი ნათელი მაგალითი იქნება ის საკანონმდებლო პაკეტი, რომელსაც ჩვენ ახლა განვიხილავთ. ცვლილებების მიღების შემდეგ ათიათასობით თბილისელი ისარგებლებს ყველა იმ სერვისით, რომელიც ასი პროცენტით ფინანსდება მუნიციპალიტეტის მხრიდან“, - აღნიშნა მაია ბითაძემ.

02 მარტი 2021, 14:38

COVID19

Twitter-ი ვაქცინების შესახებ დეზინფორმაციის შემცველი ტვიტების მონიშვნას იწყებს

სოციალური ქსელი Twitter-ი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინების შესახებ დეზინფორმაციის შემცველი ტვიტების მონიშვნას იწყებს. ამის შესახებ კომპანიის განცხადებაშია ნათქვამი.

ბექა დავითულიანი

02 მარტი 2021, 14:35

ეკონომიკა

ბექა დავითულიანი: ჩვენი ენერგოდამოუკიდებლობა შეიძლება მხოლოდ ჩვენს არაკეთილმოსურნე ქვეყანას არ აწყობდეს, რომელიც ეცდება, მის იმპორტზე ვიყოთ დამოკიდებულები

„დღეს ჩემი აზრით, ყველაზე მთავარი ხაზი, ჩვენი საზოგადოებისა და ქვეყნის ინტერესების შესაბამისად, გადის პანდემიასა და პანდემიით გამოწვეულ ეკონომიკურ კრიზისზე. პანდემიის ნაწილში ჩვენ პირველი ეტაპი ნამდვილად ვმართეთ წარმატებით, თუმცა მეორე ეტაპზე, რაც შეეხება ვაქცინაციის ნაწილს, გვაქვს გარკვეული შეფერხებები. ეს არის ფაქტი. მართალია, გუშინ მინისტრის მოადგილემ სრულიად გასაგებად ახსნა, თუ რატომ ფერხდება ეს პროცესი, რაც ქართული მხარის პრობლემა არ არის, თუმცა პრობლემა პრობლემად რჩება და ჩვენ აბსოლუტურად ყველა გზას უნდა მივმართოთ - ფორმალურს თუ არაფორმალურს, რომ რაც შეიძლება სწრაფად მოხდეს, მით უმეტეს, რომ რისკები იზრდება შეზღუდვების მოხსნის კვალდაკვალ და პარალელურად“.

ბექა ოდიშარია

02 მარტი 2021, 14:34

პოლიტიკა

ბექა ოდიშარია: ზოგიერთ ყალბ ოპოზიციონერს მინდა მოვუწოდო, ფასილიტაციიდან ფალსიფიკაციზე ნუ გადახვალთ, გადმობრძანდით მედიაციაზე

ზოგიერთ ყალბ ოპოზიციონერს მინდა მოვუწოდო, ფასილიტაციიდან ფალსიფიკაციზე ნუ გადახვალთ, გადმობრძანდით მედიაციაზე, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ბექა ოდიშარიამ პარლამენტის საგაზაფხულო სესიის პლენარულ სხდომაზე განაცხადა. მისი თქმით, გარკვევით გვითხრა ევროკავშირის უმაღლესი თანამდებობის პირმა, რომ დადგა დრო, ფასილიტაციიდან გადავიდეთ მედიაციაზე.

02 მარტი 2021, 14:26

პოლიტიკა

ოპოზიციამ პარლამენტის შესასვლელების პიკეტირება დაასრულა

პარლამენტის მიმდებარე ტერიტორია ოპოზიციის წარმომადგენლებმა დატოვეს. ამ დროისთვის საკანონმდებლო ორგანოს შესასვლელების პიკეტირება დასრულებულია. პარლამენტის პიკეტირება დღეს სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა. ტერიტორია ბოლოს „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებმა დატოვეს.

მაკა ბოჭორიშვილი

02 მარტი 2021, 14:21

პოლიტიკა

მაკა ბოჭორიშვილი: ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების მცდელობების მიუხედავად, ვითარება ამ დრომდე ვერ განიმუხტა და ქვეყანაში პოლარიზაციის დონე უფრო გაიზარდა

„სწორედ, ამ კონტექსტში, ქვეყანაში არსებული პოლარიზებული პოლიტიკური ვითარება, პარლამენტის ბოიკოტი, წარმოადგენს ევროკავშირის წუხილის საგანს. ოქტომბერში გამართული საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, ევროკავშირის მხრიდან რეგულარულად ისმოდა მოწოდებები ქვეყანაში ინკლუზიური პოლიტიკური პროცესის აუცილებლობის შესახებ და ოპოზიციური პარტიების საპარლამენტო ცხოვრებაში ჩართვის თაობაზე. მიუხედავად ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების მცდელობებისა, ვითარების განმუხტვა ამ დრომდე ვერ მოხერხდა და ქვეყანაში პოლარიზაციის დონე კიდევ უფრო გაიზარდა“, - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

02 მარტი 2021, 14:18

საზოგადოება

საპატრიარქოს პრესსამსახური პრემიერ-მინისტრისა და პატრიარქის შეხვედრის ვიდეოკადრებს ავრცელებს

საპატრიარქოს პრესსამსახური პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილისა და ილია მეორის შეხვედრის ვიდეოკადრებს ავრცელებს. შეხვედრისას პრემიერმა ისაუბრა სახელმწიფოს მხრიდან ეკლესიისა და პატრიარქის მხარდაჭერაზე, ასევე იმ ცილისმწამებლურ კამპანიაზე, რომელიც აქტიურად მიმდიმარეობს ეკლესიის წინააღმდეგ.

ნინო წილოსანი

02 მარტი 2021, 14:16

პოლიტიკა

ნინო წილოსანი: ჩვენ გავაუმჯობესეთ კანონმდებლობა, ინსტიტუციები, დემოკრატიის პრინციპები და ეკონომიკური შესაძლებლობები იმისთვის რომ კიდევ უფრო ახლოს მივიდეთ ჩვენს ევროატლანტიკურ მისწრაფებებთან

დიდი ევროპული ოჯახის წევრობა გულისხმობს მათ ეკონომიკურ, სოციალურ და კულტურულ მიღწევებთან ინტეგრირებას. მთელი ამ პერიოდის მანძილზე ჩვენ გავაუმჯობესეთ კანონმდებლობა, ინსტიტუციები, დემოკრატიის პრინციპები და ეკონომიკური შესაძლებლობები იმისთვის რომ კიდევ უფრო ახლოს მივიდეთ ჩვენს ევროატლანტიკურ მისწრაფებებთან. ამ გადმოსახედიდან ნათლად ჩანს, რა უნდა გავაკეთოთ საბოლოო მიზნის მისაღწევად, ნათლად ჩანს ჩვენი მზაობა და იმის ფონზე, რომ ჩვენი პარტნიორების მუდმივი მხარდაჭერას აღგვითქვამენ ამ პროცესის განმავლობაში ასევე გარდაუვალია შედეგი რაც ჩვენს ევროპული ოჯახში წევრობას გულისხმობს, - ამის შესახებ გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ, ნინო წილოსანმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

არჩილ თალაკვაძე

02 მარტი 2021, 14:10

ეკონომიკა

„ნამახვანჰესის“ მშენებლობის საკითხზე შესაძლოა პარლამენტში მინისტრებს მოუსმინონ

“მიმდინარე კვირას დაგეგმილ “მინისტრის საათის“ ფორმატში შს მინისტრს უნდა მოვუსმინოთ. თუკი იქნება კონსულტაციები, შესაძლებელია, პარასკევს, პლენარული სხდომის ან კომიტეტის ფორმატში სხვა პროფილის მინისტრებს მოვუსმინოთ და მაღალი პრიორიტეტი სწორედ ამ საკითხს მივანიჭოთ“, - აღნიშნა არჩილ თალაკვაძემ.

ანრი ოხანაშვილი

02 მარტი 2021, 14:09

პოლიტიკა

ანრი ოხანაშვილი: ერთ საღამოს ვიკრიბებით და დიალოგზე ვსაუბრობთ და დილით პიკეტს აწყობენ - ეს პროცესს არ წაადგება

„ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ დიალოგის რესურსი იყოს, თუ შემხვედრი პოზიციაც იქნება კონსტრუქციული და არა ისეთი, რასაც დღეს ყველა ვხედავდით პროვოკაციების და პიკეტის სახით, რომელიც ხელს უშლის ერთი მხრივ დიალოგს, არ წაადგება დემოკრატიულ პროცესებს და ამით ცდილობენ, რომ სახელმწიფო ინსტიტუტების დისკრედიტაცია მოახდინონ. თუ ვთანხმდებით იმაზე, რომ უნდა ვისაუბროთ, საღამოს არ უნდა მეუბნებოდე, რომ მზად ვართ საუბრისთვის და დილით არ უნდა აწყობდე პიკეტირებას პროვოკაციებს, ეს ხომ მარტივი ჭეშმარიტებაა“, - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.