შვეიცარიამ ირანში ომის გამო აშშ-ში სამხედრო შეიარაღების ექსპორტი შეაჩერა
ფოტო: Getty Images
შვეიცარიის მთავრობამ ირანში მიმდინარე ომის გამო აშშ-ში სამხედრო შეიარაღების ექსპორტის შეჩერების გადაწყვეტილება მიიღო. ინფორმაციას შვეიცარიის მთავრობა საკუთარ ვებგვერდზე ავრცელებს.
როგორც შვეიცარიის მთავრობაში განმარტავენ, სამხედრო დანიშნულების ტვირთის ექსპორტი ქვეყანაში, რომელიც ირანთან შეიარაღებულ კონფლიქტში მონაწილეობს, ნეიტრალიტეტის შესახებ კანონის გათვალისწინებით, შეუძლებელია.
„სამხედრო მასალების ექსპორტი აშშ-ში ჯერჯერობით დაშვებული არ იქნება“, - აღნიშნულია შვეიცარიის მთავრობის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
როგორც მთავრობაში განმარტეს, ექსპერტთა ჯგუფი რეგულარულად დააკვირდება ვითარებას და საჭიროების შემთხვევაში მიღებულ გადაწყვეტილებას გადახედავს.
ყველა სიახლე
20 მარტი 2026, 19:19
მსოფლიო
POLITICO: ევროკავშირის ლიდერები ქმედითუუნარონი აღმოჩნდნენ საკუთარ კარიბჭესთან მიმდინარე ომების ფონზე
ევროპის კარიბჭესთან მიმდინარე ორმა ომმა დაჩრდილა ევროკავშირის ლიდერების 12-საათიანი სამიტი - სხვადასხვა მიზეზის გამო, ისინი უფრო პარალიზებულნი აღმოჩნდნენ, ვიდრე ქმედითუნარიანნი, რათა რომელიმე მათგანის მიმართ რაიმე არსებითი ღონე ეხმარათ, - წერს გამოცემა POLITICO.
20 მარტი 2026, 19:09
საზოგადოება
გურამ ახალაია: ამ დღეებმა ქართული გლოვის კულტურა დაანახა მთელ მსოფლიოს - 4 საათი ვიდექი გუშინ, სანამ კარიბჭემდე მივაღწევდი და ასეთი ერთსულოვნება, ასეთი სიჩუმე მე არსად შემხვედრია
„ბევრჯერ აღვნიშნე და კიდევ ვიტყვი, რამდენი ოჯახი გადაარჩინა, ვისაც შვილი გარდაეცვალა. გურამ დოჩანაშვილი რომ დაუბრუნა საქართველოს, ეს პატრიარქის დამსახურებაა. ყველაფერში გამორჩეული იყო, მინახია ის ძალიან სევდიანიც, მრისხანეც, მაგრამ ყოველთვის იმედიანი“, - აღნიშნა ახალაიამ.
20 მარტი 2026, 18:56
საზოგადოება
პოლონეთის პრეზიდენტის კანცელარიის სახელმწიფო მდივანმა პოლონეთის პრეზიდენტის სახელით საქართველოს საელჩოში გახსნილ სამძიმრის წიგნში ჩანაწერი გააკეთა
პოლონეთის პრეზიდენტის კანცელარიის სახელმწიფო მდივანმა, ვოიჩეხ კოლარსკიმ პოლონეთის პრეზიდენტის სახელით საქართველოს საელჩოში გახსნილ სამძიმრის წიგნში ჩანაწერი გააკეთა.
20 მარტი 2026, 18:45
საზოგადოება
თემურ ყვითელაშვილი: ჩვენ არ დავკარგეთ მხოლოდ ჩვენი ქვეყნის სულიერი მამა, ან სულიერო წინამძღვარი, ჩვენ დავკარგეთ არა მარტო საზოგადო მოღვაწე, ასევე ის გახლდათ ბრწყინვალე დიპლომატიც და ბრწყინვალე ხელოვანიც
ვსარგებლობ შემთხვევით და სრულიად საქართველოს მეც მინდა, ვუთხრა სამძიმარი. ჩვენგან წავიდა ისეთი განუმეორებელი ადამიანი, ყველანაირად სამაგალითო - უწმინდესი და უნეტარესი, რომელსაც მე პირადად ძალიან კარგად ვიცნობდი, - განაცხადა მუსიკოსმა, თემურ ყვითელაშვილმა გადაცემაში „დღის ქრონიკა“.
20 მარტი 2026, 18:40
საზოგადოება
შერმადინ ჭკუასელი: პატრიარქმა ანსამბლი მიგვიპატიჟა საპატრიარქოში. დაუვიწყარი წუთები იყო. ასეთი შეფასება მოგვცა - „თქვენ აკეთებთ იმ დიდ საქმეს, რასაც ქართული ხალხური შემოქმედება ჰქვია და აკეთებთ კარგად“. ეს იყო ძალიან დიდი სტიმული
მქონდა ბედნიერება, რომ რამდენჯერმე შევხვედროდი მას, ანსამბლიც მიგვიპატიჟა რამდენიმეჯერ საპატრიარქოში და დაუვიწყარი წუთები იყო. ისეთი შეფასება მოგვცა რამდენიმე სიტყვით, რომ ალბათ უკეთესს ვერ ინატრებს ადამიანი: „თქვენ აკეთებთ იმ დიდ საქმეს, რასაც ქართული ხალხური შემოქმედება ჰქვია და აკეთებთ კარგად“. ეს იყო ძალიან დიდი სტიმული, - განაცხადა „დღის ქრონიკასთან“ ანსამბლ „ერისიონის“ სამხატვრო ხელმძღვანელმა, შერმადინ ჭკუასელმა.
20 მარტი 2026, 18:38
საზოგადოება
გენერალურმა პროკურორმა გიორგი გვარაკიძემ უწყების თანამშრომლებთან ერთად სამების საკათედრო ტაძარში ილია II-ის ხსოვნას პატივი მიაგო
საქართველოს გენერალურმა პროკურორმა გიორგი გვარაკიძემ უწყების თანამშრომლებთან ერთად სამების საკათედრო ტაძარში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია II-ის ხსოვნას პატივი მიაგო.
20 მარტი 2026, 18:37
საზოგადოება
დეკანოზი თეოდორე გიგნაძე: პატრიარქმა საქართველოს დაუბრუნა თავისი სახე, რომ საქართველო არის იქ, სადაც ქართულ ენაზე ღმერთს ელაპარაკებიან
პატრიარქმა საქართველოს დაუბრუნა თავისი სახე, რომ საქართველო არის იქ, სადაც ქართულ ენაზე ღმერთს ელაპარაკებიან,- განაცხადა დეკანოზმა თეოდორემ „დღის ქრონიკაში" პატრიარქ ილია მეორეს მოღვაწეობაზე საუბრისას.
20 მარტი 2026, 18:27
საზოგადოება
დეკანოზი თეოდორე გიგნაძე: პატრიარქი იყო განსაცვიფრებელი კულტურის ადამიანი - პირველად თქვენობით რომ დამელაპარაკა, კინაღამ გული გამისკდა
„პირველად თქვენობით რომ დამელაპარაკა, კინაღამ გული გამისკდა. პატრიარქმა იცოდა, როდესაც ხელზე ვემთხვეოდი, მერე თვითონაც იცოდა ხელზე მთხვევა, ასეთი წარმოუდგენელი სიმდაბლე არა თუ მღვდელმთავრისგან, არამედ ეპისკოპოსიდანაც უცხოეთში იშვიათია. ჩვენ ამით ყოველთვის გამოვირჩეოდით, ეს იყო პატრიარქის სკოლა, რომელიც იყო თავმდაბლობის, უმაღლესი კულტურის. მას ადამიანებთან ურთიერთობაში უფაქიზესი ურთიერთობა ჰქონდა. ის იყო ადამიანი, რომელიც თავის თავში ღმერთს ატარებდა“, - აღნიშნა დეკანოზმა.
20 მარტი 2026, 18:24
მსოფლიო
ტრამპი: აშშ-ის გარეშე ნატო ქაღალდის ვეფხვია - ლაჩრები, ჩვენ ეს გვემახსოვრება
ამერიკის შეერთებული შტატების გარეშე ნატო ქაღალდის ვეფხვია, - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა.
20 მარტი 2026, 18:20
ტაბლოიდი
მსახიობი ჩაკ ნორისი 86 წლის ასაკში გარდაიცვალა
მსახიობი ჩაკ ნორისი 86 წლის ასაკში გარდაიცვალა. ინფორმაცია ნორისის ოჯახმა მსახიობის Instagram გვერდის მეშვეობით გაავრცელა.
20 მარტი 2026, 18:19
საზოგადოება
დეკანოზი თეოდორე გიგნაძე: რასაც ახლა ვხედავთ, ეს ხომ საოცრებაა, ყველამ ვიცოდით, რომ პატრიარქი ხალხს უყვარდა, მაგრამ ასეთ რამეს ხომ არ მოველოდით - მან გზა გაკვალა ადამიანების გულებში, ცხოვრების წესში, თავმდაბლობაში და სიმშვიდეში
დეკანოზმა თეოდორე გიგნაძემ გადაცემაში „დღის ქრონიკა“ ისაუბრა იმ გზაზე, რომელიც საქართველოს მომდევნო პატრიარქმა უნდა გაიაროს. მისი შეფასებით, მომავალ პატრიარქს ილია მეორემ გზა უკვე გაუკვალა.
20 მარტი 2026, 18:11
საზოგადოება
დეკანოზი თეოდორე გიგნაძე: გლოვის დღეები რომ დასრულდება, გავაგრძელებთ პატრიარქის სიტყვისამებრ ცხოვრებას რომ ერთმანეთი გვიყვარდეს, არ ვმტრობდეთ?! თუ ამ შესაძლებლობას არ გამოვიყენებთ, შეიძლება დიდი განსაცდელი მოვიდეს
გლოვის დღეები რომ დასრულდება, ყველა სახლებში რომ წავალთ, გავაგრძელებთ მერე კვლავ პატრიარქის სიტყვისამებრ ცხოვრებას რომ ერთმანეთი გვიყვარდეს, არ ვმტრობდეთ, ქრისტეს გული გავუხსნათ?!, - განაცხადა „დღის ქრონიკასთან“ დეკანოზმა თეოდორე გიგნაძემ
20 მარტი 2026, 18:07
საზოგადოება
რომის პაპი: ილია მეორე თავისი მსახურებით გვერდში ედგა ქართველ ხალხს ძნელბედობისა და ძირეული ეპოქალური ცვლილებების პერიოდში, სიყვარულით მფარველობდა ტრადიციებს, იმედით აღავსებდა ადამიანთა გულებს და მთელ საზოგადოებას
გულისტკივილით შევიტყვე ცნობა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის გარდაცვალების შესახებ, გამოვთქვამ ჩემს გულწრფელ სამძიმარს, - ნათქვამია რომის პაპ ლეო XIV-ის სამძიმრის წერილში, რომელსაც კათოლიკე ეკლესიის საინფორმაციო სააგენტო ავრცელებს.
20 მარტი 2026, 17:54
საზოგადოება
დეკანოზი თეოდორე გიგნაძე: მაქვს საკრალური ბედნიერება - მისი ხელდასხმული ვარ. ეს ჩემთვის არის მთავარი დაბადება. ერთია - დაბადება ფიზიკური და ჩემს ფიზიკურ დაბადებაზე მეტად მიხარია, რომ მღვდლად დავიბადე და პატრიარქისგან მოხდა ჩემი შობა
მე მაქვს საკრალური ბედნიერება, მე მისი ხელდასხმული ვარ. ეს ჩემთვის არის მთავარი დაბადება. ერთია დაბადება ფიზიკური და მე ჩემს ფიზიკურ დაბადებაზე მეტად მიხარია, რომ მღვდლად დავიბადე და პატრიარქისგან მოხდა ჩემი შობა, - განაცხადა „დღის ქრონიკასთან“ დეკანოზმა თეოდორე გიგნაძემ.
20 მარტი 2026, 17:38
რეგიონი
დეკანოზი ანთიმოზ ჩაგელიშვილი პატრიარქზე: ძალიან მძიმე წლებში განვლო თავისი ცხოვრება და მოღვაწეობა, მაგრამ არაფერს შეუშინდა. სულიერად ამხნევებდა როგორც სასულიერო პირებს, ასევე საერო ადამიანებს
ნეკრესის სამონასტრო კომპლექსში მდებარე ტაძარში ღვთისმსახურებას მონასტრის წინამძღვარი უძღვებოდა. პანაშვიდი უწყვეტი გალობით წარიმართა და მას მხოლოდ მღვდელმსახურები და ბერ- მონაზვნები ესწრებოდნენ.
20 მარტი 2026, 17:34
საზოგადოება
დავით ფაცაციამ აფხაზეთის იძულებით გადაადგილებულ პირთა სამინისტროს თანამშრომლებთან ერთად, ილია მეორის ხსოვნას პატივი მიაგო
უდიდესია უწმინდესის ღვაწლი ჩვენი ქვეყნის წინაშე - მაშინ, როდესაც რეპრესიული ხელისუფლების მიერ ღმერთის რწმენა და ეკლესია იდევნებოდა, სწორედ უწმინდესმა თავისი ავტორიტეტითა და სიყვარულით მოახერხა წარმოუდგენელი რამ - ღვთისკენ მოაქცია ყველა ის ადამიანი, ვინც შიშის გამო განუდგა ეკლესიას. იმდენად დიდი იყო უწმინდესის ძალა და ღმერთის ნება, რომ სწორედ მას ერგო ურწმუნო პერიოდში სრულიად საქართველოს ღვთისკენ მოქცევის - ეს უდიდესი მისია. მჯერა, რომ მისი ლოცვა კვლავაც იქნება ჩვენი ერის მფარველი და წინამძღოლი ისტორიული ერთობის აღდგენის გზაზე.“ - განაცხადა მინისტრმა დავით ფაცაციამ“.
20 მარტი 2026, 17:30
მსოფლიო
ემანუელ მაკრონის განცხადებით, საფრანგეთმა რუსეთის „ჩრდილოვანი ფლოტის“ კიდევ ერთი გემი დააკავა
საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა სოციალურ ქსელ X-ში დაწერა, რომ ხმელთაშუა ზღვაში სამხედრო-საზღვაო ძალებმა დააკავეს რუსული გემი, რომელიც ე.წ. ჩრდილოვან ფლოტს ეკუთვნის.
20 მარტი 2026, 17:15
საზოგადოება
იღუმენი გაბრიელი: უმჯობესია მოქალაქეები სამძიმარზე დღეს და ხვალ მოვიდნენ, რადგან კვირას, დაკრძალვის ცერემონია როდესაც დაიწყება, ქუჩები გადატვირთული იქნება
„უკეთესი იქნება დაკრძალვის შემდგომ, 3 დღის ან ერთი კვირის შემდეგ საფლავზე მივიდეთ და პატივი მივაგოთ“, - აღნიშნა დეკანოზმა. მან სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის უდიდეს ღვაწლზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ პატრიარქმა განვლო ძალიან დიდი, რთული გზა, რომელიც იყო ეკლიანი და ეს არც ერთ მის სულიერ შვილს არ აგრძნობინა“. - განაცხადა იღუმენმა.
20 მარტი 2026, 17:12
საზოგადოება
დეკანოზი ხვთისო სეხნიაშვილი: გვწამს, რომ ილია მეორე ჩვენი თეთრი და მფარველი ანგელოზი იქნება
ჩვენ გვწამს, რომ ის ჩვენი თეთრი და მფარველი ანგელოზი იქნება ყოველთვის. ღმერთმა მისი ლოცვა და მეოხება არ მოგვაკლოს, - განაცხადა დეკანოზმა ხვთისო სეხნიაშვილმა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორეზე საუბრისას.


