imedi /  26 თებერვალი 2026, 23:34 / სანდო წყარო

ამერიკული გამოცემა Foreign Affairs: უკრაინა მამაცურ წინააღმდეგობას უწევს მტერს, თუმცა მისი სიმტკიცე ვერ მალავს იმ ფაქტს, რომ ის ომს აგებს

რუსეთის უკრაინაში სრულმასშტაბური შეჭრიდან ოთხი წლის თავზე, ტრამპის ადმინისტრაცია კიევს მშვიდობის სანაცვლოდ მტკივნეულ ტერიტორიულ დათმობებზე დათანხმებას სთხოვს - სამშვიდობო შეთანხმების პროექტში, რომლის შესახებაც პირველად ნოემბერში გამოცემა Axios-მა გაავრცელა ინფორმაცია, ადმინისტრაციამ წამოაყენა წინადადება, რომ ყირიმის, დონეცკისა და ლუგანსკის რეგიონები მთლიანად იყოს აღიარებული რუსეთის დე ფაქტო ტერიტორიებად, ხოლო ხერსონისა და ზაპოროჟიეს იმ ნაწილებზე, რომლებსაც ამჟამად რუსული ძალები აკონტროლებენ, რუსეთმა კონტროლი შეინარჩუნოს, - წერს ამერიკული გამოცემა Foreign Affairs-ი სტატიაში სათაურით უკრაინა ომს აგებს.

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი წინააღმდეგობას უწევს ამ გეგმას და უარს ამბობს ნებისმიერ ქმედებაზე, რაც მისი ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას დაარღვევს. თუმცა, ბრძოლის ველზე არსებული რეალობა მის სასარგებლოდ არ მეტყველებს.

უკრაინა მამაცურ წინააღმდეგობას უწევს მტერს, თუმცა მისი სიმტკიცე ვერ მალავს იმ ფაქტს, რომ ის ომს აგებს. რუსეთი აკონტროლებს უკრაინის ტერიტორიის დიდ ნაწილს და კიევს მისი განდევნის მცირე შანსი აქვს, რაც 2023 წლის წარუმატებელმა კონტრშეტევამაც აჩვენა. რა თქმა უნდა, რუსეთის ბოლოდროინდელი წარმატებები ძალიან ნელა და დიდი დანაკარგების ფასად იყო მიღწეული; ბოლო სამი წლის განმავლობაში, რუსეთმა უკრაინის ტერიტორიის მხოლოდ დამატებითი ერთი პროცენტი დაიკავა. თუმცა, ეს არ ცვლის რეალობას, რომ რუსეთი ამჟამად ფლობს უკრაინის 1991 წლის საზღვრებში არსებული მიწების თითქმის მეხუთედს - ან იმას, რომ რუსეთის უფრო დიდი რესურსები და მოსახლეობა ნიშნავს, რომ მოსკოვს ბრძოლის გაგრძელება კიდევ წლების განმავლობაში შეუძლია.

რუსეთის ამ უპირატესობების გადალახვა და ბრძოლის ველზე დაკარგული მიწების დაბრუნება მოითხოვს დროსა და ინვესტიციებს, რაც უკრაინას არ გააჩნია. შესაბამისად, არსებული გარემოებები კიევს კომპრომისული მშვიდობისკენ უბიძგებს - მშვიდობისკენ, რომელიც აუცილებლად მოიცავს უკრაინის ტერიტორიების დათმობას.

მხოლოდ ციფრებით თუ ვიმსჯელებთ, ომის ტრაექტორია უკრაინის სასარგებლოდ არ მეტყველებს. ამის ერთ-ერთი მაგალითია თითოეული მხარის დანაკარგების მაჩვენებელი ბრძოლის ველზე. რუსული მედიასაშუალება Mediazona სოციალური ქსელების, ნეკროლოგებისა და ოფიციალური სამთავრობო შეტყობინებების მეშვეობით ადევნებს თვალს რუსი სამხედროების დაღუპვის შემთხვევებს და ყველაზე სანდო შეფასებებს აქვეყნებს.

2025 წლის ბოლოსთვის, Mediazona-ს ანალიტიკოსებმა 156,151 დაღუპული რუსის იდენტიფიცირება მოახდინეს, ხოლო იქედან გამომდინარე, რომ ყველა გარდაცვალების შემთხვევა საჯაროდ არ ცხადდება, მოსახლეობის მონაცემების გამოყენებით დაღუპულთა საერთო რაოდენობა 219,000-ად შეაფასეს. უკრაინულმა არასამთავრობო ორგანიზაციამ UA Losses, მსგავსი მეთოდოლოგიის გამოყენებით, ბრძოლაში დაღუპული 87,045 უკრაინელისა და უგზო-უკვლოდ დაკარგული 85,906 ადამიანის შესახებ განაცხადა - ეს უკანასკნელი ციფრი, სავარაუდოდ, მოიცავს დაუდასტურებელ სიკვდილიანობასა და დეზერტირობის შემთხვევებსაც.

მიუხედავად იმისა, რომ აბსოლუტურ ციფრებში უკრაინა ნაკლებ დანაკარგს განიცდის, ომი მისი ცოცხალი ძალის გაცილებით დიდ პროპორციას ფიტავს. უკრაინის მოსახლეობა დღეს 36 მილიონზე ოდნავ ნაკლებია, რაც რუსეთის 140-მილიონიანი მოსახლეობის დაახლოებით 26 პროცენტს შეადგენს. უკრაინას 25-დან 54 წლამდე ასაკის 9.5 მილიონზე ოდნავ ნაკლები მამაკაცი ჰყავს და ამ ჯგუფის ერთი-დან ორ პროცენტამდე უკვე დაკარგული ჰყავს. რაც შეეხება რუსეთს, რომელსაც იმავე ასაკობრივ ჯგუფში 30.2 მილიონზე ოდნავ მეტი მამაკაცი ჰყავს, შედარებით მაღალი დანაკარგები საერთო რაოდენობის მხოლოდ 0.5-დან 0.7 პროცენტს შეადგენს. საბოლოო ჯამში, რუსეთს, თავისი ბევრად მრავალრიცხოვანი მოსახლეობით, შეუძლია გაუძლოს უფრო დიდ ჯამურ დანაკარგებს, ვიდრე უკრაინას.

გარდა ამისა, რუსეთი ძირითადად საკონტრაქტო სამხედროებით - მოხალისეებით - იბრძვის და წვევამდელებს ფრონტის ხაზს არიდებს. ამის შედეგია უფრო მეტი მოტივირებული რუსი ჯარისკაცი. ჯერჯერობით, მოსკოვს რეკრუტირების საჭიროებების დაკმაყოფილება არ უჭირს. უკრაინა კი, ამის საპირისპიროდ, დიდწილად გაწვევაზეა დამოკიდებული.

ბოლო დროს რეკრუტირების გეგმის ჩავარდნამ და დეზერტირობის შემთხვევებმა გამოიწვია სულ უფრო დრაკონული ძალისხმევა, რათა შესრულდეს გაწვევის მიზანი - თვეში 30,000 ადამიანი. ეს მოიცავს „ბუსიფიკაციას“ პრაქტიკას, როდესაც მამაკაცებს ქუჩაში აკავებენ და მიკროავტობუსებით ადგილობრივ სამხედრო კომისარიატებში გადაჰყავთ. გარდა იმისა, რომ ეს მკაცრი მეთოდები არაპოპულარულია, მათ შედეგად ჯარში ძირითადად ხანდაზმული, ნაკლებად ჯანმრთელი და აშკარად უმოტივაციო ჯარისკაცები ხვდებიან, რომელთაგან ბევრი პირველივე შესაძლებლობისთანავე გარბის. ისინი კი, ვინც რჩებიან, ომის პროცესში მცირე წვლილი შეაქვთ.

რაც შეეხება ძირითად შეიარაღების სისტემებს, უკრაინა ყველა მიმართულებით ჩამორჩება. 2025 წლის მონაცემებით, რუსეთის ტანკების რაოდენობა, საწყობებში არსებული ტექნიკის ჩათვლით, თითქმის ხუთჯერ აღემატებოდა უკრაინისას. რუსეთს სამჯერ მეტი ქვეითთა საბრძოლო მანქანა და ჯავშანტრანსპორტიორი ჰქონდა, ვიდრე უკრაინას. მას ჰქონდა 670 ერთეული ბუქსირებადი არტილერია უკრაინის 543-ის წინააღმდეგ. რუსეთის უპირატესობა ხუთჯერადი იყო მობილურ არტილერიაში, თითქმის ათჯერადი - ზალპური ცეცხლის რეაქტიულ სისტემებში და თითქმის ხუთჯერადი - ნაღმტყორცნებში. რუსეთს ჰქონდა 163 საბრძოლო თვითმფრინავი, უკრაინას კი - 66.

მიუხედავად იმისა, რომ რუსეთის უზარმაზარი უპირატესობა ნაწილობრივ ძველ, დასაწყობებულ ტექნიკას ეყრდნობა, უკრაინისთვის გაგზავნილი დასავლური აღჭურვილობის დიდი ნაწილი ასევე ძველია და პარტნიორი ქვეყნების მარაგებიდანაა ამოღებული. თუმცა, დასაწყობებული ტექნიკის გამოკლებითაც კი, კატეგორიების უმეტესობაში რუსეთის მარაგები სულ მცირე ორჯერ აღემატება უკრაინისას.

ეკონომიკური ძალა სამხედრო ძლიერების საფუძველია და რუსეთს ამ მხრივაც აქვს უპირატესობა. რუსეთის 2024 წლის მშპ თითქმის 7 ტრილიონ დოლარს შეადგენდა. ამის საპირისპიროდ, უკრაინის მშპ თითქმის 657 მილიარდი დოლარი იყო, რაც რუსეთის მაჩვენებლის ათ პროცენტზე ნაკლებია. ნომინალური მაჩვენებლებიც მსგავს მნიშვნელოვან განსხვავებას აჩვენებს.

მშპ-ის დაახლოებით შვიდი პროცენტის დახარჯვით, რუსეთს თავდაცვისთვის 484 მილიარდი დოლარის გამოყოფა შეუძლია. მაშინაც კი, თუ უკრაინა თავისი მშპ-ის 30 პროცენტს დახარჯავს, ის მხოლოდ 197 მილიარდი დოლარის ოდენობის თავდაცვის ბიუჯეტის მობილიზებას შეძლებს, რაც რუსეთის ბიუჯეტის ნახევარზე ნაკლებია.

ეს ციფრი სათანადოდ ვერ აფასებს უკრაინის გრძელვადიან სამხედრო შესაძლებლობებს, რადგან ის არ მოიცავს იმ მნიშვნელოვან ფინანსურ და მატერიალურ დახმარებას, რომელსაც ქვეყანა დასავლეთ ევროპისგან და, ბოლო დრომდე, ამერიკის შეერთებული შტატებისგან იღებდა. თუმცა, უკრაინა უფრო მეტად არის დამოკიდებული უცხოელ პარტნიორებზე, ვიდრე რუსეთი.

რუსეთს აქვს მძლავრი ადგილობრივი თავდაცვის ინდუსტრია და სამხედრო აღჭურვილობის უზარმაზარი მარაგები, თუმცა ისიც გარკვეულწილად დამოკიდებული გახდა მოკავშირეებზე, მათ შორის ჩინეთსა და ჩრდილოეთ კორეაზე.

მიუხედავად იმისა, რომ რუსეთის მიზნების შესახებ დისკუსია გრძელდება, მთავრობის წევრების განცხადებები ორ მათგანს უსვამს ხაზს: უკრაინის დონეცკის, ხერსონის, ლუგანსკისა და ზაპოროჟიეს რეგიონების ნაწილობრივ ან სრულ კონტროლს და უკრაინის ნატოს მიღმა დარჩენას.

დღეის მდგომარეობით, რუსეთი აკონტროლებს ლუგანსკის 99 პროცენტს, ხერსონის 76 პროცენტს, ზაპოროჟიეს 74 პროცენტსა და დონეცკის 72 პროცენტს. რუსული ძალები წინ მიიწევენ ზაპოროჟიეში, ხერსონში დაბალი ინტენსივობის ბრძოლები გრძელდება, ხოლო ჩრდილოეთით მოსკოვი ახორციელებს შეზღუდულ ოპერაციებს ხარკოვისა და სუმის რეგიონებში ბუფერული ზონის შესაქმნელად.

თუმცა, რუსეთის პოზიტიური რეაქცია ტრამპის ადმინისტრაციის 28-პუნქტიან სამშვიდობო გეგმაზე - რომელიც მოსკოვს გადასცემს დონეცკისა და ლუგანსკის რეგიონებს სრულად, ხოლო უკრაინის სხვა აღმოსავლეთ რეგიონებს მხოლოდ ნაწილობრივ - მიუთითებს იმაზე, რომ დონბასზე სრული კონტროლი მოსკოვის ყველაზე მტკიცე ტერიტორიული მიზანია. მისი ყველაზე თანმიმდევრული პოლიტიკური მიზანი კვლავ უკრაინის ნატოს მიღმა დარჩენაა. ოთხწლიანი დამქანცველი ომის შემდეგ, ვლადიმირ პუტინს, როგორც ჩანს, მიაჩნია, რომ ეს უფრო შეზღუდული მიღწევებია ის მაქსიმუმი, რისი მიღებაც მას შეუძლია.

ამის საპირისპიროდ, უკრაინის ლიდერები მტკიცედ აცხადებენ, რომ მათი მიზანი კვლავ ქვეყნის 1991 წლის საზღვრებით განსაზღვრულ ტერიტორიებზე კონტროლის აღდგენა (რაც ყირიმსაც მოიცავს) და უკრაინის სუვერენიტეტის დაცვაა - განსაკუთრებით კი თავისუფლება, შეუერთდეს ნებისმიერ ალიანსს, რომელსაც კიევი ისურვებს. თუმცა, უკრაინას არც სამხედრო რესურსები გააჩნია წარმატებული შეტევისთვის და არც პოლიტიკური ნება მტკიცე თავდაცვისთვის.

უკრაინის ევროპელი მხარდამჭერები მოუწოდებენ კიევს, უარყოს რუსეთის მოთხოვნა დონბასის მთლიანად დათმობის შესახებ. კაია კალასმა, ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა საკითხებში, უკრაინული ტერიტორიების მშვიდობაზე გადაცვლას „ხაფანგი“ უწოდა. გერმანიის კანცლერმა ფრიდრიხ მერცმა, საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა და ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა არაერთხელ განაცხადეს, რომ „საერთაშორისო საზღვრები ძალის გამოყენებით არ უნდა შეიცვალოს“.

ზოგიერთი შიშობს, რომ პუტინის წინაშე ახლა დათმობაზე წასვლა მხოლოდ გაუღვიძებს რუსეთის ლიდერს მადას უკრაინისა და ნატოს ტერიტორიების კიდევ უფრო მეტად მისატაცებლად - მსგავსად იმისა, რაც მოხდა 1938 წელს მიუნხენში, როდესაც წინა თაობის ევროპელმა ლიდერებმა ჰიტლერთან გარიგება დადეს.

დონეცკის დარჩენილი ნაწილის დაკარგვა, რაც უდავოდ მძიმე დარტყმა იქნება უკრაინის თავმოყვარეობაზე, სულაც არ ნიშნავს, რომ მოსკოვისთვის კიევისკენ მიმავალი გზა გაიხსნება. 2024 წლის ოქტომბრიდან 2025 წლის ოქტომბრამდე პერიოდში რუსებმა უკრაინის ტერიტორიის დაახლოებით 1,703 კვ. მილზე დაამყარეს კონტროლი. მდინარე დნეპრის აღმოსავლეთით მდებარე უკრაინის დანარჩენი ოკუპირებული ტერიტორია კი 57,066 კვადრატულ მილს შეადგენს. რუსეთის წინსვლის შარშანდელი ტემპის გათვალისწინებით, მოსკოვს მსგავსი მასშტაბის დაპყრობის დასასრულებლად 30 წელზე მეტი დასჭირდება.

დასავლეთ ევროპაში არსებული პანიკის მიუხედავად, დონბასში რუსეთის მიერ გამარჯვების გამოცხადება არსებითად მცირე საფრთხეს შეუქმნის კონტინენტის დანარჩენ ნაწილს. დონბასი არ არის სუდეტის ოლქი, რადგან რუსეთის ამჟამინდელი ტაქტიკა არაფრით ჰგავს „ბლიცკრიგს“, რომლის მეშვეობითაც ნაცისტურმა გერმანიამ უზარმაზარი ტერიტორიები ძალიან სწრაფად ჩაიგდო ხელში. რუსეთს ათწლეულები დასჭირდება უკრაინის დარჩენილი ნაწილის დასაპყრობად, ამიტომ ევროპის სხვა ქვეყნების უმეტესობისთვის ნებისმიერი პირდაპირი საფრთხე მხოლოდ შორეულ მომავალში შეიძლება გამოიკვეთოს.

უკრაინელებმა და მათმა მოკავშირეებმა ახლა საკუთარ თავს უნდა ჰკითხონ, რას მოიტანს ომის კიდევ ერთი წელი და რა ფასად. უკრაინის მაღალჩინოსნებს შორის, მათ შორის კირილ ბუდანოვს - პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელსა და სამხედრო დაზვერვის ყოფილ უფროსს - შორის იზრდება იმის განცდა, რომ მართალია უკრაინის ღრმა დარტყმები და თავდასხმები მოსკოვის „ჩრდილოვან ფლოტზე“ აზარალებს რუსეთს, თუმცა ეს ომს უახლოეს მომავალში ვერ დაასრულებს.

რადგან უფრო დიდი მიზნები მიუღწეველია, უკრაინა დგება ტერიტორიების დათმობის პერსპექტივის წინაშე, რაც კიევისთვის მტკივნეული იქნება. თუმცა, ეს სულაც არ ნიშნავს უკრაინის, როგორც დამოუკიდებელი ქვეყნის, აღსასრულს. აღმოსავლეთ რეგიონების გარეშე დარჩენილ უკრაინას შეუძლია გააგრძელოს კიევის პროდასავლური სახელმწიფოებრივი მშენებლობის პროექტი. ჯერ კიდევ 2022 წლის რუსულ შემოჭრამდე, უკრაინის ეკონომიკურმა მიზიდულობის ცენტრმა უკვე დაიწყო გადანაცვლება ინდუსტრიული დონბასიდან პოსტინდუსტრიული ცენტრისა და დასავლეთისკენ.

ყოვლისმომცველი პოლიტიკური და ეკონომიკური რეფორმებით; კორუფციასთან ბრძოლის სერიოზული მცდელობით, განსაკუთრებით სამხედრო სექტორში; დრონებზე და დაბალი ინტენსივობის ომზე ოპტიმიზებული თავდაცვითი პოზიციების მშენებლობის კამპანიითა და საბრძოლო ინოვაციებში მნიშვნელოვანი ფინანსური და ორგანიზაციული რესურსების ინვესტირებით - უკრაინა ბევრად ძლიერ პოზიციაში იქნება საკუთარი თავის დასაცავად ხელახალი თავდასხმის შემთხვევაში. „ცუდ“ სამშვიდობო შეთანხმებაზე დათანხმება ახლა კიევს მაინც მისცემს უკეთესი მომავლის შანსს. ამ შეთანხმების უარყოფა კი მხოლოდ გაახანგრძლივებს ძვირადღირებულ და წამგებიან ომს.

ყველა სიახლე

დონალდ ტრამპი

16 აპრილი 2026, 19:56

მსოფლიო

ტრამპმა გამოაცხადა, რომ ისრაელსა და „ჰეზბოლას“ შორის 10-დღიანი ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება ძალაში შევა აღმოსავლეთის დროით 17:00 საათზე

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა გამოაცხადა, რომ ისრაელსა და „ჰეზბოლას“ შორის 10-დღიანი ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება ძალაში შევა აღმოსავლეთის დროით 17:00 საათზე.

იურაი ბლანარი

16 აპრილი 2026, 19:48

მსოფლიო

სლოვაკეთი რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციების დაბლოკვით იმუქრება, თუ უკრაინა „დრუჟბის“ მილსადენით ნავთობის მიწოდებას არ აღადგენს

სლოვაკეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, იურაი ბლანარმა განაცხადა, რომ მისი ქვეყანა მზად არის დაბლოკოს რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციების მორიგი პაკეტი, იმ შემთხვევაში, თუ უკრაინა არ აღადგენს ნავთობის მიწოდებას „დრუჟბის“ ნავთობსადენით.

16 აპრილი 2026, 19:22

საზოგადოება

ვაჟა-ფშაველას გამზირზე საგზაო მოძრაობა დროებით შეიზღუდება

ვაკის რაიონში, ვაჟა-ფშაველას გამზირზე, II შესახვევში 16 აპრილის 23:00 საათიდან 17 აპრილის 06:00 საათამდე საავტომობილო მოძრაობა დროებით სრულად შეიზღუდება. ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

16 აპრილი 2026, 19:20

ეკონომიკა

ნათია თურნავა: ინვესტორების მხრიდან ინტერესი მზარდია და ვიმედოვნებთ რომ ბევრ ახალ ინვესტორს ვიხილავთ ჩვენს ბაზარზე

ინვესტორებთან შეხვედრაში მონაწილეობა მიიღო აშშ-ის, ევროპის და აზიის 20-ზე მეტი გლობალური საინვესტიციო ჯგუფის წარმომადგენელმა. მხარეებმა განიხილეს საქართველოს ფისკალური და მონეტარული პოლიტიკა, მაკროეკონომიკური პარამეტრები. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საქართველოს ბაზარზე არსებულ საინვესტიციო შესაძლებლობებს, მათ შორის უძრავი ქონების სექტორს, ინფორმაციული ტექნოლოგიების (IT) მიმართულებას, ტრანსპორტირებასა და ლოჯისტიკას, ასევე საფინანსო სექტორს.

ირაკლი კობახიძე

16 აპრილი 2026, 19:16

პოლიტიკა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ანტალიის დიპლომატიის ფორუმში მიიღებს მონაწილეობას

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ანტალიის დიპლომატიის ფორუმში მიიღებს მონაწილეობას.

16 აპრილი 2026, 19:00

ჯანდაცვა

მიხეილ სარჯველაძე ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარ მაიკლ ო’ფლაერტის შეხვდა

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი, მიხეილ სარჯველაძე, ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარ მაიკლ ო’ფლაერტის შეხვდა. მხარეებმა ადამიანის უფლებების დაცვის მიმართულებით საქართველოში არსებულ ვითარებაზე ისაუბრეს.

ნიკოლოზ სამხარაძე

16 აპრილი 2026, 18:56

პოლიტიკა

ნიკოლოზ სამხარაძე: კომიტეტის აპარატში IT-ის კარგი სპეციალისტი გვყავს და მზად ვარ, ხვალვე ბერლინში გავაგზავნო, რათა ოფიციალური ინფორმაციის შეცვლაში დაეხმაროს

კომიტეტის აპარატში IT-ის კარგი სპეციალისტი გვყავს და მზად ვარ, ხვალვე ბერლინში გავაგზავნო, რათა ოფიციალური ინფორმაციის შეცვლაში დაეხმაროს, - განუცხადა პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძემ ჟურნალისტებს.

16 აპრილი 2026, 18:56

სპორტი

ძიუდოს ევროპის ჩემპიონატის პირველ საშეჯიბრო დღეს საქართველომ ვერცხლის მედალი მოიპოვა

თბილისში ძიუდოს ევროპის ჩემპიონატი მიმდინარეობს. საქართველოს სპორტის მინისტრმა შალვა გოგოლაძემ ძიუდოს ევროპის ჩემპიონატის პირველ საშეჯიბრო დღეს - 60 კილოგრამ წონით კატეგორიაში გამარჯვებულები დააჯილდოვა.

16 აპრილი 2026, 18:53

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი: მნიშვნელოვანია არა ჩანაწერები, მნიშვნელოვანია სწორი პოლიტიკა, „ქართულმა ოცნებამ“ სწორედ ეს აჩვენა, რომ სწორი პოლიტიკით ყველაზე კონფლიქტებით დახუნძლულ რეგიონშიც კი შესაძლებელია მშვიდობის შენარჩუნება

მნიშვნელოვანია არა ჩანაწერები, მნიშვნელოვანია სწორი პოლიტიკა, „ქართულმა ოცნებამ“ სწორედ ეს აჩვენა, რომ სწორი პოლიტიკით ყველაზე კონფლიქტებით დახუნძლულ რეგიონშიც კი შესაძლებელია მშვიდობის და სტაბილურობის შენარჩუნება, - განუცხადა ჟურნალისტებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ ინიციატივასთან დაკავშირებით, რომ ქვეყნის საგარეო პოლიტიკაზე საჯარო დებატები გაიმართოს.

შალვა პაპუაშვილი

16 აპრილი 2026, 18:47

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი: რადიკალური ოპოზიციის მთავარი პრობლემა არის ერთი რამ - არ უნდათ ქართველობა. უნდათ იყვნენ ნებისმიერი სხვა, მაგრამ არა ქართველი

რადიკალურ ოპოზიციას აქვს მთავარი ფსიქოლოგიური პრობლემა, რომ ისინი სხვისი ცხოვრებით ცხოვრობენ, - განუცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა თურქეთში ქართველ ჟურნალისტებს.

16 აპრილი 2026, 18:46

ეკონომიკა

„საქაერონავიგაციის“ წარმომადგენელი: აბასთუმნის ობსერვატორიის მიმდებარედ შემზღუდველი ზონის დაწესებით საჰაერო მარშრუტები არ უქმდება, ხდება მხოლოდ საჰაერო ნაკადების გადამისამართება. საჰაერო მოძრაობის მართვის უსაფრთხოება დაცულია

შპს „საქაერონავიგაციის“ გენერალური დირექტორის მოადგილე ზურაბ ავალიშვილი აბასთუმნის ობსერვატორიის მიმდებარედ შემზღუდველი ზონის შექმნასთან დაკავშირებით განმარტებას აკეთებს და აღნიშნავს, რომ შეზღუდვის დაწესებისას სრულად იყო გათვალისწინებული საქართველოს კანონმდებლობა და საერთაშორისო სტანდარტები.

16 აპრილი 2026, 18:43

რეგიონი

ელისო ბოლქვაძემ უმაღლეს საბჭოს აჭარის კულტურის სამინისტროს საქმიანობის ანგარიში წარუდგინა

აჭარის კულტურის მინისტრმა, ელისო ბოლქვაძემ უმაღლესი საბჭოს პლენარულ სხდომაზე, „მინისტრის საათის“ ფორმატში სამინისტროს გასული წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა. სხდომას უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე, ცოტნე ანანიძე უძღვებოდა.

16 აპრილი 2026, 18:40

საზოგადოება

დედამიწის კვირეულის ფარგლებში თსუ-ში სამეცნიერო ფესტივალი გაიხსნა

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სამეცნიერო ფესტივალი გაიხსნა. თსუ-ის ინფორმაციით, ღონისძიება დედამიწის კვირეულის ფარგლებში ჩატარდა და მიზნად ისახავს მეცნიერების პოპულარიზაციას, ახალგაზრდების დაინტერესებას კვლევითი საქმიანობით, მეცნიერების დაკავშირებას ყოველდღიურ ცხოვრებასთან, დედამიწის წინაშე არსებული გამოწვევების გაცნობა-გაანალიზებას, ეკოსისტემის გაჯანსაღების საქმიანობაში ჩართვას.

თამარ იოსელიანი:

16 აპრილი 2026, 18:36

ეკონომიკა

თამარ იოსელიანი: საქართველოს საჰაერო სივრცეში შემზღუდველი ზონის შემოღება ემსახურება სამეცნიერო ობსერვატორიის მიზნებს, რომ შემცირდეს საკონდენსაციო კვალის წარმოქმნის ალბათობა და დაცული იყოს ასტრონომიული დაკვირვებების ხარისხი

„საქართველოს საჰაერო სივრცეში შემზღუდველი ზონის შემოღება არ გულისხმობს არსებული საჰაერო ტრასების გაუქმებას და წარმოადგენს მოცემულ არეალში გარკვეული ტიპის ფრენებზე შეზღუდვების დაწესების პროცესს“, - განცხადება ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ თამარ იოსელიანმა გააკეთა.

16 აპრილი 2026, 18:34

მსოფლიო

Reuters: გერმანიის მთავრობამ 2026 და 2027 წლების ეკონომიკური ზრდის პროგნოზები შეამცირა, ხოლო ინფლაციის მოლოდინი გაზარდა - მიზეზად ირანის ომის გამო ნავთობსა და ბუნებრივ აირზე ფასების მატება სახელდება

გერმანიის მთავრობამ 2026 და 2027 წლების ეკონომიკური ზრდის პროგნოზები შეამცირა, ხოლო ინფლაციის მოლოდინი გაზარდა - ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს. მიზეზად ირანის ომის გამო ნავთობსა და ბუნებრივ აირზე ფასების მატება სახელდება.

შალვა პაპუაშვილი

16 აპრილი 2026, 18:33

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი აბასთუმნის ცის ჩაკეტვაზე: რაც მთავარია არ ჩივიან ავიაკომპანიები, არ ჩივიან პილოტები და რატომღაც ჩივის რადიკალური ოპოზიცია - არ ვიცი გზა ევიწროებათ თვითმფრინავების გადასაფრენად, თუ რატომ აქვთ ეს პრობლემები

საკმარისი მარშრუტებია საქართველოში თვითმფრინავების გადასაფრენად. რაც მთავარია არ ჩივიან ავიაკომპანიები და არ ჩივიან პილოტები და რატომღაც ჩივის რადიკალურ ოპოზიცია, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა აბასთუმნის ცის ჩაკეტვასთან დაკავშირებით ოპოზიციის აჟიოტაჟზე.

16 აპრილი 2026, 18:28

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი აზერბაიჯანის რესპუბლიკის მილი მეჯლისის თავმჯდომარეს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი აზერბაიჯანის რესპუბლიკის პარლამენტის - მილი მეჯლისის თავმჯდომარე საჰიბა გაფაროვას შეხვდა.

შალვა პაპუაშვილი

16 აპრილი 2026, 18:23

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი გერმანიის მთავრობაზე: თუ ჰგონიათ, ქართველ ხალხს ნაცარს შეაყრიან თვალში, რომ ერთი „აიტიშნიკი“ ვერ მოძებნეს, ორი სახელი და გვარი ჩაესწორებინათ საიტზე და იმას გვედავებიან, უნდა დაგეხმაროთ ქვეყნის განვითარებაშიო

პაპუაშვილს კითხვა დაუსვეს პარლამენტში „ვაიმარის სამკუთხედის“ ქვეყნების დელეგაციის წევრებთან შეხვედრაზე, სადაც მთავარი განსახილველი საკითხი გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებგვერდზე საქართველოს მთავრობის შესახებ განთავსებული მოძველებული ინფორმაცია იყო და აღინიშნა, რომ ვებგვერდზე ინფორმაციის განახლება ტექნიკური ხარვეზის გამო არ ხდება.

შალვა პაპუაშვილი

16 აპრილი 2026, 18:21

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგნოზზე: ეს აჩვენებს ერთ რამეს, თუ რამდენად სწორედ მოქმედებს საქართველოს ხელისუფლება, რომ მოქმედებს საკუთარი ხალხის ინტერესებით და არა სხვა ქვეყნების

ეს აჩვენებს ერთ რამეს, თუ რამდენად სწორედ მოქმედებს საქართველოს ხელისუფლება, რომ მოქმედებს საკუთარი ხალხის ინტერესებით და არა სხვა ქვეყნების, - განუცხადა ჟურნალისტებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგნოზთან დაკავშირებით, რომლის თანახმადაც 2013-2031 წლების რეალური და მსყიდველუნარიანი ეკონომიკური კეთილდღეობის პროგრესით საქართველო მსოფლიოს საუკეთესო სამეულშია.

პიტ ჰეგსეტი

16 აპრილი 2026, 18:19

მსოფლიო

ჰეგსეტი აცხადებს, რომ ჩინეთმა აშშ დაარწმუნა, რომ ირანს იარაღს არ გაუგზავნის

აშშ-ის თავდაცვის მდივანი, პიტ ჰეგსეტი გამოეხმაურა გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ ჩინეთი ირანისთვის იარაღის მიწოდებას გეგმავს. მისი თქმით, აშშ-მა მიიღო გარანტია, რომ ეს არ მოხდება.