15 მარტი 2026, 13:46 / სანდო წყარო

The Sunday Times: სანამ უკრაინა გადარჩენისთვის იბრძვის, რუსეთი ირანის ომისგან სარგებელს იღებს

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ევროპის დედაქალაქებში ვიზიტისას იმედგაცრუება იგრძნო, რადგან მის ქვეყანაში მიმდინარე კონფლიქტი ახლო აღმოსავლეთის ომის გამო მეორე პლანზე გადადის, - წერს The Sunday Times-ი.

„კიევი და სხვა ქალაქები ყოველდღიურად ხდება რუსული მომაკვდინებელი რაკეტების სამიზნე, ათასობით ადამიანი იღუპება ბრძოლის ველზე, ხოლო სამშვიდობო მოლაპარაკებები, როგორც ჩანს, კვლავ ჩიხშია შესული. თუმცა მსოფლიოს ყურადღება სხვა მოვლენებზე გადაერთო“, - აღნიშნავს გამოცემა. ზელენსკის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ გასაგებია, რატომაცაა ახლო აღმოსავლეთი ყურადღების ცენტრში, „ჩვენთვის ეს კარგი არ არის“.

ამავდროულად, რუსეთმა მოულოდნელი ეკონომიკური სარგებელი მიიღო პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინსა და აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს შორის ხანგრძლივი საუბრის შემდეგ. მაშინ, როცა ნავთობის ფასები იზრდებოდა, ვაშინგტონმა განაცხადა, რომ დროებით ასუსტებს სანქციებს რუსულ ექსპორტზე, რაც „მოულოდნელი საჩუქარი გახდა მოსკოვის შერყეული სამხედრო მანქანისთვის“, - დასძენს გამოცემა.

ევროპელი ლიდერები, რომლებიც რუსეთის ეკონომიკის განადგურებას ცდილობდნენ, აშშ-ის ამ გადაწყვეტილებას ნეგატიურად შეხვდნენ. იმ დროს, როდესაც კიევი მუდმივ სამხედრო და ფინანსურ დახმარებას ითხოვს, რუსეთი დამატებით შემოსავლებს სწორედ იმ რესურსებიდან იღებს, რომელთა შეზღუდვასაც დასავლეთი ცდილობდა. ამიტომ, ახლა პუტინს აქვს დამატებითი სახსრები, რომლებსაც ომზე დახარჯავს.

ზელენსკი მიიჩნევს, რომ სანქციების გაუქმება რუსეთის პოზიციებს გააძლიერებს და მოსკოვი მხოლოდ აშშ-ის მხრიდან ამ შემსუბუქების გამო დაახლოებით 10 მილიარდი დოლარს მიიღებს, რაც ხელს არ შეუწყობს მშვიდობას.

The Sunday Times-ი ასევე აღნიშნავს, რომ სულ უფრო აშკარა ხდება კავშირები რუსეთსა და ირანს შორის.

„ტრამპმაც კი აღიარა, რომ მოსკოვი, შესაძლოა, „ცოტათი“ დაეხმარა ირანს. ეს ყველაფერი ხაზს უსვამს ტრამპის კრემლთან მიდგომის რისკებს. რა თქმა უნდა, ამერიკის ნებისმიერ პრეზიდენტს უნდა ჰქონდეს ურთიერთობა რუსეთთან და ამ ამოცანის ნაწილი უკრაინაში ომის სამართლიანი დასრულების გზების ძიება უნდა იყოს“, - აღნიშნავს გამოცემა.

ამრიგად, როგორც ჟურნალისტებმა შეაჯამეს, პუტინი რჩება დესტაბილიზაციის ფაქტორად, რომელიც ოსტატურად იყენებს საერთაშორისო ვითარებას. სანამ უკრაინა ითხოვს მხარდაჭერას, რომელიც მას ასე სჭირდება, რუსეთი იღებს ფინანსურ, სტრატეგიულ და დიპლომატიურ სარგებელს.

„აზრი იმის შესახებ, რომ პუტინი აძლიერებს თავის პოზიციებს ირანში კრიმინალური რეჟიმის დახმარებით, მაშინ როცა უკრაინა გადარჩენისთვის იბრძვის, აღშფოთებას იწვევს და, სამწუხაროდ, არც არის გასაკვირი“, - ნათქვამია პუბლიკაციაში.

ყველა სიახლე

11 აპრილი 2026, 15:14

საზოგადოება

მაცხოვრის საფლავზე წმინდა ცეცხლი გადმოვიდა. LIVE

სასწაული კიდევ ერთხელ განმეორდა. ზეციური ცეცხლის გადმოსვლა უტყუარი ნიშანია მართლმადიდებელი ეკლესიის სწავლების ჭეშმარიტებისა და მასში მადლის არსებობის.

თამთა მეგრელიშვილი

11 აპრილი 2026, 15:08

პოლიტიკა

მეგრელიშვილი FOX NEWS-ის სტატიაზე: გიორგი კანდელაკის და თინა ხიდაშელის მიზანია, საქართველო უარყოფით კონტექსტში წარმოაჩინონ, შექმნან იზოლაციის ილუზია და ხელი შეუშალონ პოზიტიურ პროცესებს, რომლებიც დღეს რეალურად მიმდინარეობს

სწორედ იმ დროს, როდესაც საქართველოსა და აშშ-ს შორის ურთიერთობების აღდგენა მიმდინარეობს და ორმხრივი დიალოგი აქტიურად განახლდა, საეჭვოდ გააქტიურდნენ ის ძალები, რომლებიც ქვეყნის დისკრედიტაციას ცდილობენ, - წერს „ხალხის ძალის“ წევრი თამთა მეგრელიშვილი FOX NEWS-ის სტატიის შესახებ, რომლის თანაავტორიც მისი თქმით, გიორგი კანდელაკია, ხოლო თინა ხიდაშელის ორგანიზაცია სააგენტოს დამახინჯებული ინფორმაციის მიწოდებით დაეხმარა.

ჯეი დი ვენსი შაჰბაზ შარიფი

11 აპრილი 2026, 15:05

მსოფლიო

პაკისტანის პრემიერ-მინისტრმა ამერიკულ და ირანულ მხარეებთან ცალ-ცალკე შეხვედრები გამართა

პაკისტანის პრემიერ-მინისტრმა, შაჰბაზ შარიფმა ისლამაბადში აშშ-ირანის მოლაპარაკებების დაწყებამდე ირანულ და ამერიკულ მხარეებთან ცალ-ცალკე შეხვედრები გამართა. ინფორმაციას The Times of Israel-ი ავრცელებს.

გია აბაშიძე

11 აპრილი 2026, 15:04

პოლიტიკა

გია აბაშიძე: საქართველოს წინააღმდეგ საინფორმაციო-პროპაგანდისტული საბოტაჟი ან დივერსია, ღალატია, დროა კოლექტიური ხიდაშელ-„ტაივანჩიკები" და კრებსითი გიორგი კალანდაძეები და მსგავსი „შპანა" კანონიერად აღმოჩნდნენ იქ, სადაც მათი ადგილია

საქართველო-აშშ-ის ურთიერთობის გადატვირთვის ფონზე, ამერიკაში შეკვეთილი სტატია-ანგარიშით გამოჩნდნენ "ნაცასკარიდები" - თინა ხიდაშელი, გიორგი კანდელაკი იმ ბინძური ტყუილით, რომ საქართველო ირანს ვითომდა ეხმარება სანქციების არიდებაში, - წერს ანალიტიკოსი გია აბაშიძე სოციალურ ქსელში.

დავით ჩიხელიძე

11 აპრილი 2026, 15:03

პოლიტიკა

ჩიხელიძე: fox news-ის სტატიის თანაავტორი და ინფორმაციის მიმწოდებელი გიორგი კანდელაკი და თინა ხიდაშელი არიან-გარკვეული პოლიტიკური ჯგუფებისთვის ქვეყნის ინტერესებზე მაღლა, გარე აქტორების დღის წესრიგის მხარდაჭერა დგას

fox news-ის სტატიაზე, რომლის თანაავტორი და ინფორმაციის მიმწოდებელი გიორგი კანდელაკი და თინა ხიდაშელი არიან, სტატიაში საუბარია საქართველოს ირანთან ურთიერთობის გაღრმავებაზე და საქართველოს მიერ ირანის მხარდაჭერაზე. თუ ადრე სახელმწიფოს წინააღმდეგ მოქმედება სირცხვილად ითვლებოდა და ასეთი ქმედებები ფარულად ხორციელდებოდა, დღეს ვითარება რადიკალურად შეცვლილია, მსგავსი ნაბიჯები უკვე ღიად, დემონსტრაციულადაც კი იდგმება, - წერს ექსპერტი დავით ჩიხელიძე FOX NEWS-ის სტატიაზე.

ზაალ ანჯაფარიძე

11 აპრილი 2026, 15:00

პოლიტიკა

ზაალ ანჯაფარიძე: სისხლის სამართლის კოდექსს უკვე დაემატა სახელმწიფოს ღალატის მუხლი და ვფიქრობ თინა ხიდაშელი და გიორგი კანდელაკი საციხოდ ნივთებს უნდა იმარაგებდეს

ვინმე კრის მასაროს მიერ დაჯღაბნილი მორიგი ცილისმწამებლური სტატია საქართველოზე, რომელიც თითქოს ირანს სანქციების გვერდის ავლაში ეხმარება, მიუხედავად იმისა, რომ უამრავჯერ დაუმტკიცეს ჩვენებმა, რომ ეს აბსურდია, ყურადღებას არც დაიმსახურებდა, რომ არა ერთი გარემოება - წერს ანალიტიკოსი,ზაალ ანჯაფარიძე სოციალურ ქსელში.

11 აპრილი 2026, 14:23

მსოფლიო

ფაშინიანის თანმხლები პოლიციის ავტობუსი ავარიაში მოყვა. დაღუპულია ერთი და დაშავებულია 12 ადამიანი

სომხეთის პრემიერ-მინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის თანმხლები პოლიციის ავტობუსი ერევნიდან ლორეს რეგიონში გადაადგილებისას ავარიაში მოყვა. ინფორმაციას სომხური მედია ავრცელებს.

11 აპრილი 2026, 14:17

საზოგადოება

იერუსალიმში მაცხოვრის აღდგომის ტაძარში შეკრებილი მორწმუნეები ცეცხლის გადმოსვლას ელოდებიან

ქრისტიანული სამყაროს ყურადღება იერუსალიმში მაცხოვრის აღდგომის ტაძრისკენაა მიმართული, სადაც ქრისტეს საფლავზე ცეცხლის გადმოსვლას ელოდებიან.

ნიკა გვარამია

11 აპრილი 2026, 14:06

პოლიტიკა

ნიკა გვარამია: უკვე ჩვენც ძალიან გვიჭირს საუბარი უცხოელებთან, იმიტომ, რომ ხალხი არ ამჟღავნებს უკვე ისეთ ძალას, როგორც მანამდე - უღონობას ვასხივებთ

უკვე ჩვენც ძალიან გვიჭირს საუბარი უცხოელებთან, იმიტომ, რომ ხალხი არ ამჟღავნებს უკვე ისეთ ძალას, როგორც ამჟღავნებდა მანამდე, - განაცხადა „კოალიცია ცვლილებებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა გვარამიამ.

11 აპრილი 2026, 14:01

მსოფლიო

Reuters: აშშ მზადაა კატარში გაყინულ ირანულ ფულს ყადაღა მოუხსნას

აშშ მზადაა კატარსა და სხვა ბანკებში გაყინულ ირანულ ფულს ყადაღა მოუხსნას. ინფორმაციას Reuters-ი ერთ-ერთ ირანელ მაღალჩინოსანზე დაყრდნობით ავრცელებს.

11 აპრილი 2026, 14:00

რეგიონი

ქალაქ წალენჯიხასა და ქალაქ ჯვარში უფასო სასადილოთი მოსარგებლე ბენეფიციარებს სააღდგომო ნობათი გადაეცათ

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერმა გუბა საჯაიამ, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე დარეჯან დადიანთან, მერის მოადგილეებთან, საკრებულოს წევრებთან და ა(ა)იპ წალენჯიხის „სათნოების სახლის“ ხელმძღვანელთან ერთად, უფასო სასადილოს ბენეფიციარებს ქალაქ წალენჯიხასა და ქალაქ ჯვარში სააღდგომო ნობათი გადასცა და დამდეგი აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული მიულოცა.

ვიქტორ ორბანი ანდრეი ბაბიში

11 აპრილი 2026, 13:18

მსოფლიო

ჩეხეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანს არჩევნების წინ მხარდაჭერა გამოუცხადა, -„ტურბულენტურ დროს სტაბილურობისა და გამოცდილი ლიდერობის არჩევა მნიშვნელოვანია, როგორც არასდროს“

ჩეხეთის პრემიერ-მინისტრმა, ანდრეი ბაბიშმა თავის უნგრელ კოლეგას, ვიქტორ ორბანს საპარლამენტო არჩევნებზე მხარდაჭერა გამოუცხადა.

11 აპრილი 2026, 13:10

საზოგადოება

14 აპრილამდე საქართველოში დროგამოშვებით, ზოგან ძლიერი ნალექია მოსალოდნელი, შესაძლებელია ელჭექი და ქარის გაძლიერება

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, მოსალოდნელმა ნალექებმა შესაძლებელია მდინარეებზე წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, მაღალმთიან რაიონებში ზვავების ფორმირება, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს (საფრთხის დონე საშუალო).

კამალა ჰარისი

11 აპრილი 2026, 13:01

მსოფლიო

კამალა ჰარისმა, შესაძლოა, აშშ-ის 2028 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობა მიიღოს

აშშ-ის ყოფილმა ვიცე-პრეზიდენტმა, კამალა ჰარისმა განაცხადა, რომ ის ფიქრობს, მიიღოს, თუ არა მონაწილეობა 2028 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში. ინფორმაციას The Guardian-ი ავრცელებს.

11 აპრილი 2026, 12:32

საზოგადოება

ამაღამ თბილისის მეტრო გახანგრძლივებული დროით იმოძრავებს, 12-13 აპრილს კი ავტობუსების სპეციალური მარშრუტები დაინიშნება

აღდგომის ღამეს თბილისის მეტრო გახანგრძლივებული დროით იმოძრავებს, 12-13 აპრილს კი ავტობუსების სპეციალური მარშრუტები დაინიშნება. აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით, მეტრო 12 აპრილის 04:00 საათამდე იმუშავებს და 11 აპრილის 23:00-დან 12 აპრილის 04:00 საათამდე მგზავრობა უფასო იქნება.

11 აპრილი 2026, 12:27

მსოფლიო

ტრამპს ვაშინგტონში ტრიუმფალური თაღის დადგმა სურს

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა თავის სოციალურ ქსელში დაწერა, რომ მას ვაშინგტონში ტრიუმფალური თაღის დადგმა სურს.

დავით მათიკაშვილი

11 აპრილი 2026, 12:15

პოლიტიკა

მათიკაშვილი: ვხედავთ ბრიუსელის მცდელობას, უნგრეთის მოსახლეობაზე მოახდინოს ზეწოლა. მნიშვნელოვანია, რომ ევროკავშირის ქვეყნებში შენარჩუნდეს ისეთი ხელისუფლებები, რომლებიც ეროვნული ინტერესების, ტრადიციების დაცვაზე არიან ორიენტირებული

საქართველოსთვის მნიშვნელოვანია, ევროკავშირის ქვეყნებში შენარჩუნდეს, არსებობდეს ისეთი ხელისუფლებები, რომელიც ქვეყნის ეროვნული ინტერესების, ოჯახური ღირებულებების, სუვერენიტეტისა და ტრადიციების დაცვაზე არიან ორიენტირებული, - განუცხადა საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით მათიკაშვილმა უნგრეთში ჟურნალისტებს.

ბენიამინ ნეთანიაჰუ

11 აპრილი 2026, 12:03

მსოფლიო

ბენიამინ ნეთანიაჰუ: ისრაელი ესპანეთს ღაზის სექტორში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ზედამხედველობის ცენტრიდან გააძევებს

ისრაელის პრემიერ-მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს განცხადებით, ისრაელი ესპანეთს ღაზის სექტორში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ზედამხედველობის ცენტრიდან გააძევებს.

პედრო სანჩესი

11 აპრილი 2026, 11:56

მსოფლიო

ესპანეთის პრემიერ-მინისტრმა ევროპას მოუწოდა, ლიბანი „ახალ ღაზად“ არ აქციოს

ესპანეთის პრემიერ-მინისტრმა, პედრო სანჩესმა ევროპას მოუწოდა, ლიბანი „ახალ ღაზად“ არ აქციოს.

ლევან მახაშვილი

11 აპრილი 2026, 11:45

პოლიტიკა

ლევან მახაშვილი: ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციის ფარგლებში, ვემზადებით ხვალ უნგრეთში არჩევნებზე დასაკვირვებლად - ნაწილი ბუდაპეშტში, ნაწილი უნგრეთის რეგიონებში შევძლებთ, რომ დავაკვირდეთ ამ პროცესს

საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, ლევან მახაშვილმა უნგრეთში წინასაარჩევნო სიტუაციაზე ჟურნალისტებთან ისაუბრა.