თურქეთის გაზიანთეფის პროვინციის შემდეგ, ირანული რაკეტების ნამსხვრევები დიარბაქირშიც აღმოაჩინეს
ფოტო: IMEDI/ვიდეოკადრი
თურქეთის გაზიანთეფის პროვინციის შემდეგ, ირანული რაკეტების ნამსხვრევები დიარბაქირშიც აღმოაჩინეს. ქვეყნის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, საქმე ეხება ერთსა და იმავე ინციდენტს, რომლის დროსაც ნატოს თავდაცვის სისტემებმა თურქეთის საჰაერო სივრცეში ირანული რაკეტები აღმოაჩინეს და გაანადგურეს.
თურქეთის ტერიტორიაზე ირანული რაკეტების გამოჩენის მეორე შემთხვევას პრეზიდენტი ერდოღანი გამოეხმაურა; ირანს პროვოკაციული ნაბიჯებისგან თავის შეკავებისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა და აღნიშნა, რომ ირანის ქმედებებს მოკავშირეებთან ერთად განიხილავს.
„დღევანდელ ინციდენტთან დაკავშირებით კიდევ ერთხელ შევახსენებთ ირანს, რომ მათ დანაშაული არ უნდა გაიმეორონ. ვაპირებთ განვიხილოთ მოვლენების განვითარება ჩვენს ნატოელ და სხვა მოკავშირეებთან ერთად და გადავდგამთ აუცილებელ ნაბიჯებს, ჩვენი უსაფრთხოების გაძლიერების მიზნით, დამატებითი ზომების მისაღებად. ირანის ხელისუფლება გავაფრთხილეთ, მაგრამ გულწრფელი გაფრთხილებების მიუხედავად, ირანი პროვოკაციულ ნაბიჯებს დგამს, რაც თურქეთთან მის მეგობრობას საფრთხეს შეუქმნის“, - განაცხადა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა.
ყველა სიახლე
10 მარტი 2026, 10:33
ტაბლოიდი
Netflix-მა მეგან მარკლის ბრენდთან პარტნიორობა დაასრულა
„მეგანის ვნება იმის მიმართ, რომ ჩვეულებრივი მომენტები ლამაზი და მარტივი გახადოს, შთაგონება იყო ბრენდ As Ever-ის შექმნისთვის და ჩვენ მოხარულები ვართ, რომ ჩვენი წვლილი შევიტანეთ ამ იდეის განხორციელებაში. პროექტის შემდგომი განვითარება ჩვენი მონაწილეობის გარეშე მოხდება - როგორც ეს თავიდანვე იყო დაგეგმილი“, - აღნიშნეს Netflix-ში.
10 მარტი 2026, 10:30
სამართალი
მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა უცხო ქვეყნის 74 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, სამინისტროს შესაბამის დანაყოფებთან მჭიდრო კოორდინაციით, ბოლო დღეების განმავლობაში ჩატარებული ღონისძიებების შედეგად, უცხო ქვეყნის 74 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს.
10 მარტი 2026, 10:29
რეგიონი
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტები გამოავლინა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტები გამოავლინეს.
10 მარტი 2026, 10:28
სამართალი
ცენტრალური კრიმინალური პოლიციის აჭარის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა წითელი ცირკულარით ძებნილი პირი დააკავეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის აჭარის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, საერთაშორისო დონეზე ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი, თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე - 1974 წელს დაბადებული თ.ფ. ბათუმში დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს.
10 მარტი 2026, 10:27
სამართალი
ცენტრალური კრიმინალური პოლიციის აჭარის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღეს - დაკავებულია აზერბაიჯანის მოქალაქე
სამართალდამცველებმა ბრალდებულის პირადი დროებითი საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის შედეგად, სარეალიზაციოდ გამზადებული განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალება და ფსიქოტროპული ნივთიერება, მათ შორის: „კოკაინი“, „მეთადონი“, „პრეგაბალინი“, „ექსტაზი“ და „გამომშრალი მარიხუანა“ ნივთმტკიცებად ამოიღეს. პოლიციის მიერ ასევე ამოღებულია ნარკოტიკული საშუალების დაფასოებისთვის საჭირო მასალები.
10 მარტი 2026, 10:25
პოლიტიკა
დავით ქართველიშვილი: საქართველო გახდა სტაბილურობის ოაზისი რეგიონში, სადაც ჩრდილოეთით და სამხრეთით სატრანზიტო ჰაბები პარალიზებულია
საქართველოს გეოეკონომიკურ მნიშვნელობასა და საერთაშორისო ინტერესებზე ისაუბრა პარტია „ხალხის ძალის“ წევრმა დავით ქართველიშვილმა. მისი თქმით, ქვეყნის განვითარების ამ ეტაპზე საქართველოს სტრატეგიას განსაზღვრავს უნიკალური გეოეკონომიკური მდებარეობა და ხელისუფლების პრაგმატული საგარეო პოლიტიკა.
10 მარტი 2026, 10:24
პოლიტიკა
დავით ქართველიშვილი: საქართველო გახდა სტაბილურობის ოაზისი რეგიონში, სადაც ჩრდილოეთით და სამხრეთით სატრანზიტო ჰაბები პარალიზებულია
საქართველოს გეოეკონომიკურ მნიშვნელობასა და საერთაშორისო ინტერესებზე ისაუბრა პარტია „ხალხის ძალის“ წევრმა დავით ქართველიშვილმა. მისი თქმით, ქვეყნის განვითარების ამ ეტაპზე საქართველოს სტრატეგიას განსაზღვრავს უნიკალური გეოეკონომიკური მდებარეობა და ხელისუფლების პრაგმატული საგარეო პოლიტიკა.
10 მარტი 2026, 10:22
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძემ მოჯთაბა ხამენეის, ირანის ისლამური რესპუბლიკის უმაღლეს ლიდერად არჩევასთან დაკავშირებით, ოფიციალური მილოცვა გაუგზავნა
„საქართველოს მთავრობის სახელით, გილოცავთ ირანის ისლამური რესპუბლიკის უმაღლეს ლიდერად არჩევას. საქართველო დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ორ ქვეყანას და ხალხს შორის ურთიერთპატივისცემაზე დაფუძნებულ პარტნიორულ ურთიერთობებს. ირანელ ხალხს ვუსურვებ მშვიდობასა და კეთილდღეობას“, - აღნიშნულია პრემიერ-მინისტრის მილოცვაში.
10 მარტი 2026, 10:08
მსოფლიო
დევიდ ო`სალივანი მაკა ბოჭორიშვილს: ჩვენ ვაფასებთ თქვენს ძალისხმევას და გთხოვთ მომავალშიც უზრუნველყოთ, რომ საქართველოს ტერიტორია რუსეთში ასეთი მგრძნობიარე პროდუქციის ექსპორტისა და რეექსპორტისთვის არ გამოიყენებოდეს
ევროკავშირის სპეციალურმა წარმომადგენელმა სანქციების საკითხში დევიდ ო`სალივანმა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს, მაკა ბოჭორიშვილს წერილი მისწერა, რომელშიც აღნიშნავს, რომ ბრიუსელი ძალიან აფასებს საქართველოს ხელისუფლების ძალისხმევას, რათა მისი ტერიტორია რუსეთში პროდუქციის ექსპორტისა და რეექსპორტისთვის არ გამოიყენებოდეს.
10 მარტი 2026, 10:06
პოლიტიკა
მთავრობის ადმინისტრაცია: ზურაბ მახარაძემ გაავრცელა ინფორმაცია ბაზალეთის ტბის მიმდებარედ უცხო ქვეყნის მოქალაქეების მიერ მიწის შესყიდვის შესახებ, ნაკვეთი 2006 წელს მთავრობამ გადასცა საზოგადოებრივ მაუწყებელს
სატელევიზიო დებატების დროს, გადაცემის ერთ-ერთმა მონაწილემ, ზურაბ მახარაძემ გაავრცელა ინფორმაცია ბაზალეთის ტბის მიმდებარედ უცხო ქვეყნის მოქალაქეების მიერ მიწის შესყიდვის შესახებ
10 მარტი 2026, 10:03
საზოგადოება
სოლომონ პავლიაშვილი: აქტიურად ვმუშაობთ იმისათვის, რომ ქვეყნის მასშტაბით, ნარჩენების მართვის ეფექტიანი სისტემა უმოკლეს ვადებში დავნერგოთ
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე სოლომონ პავლიაშვილი, ნარჩენებისა და ქიმიური ნივთიერებების მართვის პოლიტიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელ ლაშა ინაურთან და მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის დირექტორ მიხეილ გოგოლიძესთან ერთად, ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ცეცხლაურში მდებარე ნარჩენების განთავსების ახალ, თანამედროვე სტანდარტის შესაბამის ობიექტზე იმყოფებოდა.
10 მარტი 2026, 09:57
პოლიტიკა
დავით ქართველიშვილი: 2026 წელს საქართველოს არა რომელიმე სამხედრო ბლოკში გაწევრიანება, არა რაიმე ტიპის რკინისა თუ პლატინის გუმბათი გადაარჩენს გლობალური გამოწვევებისგან, არამედ გეო-ეკონომიკა, უსაფრთხოება, სტაბილურობა
რეგიონული და გლობალური კრიზისების მიმართ საქართველოს როლზე ისაუბრა „ხალხის ძალის“ წევრმა დავით ქართველიშვილმა და განაცხადა, რომ საქართველოსთვის მნიშვნელოვანი იქნება დამოუკიდებელი საგარეო პოლიტიკის გაგრძელება, რომლის თავი და თავი იქნება ქვეყნის ეროვნული ინტერესების დაცვა.
10 მარტი 2026, 09:54
მსოფლიო
კაია კალასი: გაფართოება დამსახურებაზე დაფუძნებულ პროცესად უნდა დარჩეს, მაგრამ არსებულ ვითარებაში ტემპის დაჩქარება გვჭირდება. გაფართოება რუსული იმპერიალიზმის ანტიდოტია
კაია კალასი რუსეთზე წნეხისთვის ევროკავშირის გაფართოების დაჩქარებას ითხოვს. ევროკავშირის უმაღლესი კომისარი აცხადებს, რომ გაფართოება რუსული იმპერიალიზმის ანტიდოტია.
10 მარტი 2026, 09:40
პოლიტიკა
ევროკავშირმა ყულევის ნავთობის ტერმინალი სანქციათა მე-20 პაკეტიდან ამოიღო - ევროკავშირი სანქციების დაცვის კუთხით საქართველოს ძალისხმევას მიესალმება
ევროკავშირმა საქართველოში მდებარე ყულევის ნავთობის ტერმინალი რუსეთის წინააღმდეგ სანქციათა მე-20 პაკეტიდან ამოიღო.
10 მარტი 2026, 09:34
მსოფლიო
ევროკავშირი სპარსეთის ყურის ქვეყნების უსაფრთხოებისთვის უკრაინული ტექნოლოგიების გამოყენების და რეგიონში დრონების დამჭერთა გაგზავნის ინიციატივით გამოდის
ევროკავშირი სპარსეთი ყურის ქვეყნების უსაფრთხოებისთვის უკრაინული ტექნოლოგიების გამოყენების და რეგიონში დრონების დამჭერთა გაგზავნის ინიციატივით გამოდის. ამის თაობაზე ევროკავშირის მთავარმა დიპლომატმა კაია კალასმა გაერთიანების ყოველწლიურ ვიდეოკონფერენციაზე განაცხადა.
10 მარტი 2026, 09:22
მსოფლიო
ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი ოპერაცია „ეპიკურ რისხვას“ „ეპიკურ შეცდომას“ უწოდებს
ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი ოპერაცია „ეპიკურ რისხვას“ „ეპიკურ შეცდომას“ უწოდებს. სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ განცხადებაში აბას არაღჩი წერს, რომ შეერთებული შტატები ირანული ნავთობისა და ბირთვული ობიექტების წინააღმდეგ შეთქმულებას ინფლაციური შოკის შეკავების მიზნით გეგმავს და იქვე დასძენს, რომ საპასუხოდ თეირანს ბევრი სიურპრიზი აქვს მომზადებული.
10 მარტი 2026, 09:00
მსოფლიო
ისრაელმა თეირანში, ისპაანსა და შირაზში ირანის ათობით სამხედრო ობიექტი დაბომბა
ისრაელმა თეირანში, ისპაანსა და შირაზში ირანის ათობით სამხედრო ობიექტი დაბომბა. ცაჰალის ცნობით, თავდაცვის ძალებმა 170-ზე მეტი ბომბი გამოიყენეს, რომელთა სამიზნეშიც თეირანში ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის, „ყუდსის ძალების“ შტაბბინა, ისპაანში საზენიტო რაკეტების წარმოებისა და შენახვის ობიექტები და შირაზში სამხედრო ინფრასტრუქტურა მოექცა.
10 მარტი 2026, 09:00
მსოფლიო
თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში ბალისტიკური რაკეტის გაშვების გამო ირანის ელჩი დაიბარეს
თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ, ირანის მხრიდან ბალისტიკური რაკეტის გაშვების შემდეგ ისლამური რესპუბლიკის ელჩი, მოჰამად ჰასან ჰაბიბოლაზადე დაიბარა. ინფორმაციას თურქული მედია ავრცელებს.
10 მარტი 2026, 08:54
რეგიონი
ახალციხის მუნიციპალიტეტში, „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში განსახორციელებელი პროექტების შერჩევის მიზნით, მოსახლეობასთან საკონსულტაციო შეხვედრები და საერთო კრებები დასრულდა
ახალციხის მუნიციპალიტეტში, 2026 წელს „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში განსახორციელებელი პროექტების შერჩევის მიზნით, მოსახლეობასთან საკონსულტაციო შეხვედრები და საერთო კრებები დასრულდა.


