The Times: უკრაინაში 2026 წელს არჩევნები არ გაიმართება, რის გამოც აშშ-თან კონფრონტაციის ალბათობა იზრდება
ფოტო: Getty Images
უკრაინის ცენტრალური საარჩევნო კომისიის წარმომადგენლები მივიდნენ იმ დასკვნამდე, რომ მიმდინარე წელს ქვეყანაში არჩევნები ვერ ჩატარდება, რის გამოც კიევი ვაშინგტონთან კონფრონტაციის გზას დაადგა. ინფორმაციას The Times-ი ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, არჩევნებთან დაკავშირებით შექმნილი ოფიციალური სამუშაო ჯგუფის წევრებს პარლამენტისთვის გასული თვის ბოლოს კანონპროექტი უნდა შეეთავაზებინათ, მაგრამ, სამართლიანი, რუსეთის თავდასხმებისა და ჩარევებისგან თავისუფალი არჩევნების ჩასატარებლად რიგი საკითხები ჯერ კიდევ დასაზუსტებელია.
სამუშაო ჯგუფი მუშაობის გაგრძელებას მაისამდე გეგმავს, თუმცა მისი წევრები უკვე ახლა თანხმდებიან, რომ უკრაინაში წინასაარჩევნო კამპანია ცეცხლის შეწყვეტიდან ექვსი თვის შემდეგ უნდა დაიწყოს, რაც მიმდინარე წელს არჩევნების ჩატარებას გამორიცხავს.
„ყველა, პარლამენტის წევრების ჩათვლით, თანხმდება, რომ საბრძოლო მოქმედებების აქტიური ფაზა უნდა შეწყდეს, უნდა გაივლოს მკაფიო გამყოფი ხაზი და მხოლოდ ამის შემდეგ არჩევნების ორგანიზებისთვის საჭირო იქნება ექვსთვიანი ვადა. თარიღი უკვე გადაწეულია. დაზუსტებით შემიძლია ვთქვა, რომ სისტემა იმუშავებს აპრილსა და მაისშიც, იმიტომ რომ ბევრი პრობლემა ჯერ კიდევ გადაუჭრელია“, - ციტირებს The Times-ი უკრაინის ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მოადგილეს, სერგეი დუბოვიკს.
ყველა სიახლე
21 მარტი 2026, 13:41
საზოგადოება
უზბეკეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ილია II-ის გარდაცვალებასთან დაკავშირებით უზბეკეთში საქართველოს საელჩოში გახსნილ სამძიმრის წიგნში ჩანაწერი გააკეთა
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, უზბეკეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ბაბურ უსმანოვი 19 მარტს უზბეკეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს ეწვია.
21 მარტი 2026, 13:37
საზოგადოება
ილია II-ის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატო-ს გენერალური მდივნის ახალმა სპეციალურმა წარმომადგენელმა ნატო-სთან საქართველოს წარმომადგენლობაში გახსნილ სამძიმრის წიგნში ჩანაწერი გააკეთა
მისი უწმინდესობისა და უნეტარესობის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატო-ს გენერალური მდივნის ახალმა სპეციალურმა წარმომადგენელმა, პარტნიორობების საკითხებში ალიანსის გენერალური მდივნის თანაშემწის მოადგილემ, ელჩმა კევინ ჰამილტონმა, ნატო-სთან საქართველოს წარმომადგენლობაში გახსნილ სამძიმრის წიგნში ჩანაწერი გააკეთა.
21 მარტი 2026, 13:37
პოლიტიკა
საბერძნეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის გარდაცვალების გამო საქართველოს საელჩოში გახსნილ სამძიმრის წიგნში ჩანაწერი დატოვა
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია II-ის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, საბერძნეთში საქართველოს საელჩოს ეწვია საბერძნეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, იანის ლოვერდოსი.
21 მარტი 2026, 13:36
საზოგადოება
ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის სტუდენტებმა პატრიარქის ხსოვნას პატივი მიაგეს
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს წარმომადგენლებმა და ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის სტუდენტებმა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია II-ის ხსოვნას პატივი მიაგეს.
21 მარტი 2026, 13:26
პოლიტიკა
აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრმა კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის გარდაცვალების გამო საქართველოს საელჩოში გახსნილ სამძიმრის წიგნში ჩანაწერი დატოვა
აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი, ალი ასადოვი ბაქოში საქართველოს საელჩოს ეწვია, რათა სამძიმარი გამოეხატა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის გარდაცვალების გამო.
21 მარტი 2026, 13:25
მსოფლიო
პოლონეთის ეპისკოპოსთა კონფერენციის გენერალურმა მდივანმა, ეპისკოპოსმა მარეკ მარჩაკმა, პოლონეთის ეპისკოპოსთა კონფერენციის სახელით, საქართველოს საელჩოში გახსნილ სამძიმრის წიგნში ჩანაწერი გააკეთა
პოლონეთის ეპისკოპოსთა კონფერენციის გენერალურმა მდივანმა, ეპისკოპოსმა მარეკ მარჩაკმა, პოლონეთის ეპისკოპოსთა კონფერენციის სახელით, პოლონეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოში გახსნილ სამძიმრის წიგნში შემდეგი შინაარსის ჩანაწერი გააკეთა.
21 მარტი 2026, 13:13
საზოგადოება
მარიამ ქვრივიშვილმა ეკონომიკის სამინისტროს უწყებების ხელმძღვანელ პირებთან და თანამშრომლებთან ერთად პატრიარქის ხსოვნას პატივი მიაგო
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა, სამების საკათედრო ტაძარში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია II-ის ხსოვნას პატივი მიაგო.
21 მარტი 2026, 12:41
საზოგადოება
საქართველოს პრემიერ-მინისტრს უნგრეთის პრემიერმა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის გარდაცვალება მიუსამძიმრა
უნგრეთის პრემიერმა საქართველოს მთავრობის მეთაურს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია მეორის გარდაცვალება მიუსამძიმრა და ამ მძიმე წუთებში ბუდაპეშტში ვიზიტისთვის მადლობა გადაუხადა.
21 მარტი 2026, 12:38
პოლიტიკა
აშშ-ის საერთაშორისო რელიგიური თავისუფლების კომისიის თავმჯდომარე, ვიკი ჰარცლერი: ძალიან დანაღვლიანებული ვართ ამ სამწუხარო ამბის გაგებით. ეს დიდი დანაკარგია ავტოკეფალიური მართლმადიდებელი ეკლესიისა და ყველა მორწმუნისათვის
აშშ-ის საერთაშორისო რელიგიური თავისუფლების კომისიის თავმჯდომარე, ვიკი ჰარცლერი საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორის გარდაცვალებასთან დაკავშირებით ქართველ ერს სამძიმარს უცხადებს.
21 მარტი 2026, 12:38
რეგიონი
სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუბნებულის ადმინისტრაციის შენობაზე პატრიარქის ბანერი განთავსდა
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია II-ის ხსოვნის პატივსაცემად, სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის შენობის ფასადზე პატრიარქის გამოსახულებით ბანერი განთავსდა.
21 მარტი 2026, 12:33
საზოგადოება
ნიდერლანდების საგარეო საქმეთა მინისტრი პატრიარქზე: ქართველ ხალხს იგი უყვარდა და პატივს სცემდნენ მისი სიბრძნისა და საქართველოს სიყვარულის გამო. ქართულ მართლმადიდებელ ეკლესიას სიძლიერეს ვუსურვებ ამ რთულ პერიოდში
ნიდერლანდების საგარეო საქმეთა მინისტრი, ტომ ბერენდსენი საქართველოს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის გარდაცვალების გამო უსამძიმრებს.
21 მარტი 2026, 12:15
საზოგადოება
სიონის საპატრიარქო ტაძრის მღვდელი: პატრიარქს ამბიონთან დაკრძალავენ - ეს გახლავთ ადგილი წმინდა ნინოს ჯვარსა და ათონის ივერთა მონასტერში დაცული წმინდა ხატის ასლს შორის
პატრიარქები დაკრძალული არიან ტაძრის დარბაზად წოდებულ არეში, ხოლო უწმინდესი პატრიარქი დაიკრძალება უშუალოდ საკურთხეველთან, კანკელის ზღვარზე, - განუცხადა ჟურნლისტებს სიონის საპატრიარქო ტაძრის მღვდელმა, გიორგი ვაშალომიძემ.
21 მარტი 2026, 12:07
საზოგადოება
ყველა მოქმედ ეკლესია-მონასტერში სამგლოვიარო ზარები ირეკება
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ყველა მოქმედ ეკლესია-მონასტერში სამგლოვიარო ზარები ირეკება.
21 მარტი 2026, 12:06
საზოგადოება
შიდა ქართლიდან მრევლი კათოლიკოს-პატრიარქისთვის პატივის მისაგებად თბილისში გამოემგზავრა
მოსახლეობამ შეკრება დილიდანვე დაიწყო ადმინისტრაციულ შენობებთან, სადაც თბილისის მიმართულებით უფასო ტრანსპორტი იყო ორგანიზებული. შიდა ქართლის ოთხივე მუნიციპალიტეტიდან ტრანსპორტი მგზავრებს უფასოდ მოემსახურება 22 მარტსაც
21 მარტი 2026, 11:50
საზოგადოება
აჭარიდან პატრიარქის სამოქალაქო პანაშვიდზე მრევლი გამოემგზავრა
ასობით მოქალაქე დილიდან შეიკრიბა ბათუმში, ქობულეთში, ქედასა და შუახევში. მათთვის სპეციალური ტრანსპორტი გამოიყო. მლოცველები სამების საკათედრო ტაძარში შეუერთდებიან იმ ათასობით ადამიანს, რომლებიც ქვეყნის სხვადასხვა კუთხიდან პატრიარქთან გამოსამშვიდობებლად ჩამოდიან. ისინი საუბრობენ პატრიარქის როლზე ქვეყნის ისტორიაში.
21 მარტი 2026, 11:41
საზოგადოება
პატრიარქის სამოქალაქო პანაშვიდზე მრევლი და სასულიერო პირები წალენჯიხიდანაც დაიძრნენ
როგორც ამბობენ, ისინი ამაყები არიან პატივი მიაგონ ეპოქალური პიროვნების ხსოვნას და ბოლო გზაზე გააცილონ ადამიანი, რომელმაც მნიშვნელოვანი კვალი დატოვა საქართველოს ისტორიაში. ბოლო სამი დღეა თბილისის მიმართულებით ტრანსპორტი უფასოდ მოძრაობს სამეგრელო-ზემო სვანეთის ყველა მუნიციპალიტეტიდან.
21 მარტი 2026, 11:40
რეგიონი
თელავში მრევლმა შეკრება ღვთისმშობლის მიძინების ტაძართან დაიწყო
თელავში მრევლმა შეკრება ღვთისმშობლის მიძინების ტაძართან დაიწყო. დაახლოებით, 1 საათში მომლოცველები უკვე თბილისში გამოემგზავრებიან და სამოქალაქო პანაშვიდს შეუერთდებიან.
21 მარტი 2026, 11:38
მსოფლიო
ილია მეორის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, გერმანიაში საქართველოს საელჩოში გახსნილ სამძიმრის წიგნში გერმანიის ფედერალური პრეზიდენტის, ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერის სახელით, სამძიმრის ჩანაწერი გაკეთდა
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, გერმანიაში საქართველოს საელჩოში გახსნილ სამძიმრის წიგნში გერმანიის ფედერალური პრეზიდენტის, ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერის სახელით, სამძიმრის ჩანაწერი გაკეთდა.
21 მარტი 2026, 11:33
საზოგადოება
იერუსალიმში საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის სულის მოსახსენებელი პანაშვიდი გადაიხადეს
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის სულის მოსახსენებელი პანაშვიდი გადაიხადეს იერუსალიმში, აღდგომის ტაძარში მდებარე გოლგოთას მთის სალოცავში.


