აშშ-ის ცენტრალური სარდლობა ირანულ გემზე განხორციელებული თავდასხმის ვიდეომასალას აქვეყნებს
ფოტო: ვიდეოკადრი
აშშ-ის შეიარაღებული ძალების ცენტრალური სარდლობა სოციალურ ქსელ X-ში ირანის სამხედრო-საზღვაო ძალების კუთვნილი დრონების გადამზიდავზე თავდასხმის ვიდეომასალას აქვეყნებს.
„ამერიკის ძალები არ ერიდებიან ირანის მთლიანი სამხედრო-საზღვაო ფლოტის ჩაძირვის მისიის შესრულებას. დღეს შეტევა განხორციელდა დრონების გადამზიდავ ირანულ გემზე, რომელიც ზომით მეორე მსოფლიო ომის დროინდელ ავიამზიდს ჰგავს, ახლა ის იწვის“, - აღნიშნულია ცენტრალური სარდლობის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ამასთან, უცნობია, სად მოხდა თავდასხმა ირანულ გემზე.
U.S. forces aren't holding back on the mission to sink the entire Iranian Navy. Today, an Iranian drone carrier, roughly the size of a WWII aircraft carrier, was struck and is now on fire. pic.twitter.com/WyA4fniZck
— U.S. Central Command (@CENTCOM) March 6, 2026
ყველა სიახლე
06 მარტი 2026, 11:15
საზოგადოება
სურსათის ეროვნული სააგენტო ძაღლების ჰიპერპოპულაციის მართვის 2026 წლის პროგრამის განხორციელებას იწყებს
საქართველოს მთავრობის განკარგულებით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სურსათის ეროვნული სააგენტო, რეგიონული განვითარების სამინისტროსა და ადგილობრივი თვითმმართველობების ჩართულობით, ,,ძაღლების ჰიპერპოპულაციის მართვის 2026 წლის პროგრამას“ განახორციელებს. ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
06 მარტი 2026, 11:13
პოლიტიკა
ნიკოლოზ სამხარაძის ხელმძღვანელობით ქართული დელეგაციის ვიზიტს შეერთებულ შტატებში Politico ეხმიანება
საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის, ნიკოლოზ სამხარაძის ხელმძღვანელობით ქართული დელეგაციის ვიზიტს შეერთებულ შტატებში გამოცემა Politico ეხმიანება.
06 მარტი 2026, 11:11
პოლიტიკა
„საქართველოს ირანული შეტრიალება: თეირანის გავლენის სწრაფი გაფართოება ერთ დროს ამერიკის ძლიერ მოკავშირე ქვეყანაში“ - გამოქვეყნდა მორიგი ანტისახელმწიფოებრივი კვლევა საქართველოზე, რომლის თანაავტორი გიორგი კანდელაკია
მორიგი ანტისახელმწიფოებრივი კვლევა საქართველოზე, რომლის ერთ-ერთი ავტორი ამჯერადაც ქართველია. გიორგი კანდელაკის და ლუკ კოფის ერთობლივი კვლევა სათაურით „საქართველოს ირანული შეტრიალება: თეირანის გავლენის სწრაფი გაფართოება ერთ დროს ამერიკის ძლიერ მოკავშირე ქვეყანაში“ , ჰადსონის ინსტიტუტმა“ გამოაქვეყნა.
06 მარტი 2026, 11:06
რეგიონი
აჭარის მთავრობა ხანძრითა და სტიქიით დაზარალებულ 256 ოჯახს დაეხმარება
აჭარის რესპუბლიკური ბიუჯეტის სარეზერვო ფონდიდან სტიქიითა და ხანძრით დაზარალებული 256 ოჯახის საცხოვრებელი სახლების აღდგენა-რეაბილიტაციისთვის 3 მილიონ ლარზე მეტი გამოიყოფა
06 მარტი 2026, 10:56
მსოფლიო
ზელენსკი: ახლო აღმოსავლეთში სამ დღეში Patriot-ის იმაზე მეტი რაოდენობის რაკეტა გაისროლეს, რაც უკრაინას 2022 წლიდან გადასცეს. უკრაინას არასდროს ჰქონია რაკეტების ასეთი რაოდენობა, რათა თავდასხმები მოეგერიებინა
ახლო აღმოსავლეთში მხოლოდ სამ დღეში ჰაერსაწინააღმდეგო სისტემა Patriot-ის 800-ზე მეტი რაკეტა გაისროლეს, რაც იმაზე მეტია, რაც უკრაინამ რუსეთის შეჭრიდან დღემდე მიიღო, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
06 მარტი 2026, 10:51
პოლიტიკა
გია აბაშიძე: წარსულში საქართველოს მმართველი პარტიის კრიტიკოსმა სენატორმა მალინმა მისი პოზიციის შეცვლა პრემიერ-მინისტრთან, ირაკლი კობახიძესთან უკეთესი ურთიერთობით ახსნა
საქართველოზე ამერიკული სანქციების მოწინააღმდეგე, ე.წ. „მეგობარი აქტის“ მთავარი დამბლოკავი, სენატორი მარკუეინ მალინი აშშ-ის შიდა უსაფრთხოების (DHS) ახალი მინისტრი იქნება. კიდევ ერთი ალიყური ანტიქართულ ტოქსიკურ ძალებს. DHS-ის აწ უკვე მოხსნილი ხელმძღვანელი კრისტი ნოემი სხვა, რანგით დაბალ თანამდებობას დაიკავებს, - წერს ანალიტიკოსი გია აბაშიძე სოციალურ ქსელში.
06 მარტი 2026, 10:37
პოლიტიკა
მარიამ ლაშხი აშშ-ში ვიზიტზე: ჩვენ ამ ვიზიტით არა მხოლოდ ამერიკაში, არამედ მსოფლიოში მოვიპოვეთ მეგობრები - ვფიქრობთ, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებთან სტრატეგიული პარტნიორობა თვისობრივად განახლდება და ექნება კონკრეტული შედეგები
პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ, მარიამ ლაშხმა, რომელიც საპარლამენტო დელეგაციასთან ერთად შეერთებულ შტატებში ვიზიტით იმყოფება, სუვერენული ერების ალიანსის კონფერენციაში მონაწილეობა და ვიზიტი შეაჯამა. მან იმ თემებზე ისაუბრა, რომლებიც კონფერენციის ფარგლებში იყო განხილული.
06 მარტი 2026, 10:31
პოლიტიკა
მარიამ ლაშხი: სრულიად შეცვლილია ის რიტორიკა, რომელსაც ჩვენ აშშ-ის წინა ადმინისტრაციის პერიოდში ვიღებდით. ძალიან პრაგმატული შეხვედრებია, რაც ეხება სტრატეგიული თანამშრომლობის არათუ აღდგენას, არამედ თვისობრივ გაუმჯობესებას
ძალიან მნიშვნელოვანი იყო შეხვედრები კონგრესმენებთან. ვხედავთ, რომ სრულიად შეცვლილია ის რიტორიკა, რომელსაც ჩვენ წინა ადმინისტრაციის პერიოდში ვიღებდით. ძალიან პრაგმატული არის ჩვენი შეხვედრები. ეს ეხება უშუალოდ საქართველოსა და აშშ-ს შორის სტრატეგიული თანამშრომლობის არა თუ აღდგენას, არამედ თვისობრივ გაუმჯობესებას. სრულიად ახალი ფურცლიდან დაწყებას, რომელიც ორიენტირებულია კონკრეტულ შედეგებზე, - განაცხადა პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ, მარიამ ლაშხმა.
06 მარტი 2026, 10:30
სამართალი
შიდა ქართლის პოლიციამ ელექტროტექნიკის მაღაზიის გაქურდვის ბრალდებით ორი პირი დააკავა
შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის ხაშურის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, 2002 წელს დაბადებული მ.პ. და წარსულში ნასამართლევი, ასევე 2002 წელს დაბადებული მ.ა. წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ჩადენილი ქურდობის ბრალდებით დააკავეს.
06 მარტი 2026, 10:30
სამართალი
სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით 5 პირი დააკავეს - ამოღებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკი
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული საპოლიციო ღონისძიების შედეგად, ნარკოდანაშაულის ბრალდებით 5 პირი დააკავეს.
06 მარტი 2026, 10:30
მსოფლიო
დონალდ ტრამპი ირანზე: გვსურს, რომ მათ კარგი ლიდერი ჰყავდეთ. გვყავს რამდენიმე ადამიანი, რომლებიც, ვფიქრობ, კარგად შეასრულებდნენ სამუშაოს
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა NBC News-თან ინტერვიუს დროს ირანის მომავალ უზენაეს ლიდერზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ამერიკის ხელისუფლებას სურს, რომ ისლამურ რესპუბლიკას კარგი ლიდერი ჰყავდეს.
06 მარტი 2026, 10:28
სამართალი
ცენტრალური კრიმინალური პოლიციის აჭარის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღეს - დაკავებულია ერთი პირი
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის აჭარის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით, რუსეთის ფედერაციის მოქალაქე, 1990 წელს დაბადებული მ.კ. ბათუმში დააკავეს.
06 მარტი 2026, 10:24
პოლიტიკა
დავით ქართველიშვილი: ახლო აღმოსავლეთში მზარდი არასტაბილურობის ფონზე, საქართველო სულ უფრო მეტად იქცევა რეგიონის ერთგვარ „მშვიდ ნავსაყუდლად“ კაპიტალისა და ინვესტიციებისთვის სამხრეთ კავკასიაში
ფინანსური ნაკადების ნაწილი, რომელიც ადრე ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებსა და მიმდებარე ბაზრებს მიემართებოდა, თანდათან გადაადგილდება უფრო სტაბილური მიმართულებებისკენ. ერთ-ერთ ასეთ მიმართულებად დღეს სწორედ საქართველო განიხილება, - წერს სოციალურ ქსელში „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი, რომელიც ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე პროცესებს და ამ დაძაბულობის ფონზე საქართველოს როლს აფასებს.
06 მარტი 2026, 10:23
საზოგადოება
ბათუმის ბულვარში უნებართვო და უსახური ობიექტების დემონტაჟი მიმდინარეობს
ბათუმის ბულვარში უნებართვო და უსახური ობიექტების დემონტაჟის პროცესი გრძელდება.
06 მარტი 2026, 10:16
ეკონომიკა
ბოსტნეული კულტურების მწარმოებელ ფერმერებთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილეებმა ლაშა დოლიძემ და ლაშა ავალიანმა ბოსტნეული კულტურების მწარმოებელ ფერმერებთან დარგის განვითარების საკითხებსა და არსებულ გამოწვევებზე სამუშაო შეხვედრა გამართეს.
06 მარტი 2026, 10:05
რეგიონი
კამპანიის „დაზოგე წყალი“ ფარგლებში ხაშურისა და გორის საჯარო სკოლის მოსწავლეებთან შეხვედრები გაიმართა
გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის ინფორმაციით, წყლის რესურსის მოპოვებისა და წყლის რაციონალურად გამოყენების თემატიკაზე შეხვედრები ამჯერად ქალაქ ხაშურის №2 საჯარო სკოლასა და ქალაქ გორის №12 საჯარო სკოლაში გაიმართა.
06 მარტი 2026, 09:53
მსოფლიო
მარტა კოსი: გაწევრიანების არსებული პროცედურით უკრაინა ევროკავშირის წევრი 2027 წელს ვერ გახდება
ევროკომისარმა გაფართოების საკითხებში, მარტა კოსმა სააგენტო Bloomberg-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ ევროკავშირში გაწევრიანების არსებული პროცედურებით უკრაინა ბლოკის წევრი 2027 წელს ვერ გახდება.
06 მარტი 2026, 09:44
პოლიტიკა
„ხალხის ძალის“ წევრებმა ქვემო ქართლის შემაჯამებელი შეხვედრა ბოლნისისა და დმანისის საკრებულოს ფრაქციების წარმომადგენლებთან გამართეს
პოლიტიკური ჯგუფი „ხალხის ძალის“ წევრები აგრძელებენ შეხვედრებს რეგიონების საკრებულოების „ხალხის ძალის“ ფრაქციების წევრებთან. ამჯერად შეხვედრა გაიმართა ქვემო ქართლის შემაჯამებელი ბოლნისისა და დმანისის საკრებულოს ფრაქციების წარმომადგენლებთან.
06 მარტი 2026, 09:12
პოლიტიკა
სამხარაძე: ვთხოვეთ კონგრესმენებს, ყურადღებით შეისწავლონ ცალკეული კონგრესმენების ის საკანონმდებლო ინიციატივები, რომლებსაც ანტიქართული ხასიათი აქვს, იმისათვის, რომ პოზიტიურ დინამიკას, რაც ჩვენს ურთიერთობებში გამოჩნდა, ზიანი არ მიადგეს
დღეს დავასრულეთ შეხვედრები კონგრესში. დღეს გვქონდა შესაძლებლობა, რომ გავსაუბრებოდით 5 კონგრესმენს, ძირითადად საგარეო ურთიერთობა კომიტეტების წევრებს, - განაცხადა საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ.


