24 მარტი 2026, 12:48 / სანდო წყარო

დანიაში საპარლამენტო არჩევნები ტარდება

დანიაში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

გამოკითხვების მიხედვით, მოქმედი პრემიერ-მინისტრის, მეტე ფრედერიქსენის „სოციალ-დემოკრატიულ“ პარტიას მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ყველაზე დაბალი რეიტინგი აქვს. მრავალი ადამიანი მიუთითებს იმაზე, რომ მან სოციალური უზრუნველყოფის სკანდინავიური მოდელის ბოლომდე განხორციელება ვერ შეძლო, ხოლო ამომრჩეველთა ნაწილი ამბობს, რომ ისინი მისი თითქმის შვიდწლიანი მმართველობით დაიღალნენ.

როგორც სააგენტო აღნიშნავს, საპარლამენტო არჩევნების ჩატარების ბოლო ვადა მიმდინარე წლის ოქტომბერი იყო. 48 წლის ფრედერიქსენმა ის რამდენიმე თვით ადრე აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის პოპულარობის ზრდის გამო დანიშნა, რადგან თეთრი სახლის ლიდერ არაერთხელ გამოუთქვამს პრეტენზია გრენლანდიის კუნძულზე.

მიუხედავად ამისა, ფრედერიქსენი წინასაარჩევნო კამპანიის დროს ამბობდა, რომ მისი ლიდერის თვისებები ექვს მილიონიან ქვეყანას ვაშინგტონთან ურთიერთობების დალაგებასა და უკრაინის საკითხის მოგვარებაში დაეხმარება.

გამოკითხვის მიხედვით, ფრედერიქსენის მემარცხენე ცენტრისტულ ბლოკს 179-ადგილიან პარლამენტში მთავრობის ფორმირებისთვის საჭირო 90 მანდატის მოპოვება გაუჭირდება. მოსალოდნელია, რომ მოქმედი პრემიერის პარტიამ საკანონმდებლო ორგანოში 85 მანდატი მოიპოვოს.

ყველა სიახლე

დავით მათიკაშვილი

24 მარტი 2026, 14:30

პოლიტიკა

დავით მათიკაშვილი: ეს იყო მკაფიო გამოხატულება იმისა, თუ როგორ კარგავენ ადამიანები მორალს. სხვას ვერაფერს დავარქმევ იმ სისაძაგლესა და არამზადობას, რაც ცალკეული ადამიანების მხრიდან ვიხილეთ

„ეს იყო მკაფიო გამოხატულება იმისა, თუ როგორ კარგავენ ადამიანები მორალს, როგორ იცლებიან მორალისგან და ალბათ როგორ ასრულებენ იმ დავალებას, რაც წლების განმავლობაში, უცხოეთიდან დაფინანსების შედეგად იყო მათზედ გათვალისწინებული, თუ როგორ უნდა მოქცეულიყვნენ კონკრეტულ მომენტში. სხვას ვერაფერს დავარქმევ იმ სისაძაგლესა და არამზადობას, რაც ცალკეული ადამიანების მხრიდან ვიხილეთ“, - აცხადებს მათიკაშვილი.

ირაკლი კირცხალია

24 მარტი 2026, 14:21

საზოგადოება

ირაკლი კირცხალია: ჩვენს მუსლიმ თანამოქალაქეებს, მოგვიანებით ვულოცავ რამადან ბაირამს და ნოვრუზ ბაირამს - მადლობას გიხდით ამ გულწრფელი სიყვარულისა და თანადგომისთვის, რომელიც ყოველთვის გვემახსოვრება

ჩვენს მუსლიმ თანამოქალაქეებს, მოგვიანებით ვულოცავ რამადან ბაირამს და ნოვრუზ ბაირამს. თითოეულ თქვენგანს გისურვებთ ჯანმრთელობას, კეთილდღეობას და მშვიდობას, - წერს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, ირაკლი კირცხალია სოციალურ ქსელში.

მამა გიორგი ზვიადაძე

24 მარტი 2026, 14:20

საზოგადოება

მამა გიორგი ზვიადაძე: პატრიარქისადმი ქართველი ერის უდიდესი პატივისცემა ეფუძნება თავად პატრიარქის უდიდეს სიყვარულს ქართველი ერისადმი - მნიშვნელოვანია, რომ ქართულმა სახელმწიფომ, ქართულმა ეკლესიამ აჩვენეს უდიდესი ღირსება მთელ მსოფლიოს

ქართველმა ხალხმა აჩვენა უდიდესი სიყვარული პატრიარქისადმი, ტიროდნენ ჯარისკაცები, პოლიციელები, ბავშვები, უბრალო ადამიანები. ყველა აღვსებულია მადლიერებით ჩვენი ხალხის, ერის მიმართ, - განაცხადა საქართველოს ეკლესიის პროტოპრესვიტერმა, მამა გიორგი ზვიადაძემ.

24 მარტი 2026, 14:14

სამართალი

პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, სასამართლომ სხვისი ნივთის განზრახ დაზიანების ფაქტზე ელენე ხოშტარია დამნაშავედ ცნო

თბილისის საქალაქო სასამართლომ გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და სხვისი ნივთის განზრახ დაზიანების ფაქტზე ელენე ხოშტარია დამნაშავედ ცნო.

24 მარტი 2026, 14:14

საზოგადოება

ავტოკეფალიის აღდგენის დღესთან დაკავშირებით, 25 მარტს სიონში დაგეგმილია პარაკლისი

„ეს უკავშირდება ავტოკეფალიის მოპოვების, ავტოკეფალიის აღდგენის დღეა. 1917 წლის 12 მარტს ძველი სტილით, ახალი სტილით 25 მარტს, საქართველოს მართლმადიდებელმა ეკლესიამ აღიდგინა ავტოკეფალია, დამოუკიდებლობა. ეს არის ისტორიული სინამდვილის, ისტორიული ჭეშმარიტების დადასტურება. ისეთი მაღალი ღირსებით გამორჩეულ ეკლესიას, რომელიც უძველესი დროიდან ავტოკეფალური იყო და რომელიც საპატრიარქო ღირსების მქონე იყო, მისთვის ავტოკეფალიის წართმევა იყო მსოფლიო კრებების კანონების უკიდურესად მძიმე დარღვევა“.

24 მარტი 2026, 14:12

საზოგადოება

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი დაფუძნდა

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში (KIU), სამეცნიერო კვლევების განვითარებისა და STEM სფეროებში მულტიდისციპლინური საქმიანობის მხარდაჭერის მიზნით, გიორგი ნიკოლაძის სახელობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი დაფუძნდა. ღონისძიება მისასალმებელი სიტყვით KIU-ს რექტორის მოვალეობის შემსრულებელმა, ქუთაისის საუნივერსიტეტო ქალაქის დირექტორმა ვახტანგ ცაგარელმა გახსნა. ცენტრის პრეზენტაციას მოწვეულ სტუმრებთან ერთად, KIU-ს პროგრამების ხელმძღვანელები, ქართველი და უცხოელი პროფესორები, სტუდენტები და ადმინისტრაციის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

24 მარტი 2026, 14:12

მსოფლიო

Goldman Sachs-მა აშშ-ის ეკონომიკის რეცესიის ალბათობა 30%-მდე გაზარდა

საინვესტიციო ბანკის, Goldman Sachs-ის ინფორმაციით, ნავთობსა და გაზზე ფასის მკვეთრმა ზრდამ მომდევნო 12 თვეში აშშ-ის ეკონომიკის რეცესიის ალბათობა 30%-მდე გაზარდა, რაც წინა მაჩვენებელს 5 პროცენტული პუნქტით აღემატება.

სელინ დიონი

24 მარტი 2026, 14:04

კულტურა

Variety: სელინ დიონი პარიზში კონცერტების გამართავს

არტისტის ნაწილობრივი დაბრუნება უკვე შედგა 2024 წელს, როდესაც მან პარიზის ოლიმპიური თამაშების გახსნის ცერემონიაზე ედიტ პიაფის სიმღერა შეასრულა. ახლა კი საუბარია სრულფასოვან საკონცერტო ქამბექზე. თუ გეგმები დადასტურდა, ეს იქნება სელინ დიონის პირველი მასშტაბური ტურნე მრავალწლიანი პაუზის შემდეგ.

24 მარტი 2026, 13:33

მსოფლიო

POLITICO: აშშ-ირანის ომმა ნავთობის გლობალური ბაზრები რუსეთ-უკრაინის ომზე მეტად დააზარალა

აშშ-ის მიერ ირანის წინააღმდეგ წარმოებულმა ომმა ნავთობის გლობალური ბაზრები რუსეთ-უკრაინის კონფლიქტზე მეტად დააზარალა. ინფორმაციას POLITICO კომპანია Chevron-ის გენერალურ დირექტორზე, მაიკ ვირტზე დაყრდნობით ავრცელებს.

24 მარტი 2026, 13:22

რეგიონი

ახალციხის ციხის რეაბილიტაციის პროექტირებისთვის კონკურსი გამოცხადდა

ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა ახალციხის მუნიციპალიტეტში, ახალციხის ციხის კომპლექსის რეაბილიტაციისთვის საპროექტო კონკურსი გამოაცხადა.

24 მარტი 2026, 13:18

საზოგადოება

ინფრასტრუქტურის სამინისტროს საკონკურსო კომისიის სხდომამ წალენჯიხის სკვერის და პარკის პროექტირებისთვის წარდგენილი საკონკურსო კონცეფციები განიხილა

ინფრასტრუქტურის სამინისტროს საკონკურსო კომისიის სხდომამ წალენჯიხის სკვერის და პარკის პროექტირებისთვის წარდგენილი საკონკურსო კონცეფციები განიხილა.

24 მარტი 2026, 13:16

საზოგადოება

„საქართველოს მელიორაციის“ კომერციულმა დირექტორმა სახელმწიფოს მხრიდან ფერმერთა მხარდაჭერის შემუშავებულ მექანიზმზე ისაუბრა

კომერციულმა დირექტორმა სახელმწიფოს მხრიდან ფერმერთა მხარდაჭერის შემუშავებულ მექანიზმზე ისაუბრა. აღინიშნა, რომ სუბსიდირების სქემაში ჩასართავად და სარწყავი წყლის შეუფერხებლად მისაღებად, წყალმომხმარებლებმა სარწყავი სეზონის დაწყებამდე „საქართველოს მელიორაციის“ სერვისცენტრებს უნდა მიმართონ და მომსახურების ხელშეკრულებები დროულად გააფორმონ, თუმცა ფერმერები სარწყავი წყლის დადგენილ საფასურს მხოლოდ მომსახურების მიღების შემდეგ გადაიხდიან.

24 მარტი 2026, 13:16

რეგიონი

ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა, ზამურ ჭითანავამ პირველ მოადგილესთან ერთად ქალაქ ბოლნისში გასულ წელს შეჩერებული ინფრასტრუქტურული პროექტები დაათვალიერა

ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა, ზამურ ჭითანავამ, პირველ მოადგილესთან, ალექსანდრე ზაბახიძესთან, ერთად ქალაქ ბოლნისში გასულ წელს შეჩერებული ინფრასტრუქტურული პროექტები დაათვალიერა.

24 მარტი 2026, 13:14

საზოგადოება

თბილისის შემოვლითი გზის აეროპორტი–რუსთავის მონაკვეთის მშენებლობის ზედამხედველობაზე საერთაშორისო ტენდერი გამოცხადდა

საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა თბილისის შემოვლითი გზის პროექტის ფარგლებში, მე-4 და მე-5 ლოტების სამშენებლო სამუშაოების ზედამხედველობისთვის საერთაშორისო ტენდერი გამოაცხადა.

24 მარტი 2026, 13:12

პოლიტიკა

საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა პარლამენტის წევრის კითხვაზე რეაგირების შესახებ საკითხი განიხილა

საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა 2025 წლის 1 დეკემბრიდან 2026 წლის 28 თებერვლის ჩათვლით გაგზავნილ, პარლამენტის წევრის კითხვაზე რეაგირების საკითხი განიხილა.

ჯაბა ხუბუა

24 მარტი 2026, 13:01

პოლიტიკა

ჯაბა ხუბუა: ურსულა ფონ დერ ლაიენის პოლიტიკური შვილები საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის სულიერ შვილებს ვერ უკარნახებენ, როგორ უნდა იცხოვროს და რა გზით იაროს საქართველომ

სამგლოვიარო დღეებმა შესაძლებელი გახადა, თითქმის ზუსტად გამოვითვალოთ თანაფარდობა საქართველოში სამშობლოიანთა და უსამშობლოთა შორის, - წერს ჟურნალისტი ჯაბა ხუბუა X-ზე.

24 მარტი 2026, 12:46

ეკონომიკა

შემოსავლების სამსახური მოახლოებულ სავადო თარიღთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს

„ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წლის 31 მარტი 2025 წლის საანგარიშო პერიოდის საშემოსავლო გადასახადის წლიური დეკლარაციის, ასევე მოგების გადასახადის წლიური დეკლარაციის წარდგენის და გადახდის თარიღია“.

24 მარტი 2026, 12:44

საზოგადოება

სასაზღვრო პოლიციის უფროსმა საქართველოში აშშ-ის საელჩოს ნარკოტიკების წინააღმდეგ ბრძოლისა და სამართალდაცვით საკითხთა ბიუროს დირექტორთან სამუშაო შეხვედრა გამართა

შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის უფროსმა - დავით თამაზაშვილმა საქართველოში აშშ-ის საელჩოს ნარკოტიკების წინააღმდეგ ბრძოლისა და სამართალდაცვით საკითხთა ბიუროს (INL) დირექტორთან, ჯეიმი შაფელბარგერთან სამუშაო შეხვედრა გამართა.

24 მარტი 2026, 12:38

რეგიონი

ზესტაფონში აგროქიმიკატების უკანონო რეალიზაციის ფაქტი გამოვლინდა

ინდმეწარმე ზ. ქ. (მის: რუსთაველის ქუჩა N97ა) ბიზნესოპერატორად რეგისტრაციისა და სააგენტოსაგან მინიჭებული აღიარების გარეშე, ხორბლის ფქვილის სავაჭრო სივრცეში, პესტიციდებისა და აგროქიმიკატების სარეალიზაციო ობიექტებისადმი არსებული მოთხოვნების სრული უგულებელყოფით ყიდდა აგროქიმიკატებს. კანონმდებლობის შესაბამისად, ინდმეწარმე დაჯარიმდა და აეკრძალა აგროქიმიკატებით ვაჭრობა შესაბამისი მოთხოვნების დაცვისა და სავალდებულო პროცედურების გავლის გარეშე.