imedi /  09 მარტი 2026, 22:35 / სანდო წყარო

„დემოკრატი“ სენატორების განცხადება: დამოუკიდებელი ანალიზი მიუთითებს იმაზე, რომ ირანში გოგონათა სკოლაზე დარტყმა შესაძლოა აშშ-ის ძალების მიერ ყოფილიყო განხორციელებული - ეს ინციდენტი მიუკერძოებლად უნდა იყოს შესწავლილი

აშშ-ის წამყვანმა სენატორებმა „დემოკრატიული“ პარტიიდან მოითხოვეს გამოძიება სამხრეთ ირანში მდებარე გოგონათა სკოლაზე განხორციელებული დარტყმის შესახებ. მათი განცხადებით, პენტაგონმა „ამომწურავი პასუხები უნდა გასცეს“ მომხდართან დაკავშირებით, რომელმაც, სულ მცირე, 170 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა.

„ჩვენ შეძრწუნებულნი ვართ უახლესი ცნობებით, რომლებიც ეხება 28 თებერვალს, ქალაქ მინაბთან ახლოს, დაწყებით სკოლაზე განხორციელებულ დარტყმას, რამაც, სულ მცირე, 175 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა, რომელთა უმეტესობაც სკოლის მოსწავლე იყო“, - ნათქვამია განცხადებაში.

სენატორები ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ „დამოუკიდებელი ანალიზი სარწმუნოდ მიუთითებს იმაზე, რომ დარტყმა შესაძლოა აშშ-ის ძალების მიერ ყოფილიყო განხორციელებული“.

„თუ ეს სიმართლე აღმოჩნდება, ეს იქნება სამოქალაქო პირთა შორის მსხვერპლის ერთ-ერთი ყველაზე მძიმე შემთხვევა ახლო აღმოსავლეთში ამერიკის სამხედრო მოქმედებების ბოლო ათწლეულების განმავლობაში. სკოლის მოსწავლეების მკვლელობა შემზარავია და ნებისმიერ ვითარებაში მიუღებელია. ეს ინციდენტი განსაკუთრებით შემაშფოთებელია მდივან ჰეგსეტის ძალის გამოყენებისადმი ღიად ზერელე და უდიერი მიდგომის ფონზე, მათ შორის მისი განცხადების გათვალისწინებით, რომლის თანახმადაც, აშშ-ის დარტყმები ირანში არ იქნება შეზღუდული, მისივე სიტყვებით რომ ვთქვათ, „სამხედრო მოქმედებების სულელური წესებით“. ამერიკელი სამხედრო მოსამსახურეები ექვემდებარებიან მკაცრ რეგულაციებს, რომლებიც მიზნად ისახავს უმაღლესი პროფესიონალიზმის ხელშეწყობას, ამიტომ ეს ინციდენტი და ნებისმიერი სხვა მსგავსი შემთხვევა სრულყოფილად და მიუკერძოებლად უნდა იყოს შესწავლილი. მდივანმა ჰეგსეტმა უნდა უზრუნველყოს, რომ თავდაცვის დეპარტამენტის მიერ ამ დარტყმის შესახებ დაწყებული გამოძიება იყოს საფუძვლიანი; მათ შორის უნდა დადგინდეს, ხომ არ შეუწყო ხელი კატასტროფას რომელიმე პოლიტიკურმა გადაწყვეტილებამ. მან ამომწურავი პასუხები უნდა გასცეს ამერიკულ საზოგადოებასა და კონგრესს იმის შესახებ, თუ როგორ და რატომ დატრიალდა ეს ტრაგედია“, - აღნიშნულია განცხადებაში.

განცხადებას ხელი მოაწერეს შემდეგმა „დემოკრატმა“ სენატორებმა: ჯინ შაჰინი, ბრაიან შაცი, პეტი მარი, ჯეკ რიდი, მარკ უორნერი და კრის კუნსი.

ყველა სიახლე

მაკა ბოჭორიშვილი

09 მარტი 2026, 23:58

პოლიტიკა

მაკა ბოჭორიშვილი: „ქართული ოცნების" პოლიტიკა ემსახურება იმას, რომ არ განმეორდეს და არავისთან დარეკვა არ დაგვჭირდეს დაქოქილი ტანკის გასაჩერებლად

„ეროვნული ინტერესი პირველ რიგში არის ქვეყნის უსაფრთხოება და უკავშირდება მშვიდობას, რომელიც რაღაც სასაცილო სიტყვად გახადეთ და სულაც არ არის სასაცილო სიტყვა, თუ შევხედავთ ჩვენს გარშემო რა ხდება. მე ვფიქრობ, რომ ჩვენს მოსახლეობას კარგად ესმის ეს და ერთი რამ, რითაც ნამდვილად შეგვიძლია ვიამაყოთ, ჩვენმა ოპონენტებმა და ოპოზიციამ ვერ გაიგო, რომ რეალობის აღქმა არის საჭირო და სწორი აღქმები, ჩვენმა მოქალაქეებმა და ხალხმა ეს ძალიან კარგად გაიგო. ისინი ძალიან კარგად ხვდებიან თუ რა გამოწვევების წინაშე დგას ქვეყანა", - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

ვლადიმირ პუტინი დონალდ ტრამპი

09 მარტი 2026, 23:56

მსოფლიო

კრემლი: პუტინმა ტრამპთან სატელეფონო საუბარი გამართა

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა თავის ამერიკელ კოლეგასთან, დონალდ ტრამპთან სატელეფონო საუბარი გამართა. ამის შესახებ ჟურნალისტებს რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწემ საერთაშორისო საკითხებში, იური უშაკოვმა განუცხადა.

დონალდ ტრამპი

09 მარტი 2026, 23:44

მსოფლიო

ტრამპი ამტკიცებს, რომ ირანთან ომი პრაქტიკულად დასრულებულია

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა CBS News-ისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ ირანთან ომი „პრაქტიკულად დასრულებულია“.

მაკა ბოჭორიშვილი

09 მარტი 2026, 23:42

პოლიტიკა

მაკა ბოჭორიშვილი: ჩვენ წვლილი გვაქვს შეტანილი ევროპული ცივილიზაციის, იმ ფასეულობების ჩამოყალიბებაში, რაზეც დგას დღევანდელი ევროკავშირი

„ძალიან ბევრჯერ ითქვა, თითქოს საქართველომ აქცია ევროკავშირს ზურგი - სად აქცია საქართველომ ევროკავშირს ზურგი? ევროკავშირი თუ ევროპა არ არის ჩვენი ცივილიზაციური არჩევანი - ეს არის ის, რაც ვართ, ჩვენ ვართ ევროპული ცივილიზაციის ნაწილი, აქ ასარჩევიც არაფერია. ჩვენ შეიძლება ავირჩიოთ გზა ევროკავშირისკენ, მაგრამ ცივილიზაცია არჩეულია, ჩვენმა მამა-პაპამ აირჩია, ასეთები გავჩნდით“, - აღნიშნა მინისტრმა.

მაკა ბოჭორიშვილი

09 მარტი 2026, 23:07

პოლიტიკა

მაკა ბოჭორიშვილი: ერთადერთი სწორი გზა არის ეროვნულ ინტერესებზე დაფუძნებული პრაგმატული საგარეო პოლიტიკის გატარება

„სუვერენიტეტის დაცვა სწორედ ის ადგილია, სადაც ყველაზე მეტად ხდება საგარეო და საშინაო პოლიტიკის გადაკვეთა. საგარეო პოლიტიკის განხორციელებისას ყველაზე მნიშვნელოვანია იმ ხაზების დაცვა, რაც ეხება სწორედ სუვერენიტეტს. როდესაც ამაზე ვსაუბრობთ, ყველაზე მნიშვნელოვანია, შიდა პოლიტიკა გათავისუფლდეს გარე ჩარევებისგან. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი როგორც ქვეყნის უსაფრთხოებისთვის, ისე ჩვენი საგარეო პოლიტიკის განხორციელებისთვის“.

რეჯეფ თაიფ ერდოღანი

09 მარტი 2026, 22:56

მსოფლიო

ერდოღანმა ირანს მოუწოდა, პროვოკაციული ნაბიჯები არ გადადგას მას შემდეგ, რაც ირანულმა ბალისტიკურმა რაკეტამ თურქეთის საჰაერო სივრცე დაარღვია

თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ირანს მოუწოდა, პროვოკაციული ნაბიჯები არ გადადგას მას შემდეგ, რაც ირანულმა ბალისტიკურმა რაკეტამ თურქეთის საჰაერო სივრცე დაარღვია.

კახა კახიშვილი

09 მარტი 2026, 22:50

პოლიტიკა

კახა კახიშვილი: ვხედავთ, რომ ევრობიუროკრატები, იმის ნაცვლად, რომ დიპლომატიით იყვნენ დაკავებულები და ყველაფერი გააკეთონ, რათა ომებს არ ჰქონდეთ გაცილებით მძიმე შედეგები ვიდრე, სამწუხაროდ, დღეს აქვთ, იცლიან საქართველოს სანქცირებისთვის

იმის მიუხედავად, რომ ფეთქებად, საშიშ რეგიონში ვართ (ერთი მხრივ ირანის, ისრაელის და აშშ-ის ომი, მეორე მხრიდან რუსეთ-უკრაინის ომი) ვხედავთ, რომ ევრო ბიუროკრატები, იმის ნაცვლად, რომ დიპლომატიით იყვნენ დაკავებულები და ყველაფერი გააკეთონ საიმისოდ, რომ ამ ომებს არ ჰქონდეთ გაცილებით მძიმე შედეგები ვიდრე, სამწუხაროდ, დღეს აქვთ, იცლიან საქართველოს სანქცირებისა და მუქარისთვის, - წერს პარლამენტის ყოფილი წევრი, პოლიტიკოსი, კახა კახიშვილი, სოციალურ ქსელში.

09 მარტი 2026, 22:25

რეგიონი

საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში მცხოვრებ ფერმერებს სარწყავი წყლით მომსახურების დავალიანება ჩამოეწერება

საქართველოს მთავრობის მიერ მიღებული განკარგულების მიხედვით, 1 აპრილიდან საირიგაციო წყლის მიწოდების მომსახურების საფასურის სუბსიდირების წესი ამოქმედდება.

დონალდ ტრამპი

09 მარტი 2026, 22:12

მსოფლიო

ტრამპმა განაცხადა, რომ მოჯთაბა ხამენეის ირანის უზენაეს ლიდერად დაწინაურება დიდი შეცდომაა

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა NBC News-ისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ ალი ხამენეის ვაჟის, მოჯთაბა ხამენეის ირანის უზენაეს ლიდერად დაწინაურება „დიდი შეცდომაა“.

თენგიზ შარმანაშვილი

09 მარტი 2026, 22:11

პოლიტიკა

თენგიზ შარმანაშვილი ბაჩო ახალაიაზე: ფაქტი ესაა, რომ მას არაფერი გადაუფასებია. ცხოვრებაში არაფერს ნანობს, რაც აქამდე გაუკეთებია. ისევ იმ განწყობაზეა, რომ ამ რადიკალიზმითა და ამ ძალადობით გააგრძელოს საქმიანობა

პირდაპირ აღიარებს, რომ თანამონაწილეა იმ პროცესის, რაც იყო საქართველოს ხელისუფლების დამხობის მცდელობა, - განაცხადა თავდაცვისა და უშიშროების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, თენგიზ შარმანაშვილმა ბაჩო ახალაიაზე საუბრისას.

ვახტანგ თოფურია

09 მარტი 2026, 22:02

პოლიტიკა

ვახტანგ თოფურია: ორი კვირის წინ, ევროკომისიამ უკრაინას შეახსენა თავისი ვალდებულებები - დღეს გავიგეთ, რომ პრაიდი ორჯერ გაიმართება და უკრაინის უზენაესმა სასამართლომ ორი მამაკაცისგან შემდგარი წყვილი ოჯახად აღიარა

სულ რაღაც ორი კვირის წინ, ევროკომისიამ უკრაინას წერილი გაუგზავნა, რომელშიც შეახსენა მას თავისი ვალდებულებები, - წერს ანალიტიკოსი, ვახტანგ თოფურია, X-ზე.

09 მარტი 2026, 21:45

სპორტი

ღირსების ორდენები და ფულადი ჯილდოები საქართველოს ფიგურულ მოციგურავეთა ეროვნული ნაკრების წევრებს - საზეიმო ცერემონია პრეზიდენტის რეზიდენციაში. „ქრონიკის“ სიუჟეტი

ჯილდო ისტორიული სპორტული მიღწევისათვის - საქართველოს პრეზიდენტმა, პრემიერ-მინისტრისა და პარლამენტის თავმჯდომარის წარდგინებით, ფიგურულ მოციგურავეთა ეროვნული ნაკრების წევრებსა და საქართველოს ფიგურული ციგურაობის ფედერაციის წარმომადგენლებს ღირსების ორდენები გადასცა.

09 მარტი 2026, 21:41

ეკონომიკა

მარიამ ქვრივიშვილმა ბიზნესის წარმომადგენლებს ენერგეტიკის განვითარების ათწლიანი გეგმის დეტალები გააცნო. „ქრონიკის“ სიუჟეტი

საკითხზე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ენერგეტიკის სექტორის წარმომადგენლებთან გამართულ შეხვედრაზე იმსჯელა.

არჩილ გორდულაძე

09 მარტი 2026, 21:37

პოლიტიკა

არჩილ გორდულაძე ბაჩო ახალაიას განცხადებაზე: „ნაცი“ რომ თავის ნაცობას არ მოიშლის, საზოგადოება ამაში ყოველდღიურად რწმუნდება

„როგორც არჩევნების შედეგად მათ ათჯერ აქვთ უარი ნათქვამი ქართველი ხალხისგან და ამავდროულად ნებისმიერი ფორმით რევოლუციის მოწყობა 5-ჯერ არის უკვე აღკვეთილი, მათ წარმატების მინიმალური შანსიც არ აქვთ. განცხადებები კვლავ გრძელდება რევოლუციებზე დამხობასთან დაკავშირებით. სამართალდამცავებმა უნდა შეაფასონ, არის თუ არა ამ ყველაფერში დანაშაულის ნიშნები. „ნაცი“ რომ თავის ნაცობას არ მოიშლის, საზოგადოება ყოველდღიურად რწმუნდება“, - აღნიშნა გორდულაძემ.

თინა ხიდაშელი

09 მარტი 2026, 21:30

პოლიტიკა

საინფორმაციო ომი სამშობლოს წინააღმდეგ. „ქრონიკის“ სიუჟეტი

უკვე ჩატარდა გიორგი კანდელაკის, ვახტანგ კაპანაძის, გუბაზ სანიკიძისა და თინა ხიდაშელის გამოკითხვები. აღსანიშნავია, რომ ხიდაშელმა ნათქვამი შემდეგ გადათქვა. ეს ფაქტი ხელისუფლებისთვის დეზინფორმაციული კამპანიის მონაწილეთა შესახებ კიდევ უფრო მეტს ამბობს.

09 მარტი 2026, 21:29

პოლიტიკა

ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოშია - შეხვედრა პარლამენტის თავმჯდომარესთან, ვიზიტის დღის წესრიგი და გზავნილები. „ქრონიკის“ სიუჟეტი

საქართველოს ხელისუფლება მზად არის ეუთოსთან განიხილოს ყველა თემა, მათ შორის ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებსა და ორმხრივ თანამშრომლობაზე - პრემიერ-მინისტრმა დღეს ხაზი გაუსვა, რომ საქართველოს მთავრობა დიალოგისთვის ყველასთან ღიაა.

ლევან მაჭავარიანი

09 მარტი 2026, 21:26

პოლიტიკა

ლევან მაჭავარიანი: იმის ფონზე, რომ უკრაინაში მე-5 წელია ომი მიმდინარეობს, კიევში ორი LGBT მარში დაიგეგმა. ვისაც, უკრაინის მთავრობა ეროვნულ ხელისუფლებად მიგაჩნიათ, დროა, ცოტა კრიტიკული აზროვნება დაიწყოთ

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველი მოადგილე ლევან მაჭავარიანი კიევში დაგეგმილ LGBTQ+ აღლუმს ეხმიანება, რომელიც ამ ზაფხულს, 14 და 21 ივნისს გაიმართება. მაჭავარიანის თქმით, უკრაინაში მე-5 წელია ომი მიმდინარეობს, მილიონამდე დაღუპულია, ათობით მილიონი ადამიანი უსახლკაროდაა დარჩენილი და ფაქტობრივად, მთელი ქვეყნის ინფრასტრუქტურა განადგურებულია და ამ ყველაფრის ფონზე, უკვე კიევშიც ორი LGBT მარში დაიგეგმა.

09 მარტი 2026, 21:24

სამართალი

ბაჩო ახალაიას წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო - რას ეხება სისხლის სამართლის მორიგი საქმე. „ქრონიკის“ სიუჟეტი

სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ მოწოდება - ბაჩო ახალაიას წინააღმდეგ გამოძიება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა, სისხლის სამართლის კიდევ ერთ საქმესთან დაკავშირებით დაიწყო.

ნინო ლომჯარია
პეტერ ფიშერი

09 მარტი 2026, 21:19

პოლიტიკა

გასაიდუმლოებული შეხვედრა ქვეყნის საზიანო მოთხოვნით - „ქრონიკის“ მიერ გასაჯაროებული ინფორმაცია და ლომჯარია-ფიშერის დუმილი. „ქრონიკის“ სიუჟეტი

გასაიდუმლოებული შეხვედრა გერმანიის საელჩოში ქვეყნის დამაზიანებელი გზავნილებით და ნინო ლომჯარიას დამალვის მცდელობა - „ქრონიკის“ მიერ გამჟღავნებულმა ამბავმა ლომჯარია ჯერ გააბრაზა, ახლა დუმს.