01 მარტი 2026, 09:26 / სანდო წყარო

ირანის ყოფილი შაჰის ვაჟი: ალი ხამენეის სიკვდილით ისლამური რესპუბლიკა ფაქტობრივად აღსასრულს მიუახლოვდა და ძალიან მალე ისტორიის ნაგავსაყრელზე აღმოჩნდება

რეზა ფაჰლევი

რეზა ფაჰლევი

ირანის ყოფილი შაჰის ვაჟი რეზა ფეჰლევი სოციალურ ქსელში წერს, რომ „ალი ხამენეის სიკვდილით ისლამური რესპუბლიკა ფაქტობრივად აღსასრულს მიუახლოვდა და ძალიან მალე ისტორიის ნაგავსაყრელზე აღმოჩნდება“.

მისივე თქმით, ხამენეის მემკვიდრის დანიშვნის ნებისმიერი მცდელობა, წარუმატებლობისთვისაა განწირული.

„ჩემო თანამემამულეებო, ალი ხამენეი, ჩვენი დროის სისხლისმსმელი დესპოტი, ირანის ათიათასობით მამაცი ვაჟისა და ქალიშვილის მკვლელი, ისტორიიდან წაიშალა. მისი სიკვდილით ისლამური რესპუბლიკა ფაქტობრივად აღსასრულს მიუახლოვდა და ძალიან მალე ისტორიის ნაგავსაყრელზე აღმოჩნდება. რეჟიმის ნარჩენების მიერ ხამენეის მემკვიდრის დანიშვნის ნებისმიერი მცდელობა, თავიდანვე განწირულია წარუმატებლობისთვის. ვისაც ისინი მის ადგილას დანიშნავენ, არც ლეგიტიმაცია ექნება და არც დღეგრძელობა და უდავოდ, ამ რეჟიმის დანაშაულების თანამონაწილე იქნება.

კრიმინალი ხამენეის სიკვდილი, ვერ იქნება შურისძიება დაღვრილი სისხლისთვის, მაგრამ შეიძლება, იქცეს მალამოდ მგლოვიარე მამებისა და დედების, ქმრებისა და ცოლების, ვაჟებისა და ქალიშვილების და იმ ადამიანების ოჯახებისთვის, რომლებმაც სიცოცხლე შესწირეს ირანის „ლომისა და მზის“ ეროვნულ რევოლუციას. ირანის პატივცემულო და მამაცო ხალხო, ეს შეიძლება, ჩვენი დიდი ეროვნული დღესასწაულის დასაწყისი იყოს, მაგრამ ეს გზის დასასრული არ არის. ფხიზლად და მზად იყავით. ქუჩებში ფართოდ და გადამწყვეტად გამოსვლის დრო ძალიან ახლოსაა“, - წერს რეზა ფეჰლევი სოციალურ ქსელში.

ყველა სიახლე

01 მარტი 2026, 10:38

მსოფლიო

ისრაელმა ირანს ისევ დაარტყა

1 მარტის ღამეს ისრაელის თავდაცვის ძალებმა ირანის მიმართულებით დარტყმების დამატებითი სერია განახორციელეს, - ნათქვამია „ცაჰალის“ განცხადებაში. მასში ხაზგასმულია, რომ ახალი იერიში მიმართულია ბალისტიკური რაკეტების სისტემებისა და ირანის საჰაერო თავდაცვის წინააღმდეგ. ირანის სახელმწიფო მედიამ თეირანში აფეთქებების შესახებ გაავრცელა ინფორმაცია.

01 მარტი 2026, 10:31

სამართალი

ცენტრალური კრიმინალური პოლიციის აჭარის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა ერთ კილოგრამამდე „გამომშრალი მარიხუანა“ ამოიღეს - დაკავებულია 1 პირი

პირი შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის აჭარის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი, 1992 წელს დაბადებული რ.ჯ. დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს.

01 მარტი 2026, 10:28

სამართალი

სამართალდამცველებმა ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით არასრულწლოვანი დააკავეს

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, თემქის დასახლებაში მდებარე პარკში, წარსულში არსებული კონფლიქტის ნიადაგზე - 2008 წელს დაბადებულ მ.ჭ-ს შუშის ნატეხით სახის არეში მძიმე დაზიანებები მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

01 მარტი 2026, 10:28

სამართალი

აჭარის პოლიციამ თაღლითობის ბრალდებით 2 პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, დიდი ოდენობით ჩადენილი თაღლითობის ბრალდებით, მოსამართლის განჩინების საფუძველზე - 1995 წელს დაბადებული ს.ო. და 1989 წელს დაბადებული ლ.ა. ბათუმში დააკავეს.

დონალდ ტრამპი

01 მარტი 2026, 10:26

მსოფლიო

ტრამპი აცხადებს, რომ „აქამდე არნახულ ძალას“ გამოიყენებს, თუ ირანი აშშ-ს ან ისრაელს დაარტყამს

„ირანმა ახლახან განაცხადა, რომ დღეს ძალიან ძლიერად დაარტყამს, უფრო ძლიერად, ვიდრე ოდესმე. თუმცა, ჯობია ეს არ გააკეთონ, რადგან თუ ამას იზამენ, ჩვენ მათ აქამდე არნახული ძალით დავარტყამთ“, - დაწერა ტრამპმა საკუთარ სოციალურ ქსელში Truth Social.

ალი ხამენეი

01 მარტი 2026, 10:16

მსოფლიო

ირანის ხელისუფლებამ აიათოლა ალი ხამენეის ლიკვიდაცია დაადასტურა

ალი ხამენეის რეზიდენცია თეირანში განადგურებულია აშშ-სა და ისრაელის დარტყმების შედეგად, რაც გამოქვეყნებული სატელიტური სურათებიდან ჩანს.

01 მარტი 2026, 10:06

საზოგადოება

რუსთავში გამართულ შეხვედრაზე ქვემო ქართლის რეგიონში მიმდინარე პროექტები განიხილეს

რუსთავში გამართულ შეხვედრაზე ქვემო ქართლის რეგიონში მიმდინარე პროექტები განიხილეს. შპს „საქართველოს მელიორაციის“ ქვემო ქართლის რეგიონული სამსახურის უფროსმა ილია ლეკიაშვილმა შეხვედრის მონაწილეებს დეტალური ინფორმაცია მიაწოდა საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკის) მიერ დადგენილი ირიგაციის ახალი ტარიფის შესახებ.

01 მარტი 2026, 09:02

საზოგადოება

როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში

პირველ მარტს ქუთაისში წვიმიან ამინდს ელოდებიან, დღისით +5 და ღამით +3 გრადუსია მოსალოდნელი.

01 მარტი 2026, 08:34

მსოფლიო

The Times of Israel: ირანის თავდასხმის შედეგად თელ-ავივში დაახლოებით 20 ადამიანი დაშავდა

The Times of Israel-ის ინფორმაციით, ირანის მიერ ბალისტიკური რაკეტებით თავდასხმის შედეგად თელ-ავივში დაახლოებით 20 ადამიანი დაშავდა. მათივე ცნობით, დაშავებულთაგან ორი ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.

01 მარტი 2026, 08:09

მსოფლიო

საფრანგეთმა, გერმანიამ და გაერთიანებულმა სამეფომ ერთობლივი განცხადება გაავრცელეს, სადაც ნათქვამია, რომ ირანის წინააღმდეგ აშშ-ისა და ისრაელის ოპერაციაში მონაწილეობა არ მიუღიათ

საფრანგეთმა, გერმანიამ და გაერთიანებულმა სამეფომ ერთობლივი განცხადება გაავრცელეს, სადაც ნათქვამია, რომ ირანის წინააღმდეგ აშშ-ისა და ისრაელის ოპერაციაში მონაწილეობა არ მიუღიათ. სამივე ქვეყანამ ირანის მიერ სპარსეთის ყურეში განხორციელებული საპასუხო დარტყმები დაგმო. ისინი ირანის მთავრობას ბირთვული და ბალისტიკური რაკეტების პროგრამის შეჩერებისკენ, რეგიონში დესტაბილიზაციის გამომწვევი აქტივობებისგან თავის შეკავებისკენ, ირანელების წინააღმდეგ რეპრესიების შეწყვეტისა და გამოსავლის მოლაპარაკებების გზით ძიებისკენ მოუწოდებს.

01 მარტი 2026, 02:54

მსოფლიო

ირანის საპასუხო დარტყმების შედეგად დუბაის საერთაშორისო აეროპორტი დაზიანდა

არაბთა გაერთიანებული საამიროების ხელისუფლებამ ოფიციალურად დაადასტურა, რომ ირანის მიერ აშშ-ისა და ისრაელის წინააღმდეგ განხორციელებული საპასუხო თავდასხმების დროს, სამიზნეებს შორის დუბაის საერთაშორისო აეროპორტიც მოხვდა.

დონალდ ტრამპი

01 მარტი 2026, 02:07

მსოფლიო

ტრამპი: ძლიერი და წერტილოვანი დაბომბვები გაგრძელდება შეუფერხებლად მთელი კვირის განმავლობაში, ან მანამ, სანამ საჭირო იქნება მშვიდობის მისაღწევად

ძლიერი და წერტილოვანი დაბომბვები გაგრძელდება შეუფერხებლად მთელი კვირის განმავლობაში, ან მანამ, სანამ საჭირო იქნება ჩვენი მიზნის მისაღწევად, რაც გულისხმობს მშვიდობას მთელ ახლო აღმოსავლეთში და, რა თქმა უნდა, მთელ მსოფლიოში, - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა.

აიათოლა ალი ხამენეი

01 მარტი 2026, 01:42

მსოფლიო

ტრამპი: ხამენეი, ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ბოროტი ადამიანი, მკვდარია

ხამენეი, ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ბოროტი ადამიანი, მკვდარია, - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა.

კამალა ჰარისი

01 მარტი 2026, 01:34

მსოფლიო

კამალა ჰარისმა განაცხადა, რომ ის ირანში „რეჟიმის შეცვლის“ წინააღმდეგია

აშშ-ის ყოფილმა ვიცე-პრეზიდენტმა, კამალა ჰარისმა განაცხადა, რომ ის ირანში „რეჟიმის შეცვლის“ წინააღმდეგია და პრეზიდენტი ტრამპი დაადანაშაულა იმაში, რომ მან „ამერიკის შეერთებული შტატები ჩაითრია ომში, რომელიც ამერიკელ ხალხს არ სურს“.

დონალდ ტრამპი

01 მარტი 2026, 01:13

მსოფლიო

ტრამპი კითხვაზე თუ ვინ შეიძლება დაიკავოს აიათოლა ალი ხამენეის ადგილი: არ ვიცი, მაგრამ რაღაც მომენტში ისინი თავად დამირეკავენ და მკითხავენ, ვინ მსურს ამ პოსტზე

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ტელეკომპანია NBC News-თან სატელეფონო საუბრისას დაადასტურა, რომ დღევანდელი იერიშების შედეგად ირანის მმართველი ელიტის „დიდი ნაწილი“ განადგურებულია.

დონალდ ტრამპი

01 მარტი 2026, 00:50

მსოფლიო

ტრამპი აიათოლა ხამეინის ლიკვიდაციის შესახებ ცნობებზე: ჩვენ ვთვლით, რომ ეს ამბავი სინამდვილეს შეესაბამება

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ტელეკომპანია NBC News-თან ექსკლუზიურ ინტერვიუში ირანის უზენაესი ლიდერის, ალი ხამენეის შესაძლო დაღუპვის შესახებ გავრცელებულ ცნობებზე ისაუბრა.

01 მარტი 2026, 00:16

მსოფლიო

ისრაელური მედია: ბენიამინ ნეთანიაჰუსა და დონალდ ტრამპს ირანის უზენაესი ლიდერის, ალი ხამენეის ცხედრის ფოტო წარუდგინეს

გავრცელებული ინფორმაციით, ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუსა და აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს ირანის უზენაესი ლიდერის, ალი ხამენეის ცხედრის ფოტო წარუდგინეს. აღნიშნულ ინფორმაციას ისრაელის Channel 12 ავრცელებს

დონალდ ტრამპი

01 მარტი 2026, 00:10

მსოფლიო

ტრამპი აცხადებს, რომ ირანში პროცესების დასრულების რამდენიმე ვარიანტს განიხილავს

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა გამოცემა Axios-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ ირანის წინააღმდეგ აშშ-ის ოპერაციაში მას მოქმედების რამდენიმე გზა აქვს, მათ შორის ქვეყანაზე კონტროლის დამყარების გრძელვადიანი ძალისხმევა.

აიათოლა ალი ხამენეი

28 თებერვალი 2026, 23:49

მსოფლიო

მედია: ისრაელის ოფიციალური პირების განცხადებით, აიათოლა ალი ხამენეი ლიკვიდირებულია

ისრაელის ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით ვრცელდება ინფორმაცია, რომ ირანის უზენაესი ლიდერი, აიათოლა ალი ხამენეი, რომელიც ქვეყანას 1989 წლიდან მართავდა, მოკლულია.