The Wall Street Journal: ტრამპი ირანში სახმელეთო ოპერაციისთვის ემზადება
დონალდ ტრამპი
ფოტო: Getty Images
აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი ირანში სახმელეთო ოპერაციის განსახორციელებლად ემზადება. ინფორმაციას The Wall Street Journal-ის კორესპონდენტი, ალექს უორდი სოციალურ ქსე X-ში ავრცელებს.
„ტრამპი ირანის მიწაზე ამერიკული ჯარის შესაყვანად ემზადება, მაგრამ ამას ჯერ ვერ ბედავს ნაწილობრივ იმის გამო, რომ ამან, შესაძლოა, მის მიზნებს, რომელიც კონფლიქტის სწრაფ დასრულებას გულისხმობს, ავნოს“, - წერს კორესპონდენტი.
მისი განმარტებით, ომის დასრულება მხოლოდ ტრამპზე არ არის დამოკიდებული.
„გარიგების ან სამხედრო გამარჯვების გარეშე ტრამპი მომავალში ჩაკეტილი [ჰორმუზის] სრუტის ფაქტის წინაშე აღმოჩნდება“, - დასძინა უორდმა.
Trump is willing to order U.S. troops on Iranian soil, but is reluctant to do so, in part because it could upend his goal of a speedier end to the conflict.
— Alex Ward (@alexbward) March 26, 2026
Ending the war isn’t up to Trump alone. Without a deal or military victory, Trump could face further block of the strait.
ყველა სიახლე
26 მარტი 2026, 10:13
მსოფლიო
ორბანი უნგრეთში მოახლოებულ არჩევნებზე: ორი ძალა უპირისპირდება ერთმანეთს - ისინი, ვინც ომის მომხრეა და ისინი, ვინც მშვიდობას ირჩევს
უნგრეთის პრემიერ-მინისტრი, ვიქტორ ორბანი ქვეყანაში მოახლოებულ საპარლამენტო არჩევნებს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ერთმანეთს ორი ძირითადი ძალა უპირისპირდება.
26 მარტი 2026, 10:04
ეკონომიკა
თამარ იოსელიანმა ამერიკულ დელეგაციას ანაკლიის ნავსადგურის სამშენებლო და სარკინიგზო განვითარების გეგმები გააცნო
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, თამარ იოსელიანმა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ევროპისა და ევრაზიის საქმეთა ბიუროს წარმომადგენელს, პიტერ ანდრეოლის, ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის პროექტის მიმდინარეობა გააცნო. ამერიკულმა დელეგაციამ, ელჩის მოვალეობის შემსრულებელთან ალან პერსელთან ერთად, ადგილზე დაათვალიერა სამშენებლო-სამობილიზაციო სამუშაოები, რომელსაც ბელგიური კომპანია „იან დე ნული“ (Jan De Nul) ახორციელებს.
26 მარტი 2026, 09:51
სპორტი
ლუკა ბერულავასა და ანასტასია მეტელკინას სპორტულმა წყვილმა მსოფლიოს ჩემპიონატზე მცირე ვერცხლის მედალი მოიპოვა
ჩეხეთის დედაქალაქ პრაღაში ფიგურულ ციგურაობაში 2026 წლის მსოფლიოს ჩემპიონატი მიმდინარეობს. ლუკა ბერულავასა და ანასტასია მეტელკინას სპორტულმა წყვილმა მოკლე პროგრამაში იასპარეზა. მათ მსაჯებისგან 79,45 ქულა დაიმსახურეს და მცირე ვერცხლის მედალი მოიპოვეს.
26 მარტი 2026, 09:49
სპორტი
სპორტის მინისტრი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში სპორტული ფედერაციების წარმომადგენლებს შეხვდა
დელეგაციამ დაათვალიერა სასწავლო ცენტრის ბაზები, საცურაო აუზები და სავარჯიშო დარბაზები. შეხვედრებზე მხარეებმა საქართველო-ჩინეთს შორის სპორტის სფეროში არსებული ურთიერთობები განიხილეს. დაიგეგმა სპორტის სფეროში დასაქმებულ პირთა კვალიფიკაციის ამაღლებისა და გადამზადების ერთობლივი პროექტები.
26 მარტი 2026, 09:45
სამართალი
შავი ზღვის დაბინძურების 2 ფაქტი გამოავლინეს
ლიბერიისა და თურქეთის დროშებით მცურავმა გემებმა ზღვა სამეურნეო წყლებით დააბინძურეს, რის გამოც ბათუმისა და ფოთის სასამართლოებმა თითოეულ სამართალდამრღვევს 100 000 ლარის ოდენობის ჯარიმა დააკისრეს. გემებს თავისუფალი ნაოსნობის უფლება ჯარიმისა და გარემოსთვის მიყენებული ზიანის თანხის გადახდის შემდეგ მიეცათ.
26 მარტი 2026, 09:40
პოლიტიკა
გიორგი სოსიაშვილი ევროპიდან რუსეთში ნედლეულის ექსპორტის გაზრდაზე: როგორი ცინიზმია და საზოგადოებისთვის ნათლად აღსაქმელია ყველაფერი - იმ ფონზე, რომ ჩვენ აქ გვისანქცირებენ ტელევიზიებს, ხედავთ, რომ ევროპიდან თავად ამარაგებენ რუსეთს
როგორი ცინიზმია და საზოგადოებისთვის ნათლად აღსაქმელია ყველაფერი - იმ ფონზე, რომ ჩვენ აქ გვისანქცირებენ ტელევიზიებს, ხედავთ, რომ ევროპიდან თავად ამარაგებენ რუსეთს, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გიორგი სოსიაშვილმა.
26 მარტი 2026, 09:29
პოლიტიკა
დავით მათიკაშვილი: ევროპა წარმატებით ვაჭრობს რუსეთთან - იმის ფონზე, რომ ევროკავშირი და ევროპული სახელმწიფოები მოუწოდებენ სხვებს, მაგალითად, პატარა საქართველოს, რომ რუსეთს დაუწესოს სანქცია
საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე დავით მათიკაშვილი ეხმაურება ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც ევროპიდან რუსეთში სამხედრო წარმოებისთვის საჭირო ნედლეულის ექსპორტი გაიზარდა.
26 მარტი 2026, 09:17
მსოფლიო
ფრიდრიხ მერცის განცხადებით, უკრაინა Taurus-ის ტიპის რაკეტებს არ საჭიროებს, რადგან კიევი შორ მანძილზე მოქმედ შეიარაღებას თავად აწარმოებს
გერმანიის კანცლერმა, ფრიდრიხ მერცმა ბუნდესტაგში გამოსვლისას განაცხადა, რომ უკრაინა Taurus-ის ტიპის გერმანულ რაკეტებს არ საჭიროებს, რადგან კიევი ასეთი ტიპის შეიარაღებას თავად აწარმოებს.
26 მარტი 2026, 09:03
პოლიტიკა
ირაკლი ქადაგიშვილი: ე.წ. ლიბერალებისთვის, მიუღებელია ყველაფერი, რაც ქრისტიანობას, სამშობლოს და პატრიოტიზმს უკავშირდება - ახლა განსაკუთრებით გაღიზიანებულები არიან, რადგან დაინახეს ხალხის რეალური დამოკიდებულება ეკლესიისა და პატრიარქის მიმართ
ჩვენთვის ეს ხომ სიახლე არ არის. ამ ე.წ. ლიბერალებისთვის, ე.წ. მედასავლეთეებისათვის მიუღებელია ის ყველაფერი, რაც ქრისტიანობას, სამშობლოს და პატრიოტიზმს უკავშირდება, - განაცხადა პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა.
26 მარტი 2026, 08:53
პოლიტიკა
გიორგი ვოლსკი: ეკლესიის მიმართ შეტევა არის ერთ-ერთი ძირითადი მიმართულება იმ სტრატეგიისა, რომელიც ქვეყნის წინააღმდეგ გაერთიანებულ შეთქმულთა გუნდს გააჩნია - ამას არ უნდა შევუშინდეთ, ვიხილეთ, თუ სად დგას საქართველოს მოსახლეობა
საქართველოს პარლამენტის პირველი ვიცე სპიკერი გიორგი ვოლსკი აფასებს გარკვეული ჯგუფების მხრიდან ეკლესიისა და საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, მეუფე შიოს წინააღმდეგ წარმოებულ კამპანიას, რომელიც გლოვის დღეებშიც არ შეწყვეტილა.
26 მარტი 2026, 08:41
საზოგადოება
როგორი ამინდია მოსალოდნელი 26 მარტს საქართველოში
26 მარტს ქუთაისში წვიმიან ამინდს ელოდებიან, დღისით +13 და ღამით +7 გრადუსია მოსალოდნელი. ნალექს ოზურგეთშიც ელოდებიან, დღისით +13 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +8 გრადუსი იქნება. ბათუმშიც იწვიმებს დღისით ჰაერი +14 გრადუსამდე გათბება, ხოლო ღამით +8 გრადუსი დაფიქსირდება.
26 მარტი 2026, 08:18
საზოგადოება
რუსთავის გიგა ლორთქიფანიძის სახელობის მუნიციპალურმა დრამატულმა თეატრმა, ინტეგრირებული სახელმწიფო თეატრის - „აზდაკის ბაღის“ დასს უმასპინძლა
ინტეგრირებულმა დასმა, მაყურებელს ნოდარ დუმბაძის „მე ვხედავ მზის“ საკუთარი ვერსია წარუდგინა, რომელშიც, პროფესიონალ არტისტებთან ერთად, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე მოყვარული მსახიობებიც მონაწილეობდნენ. „აზდაკის ბაღი“ უკვე 15 წელია, რაც ფუნქციონირებს და მის დასში შეზღუდული შესაძლებლობების მქონე 14 მსახიობი მუშაობს.
26 მარტი 2026, 08:17
რეგიონი
დაბა აგარაში კულტურის სახლის სარეაბილიტაციო სამუშაოებს შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებული მოადგილესთან და ქარელის მერთან ერთად გაეცნო
ამ ეტაპზე კეთდება სცენა, ტრიბუნა, იატაკი, მიმდინარეობს ფასადის სამღებრო სამუშაო. შენობა ადაპტირებულია სპეციალური საჭიროების მქონე პირებისთვის. გარდა ამისა, მოწესრიგდება ეზო. კულტურის სახლის დარბაზი 160 მაყურებლისთვისაა გათვალისწინებული. პროექტის საერთო ღირებულება 1 770 000 ლარს შეადგენს. მისი დასრულება ზაფხულში იგეგმება.
26 მარტი 2026, 08:14
რეგიონი
სოფელ ოზურგეთისა და სოფელ მელექედურის დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაცია აქტიურ ფაზაშია
რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ოზურგეთის მერიის ფინანსური მხარდაჭერით, სოფელ ოზურგეთისა და სოფელ მელექედურის დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაცია აქტიურ ფაზაშია. საგზაო პროექტის ღირებულება 2 483 895 ლარს შეადგენს, რომლის მიხედვითაც გაკეთდა რკინა-ბეტონის სანიაღვრე არხები და მიმდინარეობს 3 535 მეტრი სიგრძის გზის რეაბილიტაცია.
26 მარტი 2026, 08:08
საზოგადოება
სიონის საკათედრო ტაძარში, სადაც კათოლიკოს-პატრიარქია დაკრძალული, ხალხის ნაკადი კვლავ არ წყდება
დღეს პატრიარქის გარდაცვალებიდან მე-10 დღეა - სიონის საკათედრო ტაძარში, სადაც კათოლიკოს-პატრიარქია დაკრძალული, ხალხის ნაკადი არ წყდება.
26 მარტი 2026, 08:00
პოლიტიკა
საქართველოს პირველი ლედი თამარ ბაგრატიონი ვაშინგტონში „ქალთა ჯანმრთელობის ინსტიტუტის“ პრეზიდენტს ვალერი ჰაბერს, „ოჯახების მსოფლიო კონგრესის" პრეზიდენტს ბრაიან ს. ბრაუნს და მათ დელეგაციას შეხვდა
საქართველოს პირველი ლედი თამარ ბაგრატიონი ვაშინგტონში „ქალთა ჯანმრთელობის ინსტიტუტის“ პრეზიდენტს ვალერი ჰაბერს, "ოჯახების მსოფლიო კონგრესის" პრეზიდენტს ბრაიან ს. ბრაუნს და მათ დელეგაციას შეხვდა.
26 მარტი 2026, 02:05
მსოფლიო
ისრაელური მედია: ტრამპმა უარყო ნეთანიაჰუს წინადადება ირანში აჯანყებისკენ ერთობლივი მოწოდების შესახებ
დონალდ ტრამპმა გასულ კვირას უარყო ბენიამინ ნეთანიაჰუს წინადადება, რომელიც ირანელი ხალხისთვის ქუჩაში გამოსვლისა და რეჟიმის დამხობისკენ ერთობლივ მოწოდებას გულისხმობდა. ინფორმაციას ამის შესახებ ისრაელური ტელეარხი Channel 12 ამერიკელ მაღალჩინოსნებსა და დეტალებში ჩახედულ ისრაელურ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.
26 მარტი 2026, 01:34
მსოფლიო
The Wall Street Journal: აშშ-მა და ისრაელმა ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი და პარლამენტის თავმჯდომარე სამიზნეების სიიდან დროებით ამოიღეს
აშშ-მა და ისრაელმა ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი და პარლამენტის თავმჯდომარე სამიზნეების სიიდან დროებით ამოიღეს. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა The Wall Street Journal-ი წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.
26 მარტი 2026, 00:43
მსოფლიო
CNN: ახალი გამოკითხვების თანახმად, აშშ-ში ირანში მიმდინარე ომის მიმართ საზოგადოებრივი უკმაყოფილება მაღალია
ოთხშაბათს გამოქვეყნებული ახალი გამოკითხვების თანახმად, აშშ-ში ირანში მიმდინარე ომის მიმართ საზოგადოებრივი უკმაყოფილება მაღალია. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია CNN-ი ავრცელებს.


