მსოფლიო
12 მარტი 2026, 09:19
CNN: პუტინის სპეციალური წარმომადგენელი, კირილ დმიტრიევი ფლორიდაშია და ამერიკულ მხარესთან შეხვედრებს მართავს
ამერიკული ტელეარხის CNN-ის ცნობით, რუსეთის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი, პირდაპირი ინვესტიციების ფონდის ხელმძღვანელი, კირილ დმიტრიევი ფლორიდაში ჩავიდა.
12 მარტი 2026, 09:02
ირანმა ისრაელის მიმართულებით რაკეტები გაუშვა
ისრაელის თავდაცვის არმიის ინფორმაციით, ირანმა ისრაელის ჩრდილოეთ მიმართულებით რაკეტები გაუშვა.
12 მარტი 2026, 09:01
დონალდ ტრამპმა მოუწოდა ნავთობკომპანიებს, ჰორმუზის სრუტეში ოპერაციები განაგრძონ
სამხედრო ოპერაციის მიმდინარეობასა და მიღწეულ შედეგებზე დონალდ ტრამპი მედიის წარმომადგენლებს თეთრი სახლის ეზოში ესაუბრა. შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ასევე მოუწოდა ნავთობკომპანიებს, ჰორმუზის სრუტეში ოპერაციები განაგრძონ.
11 მარტი 2026, 21:15
ორბანი: უკრაინელები უკვე ჩემს ოჯახს, ჩემს შვილებსა და შვილიშვილებს ემუქრებიან - ყველა კარგადაა, მაგრამ ყველაფერს აქვს საზღვარი
უკრაინელები უკვე ჩემს ოჯახს, ჩემს შვილებსა და შვილიშვილებს ემუქრებიან - ყველა კარგადაა, მაგრამ ყველაფერს აქვს საზღვარი, - განაცხადა უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა.
11 მარტი 2026, 20:39
ისრაელური გამოცემა Ynet: ნეთანიაჰუმ ადგილობრივი თვითმმართველობის ლიდერებს დახურულ შეხვედრაზე განუცხადა, რომ ისრაელი მოქმედებს იმ დაშვებით, რომ ომი გაგრძელდება „რამდენიმე კვირა“ და არა დღეები
ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ ადგილობრივი თვითმმართველობის ლიდერებს დახურულ შეხვედრაზე განუცხადა, რომ ისრაელი მოქმედებს იმ დაშვებით, რომ ომი გაგრძელდება „რამდენიმე კვირა“ და არა დღეები. ინფორმაციას ამის შესახებ ისრაელური გამოცემა Ynet-ი ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.
11 მარტი 2026, 20:10
ისრაელური გამოცემა The Jerusalem Post: ტრამპი ისლამური რეჟიმის დამარცხებას აზვიადებს და ირანთან ომის დასასრულებლად ნიადაგს ამზადებს
ტრამპი ისლამური რეჟიმის დამარცხებას აზვიადებს და ირანთან ომის დასასრულებლად ნიადაგს ამზადებს, - წერს ისრაელური გამოცემა The Jerusalem Post-ი.
11 მარტი 2026, 19:53
The New York Times: ირანთან ომის დროს აშშ-ის, სულ მცირე, 17 ობიექტი დაზიანდა - აშშ-ის სამხედროების განცხადებით, ირანი ომისთვის უფრო მეტად იყო მომზადებული, ვიდრე ამას ტრამპის ადმინისტრაციაში ბევრი ვარაუდობდა
ირანმა ქვეყანაზე განხორციელებულ აშშ-ისრაელის თავდასხმას ახლო აღმოსავლეთში არსებულ ამერიკულ სამიზნეებზე დრონებითა და რაკეტებით იერიშით უპასუხა. დარტყმები განხორციელდა საელჩოებზე, დაიღუპნენ ამერიკელი ჯარისკაცები, დაზიანდა სამხედრო ბაზები და საჰაერო თავდაცვის ინფრასტრუქტურა.
11 მარტი 2026, 19:10
The New York Times: მიმდინარე სამხედრო გამოძიებამ დაადგინა, რომ აშშ პასუხისმგებელია ირანის დაწყებით სკოლაზე განხორციელებულ დარტყმაზე „ტომაჰავკის“ ტიპის რაკეტით
მიმდინარე სამხედრო გამოძიებამ დაადგინა, რომ აშშ პასუხისმგებელია ირანის დაწყებით სკოლაზე განხორციელებულ დარტყმაზე „ტომაჰავკის“ ტიპის რაკეტით. როგორც გამოცემა The New York Times-ი იუწყება, აღნიშნულ ინფორმაციას ადასტურებენ აშშ-ის ოფიციალური პირები და სხვა პირები, რომლებიც იცნობენ გამოძიების წინასწარ შედეგებს.
{{n.Date}}, {{n.Time}}
{{n.Title}}
{{n.ShortDescription}}


