ბუდაპეშტში ვიქტორ ორბანის მიერ დაანონსებული „უკრაინის შანტაჟის“ საწინააღმდეგო მშვიდობის მარში გაიმართა
ფოტო: X
ბუდაპეშტში „მშვიდობის მარში“ გაიმართა, რომელიც ქვეყნის პრემიერმა დააანონსა. მსვლელობას სოციალურ ქსელში უნგრეთის პრემიერ-მინისტრის, ვიქტორ ორბანის პრესსპიკერი ზოლტან კოვაჩი გამოეხმაურა.
„ეს არის ყველაზე დიდი მშვიდობის მარში, რაც დღემდე გამართულა. უნგრელები მკაფიო გზავნილს აგზავნიან: ჩვენ გვსურს მშვიდობა და არა ომი. ჩვენ არ ვიქნებით ჩათრეულები სხვის კონფლიქტში და არ გავხდებით უკრაინის კოლონია. სუვერენიტეტი, უსაფრთხოება და მშვიდობა - აი, რას წარმოადგენს მშვიდობის მარში“, - წერს კოვაჩი.
— Zoltan Kovacs (@zoltanspox) March 15, 2026
ყველა სიახლე
15 მარტი 2026, 18:53
პოლიტიკა
ვახტანგ თოფურია: თბილისისადმი გზავნილი - „შეინარჩუნეთ პროევროპული პოზიცია რუსეთის იზოლირებით, მაშინაც კი, როდესაც ჩვენ, ევროპა, რუსეთთან მოლაპარაკებებს ვჩქარობთ“ - არათანმიმდევრულია. ეს მხოლოდ ზეწოლა არ არის, ეს სტრატეგიული მიტოვებაა
თბილისისადმი მიმართული გზავნილი არათანმიმდევრულია: „შეინარჩუნეთ დემოკრატიული და პროევროპული პოზიცია რუსეთის იზოლირებით, მაშინაც კი, როდესაც ჩვენ, ევროპა, თქვენს გარეშე რუსეთთან მოლაპარაკებებს ვჩქარობთ“. ეს მხოლოდ ზეწოლა არ არის, ეს არის სტრატეგიული მიტოვება, რომელიც ადამიანის უფლებების შესახებ ლექციად არის შენიღბული, - წერს ანალიტიკოსი ვახტანგ თოფურია, X-ზე.
15 მარტი 2026, 18:40
პოლიტიკა
თამარ ჩიბურდანიძე: დასანქცირებული „იმედი“ დღეს უფრო გავლენიანია ქართული საზოგადოებისთვის, ვიდრე თავად ბრიტანეთის ხელმძღვანელობა და მათი მცდელობა, ჩაახშონ „იმედის“ სიტყვა საქართველოში
პარტია „ხალხის ძალის” წევრი თამარ ჩიბურდანიძე ტელეკომპანია „იმედს“ იუბილე ულოცავს და აღნიშნავს, რომ დღეს ქართულ საზოგადოებას და სახელმწიფოებრიობას ჰაერივით სჭირდება ტელეკომპანია „იმედი“ მისი მაღალი დონის პროფესიონალიზმით, რეალური პოლიტიკითა და მაყურებლის უდიდესი ნდობით.
15 მარტი 2026, 18:36
სპორტი
ბაკურიანში „ნუგოს თასი“ გაიმართა
ბაკურიანში პირველად გაიმართა „ნუგოს თასი“ - რომელიც ბაკურიანელ სნოუბორდერს, ნუგო დიაკონაშვილს მიეძღვნა. იდეა მისი მეგობრების ინიციატივით გაჩნდა, რომლებმაც შესაბამისი გამოცდილებისა და კომპეტენციის გამოყენებით მოამზადეს სპეციალური ტრასა.
15 მარტი 2026, 18:10
მსოფლიო
Reuters: ნავთობის ფასი შესაძლოა კიდევ უფრო გაიზარდოს
„ეს ნიშნავს კონფლიქტის ესკალაციას“, - განაცხადეს JP Morgan-ის ანალიტიკოსებმა ნატაშა კანევას ხელმძღვანელობით. „აქამდე რეგიონის ნავთობის ინფრასტრუქტურა ძირითადად დაუზიანებელი რჩებოდა“.
15 მარტი 2026, 18:06
საზოგადოება
დავით კუბლაშვილი სოფელ კურსებში არსებულ ვითარებაზე: სიტუაცია უცვლელია, მეწყრული პროცესები გრძელდება, ადგილზე რჩება საგანგებო შტაბი, რომელიც 24 საათის განმავლობაში მუშაობს
სიტუაცია უცვლელია, მეწყრული პროცესები გრძელდება, ადგილზე რჩება საგანგებო შტაბი, რომელიც 24 საათის განმავლობაში მუშაობს, - განაცხადა ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერმა დავით კუბლაშვილმა.
15 მარტი 2026, 18:01
პოლიტიკა
დავით ქართველიშვილი მაგდა მამუკაშვილზე: ეს ნაცმადიდებელი თამამად წერს, რომ თურმე, სტიქია ხელისუფლების ბრალია. მისი ლოგიკით აშშ-ის მთავრობის ბრალი გამოდის ლოს ანჯელესის ხანძარი, ამ ხალხთან ვლაპარაკობთ დიალოგზე? - გამორიცხულია!
„ხალხის ძალის” წევრი დავით ქართველიშვილი ოპოზიციის აქტივისტის მაგდა მამუკაშვილის ფეისბუქ პოსტს ეხმიანება, რომელიც წერს, რომ „დღეს ტყიბული ბევრად უარეს მდგომარეობაშია, ვიდრე ჩელიაბინსკი”.
15 მარტი 2026, 17:48
მსოფლიო
ედ მილიბანდი: ნავთობის კრიზისის გამო რუსეთისთვის სანქციების დროებით შეჩერებას არ ვიზიარებთ და ამიტომაც სანქციებს ძალაში ვტოვებთ
„ჩვენ გვინდა სრუტის ხელახლა გახსნისთვის მოკავშირეებთან ერთად ვიმუშაოთ. არსებობს რიგი ზომები, რომელთა გატარებაც შეიძლება, მათ შორის ნაღმების საძიებო ავტონომიური აღჭურვილობის გამოყენება. სრუტის გახსნა ყველას საერთო ინტერესშია. ვფიქრობ, ამის საუკეთესო საშუალება დეესკალაციაა. რაც შეეხება სანავთობო კრიზის, ამ მიზნით რუსეთისთვის სანქციების დროებით შეჩერებას არ ვიზიარებთ და ამიტომაც სანქციებს ძალაში ვტოვებთ“, - განაცხადა მილიბანდმა.
15 მარტი 2026, 17:42
საზოგადოება
გეოლოგი ანრი ნამიჭეიშვილი: დღეის მდგომარეობით კვლავ სტაბილურად მიმდინარეობს პროცესები, მაგრამ კონკრეტულ ლოკაციებზე, ლოკალური უბნები კვლავ აქტიურდება. დაგვემატა ერთი ჯგუფი, დილიდან ვახორციელებთ მეწყრის კონტურის სრულ შემოვლას
დღეის მდგომარეობით კვლავ სტაბილურად მიმდინარეობს პროცესები, მაგრამ კონკრეტულ ლოკაციებზე, ლოკალური უბნები კვლავ აქტიურდება. დაგვემატა ერთი ჯგუფი, დილიდან ვახორციელებთ მეწყრის კონტურის სრულ შემოვლას, რათა შევადაროთ გასულ დღეებში მომხდარ პროცესებს, - განაცხადა გეოლოგმა ანრი ნამიჭეიშვილმა.
15 მარტი 2026, 17:35
პოლიტიკა
თამთა მეგრელიშვილი ნინო ჯანგირაშვილის მიერ ივანიშვილთან და კობახიძესთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებაზე: შეეშვით ჭორების გავრცელებას, რადგან ჭორის გავრცელებასაც, თან ასეთ ხალხზე, თქვენი მხრიდან გარკვეული წონა უნდა
„ხალხის ძალის“ წვერი, თამთა მეგრელიშვილი, ჟურნალისტ ნინო ჯანგირაშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებას ეხმიანება, რომლის თქმითაც, „მოსკოვის მექანიზმის“ კრიტიკული ანგარიშის შემდეგ, ბიძინა ივანიშვილმა ირაკლი კობახიძე შეკვეთილში დაიბარა.
15 მარტი 2026, 17:33
მსოფლიო
ირანში ჯაშუშობის ბრალდებით ათობით ადამიანი დააკავეს
ირანში ისრაელისთვის ირანელი სამხედროების, პოლიციელებისა და უსაფრთხოების ობიექტების ადგილმდებარეობის მოწოდებაში ათობით ეჭვმიტანილი დააკავეს. ინფორმაციას ადგილობრივ მედიაზე დაყრდნობით Reuters-ი ავრცელებს.
15 მარტი 2026, 17:26
პოლიტიკა
გიორგი ვოლსკი პატრიცია გჟებიკზე: ხელისუფლებამ დამატებით საკმაოდ არგუმენტირებული ინფორმაცია წერილობითაც მიაწოდა. არც ერთი სიტყვა, წინადადება აქედან არ არის გამოყენებული და არც არის გასაკვირი, ვინაიდან იგი კონკრეტული ამოცანით ჩამოვიდა
ხელისუფლებამ საკმაოდ არგუმენტირებული და საფუძვლიანი დამატებითი ინფორმაცია წერილობითაც მიაწოდა. არც ერთი სიტყვა, წინადადება აქედან არ არის გამოყენებული და არც არის გასაკვირი, ვინაიდან იგი კონკრეტული ამოცანით ჩამოვიდა, - განუცხადა „ქრონიკას“ პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილე გიორგი ვოლსკიმ პატრიცია გჟებიკზე საუბრისას.
15 მარტი 2026, 17:21
მსოფლიო
ლიბანში ისრაელის დარტყმების შედეგად ათობით დაღუპულის შესახებ აცხადებენ
მონაცემებს ლიბანის ჯანდაცვის უწყება ავრცელებს და დასძენს, რომ 2 მარტის შემდეგ გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა სულ მცირე 826-ია, მათ შორის 106 ბავშვია, დაშვებულთა რაოდენობა კი 2 ათასს აღემატება.
15 მარტი 2026, 17:15
მსოფლიო
სოციალურ ქსელებში ვრცელდება ვიდეო, რომელშიც ევროპარლამენტარები რუკაზე ირანს ვერ პოულობენ
„ეს შეცდომები სასაცილო იქნებოდა, ევროპარლამენტს რომ არ უწევდეს პოზიციის დაკავება მიმდინარე ომთან დაკავშირებით... ახლა უკვე უკეთ მესმის, რატომ არიდებს ზოგიერთი თავს მის დაგმობას!“ - დაწერა ობრიმ სოციალურ ქსელში.
15 მარტი 2026, 17:13
საზოგადოება
დავით ნარმანია: მნიშვნელოვანია, რომ მომხმარებლის უფლება დაცული იყოს ყველა სექტორში
15 მარტს, მომხმარებელთა უფლებების დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ქ. ბათუმში მომხმარებლის დაცვის IV საერთაშორისო კვირეულის ფარგლებში შეხვედრა გაიმართა. შეხვედრას ესწრებოდნენ ადგილობრივი თვითმმართველობის, სხვადასხვა სექტორში მოქმედი კომპანიების წარმომადგენლები და ადგილობრივი მოსახლეობა, - ინფორმაციას საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია ავრცელებს.
15 მარტი 2026, 17:07
პოლიტიკა
ნინო ფოჩხუა ჯანგირაშვილს: შეუმდგარი ტელევიზიის დაფინანსების მათხოვრად ქცეულო ქალბატონო ნინო, ჯერ ერთი ივანიშვილის „გადაფსიხება“ სად გინახავთ ან ვინ გითხრათ რომ კობახიძე შეკვეთილშია დაბარებული?
ექსპერტი ნინო ფოჩხუა, ჟურნალისტ ნინო ჯანგირაშვილის ნათქვამს ეხმიანება, რომ ბიძინა ივანიშვილმა ირაკლი კობახიძე ეუთო-ს „მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშის შემდეგ შეკვეთილში დაიბარა.
15 მარტი 2026, 16:47
საზოგადოება
ირაკლი ლექვინაძე: მიმდინარე წელს მომხმარებლის მომართვიანობა გაორმაგდა, რაც კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს მიმართ ნდობის მაღალ მაჩვენებელზე მიუთითებს
კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს ერთ-ერთი მთავარი მიმართულებაა მომხმარებელთა უფლებების დაცვა, აღსანიშნავია, რომ მომართვიანობა 2025 წელს 2024 წელთან შედარებით სააგენტოში 65 %-ით გაიზარდა, ხოლო რაც შეეხება მიმდინარე წლის 2 თვეს, 2025 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, GCCA-ში შემოსული განცხადებების რაოდენობაში 92 %-იანი ზრდა დაფიქსირდა, რაც, უფლებების ნაწილში მომხმარებელთა ცნობიერების ზრდაზე მიუთითებს, - განაცხადა საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს თავმჯდომარე ირაკლი ლექვინაძემ ბათუმში, მომხმარებლის დაცვის IV საერთაშორისო კვირეულის ფარგლებში გამართულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას.
15 მარტი 2026, 16:42
საზოგადოება
გოგა გულორდავა: კომისიის ყველა გადაწყვეტილება მომხმარებლის ინტერესებზეა ორიენტირებული
კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარე, გოგა გულორდავა, ბათუმში გამართულ მომხმარებლის დაცვის რიგით მეოთხე საერთაშორისო კვირეულზე მისასალმებელი სიტყვით წარდგა და მომხმარებლის უფლებების დაცვის თვალსაზრისით არსებული გამოწვევები, ასევე ComCom-ის მიღწევები და პროექტები მიმოიხილა, - ინფორმაციას კომუნიკაციების კომისია ავრცელებს.
15 მარტი 2026, 15:55
პოლიტიკა
დავით ჩიხელიძე გიგა ბოკერიას: ულტიმატუმებს შენ მდგომარეობაში მხოლოდ მასხარა თუ დააყენებს - ეგ სადაური დიალოგია, როცა ოპონენტს წინასწარ სთხოვენ დამარცხდი, თორემ არ დაგელაპარაკებიო
ექსპერტი დავით ჩიხელიძე გიგა ბოკერიას განცხადებას ეხმაურება.
15 მარტი 2026, 15:44
მსოფლიო
Financial Times: მაკრონის მრჩევლებს, რომლებიც უკრაინასთან მოლაპარაკებების მაგიდასთან ადგილს ითხოვდნენ, მოსკოვში უპასუხეს - „ბოდიში, მაგრამ არა, F**k you“
„თებერვალში საფრანგეთის პრეზიდენტის მრჩევლები, ემანუელ ბონი და ბერტრან ბუხვალტერი, მოსკოვში ვლადიმერ პუტინის თანაშემწე იური უშაკოვთან შესახვედრად ჩავიდნენ. ისინი ცდილობდნენ კრემლის დარწმუნებას იმაში, რომ ევროპელებს მოლაპარაკებების მაგიდასთან ადგილი უნდა მიეღოთ, თუმცა უშაკოვის პასუხი, არსებითად, ასეთი იყო: „ბოდიში, მაგრამ სინამდვილეში - არა, წადით, თქვენი... [F**k you]“, - განუცხადა გამოცემას მაღალი რანგის ევროპელმა დიპლომატმა, რომლის ვინაობაც არ საჯაროვდება.


