imedi /  04 მარტი 2026, 20:01 / სანდო წყარო

Euronews: ევროკავშირი ახალი ენერგეტიკული კრიზისის პერსპექტივის წინაშე დგას მაშინ, როდესაც აშშ-ისა და ისრაელის ომმა ირანთან გაზის ბაზრები შეარყია

ევროკავშირი ახალი ენერგეტიკული კრიზისის პერსპექტივის წინაშე დგას მაშინ, როდესაც აშშ-ისა და ისრაელის ომმა ირანთან გაზის ბაზრები შეარყია, - წერს Euronews-ი.

„ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის გადაწყვეტილებამ - დაარტყას ირანს, მიაღწიოს რეჟიმის ცვლილებას და გარდაქმნას ძალთა ბალანსი ახლო აღმოსავლეთში - გააღვიძა ის მრისხანე აჩრდილი, რომელიც ევროკავშირს სამუდამოდ განდევნილი ეგონა: ენერგეტიკული კრიზისი“, - ნათქვამია სტატიაში.

ომმა გაზის ფასების მკვეთრი ზრდა გამოიწვია, რამაც ინვესტორებში პანიკა, ხოლო მთავრობებში შფოთვა დათესა.

სამშაბათს, ევროპის სავაჭრო ჰაბზე გაზის ფასმა შეადგინა 54.3 ევრო მეგავატ-საათზე, რაც მკვეთრი ნახტომია პარასკევის მაჩვენებელთან (31.9 ევრო) შედარებით.

ფასების ამ ზრდას ხელი შეუწყო შემაშფოთებელი მოვლენების თანხვედრამ, რომელთა შორის ყველაზე მნიშვნელოვანია კატარის გადაწყვეტილება - ირანის საპასუხო დარტყმების კვალდაკვალ შეეჩერებინა თხევადი ბუნებრივი აირის წარმოება. კატარი მსოფლიოში თხევადი ბუნებრივი აირის ერთ-ერთი მთავარი მიმწოდებელია.

ჰორმუზის სრუტის ფაქტობრივმა ჩაკეტვამ, რომელიც ახლო აღმოსავლეთიდან ენერგორესურსების ექსპორტის სასიცოცხლო მარშრუტია, და ტრამპის რწმენამ, რომ აშშ-ის არმიას შეუძლია გაცილებით დიდხანს გააგრძელოს ინტენსიური იერიშები, ვიდრე მის მიერ თავდაპირველად ნავარაუდები ხუთი კვირაა, ბაზრებზე არასტაბილურობა კიდევ უფრო გაამწვავა.

ევროკავშირის ლიდერები უკვე სრულ მზადყოფნაში არიან. ნიდერლანდების ახალმა პრემიერ-მინისტრმა, რობ იეტენმა განაცხადა, რომ მისი მთავრობა მზად იქნება მიიღოს დამატებითი ზომები „საჭიროების შემთხვევაში“.

ესპანეთის პრემიერ-მინისტრმა, პედრო სანჩესმა, რომლის ქვეყანაც კონტინენტზე ენერგიის ერთ-ერთი ყველაზე დაბალი ტარიფებით სარგებლობს, განაცხადა, რომ მისი მთავრობა განიხილავს „სხვადასხვა სცენარსა და შესაძლო ზომას შინამეურნეობების, დასაქმებულების, ბიზნესებისა და თვითდასაქმებულების დასახმარებლად, რათა ამ გზით შეამსუბუქოს ამ კონფლიქტის ეკონომიკური გავლენა“, თუკი ვითარება გაუარესდება.

ამავდროულად, საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა ტელემიმართვისას განაცხადა, რომ იგი შეეცდება შექმნას საერთაშორისო კოალიცია სამხედრო რესურსების გამოყენებით, რათა დაიცვას საზღვაო მიმოსვლა ჰორმუზის სრუტეში, სუეცის არხსა და წითელ ზღვაში.

„ჩვენ გვაქვს დასაცავი ეკონომიკური ინტერესები, რადგან ნავთობისა და გაზის ფასები, ისევე როგორც საერთაშორისო ვაჭრობის მდგომარეობა, ამ ომის გამო ძირეულად შეირყა“, - განაცხადა მაკრონმა.

ბრიუსელში ევროკავშირის ოფიციალური პირები ამტკიცებენ, რომ ბლოკი კვლავ კარგად არის მომარაგებული, რადგან მათი თხევადი ბუნებრივი აირის იმპორტის უდიდესი ნაწილი - დაახლოებით 58% - აშშ-ზე მოდის, ხოლო კატარზე მხოლოდ 8%.

თუმცა, თუ ირანში ომი დროში გაიწელება და კატარში წარმოება კვლავ შეჩერებული იქნება, ისეთ ქვეყნებს, როგორიცაა ჩინეთი, სამხრეთ კორეა, იაპონია და ინდოეთი - რომლებიც კატარული თხევადი ბუნებრივი აირის მთავარი მომხმარებლები არიან - სხვა გზა არ დარჩებათ, გარდა იმისა, რომ ალტერნატივის საძიებლად აშშ-ს მიმართონ.

ამერიკული წარმოების თხევად ბუნებრივ აირზე კონკურენციის ზრდა ევროპასა და აზიას ერთმანეთთან დააპირისპირებს, რაც ფასებს გაზრდის.

ყველა სიახლე

05 მარტი 2026, 12:12

ტექნოლოგიები

Artemis 2-ის ეკიპაჟი მთვარისკენ აპრილში გაემგზავრება🚀

NASA-ს მისია Artemis II აპრილში მთვარისკენ გასაფრენად ემზადება. ინჟინრებმა წარმატებით აღმოფხვრეს ჰელიუმთან დაკავშირებული პრობლემა, რომლის გამოც რაკეტის გაშვება გეგმის მიხედვით ვერ მოხერხდა. საუბარია კომპანია Boeing-ის მიერ აგებულ რაკეტაზე Space Launch System (SLS).

05 მარტი 2026, 12:09

ეკონომიკა

მეფუტკრეობის სექტორის წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილეებმა ლაშა ავალიანმა და ლაშა დოლიძემ მეფუტკრეობის სექტორის წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართეს. ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.

კაია კალასი

05 მარტი 2026, 11:58

მსოფლიო

კაია კალასი: არსებობს რისკი, რომ ახლო აღმოსავლეთში ვითარება კონტროლიდან გავიდეს

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, კაია კალასის განცხადებით, არსებობს რისკი, რომ ახლო აღმოსავლეთში ვითარება კონტროლიდან გავიდეს.

05 მარტი 2026, 11:55

საზოგადოება

აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარე აფხაზეთიდან დევნილ მეწარმე ქალებს შეხვდა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძე, აფხაზეთის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრ თენგიზ ნასარიძესთან ერთად საოჯახო სამხატვრო გალერეაში, აფხაზეთიდან დევნილ მეწარმე ქალებს შეხვდა, - ინფორმაციას აფხაზეთის მთავრობა ავრცელებს.

კახა კალაძე

05 მარტი 2026, 11:51

სპორტი

კახა კალაძე პარალიმპიურ თამაშებში მონაწილეობაზე: ნებისმიერი სპორტსმენისთვის ყველა საერთაშორისო ტურნირი მნიშვნელოვანია, ამისთვის ყველაფერს აკეთებენ ისინი

თბილისის მერი კახა კალაძე მედიასთან გამოეხმაურა ზამთრის პარალიმპიურ თამაშებში საქართველოს პარალიმპიური ნაკრების მონაწილეობას.

05 მარტი 2026, 11:43

პოლიტიკა

საპარლამენტო დელეგაციის წევრები კონგრესმენ ენდი ოგლსს შეხვდნენ

ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის წევრები მარიამ ლაშხი, ლიკა შარტავა და ეკა სეფაშვილი კონგრესმენ ენდი ოგლსს შეხვდნენ.

მარკ რუტე

05 მარტი 2026, 11:43

მსოფლიო

მარკ რუტეს განცხადებით, ნატო ირანის წინააღმდეგ ოპერაციაში ჩართული არ არის, თუმცა ტრამპის მოქმედებას მხარს უჭერს

ნატოს გენერალური მდივნის, მარკ რუტეს განცხადებით, ალიანსის წევრებს შორის ფართო მხარდაჭერაა აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის კამპანიის მიმართ, რომლის მიზანი ირანის ბირთვული და სარაკეტო შესაძლებლობების განადგურებაა.

დავით ქართველიშვილი

05 მარტი 2026, 11:38

პოლიტიკა

დავით ქართველიშვილი: საქართველოში „ტერორისტული სტრუქტურების“ არარსებობის შემთხვევაში დგება პასუხისმგებლობის საკითხი დაუდასტურებელი ინფორმაციის გავრცელებისთვის, რამაც შეიძლება ზიანი მიაყენოს ქვეყნის საერთაშორისო რეპუტაციას

პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი სოციალური ქსელით ეხმიანება ოპოზიციონერ თინა ხიდაშელის განცხადებას, „საქართველოში ფუნქციონირებს ე.წ. უნივერსიტეტი, ტერორისტების სკოლა, რომლის რექტორიც იყო ალი ხამენეის მემკვიდრედ გამოცხადებული ადამიანი“.

05 მარტი 2026, 11:33

პოლიტიკა

თბილისის ზღვის მიმდებარედ რეკრეაციული და გასართობი სივრცის მოწყობაზე თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

თბილისის მერიას, საქველმოქმედო ფონდ „ქართუსა“ და ბრიტანულ საკონსულტაციო კომპანია Leisure Development Partners-ს (LDP) შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მხარეებს შორის შეთანხმების საგანია თბილისის ზღვის არეალში გასართობ-სარეკრეაციო თემატური სივრცის შექმნა.

დიმიტრი ხუნდაძე

05 მარტი 2026, 11:30

პოლიტიკა

დიმიტრი ხუნდაძე: მცხეთის მუნიციპალიტეტს საკმაოდ კარგი გამოცდილება და ძლიერი ბიუჯეტი აქვს. საჭიროა მისი ეფექტური განკარგვა, აქტიური მუშაობა და გადაწყვეტილებების სწრაფად მიღება

ვიზიარებ მოქალაქეების უკმაყოფილებას მცხეთის მუნიციპალიტეტში დაგროვილი პრობლემების მიმართ, რაც განსაკუთრებით თვალში საცემია ბოლო თვეების განმავლობაში, - წერს სოციალურ ქსელში საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „ხალხის ძალის“ თავმჯდომარე და მცხეთის დელეგატი დიმიტრი ხუნდაძე.

05 მარტი 2026, 11:24

პოლიტიკა

ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე პროცესების პარალელურად მორიგი უსაფუძვლო ბრალდება საქართველოს მიმართ - ეკა გიგაური აზიარებს სტატიას „საქართველო ირანისთვის სანქციებისთვის თავის არიდების ცენტრად იქცევა“

ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე პროცესების პარალელურად, მორიგი შეტევა და უსაფუძვლო ბრალდებები საქართველოს მიმართ - სტატია სათაურით „საქართველო ირანისთვის სანქციებისთვის თავის არიდების ცენტრად იქცევა“ The Hill-ში გამოქვეყნდა

შოთა ბერეკაშვილი

05 მარტი 2026, 11:20

პოლიტიკა

შოთა ბერეკაშვილი ფასების დარეგულირებაზე: ამ ეტაპზე პროცესი მიდის ძალიან კარგად და ჩვენ გვაქვს დიდი მოლოდინი, რომ არსებითად მნიშვნელოვან შედეგზე გავალთ

ამ ეტაპზე პროცესი მიდის ძალიან კარგად და ჩვენ გვაქვს დიდი მოლოდინი, რომ არსებითად მნიშვნელოვან შედეგზე გავალთ, - განაცხადა სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასწარმოქმნის სტრუქტურის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი კომისიის თავმჯდომარემ, შოთა ბერეკაშვილმა.

კახა კალაძე

05 მარტი 2026, 11:18

პოლიტიკა

კახა კალაძე თინა ხიდაშელზე: ყველაზე დიდი ტერორისტები ამ ქვეყანაში არიან ადამიანები, ვინც ამ ტიპის განცხადებებს აკეთებენ

ყველაზე დიდი ტერორისტები ამ ქვეყანაში არიან ზუსტად ეს ადამიანები, ვინც ამ ტიპის განცხადებებს აკეთებენ - ეს რადიკალური დაჯგუფება, რომელიც დღეს ქვეყანაში მოღალატეობრივ ჯგუფს წარმოადგენს, - განუცხადა ჟურნალისტებს დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ორგანიზაცია „სამოქალაქო იდეის“ დამფუძნებლის, თინა ხიდაშელის განცხადების კომენტირებისას.

05 მარტი 2026, 11:10

მსოფლიო

ოფიციალური თეირანი უარყოფს, რომ გუშინ თურქეთის მიმართულებით ბალისტიკური რაკეტა გაუშვა

ირანის ხელისუფლება უარყოფს, რომ გუშინ თურქეთის მიმართულებით ბალისტიკური რაკეტა გაუშვა. ინფორმაციას The Times of Israel-ი ავრცელებს.

05 მარტი 2026, 11:06

სამართალი

ტყიბულში სახელმწიფო ტყეში ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების ფაქტი გამოავლინეს

იმერეთის სატყეო სამსახურის თანამშრომლებმა, ტყიბულში, სახელმწიფო ტყეში ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების ფაქტი გამოავლინეს, - ინფორმაციას გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

05 მარტი 2026, 11:05

კულტურა

Amazon-მა „ბიჭების“ ფინალური სეზონის პოსტერები გამოაქვეყნა

შოურანერ ერიკ კრიპკეს პროექტი სტრიმინგ-სერვისზე Prime Video 8 აპრილს გამოვა. საკუთარ როლებს სეზონში დაუბრუნდებიან კარლ ურბანი, ენტონი სტარი, ჯეკ ქუეიდი, ერინ მოიარტი, ჯენსენ ეკლზი, ლაზ ალონსო, ტომერ კაპონი, კარენ ფუკუჰარა, ჩეის კროუფორდი და ნეითან მიტჩელი. შოუში ასევე გამოჩნდებიან ჯარედ პადალეკი და მიშა კოლინსი, რომლებიც ეკლზთან ერთად კრიპკეს კიდევ ერთ ცნობილ პროექტში - „ზებუნებრივში“ მთავარ როლებს ასრულებდნენ.

კახა კალაძე

05 მარტი 2026, 11:04

პოლიტიკა

კახა კალაძე: ყველა პროექტი, რაც ფონდ „ქართუს” თბილისში აქვს დაწყებული, აუცილებლად ბოლომდე მივა

ყოფილი იპოდრომის ადგილას კორპუსები უნდა აშენებულიყო, ბიძინა ივანიშვილმა კი გამოისყიდა, თბილისს აჩუქა და იქ ცენტრალური პარკი მოეწყობა, - განაცხადა დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მედიასთან.

ეკა სეფაშვილი

05 მარტი 2026, 11:02

პოლიტიკა

ეკა სეფაშვილი: კონგრესმენებთან შეხვედრაზე ვისაუბრეთ საქართველოს სტრატეგიულ როლსა და დაკავშირებადობის მიმართულებაზე, რაც უნდა აისახოს ჩვენ შორის პარტნიორულ ურთიერთობის გაღრმავებაში

„ხალხის ძალის“ საერთაშორისო ურთიერთობების მდივანმა, დეპუტატმა ეკა სეფაშვილმა მედიასთან საუბარში კომენტარი გააკეთა, ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტის ფარგლებში საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის წევრების მიერ კონგრესმენებთან გამართულ შეხვედრაზე, ასევე ისაუბრა სუვერენული ერების ალიანსის პირველ კონფერენციაზე.

თინა გამყრელიძე

05 მარტი 2026, 11:01

საზოგადოება

ერ-რიადიდან თბილისში სპეცრეისით დაბრუნებული მოქალაქე: მშვიდობიანად ჩამოვედით და ძალიან დიდი მადლობა მთელ მთავრობას

ერ-რიადიდან სპეციალური ავიარეისით თბილისში დაბრუნებული მოქალაქე საქართველოში დაბრუნების პროცესზე საუბრობს და მთავრობას მადლობას უხდის.

05 მარტი 2026, 10:58

რეგიონი

რუსთავში ურბანულად ერთ-ერთი ყველაზე დატვირთული ლეონიძის სახელობის ქუჩის რეაბილიტაცია დაიწყო

ლეონიძის სახელობის ქუჩას, რომელიც ურბანული და სატრანსპორტო თვალსაზრისით ერთ-ერთი ყველაზე დატვირთულია ქალაქში, სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდება.