Bloomberg: თურქეთი სპარსეთის ყურის ქვეყნებს მოუწოდებს ირანის წინააღმდეგ ომში არ ჩაერთონ
რეჯეფ თაიფ ერდოღანი
ფოტო: Getty Images
თურქეთი აქტიურ დიპლომატიურ ძალისხმევას მიმართავს, რათა არ დაუშვას, რომ სპარსეთის ყურის არაბული ქვეყნები ირანის წინააღმდეგ აშშ-ისრაელის სამხედრო კამპანიას შეუერთდნენ. ინფორმაციას Bloomberg-ი ავრცელებს.
როგორც სააგენტოს რესპონდენტებმა განუცხადეს, ოფიციალური ანკარა სპარსეთის ყურის ქვეყნებს მოუწოდებს გამოავლინონ თავშეკავება.
დიპლომატიური ძალისხმევის აქტივიზაციის ფონზე თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, ჰაკან ფიდანი საუდის არაბეთს, კატარსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებს ეწვია. მან აგრეთვე სატელეფონო საუბარი გამართა რეგიონის სხვა ქვეყნების წარმომადგენლებთან.
როგორც Bloomberg-ი აღნიშნავს, სპარსეთის ყურის ისეთი ძლიერი ქვეყნები, როგორიცაა საუდის არაბეთი და არაბთა გაერთიანებული საამიროები, ირანის მიერ განხორციელებული დარტყმების გამო, რომლებმაც უკვე დააზიანეს პორტები, ენერგეტიკული ობიექტები და აეროპორტები, მოთმინებას კარგავენ.
თუმცა, როგორც სააგენტო წერს, აღნიშნული ქვეყნები ომს მხოლოდ იმ შემთხვევაში შეუერთდებიან, თუ ირანი მუქარას სისრულეში მოიყვანს და სპარსეთის ყურის ქვეყნების ენერგეტიკულ და წყლის ინფრასტრუქტურას დაბომბავს. ეს მათთვის „წითელი ხაზია“.
მანამდე თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ დაუშვებელია აღნიშნული კონფლიქტის „რეგიონის ქვეყნებს შორის დამქანცველ ომში გადაზრდა“.
ყველა სიახლე
25 მარტი 2026, 18:05
პოლიტიკა
გიორგი ვოლსკი: იყო აშკარა მცდელობა ეკლესიის დაკნინებისა და ეს აშკარა ტრენდს წარმოადგენს. ამაში სრული უნისონი აქვთ ჩვენს უსამშობლოებსა და იმ პოლიტიკურ ჯგუფებს, რომლებსაც თავისი საერთაშორისო ინტერესები გააჩნიათ
იყო აშკარა მცდელობა ეკლესიის დაკნინებისა და ეს აშკარა ტრენდს წარმოადგენს. ამაში სრული უნისონი აქვთ ჩვენს უსამშობლოებსა და იმ პოლიტიკურ ჯგუფებს, რომლებსაც თავისი საერთაშორისო ინტერესები გააჩნიათ, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გიორგი ვოლსკიმ „დღის ქრონიკასთან“.
25 მარტი 2026, 17:59
პოლიტიკა
გიორგი ვოლსკი: დიდი მადლობა უნდა ვუთხრათ ჩვენს ძმებს, მუსლიმებს, რომლებმაც თავისთვის ასეთი მნიშვნელოვანი დღესასწაული გადადეს და არ ჩაატარეს
დიდი მადლობა უნდა ვუთხრათ ჩვენს ძმებს, მუსლიმებს, რომლებმაც თავისთვის ასეთი მნიშვნელოვანი დღესასწაული გადადეს და არ ჩაატარეს, მიუხედავად კალენდრული ვალდებულებებისა. მადლობა ქართველ მუსლიმებს, გრიგორიანელებს, ებრაელებს - ყველას, ვინც მოვიდა. იმ ინგუშებს, ვინც ჩამოვიდნენ და დიდი რაოდენობით იყვნენ წარმოდგენილები ეკლესიაში, - განაცხადა გიორგი ვოლსკიმ „დღის ქრონიკაში“. პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა ასევე უპასუხა იმ კრიტიკას, რომელიც პატრიარქის დაკრძალვის ცერემონიასთან დაკავშირებით ისმოდა.
25 მარტი 2026, 17:58
პოლიტიკა
გიორგი ვოლსკი: მიუხედავად ელჩების მოსვლისა, არ იყო განცხადებები სამძიმარზე გაკეთებული თუ რა დიდი დანაკლისი განიცადა არა მარტო ქართველმა ხალხმა, ზოგადად მართლმადიდებელმა საზოგადოებამ. ეს სერიოზული პოლიტიკური დემარშია
მიუხედავად ელჩების მოსვლისა, არ იყო განცხადებები სამძიმარზე გაკეთებული თუ რა დიდი დანაკლისი განიცადა არა მარტო ქართველმა ხალხმა, ზოგადად მართლმადიდებელმა საზოგადოებამ. ეს სერიოზული პოლიტიკური დემარშია, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გიორგი ვოლსკიმ „დღის ქრონიკასთან“.
25 მარტი 2026, 17:51
მსოფლიო
Financial Times: ნატოს ხელმძღვანელმა, რომელმაც ირანში ტრამპის ომს მხარი დაუჭირა, ევროპის უკმაყოფილება გამოიწვია
გამოცემა Financial Times-ის ცნობით, ნატოს გენერალურმა მდივანმა, მარკ რუტემ ირანის წინააღმდეგ ამერიკა-ისრაელის სამხედრო ოპერაციისას აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის უპირობო მხარდაჭერით ევროპელი ლიდერები გააღიზიანა.
25 მარტი 2026, 17:41
პოლიტიკა
ნინო წილოსანი: დანიის მოსახლეობის უმრავლესობა ძალიან კრიტიკულად უყურებს საკუთარ პოლიტიკურ სპექტრს და ფიქრობს, რომ მათ არანაირი ხედვა არ გააჩნიათ. ერთი ზუსტად ვიცით, რომ საქართველოსთან დაკავშირებით ნამდვილად არასწორი ხედვა აქვთ
დანიის მოსახლეობის უმრავლესობა ძალიან კრიტიკულად უყურებს საკუთარ პოლიტიკურ სპექტრს და ფიქრობს, რომ მათ არანაირი ხედვა არ გააჩნიათ, - განუცხადა „ქრონიკას“ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ნინო წილოსანმა.
25 მარტი 2026, 17:37
პოლიტიკა
გურამ მაჭარაშვილი: სამწუხარო მოცემულობა ის არის, რომ ბევრი ქვეყნის ლიდერი თუ მისი წარმომადგენელი ელჩი საქართველოში არ წარმოადგენს რეალურად იმ ხალხის ნებას, სადაც ის არის ლიდერი ან ელჩი
სამწუხარო მოცემულობა ის არის, რომ ბევრი ქვეყნის ლიდერი თუ მისი წარმომადგენელი ელჩი საქართველოში არ წარმოადგენს რეალურად იმ ხალხის ნებას, სადაც ის არის ლიდერი ან ელჩი, - განაცხადა „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა, გურამ მაჭარაშვილმა.
25 მარტი 2026, 17:36
პოლიტიკა
თენგიზ შარმანაშვილი: წარმოუდგენელია, რომ უკრაინელებს კიდევ სჯერათ, რომ ევრობიუროკრატები მათ ინტერესებს საკუთარ ინტერესებში გაცვლიან - ისინი აგრძელებენ რუსეთთან ვაჭრობას და ეს მარტო ნავთობს არ შეეხება
როდესაც მათ ინტერესებს ეხება საქმე, არანაირი მორალი არ აწუხებთ, - განაცხადა პარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ თენგიზ შარმანაშვილმა. ამ კომენტარით დეპუტატი გამოეხმაურა ინფორმაციას, რომლის თანახმად, ევროკომისიამ უვადოდ გადადო წინადადების წარდგენა რუსული ნავთობის იმპორტის სამუდამოდ აკრძალვის შესახებ.
25 მარტი 2026, 17:34
პოლიტიკა
გიორგი ჩაკვეტაძე ევროკომისიის გადაწყვეტილებაზე: ეს არის ამ ადამიანების სტანდარტი, რასაც შეიძლება დავარქვათ ფარისევლობა
„ეს არის ამ ადამიანების სტანდარტი, რასაც შეიძლება დავარქვათ ფარისევლობა. ძალიან მარტივი მოსაძებნია ის მონაცემები, თუ როგორ ვაჭრობს ევროკავშირი რუსეთის ფედერაციასთან, მათ შრის 2022 წლის შემდეგაც. ეს არის თვეში 1,8 მილიარდის ექსპორტი და თვეში 1,7 მილიარდის იმპორტი რუსეთის ფედერაციიდან. ეს ყველაფერი ადასტურებს, რომ ევროკავშირის სხვადასხვა ქვეყნის ეკონომიკებიდან მიედინება ეს ფული, მათივე სიტყვებით რომ ვთქვათ, რუსული ომის მანქანის ჯიბეში“, - განაცხადა გაბუნიამ.
25 მარტი 2026, 17:33
მსოფლიო
The Guardian: უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, ევროპიდან რუსეთში ალუმინის წარმოებისთვის საჭირო ნედლეულის ექსპორტი გაიზარდა
უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბიანი შეჭრის შემდეგ ევროპიდან რუსეთში ალუმინის წარმოებისთვის საჭირო ნედლეულის ექსპორტი გაიზარდა. ინფორმაციას The Guardian-ი ავრცელებს.
25 მარტი 2026, 17:27
სამართალი
თბილისის საქალაქო სასამართლოში საბოტაჟის საქმეზე ბრალდებული პოლიტიკოსების სასამართლო პროცესი გაიმართა
თბილისის საქალაქო სასამართლოში საბოტაჟის საქმეზე ბრალდებული პოლიტიკოსების სასამართლო პროცესი გაიმართა. სხდომაზე ბრალდების და დაცვის მხრემ შესავალი სიტყვები წარადგინეს.
25 მარტი 2026, 17:23
პოლიტიკა
დავით მათიკაშვილი: ხოშტარიას მხრიდან განხორციელებული არა ერთი ძალადობრივი ქმედება გვინახავს. რადიკალების სურთ სიმართლე ამოატრიალონ და საზოგადოებას ისე წარმოუდგინონ თითქოს რაიმე ფორმით სახელმწიფო თავს ესხმის ქალბატონს
მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ ოპოზიციის მცდელობა ელენე ხოშტარია პოლიტპატიმრად წარმოაჩინოს უშედეგოა.
25 მარტი 2026, 17:20
პოლიტიკა
რატი იონათამიშვილი: მრავალი წელია მთლიანად რადიკალური ოპოზიცია მიზანმიმართულად, დავალებებით და კოორდინირებულად ცდილობს შეუტიოს ქართულ ეკლესიას, დააკნინოს. ამ პროცესში ისინი არ თაკილობენ ყველაზე ბინძურ გზებს და მექანიზმებს
მრავალი წელია მთლიანად რადიკალური ოპოზიცია მიზანმიმართულად, დავალებებით და კოორდინირებულად ცდილობს შეუტიოს ქართულ ეკლესიას, დააკნინოს, - განუცხადა „ქრონიკას“ ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე რატი იონათამიშვილმა.
25 მარტი 2026, 17:20
პოლიტიკა
ირაკლი ქადაგიშვილი: მიზანია, რომ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია მაქსიმალურად დააკნინონ და მის შიგნით გახლეჩა გამოიწვიონ
ამ ძალების მიზანია, რომ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია მაქსიმალურად დააკნინონ, მისი როლი დაამცირონ და მის შიგნით გახლეჩა გამოიწვიონ, - აცხადებს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი ქადაგიშვილი.
25 მარტი 2026, 17:19
პოლიტიკა
რატი იონათამიშვილი: მთლიანად რადიკალური ოპოზიცია არის მიდრეკილი ძალადობისკენ და ხოშტარია არის ამ ძალადობის ერთ-ერთი სიმბოლო
„ხოშტარია არის ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი კრიმინალური ისტორიის მქონე ადამიანი და ამ ყველაფერში გამორჩეული ადგილის უჭირავს ძალადობის წახალისებას და პირდაპირ შეტევას სახელმწიფო ინსტიტუციებისა და დემოკრატიის მიმართ. ახლა, როდესაც მისი დამქაშები ცდილობენ, რომ ეს ყველაფერი გააარაფრონ, სინამდვილეში გამოდის, რომ ეს ადამიანები დგანან ძალადობისა და სიძულვილის მხარეს. რა თქმა უნდა, საზოგადოებს ყოველთვის გამოაქვს სამართლიანი და ობიექტური დასკვნები და ვხედავთ, რომ მთლიანად რადიკალური ოპოზიცია არის მიდრეკილი ძალადობისკენ და ხოშტარია არის ამ ძალადობის ერთ-ერთი სიმბოლო“, - მიიჩნევს იონათამიშვილი.
25 მარტი 2026, 17:15
მსოფლიო
The Guardian: დანიის პრემიერ-მინისტრი არჩევნებში დამარცხების შემდეგ თანამდებობიდან გადადგა
დანიის პრემიერ-მინისტრმა, მეტე ფრედერიქსენმა, რომლის „სოციალ-დემოკრატიული“ პარტია გუშინ გამართული საპარლამენტო არჩევნების შედეგად დამარცხდა, თანამდებობა დატოვა. ინფორმაციას The Guardian-ი ავრცელებს.
25 მარტი 2026, 17:08
პოლიტიკა
მიხეილ ყაველაშვილი სიონის საკათედრო ტაძარში საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის დღესთან დაკავშირებულ პარაკლისსა და მისი უწმინდესობისა და უნეტარესობის ილია II-ის სულის მოსახსენიებელ პანაშვიდს დაესწრო
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი, პრემიერ-მინისტრთან, ირაკლი კობახიძესთან, პარლამენტის თავმჯდომარესთან, შალვა პაპუაშვილთან, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად სიონის საკათედრო ტაძარში საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის დღესთან დაკავშირებულ პარაკლისსა და მისი უწმინდესობისა და უნეტარესობის ილია II-ის სულის მოსახსენიებელ პანაშვიდს დაესწრო.
25 მარტი 2026, 17:07
სამართალი
პროკურატურამ ჯგუფურად განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვის და რეალიზაციის ხელშეწყობის ფაქტებზე უცხო ქვეყნის მოქალაქეებს ბრალდება წარუდგინა
საქართველოს პროკურატურამ ჯგუფურად განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვის და რეალიზაციის ხელშეწყობის ფაქტებზე უცხო ქვეყნის ორ მოქალაქეს ბრალდება წარუდგინა. ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.
25 მარტი 2026, 17:06
საზოგადოება
პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სიონის ტაძარში ავტოკეფალიის აღდგენის დღისადმი მიძღვნილ პარაკლისს და პატრიარქის სულის მოსახსენიებელ პანაშვიდს დაესწრო
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილთან, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილთან, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წევრებთან ერთად, ავტოკეფალიის აღდგენის დღისადმი მიძღვნილ პარაკლისს დაესწრო, რომელიც სიონის საპატრიარქო ტაძარში საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ მღვდელმთავრებთან ერთად აღავლინა.
25 მარტი 2026, 16:56
მსოფლიო
Reuters: აშშ-მა გამოცხადებული ბლოკადის მიუხედავად, მიმდინარე წელს კუბის კერძო სექტორს 30 ათასი ბარელის მოცულობის საწვავი მიაწოდა
აშშ-ის მთავრობამ კუბის გამოცხადებული ბლოკადის მიუხედავად მიმდინარე წელს კუნძულოვან სახელმწიფოში მოღვაწე კერძო სექტორს 30 ათასი ბარელის მოცულობის საწვავი მიაწოდა. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
25 მარტი 2026, 16:54
პოლიტიკა
ოდიშარია: გემახსოვრებათ „ამირანთან“ აქციაზე კაცი რომ აცხადებდა, ეს ფილმი თუ გავა, სახლში ცოცხალი არ წავალო. მაშინ ლიბერალებმა ჰომოფობი ეძახეს. დღეს იმავე კაცმა, სიონში, საპროტესტო ლოზუნგი დაიყვირა და იგივე ბაბლმა, გმირად გამოაცხადა
ეროვნული კინოცენტრის ფილმწარმოების დეპარტამენტის უფროსი, ბაჩო ოდიშარია სიონის ტაძარში მომხდარ ფაქტს გამოეხმაურა და კინოთეატრ „ამირანთან“ გამართული აქცია გაიხსენა, როდესაც ხანშიშესული კაცი აცხადებდა, რომ თუ ფილმი კინოთეატრში გავიდოდა, სახლში ცოცხალი არ წავიდოდა.


