23 მარტი 2026, 16:05 / სანდო წყარო

საფრანგეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი ლიონელ ჟოსპენი გარდაიცვალა

ლიონელ ჟოსპენი

ლიონელ ჟოსპენი

საფრანგეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი ლიონელ ჟოსპენი, 88 წლისა გარდაიცვალა. ინფორმაციას მედია მისი ოჯახის განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს.

ჟოსპენი, რომელიც მთავრობას 1997-დან 2002 წლამდე ხელმძღვანელობდა, კვირას გარდაიცვალა. იანვარში მან აღნიშნა, რომ „სერიოზული ოპერაცია“ ჩაიტარა და სახლში დასასვენებლად დაბრუნდა, თუმცა დეტალები არ დაუკონკრეტებია.

ჟოსპენი 1937 წლის 12 ივლისს, მედონში, პროტესტანტულ ოჯახში დაიბადა. მან განათლება პარიზის პოლიტიკურ მეცნიერებათა ინსტიტუტში მიიღო, რის შემდეგაც სწავლა საფრანგეთის ელიტარულ სასწავლებელში - ადმინისტრირების ეროვნულ სკოლაში (ENA) განაგრძო, რომელიც მაღალი რანგის საჯარო მოხელეებს ამზადებს.

მის სახელს უკავშირდება 35-საათიანი სამუშაო კვირის შემოტანა და უფასო ჯანდაცვის სისტემის გაფართოება.

ყველა სიახლე

23 მარტი 2026, 17:28

მსოფლიო

ბესენტის განცხადებით, ვაშინგტონის მიერ რუსულ ნავთობზე სანქციების შემსუბუქება მოსკოვს მხოლოდ $2 მილიარდის დამატებით შემოსავალს მოუტანს

„რა ჯობია: ნავთობის ფასი 150 დოლარამდე გაიზარდოს და რუსეთმა ამის 70% მიიღოს, თუ ფასი 100 დოლარზე დაბალი დარჩეს და მისი შემოსავლები შემცირდეს?“ - განაცხადა ბესენტმა და ხაზი გაუსვა, რომ ვაშინგტონის მიზანი მიწოდების გაზრდა და ფასების დაწევაა.

იანოშ ბოკა

23 მარტი 2026, 17:24

მსოფლიო

იანოშ ბოკა: ევროპა დგას გზაგასაყარზე, ფაქტობრივად ორად არის გაყოფილი - ბრიუსელის ელიტა საკუთარ ნებას ახვევს ევროპულ ერებს

„დღევანდელ ევროკავშირში ვხედავთ კონსტიტუციურ გადატრიალებებს, რომლებიც მიმდინარეობს ამომრჩევლის ნებართვის გარეშე. სუვერენიტეტის გარეშე ევროპული ინტეგრაცია აზრს კარგავს, რადგან სუვერენიტეტის გარეშე ინტეგრაცია უბრალოდ იმპერიის მშენებლობას ნიშნავს“, - აღნიშნა ბოკამ.

ბაია კვიციანი

23 მარტი 2026, 17:23

პოლიტიკა

ბაია კვიციანი: სამიტი შესაძლებლობას გვაძლევს, რომ მოვისმინოთ და გავცვალოთ გამოცდილებები, კიდევ უფრო მეტი შესაძლებლობები წამოვიღოთ ჩვენს ქვეყანაში და თანამშრომლობითი ხიდები გავაბათ შეერთებულ შტატებთან

კონფერენცია და სამიტი ეხება ტექნოლოგიების გამოყენებას განათლებაში ბავშვების საუკეთესო ინტერესების დაცვით, - განაცხადა საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილემ ბაია კვიციანმა.

23 მარტი 2026, 17:21

საზოგადოება

პარლამენტის წევრები ბავშვთა და მოზარდთა სარეაბილიტაციო ცენტრ „მზის შვილებს“ ეწვივნენ

დაუნის სინდრომის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე საქართველოს პარლამენტის დროებითი კომისიის თავმჯდომარე მარიამ ლაშხი, კომისიის წევრებთან - რიმა ბერაძესთან, ირმა ზავრადაშვილსა და ვლადიმერ ბოჟაძესთან, ასევე საპარლამენტო უმრავლესობის წევრებთან - გრეტა წიწავასა და ლიკა შარტავასთან ერთად, ბავშვთა და მოზარდთა სარეაბილიტაციო ცენტრ „მზის შვილებს“ ეწვია.

კირ სტარმერი

23 მარტი 2026, 17:20

მსოფლიო

სტარმერის განცხადებით, არ არსებობს იმის მტკიცებულება, რომ გაერთიანებული სამეფო ირანული რაკეტების სამიზნეა

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის, კირ სტარმერის განცხადებით, არ არსებობს იმის მტკიცებულება, რომ გაერთიანებული სამეფო ირანული რაკეტების სამიზნეა. უსაფრთხოების საკითხზე განმარტება სტარმერმა ირანიდან მომდინარე გლობალური საფრთხის შესახებ ისრაელის არმიის განცხადების შემდეგ გააკეთა.

23 მარტი 2026, 17:08

სპორტი

საქართველოს რაგბის კავშირი განცხადებას ავრცელებს

საქართველოს რაგბის კავშირი ეხმაურება მსოფლიო ანტისადოპინგო სააგენტოს (WADA) და მსოფლიო რაგბის (World Rugby) მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის თანახმადაც საფრანგეთში გამართულ 2023 წლის მამაკაცთა რაგბის მსოფლიო ჩემპიონატამდე პერიოდში, საქართველოს 15-კაცა ნაკრებში ანტისადოპინგო წესების დარღვევის რამდენიმე შემთხვევა გამოვლინდა.

23 მარტი 2026, 17:06

მსოფლიო

ლონდონში ებრაული საქველმოქმედო ორგანიზაციის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ავტომობილებს ცეცხლი წაუკიდეს

ლონდონში ებრაული თემის საქველმოქმედო ორგანიზაციის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ავტომობილებს ცეცხლი წაუკიდეს. დამწვარია 4 მანქანა. გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრმა მომხდარს, საზარელი ანტისემიტური თავდასხმა უწოდა.

23 მარტი 2026, 17:05

რეგიონი

გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა

საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსისსაავტომობილო გზის გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია.

თენგიზ შარმანაშვილი

23 მარტი 2026, 16:57

პოლიტიკა

შარმანაშვილი პაატა მანჯგალაძეზე: დანაშაულებრივი ორგანიზაციის ხელმძღვანელობა ისჯება. ასეთი ორგანოს წევრობა საბავშვო გართობა არ არის, იგი სრულწლოვანია და ამას უნდა აცნობიერებდეს

დანაშაულებრივი ორგანიზაციის ხელმძღვანელობა ისჯება, მიუხედავად იმისა, არის თუ არა კონკრეტული მტკიცებულება შენი უშუალო ქმედებებისა. ეს უნდა იცოდეთ! - წერს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, თენგიზ შარმანაშვილი, რომელიც ეხმიანება სახალხო დამცველის მიერ 4 ოქტომბრის აქციასთან დაკავშირებით, ბრალდებულ პაატა მანჯგალაძის საქმეზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრებას.

23 მარტი 2026, 16:57

მსოფლიო

ირანში აცხადებენ, რომ აშშ-სთან მოლაპარაკებები არ გაუმართავთ

ირანს ამერიკის შეერთებულ შტატებთან მოლაპარაკებები არ უწარმოებია, - ამტკიცებს ირანული სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო Tasnim-ი. ვაშინგტონთან მოლაპარაკებები „არ ყოფილა და არც მიმდინარეობს“, - იტყობინება სააგენტო მაღალჩინოსანზე დაყრდნობით.

მაკა ბოჭორიშვილი

23 მარტი 2026, 16:42

პოლიტიკა

ბოჭორიშვილი: სამწუხაროდ, ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადის შეტანის შემდეგ, ეს საკითხი იქცა პოლიტიკური ზეწოლის ინსტრუმენტად. აღმოვჩნდით ისეთ მდგომარეობაში, როცა აუცილებელი გახდა ჩვენი სუვერენიტეტისთვის ბრძოლა

საქართველო არის ქვეყანა, რომელიც იზიარებს ევროპულ ღირებულებებს - ღირებულებებს, რომლებიც ორგანულია ჩვენი საზოგადოებისთვის. თუმცა, 2022 წელს ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადის შეტანის შემდეგ, ჩვენ აღმოვჩნდით ისეთ მდგომარეობაში, როდესაც აუცილებელი გახდა ჩვენი სუვერენიტეტისთვის აქტიური ბრძოლა, რადგან ამ საკითხმა ეგზისტენციალური მნიშვნელობა შეიძინა, - განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა უნგრეთის პარლამენტში სუვერენიტეტისა და მიგრაციის შესახებ პანელური დისკუსიაზე სიტყვით გამოსვლისას

23 მარტი 2026, 16:32

ეკონომიკა

ეროვნულმა ბანკმა ქალ მეწარმეებს მონაცემთა ანალიზის ახალი მეთოდოლოგია გააცნო

ეროვნულმა ბანკის ინფორმაციით, შეხვედრა გაიმართა პროკრედიტ ბანკის ორგანიზებით, ქალები ბიზნესში (Women in Business – WiB) პროგრამის ფარგლებში და მიზნად ისახავდა ქალი მეწარმეების ინფორმირებას ფინანსური შესაძლებლობებისა და განვითარების ინსტრუმენტების შესახებ. შეხვედრაში მონაწილეობდნენ ქალი მეწარმეები, რომლებიც ფლობენ საკუთარ ბიზნესს ან კომპანიის მართვაში ლიდერულ როლს ასრულებენ.

ხამზატ ჩიმაევი

23 მარტი 2026, 16:32

საზოგადოება

ხამზატ ჩიმაევი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის გარდაცვალებას უსამძიმრებს

ცნობილი სპორტსმენი, შერეული საბრძოლო ხელოვნების (MMA) მებრძოლი ხამზატ ჩიმაევი საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს და სრულიად საქართველოს უსამძიმრებს.

23 მარტი 2026, 16:01

საზოგადოება

ცესკოს სხდომაზე ილია მეორის ხსოვნას პატივი მიაგეს

ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) სხდომა დღეს წუთიერი დუმილით დაიწყო, - ინფორმაციას ცესკო ავრცელებს.

23 მარტი 2026, 15:36

სამართალი

სუს-ი: სამების საკათედრო ტაძრისა და მიმდებარე ტერიტორიაზე მიღებული იყო უსაფრთხოების ისეთი ზომები, რომელიც აბსოლუტურად გამორიცხავდა ტერორისტული აქტის შესახებ განხორციელებული ზარის რეალურობას

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა დააკავა არასრულწლოვანი, რომელმაც შსს-ს დაცვის პოლიციის დეპარტამენტში ანონიმურად დარეკა და სამების საკათედრო ტაძრის ტერიტორიაზე ტერორისტული აქტის შესახებ ცრუ შეტყობინება დატოვა.

23 მარტი 2026, 15:32

რეგიონი

ფაროსანას გავრცელების არეალის დადგენის მიზნით, მონიტორინგი მთელი ქვეყნის მასშტაბით მიმდინარეობს

სურსათის ეროვნული სააგენტოს აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის მართვის ცენტრმა, მოზამთრეობის ფაზაში მყოფი აზიური ფაროსანას გავრცელების არეალისა და რაოდენობის დადგენის მიზნით, მონიტორინგი მთელი ქვეყნის მასშტაბით დაიწყო. ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

დონალდ ტრამპი

23 მარტი 2026, 15:17

მსოფლიო

დონალდ ტრამპი: გავეცი განკარგულება, რომ ომის დეპარტამენტმა 5 დღით გადადოს ნებისმიერი სამხედრო დარტყმა ირანის ელექტროსადგურებსა და ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე

„ამ სიღრმისეული, დეტალური და კონსტრუქციული საუბრების ხასიათიდან და ტონიდან გამომდინარე, რომლებიც მთელი კვირის განმავლობაში გაგრძელდება, გავეცი განკარგულება, რომ ომის დეპარტამენტმა 5 დღით გადადოს ნებისმიერი სამხედრო დარტყმა ირანის ელექტროსადგურებსა და ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე. ეს გადაწყვეტილება დამოკიდებული იქნება მიმდინარე შეხვედრებისა და დისკუსიების წარმატებით დასრულებაზე. გმადლობთ ყურადღებისთვის!“ - წერს ტრამპი.

გიორგი ზერეკიძე

23 მარტი 2026, 15:17

პოლიტიკა

ზერეკიძე გვარამიას: რომელ საშვებზე ლაპარაკობ, მისვლა ვერ გაბედე, ის მილიონი ქართველი, თუ მეტი, რომელიც რიგში იდგა უწმინდესთან გამოსამშვიდობებლად იცოდი, რომ არ მიგიღებდა - შენ და შენნაირებმა წლები აყენეთ შეურაცხყოფა ჩვენს სულიერ მამას

ყოფილი პოლიტპატიმარი, გიორგი ზერეკიძე, „კოალიცია ცვლილებებისთვის“ ლიდერის, ნიკა გვარამიას მიერ გაკეთებულ განცხადებას ეხმიანება, რომლის თქმითაც, „პატრიარქის უამრავ ნამდვილ ჭირისუფალს არ მისცეს შესაძლებლობა სამებაში მოხვედრის და ილია მეორესთან გამომშვიდობების - „მე ავაშენე, ჩემია და ვისაც მინდა იმას შემოვუშვებ“ - ეს ეწერა ივანიშვილს სახეზე“.

ჯაბა ხუბუა

23 მარტი 2026, 15:11

პოლიტიკა

ჯაბა ხუბუა: იმედი, რომ ქართველი ერი გაერთიანდა, სამწუხაროდ, არარეალისტურია, რადგან დათო ტურაშვილისნაირ იაფფასიან პოპულისტებთან და გია ბუღაძისნაირ უკიდეგანო ბოღმიანებთან ერის ჯანსაღი ნაწილის გაერთიანება არაფრით გამოვა

შეიძლება, ძალიან არაპოპულარულ რამეს ვამბობ, მაგრამ განვლილი დღეების გამო ბევრის გულში დაბადებული იმედი, რომ ქართველი ერი გაერთიანდა და გაერთსულოვანდა, სამწუხაროდ, ფუჭი და არარეალისტურია, - წერს ჟურნალისტი, ჯაბა ხუბუა.