მსოფლიო

ვიქტორ ორბანი

09 მარტი 2026, 17:47

ორბანმა უკრაინა ენერგეტიკულ კრიზისში დაადანაშაულა და რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების გაუქმება მოითხოვა

უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა უკრაინა ქვეყანაში ნავთობის ფასების ზრდაში დაადანაშაულა და განაცხადა, რომ ევროკომისიას რუსული ენერგორესურსების წინააღმდეგ დაწესებული სანქციების გაუქმების მოთხოვნით მიმართა.

ილჰამ ალიევი

09 მარტი 2026, 17:35

აზერბაიჯანის პრეზიდენტმა მოჯთაბა ხამენეის ირანის უზენაეს ლიდერად არჩევა მიულოცა

აზერბაიჯანის პრეზიდენტმა მოჯთაბა ხამენეის ირანის უზენაეს ლიდერად არჩევა მიულოცა. ინფორმაციას Modern.az ავრცელებს. ილჰამ ალიევმა სამძიმარი გამოთქვა წინა უზენაესი ლიდერის, ალი ხამენეის ტრაგიკული გარდაცვალების გამო და ხაზი გაუსვა აზერბაიჯანსა და ირანს შორის არსებულ ისტორიულ მეგობრულ ურთიერთობებს.

ურსულა ფონ დერ ლაიენი

09 მარტი 2026, 17:33

ურსულა ფონ დერ ლაიენი: ევროპა ვეღარ იქნება ძველი მსოფლიო წესრიგის მცველი. ჩვენ უნდა ავაშენოთ საკუთარი, ევროპული გზა და პარტნიორებთან თანამშრომლობის ახალი მეთოდები ვიპოვოთ

„თუმცა, ჩვენ აღარ შეგვიძლია მასზე, როგორც ჩვენი ინტერესების დაცვის ერთადერთ გზაზე დაყრდნობა ან იმის ვარაუდი, რომ მისი წესები დაგვიცავს იმ კომპლექსური საფრთხეებისგან, რომელთა წინაშეც ვდგავართ. ამიტომ, ჩვენ უნდა ავაშენოთ საკუთარი, ევროპული გზა და ვიპოვოთ პარტნიორებთან თანამშრომლობის ახალი მეთოდები“, - აღნიშნა ფონ დერ ლაიენმა.

09 მარტი 2026, 17:10

ირანის იერიშს ისრაელში მსხვერპლი მოჰყვა

ისრაელის ცენტრალურ ნაწილში ირანის მიერ განხორციელებული სარაკეტო იერიშის შედეგად 1 ადამიანი დაიღუპა, 2 კი დაშავდა - ინფორმაციას ადგილობრივი პოლიცია და მედიკოსები ავრცელებენ.

09 მარტი 2026, 17:07

შოტლანდიის ყველაზე ხალხმრავალი სარკინიგზო სადგური ხანძრის გამო დაიკეტა

გლაზგოში ძლიერი ხანძრის გამო, შოტლანდიის ყველაზე ხალხმრავალი რკინიგზის სადგური დაიკეტა და სარკინიგზო მიმოსვლა შეჩერდა. ცეცხლი სადგურის მეზობლად მდებარე შენობებზე გავრცელდა,

ნიკოლ ფაშინიანი

09 მარტი 2026, 16:51

ნიკოლ ფაშინიანმა მოჯთაბა ხამენეის ირანის უზენაეს ლიდერად არჩევა მიულოცა

„გილოცავთ ირანის ისლამური რესპუბლიკის უზენაეს ლიდერად არჩევას. დარწმუნებული ვარ, რომ სომხეთსა და ირანს შორის არსებული მტკიცე კავშირები მომავალშიც განვითარდება და ახალ წარმატებებს მიაღწევს. სარგებლობთ შემთხვევით და ირანის მეგობარ ხალხს კეთილდღეობასა და მყარ მშვიდობას ვუსურვებ“, - აღნისნულია წერილში.

09 მარტი 2026, 16:15

თურქეთის თავდაცვის სამინისტრო: ირანმა თურქეთის მიმართულებით ბალისტიკური რაკეტა გაუშვა, რომელიც ნატოს საჰაერო თავდაცვის სისტემებმა გაანეიტრალეს

თურქეთის დავდაცვის სამინისტრო განცხადებას ავრცელებს, სადაც ნათქვმია, რომ ირანმა თურქეთის მიამრთულებით ბალისტიკური რაკეტა გაუშვა, რომელიც ნატოს საჰაერო თავდაცვის სისტემებმა ჩამოაგდეს.

პიტერ სიიარტო

09 მარტი 2026, 15:01

უნგრეთმა ევროკავშირს რუსული გაზის იმპორტზე დაწესებული აკრძალვის დაუყოვნებლივ გაუქმებისკენ მოუწოდა

„ევროპა განსაკუთრებით მოწყვლადია, რადგან ევროკავშირმა უკვე აკრძალა რუსული ენერგორესურსების იმპორტი. ახლა კი ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტი ასევე ამცირებს მსოფლიო მიწოდებას. როდესაც მიწოდება მცირდება, ფასები იზრდება. შესაბამისად, ევროპა ფასების მკვეთრი ზრდის რისკის წინაშე დგას“, - დაწერა სიიარტომ.

{{n.PhotoAltTag}}

{{n.Date}}, {{n.Time}}

{{n.Title}}

{{n.ShortDescription}}