30 მარტი 2026, 16:03 / სანდო წყარო

ტრამპი აცხადებს, რომ აშშ ირანის „ახალ და უფრო გონიერ რეჟიმთან“ სერიოზულ მოლაპარაკებებს აწარმოებს

დონალდ ტრამპი

დონალდ ტრამპი

დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ აშშ „სერიოზულ მოლაპარაკებებს“ აწარმოებს ირანის ახალ რეჟიმთან, რამაც, აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, შესაძლოა ირანში ამერიკის სამხედრო ოპერაცია დაასრულოს.

პლატფორმა Truth Social-ზე გამოქვეყნებულ პოსტში ტრამპი წერს:

„ამერიკის შეერთებული შტატები აწარმოებს სერიოზულ მოლაპარაკებებს ახალ და უფრო გონიერ რეჟიმთან ირანში ჩვენი სამხედრო ოპერაციების დასასრულებლად.

მიღწეულია დიდი პროგრესი, მაგრამ თუ რაიმე მიზეზით შეთანხმებას მალე არ მივაღწიეთ (რაც, ალბათ, მაინც მოხდება) და თუ ჰორმუზის სრუტე დაუყოვნებლივ არ გაიხსნება ბიზნესისთვის, ჩვენ დავასრულებთ ჩვენს მშვენიერ სტუმრობას ირანში მათი ყველა ელექტროსადგურის, ნავთობის ჭაბურღილისა და კუნძულ ხარკის (და შესაძლოა ყველა გამამტკნარებელი ქარხნის!) აფეთქებითა და სრული განადგურებით, რომლებსაც ჩვენ მიზანმიმართულად ჯერ არ შევხებივართ.

ეს იქნება შურისძიება ჩვენი მრავალი ჯარისკაცისა და სხვების გამო, რომლებიც ირანმა დახოცა და მოკლა ძველი რეჟიმის 47-წლიანი „ტერორის მმართველობის“ პერიოდში“, - წერს ტრამპი.

ყველა სიახლე

ვოლოდიმირ ზელენსკი

30 მარტი 2026, 17:30

მსოფლიო

ვოლოდიმირ ზელენსკი: თუ რუსეთი მზად არის არ დაარტყას უკრაინის ენერგეტიკას, ჩვენც არ ვუპასუხებთ დარტყმით მათ ენერგეტიკაზე

უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე სამხედრო ოპერაციის გამო, პარტნიორები ივიწყებენ, რომ უკრაინას თავდაცვისთვის რაკეტსაწინააღმდეგო საშუალებები სჭირდება. კერძოდ, პატრიოტის სისტემები.

პროკურორი თამარ იაკობიძე

30 მარტი 2026, 17:30

სამართალი

ხელისუფლების დამხობის მცდელობის საქმეზე 14 ბრალდებულის სასამართლო პროცესი გაიმართა

სხდომაზე ბრალდების მხარის მტკიცებულებები განიხილეს, მათ შორის ვიდეო-მტკიცებულებები. პროკურატურის განცხადებით, საქმეში არსებული მტკიცებულებებით დაკავებულების ბრალეულობა დასტურდება.

ისმაილ ბაგაი

30 მარტი 2026, 17:16

მსოფლიო

ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროში თეირანსა და ვაშინგტონს შორის პირდაპირი მოლაპარაკებების მიმდინარეობას უარყოფენ

ირანის საგარეო უწყებაში ამბობენ, რომ თეირანსა და ვაშინგტონს შორის პირდაპირი დიალოგი ამ დრომდე არ დაწყებულა და მხარეები შუამავლების საშუალებით ლაპარაკობენ. საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა ისმაილ ბაგაიმ ვაშინგტონის მიერ ირანისთვის გადაცემულ მოთხოვნებს გადაჭარბებული და არარეალისტური უწოდა. ჰორმუზის სრუტის ჩაკეტვა კი აგრესიის გამო ირანის ლეგიტიმურ ქმედებად შეაფასა.

არჩილ გორდულაძე

30 მარტი 2026, 17:15

პოლიტიკა

არჩილ გორდულაძე: საქართველოში არსებობენ ძალები, რომლებიც გარედან ფინანსდებიან - ათწლეულების განმავლობაში მათი მიზანია ქართული ეკლესიის ჩამონგრევა, რადგან სურთ ამ ქვეყანაში არ არსებობდეს ინსტიტუცია, რომელსაც ხალხი მოუსმენს და ენდობა

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, არჩილ გორდულაძე აცხადებს, რომ მართლმადიდებელი ეკლესიის წინააღმდეგ მიზანმიმართული კამპანია მიმდინარეობს და კონკრეტული ჯგუფების მიზანი ეკლესიის დისკრედიტაციაა. როგორც მან აღნიშნა, კამპანია ეკლესიის წინააღმდეგ გარედან არის მართული.

გიორგი ვოლსკი

30 მარტი 2026, 17:11

პოლიტიკა

გიორგი ვოლსკი თემურ ალასანიას განცხადებაზე: ქართველი ერი საკმაოდ უხერხული „პარტნიორი“ გამოდგა მათთვის, ვინც ცდილობს, რომ საქართველო დაჩაგროს. ეს ჯგუფი შესაბამის დამოკიდებულებას გამოხატავს იმ ხალხის მიმართ, ვინც მათ ჭკუაზე არ დადის

ვერ ვიტყოდი, რომ ეს მხოლოდ თემურ ალასანიას მოსაზრებაა ასეთი. მან უბრალოდ ღიად გამოხატა ეს მოსაზრება საკმაოდ უხეში და მძიმე სიტყვებით და შეფასებებით, - განაცხადა პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა.

30 მარტი 2026, 17:09

მსოფლიო

ბრიტანეთმა Apple-ის შვილობილი კომპანია რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დარღვევისთვის დააჯარიმა

Apple-ის ირლანდიაში რეგისტრირებულმა ფილიალმა შავ სიაში შეყვანილ რუსულ კომპანიას 2022 წლის ივნისსა და ივლისში, ჯამურად 635 ათასი გირვანქა სტერლნგის ოდენობის თანხა ორჯერ გადაურიცხა. ბრიტანეთის მთავრობის განცხადებით, რუსული სტრიმინგ პლატფორმა, რომელთან ტრანზაქციის გამოც Apple-ი დაჯარიმდა, 2022 წლის მაისამდე რუსეთის უმსხვილეს ბანკს, „სბერბანკს“ ეკუთვნოდა.

30 მარტი 2026, 17:01

საზოგადოება

კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე სახელოვნებო-შემოქმედებითი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების საქმიანობის ანგარიშები მოისმინეს

თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის საქმიანობის ანგარიში კონსერვატორიის რექტორმა გიორგი ვაჩნაძემ წარადგინა. მისი თქმით, კონსერვატორია საბაკალავრო, სამაგისტრო, სადოქტორო და სასერტიფიკატო საგანმანათლებლო პროგრამებს ახორციელებს. როგორც რექტორმა აღნიშნა, მნიშვნელოვანი სიახლეა, რომ 2025 წელს კონსერვატორიამ პირველად მიიღო საერთაშორისო აკრედიტაცია და მოიპოვა ინგლისურენოვანი პროგრამების განხორციელების უფლება.

ნინო ცხვარაძე

30 მარტი 2026, 16:33

პოლიტიკა

ნინო ცხვარაძე: თავისუფალი მედია ნიშნავს პასუხისმგებლობას და არა ფაქტებით მანიპულირებას. ისწავლეთ წყაროს გადამოწმება და ნუ აკადრებთ საზოგადოებას იმას, რაც პროფესიულ და მორალურ სტანდარტებთან ახლოსაც არ არის

„როდესაც მედია ოფიციალური ვიზიტის შინაარსს ადამიანურ მღელვარებაზე თავდასხმით ანაცვლებს, ეს აღარ არის ჟურნალისტიკა — ეს მანიპულაციაა. მიზანი ერთია, ხალხმა განიკითხოს ქალი და დედა, ნაცვლად იმისა, რომ დაინახოს ის სახელმწიფოებრივი საქმე, რომელიც ქვეყნის სახელით კეთდება“ - განაცხადა საკრებულოს წევრმა.

30 მარტი 2026, 16:31

პოლიტიკა

პარლამენტის ბიურომ მიმდინარე სასესიო კვირის პლენარული სხდომების დღის წესრიგზე იმსჯელა

პარლამენტის ბიურომ მიმდინარე სასესიო კვირის პლენარული სხდომების დღის წესრიგი შეიმუშავა და ახალ საკანონმდებლო ინიციატივებზე იმსჯელა.

30 მარტი 2026, 16:29

რეგიონი

სურსათის ეროვნული სააგენტო: ზუგდიდის ცენტრიდან აყვანილ მიუსაფარ ძაღლებს ჩაუტარდებათ შესაბამისი ვეტერინარული მანიპულაციები და ვაქცინაცია, რის შემდეგაც ეკიპაჟები მათ უკან დააბრუნებენ

ძაღლების ჰიპერპოპულაციის მართვის პროგრამის ფარგლებში, ზუგდიდის მერიასთან კოორდინაციით, სურსათის ეროვნული სააგენტოს ეკიპაჟებმა, ქალაქ ზუგდიდის ცენტრიდან (დადიანების სასახლის მიმდებარე ტერიტორია) მიუსაფარი ძაღლები ქუთაისის მუნიციპალურ თავშესაფარში გადაიყვანეს.

ვახტანგ ცინცაძე

30 მარტი 2026, 16:07

ეკონომიკა

ვახტანგ ცინცაძე: სარეიტინგო სააგენტო Moody's ყურადღებას ამახვილებს ქვეყნის მდგრად მაკროეკონომიკურ და ფისკალურ პარამეტრებზე, რომლებიც, საგარეო შოკების მიუხედავად, ძლიერი რჩება

„საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო Moody's 2026 წელს საქართველოში 6%-იან ეკონომიკურ ზრდას პროგნოზირებს“, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ ვახტანგ ცინცაძემ.

30 მარტი 2026, 16:02

პოლიტიკა

დიასპორის კომიტეტმა საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო და დიასპორის საკითხების დეპარტამენტის მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ ინფორმაცია მოისმინა

დიასპორის კომიტეტის სხდომაზე, საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო და დიასპორის საკითხების დეპარტამენტის მიერ 2025 წელს გაწეული საქმიანობისა და 2026 წელს დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ ინფორმაცია მოისმინეს.

გივი მიქანაძე

30 მარტი 2026, 16:00

საზოგადოება

თბილისში მენტალური ჯანმრთელობის საუნივერსიტეტო კლინიკა გაიხსნა

განათლების სამინისტროს ინფორმაციით, ახლად აშენებული საუნივერსიტეტო კლინიკის გახსნის ღონისძიებაზე დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართეს საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ და თსსუ-ს რექტორმა, პროფესორმა ირაკლი ნატროშვილმა.

30 მარტი 2026, 15:52

ჯანდაცვა

მიხეილ სარჯველაძე თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის მენტალური ჯანმრთელობის საუნივერსიტეტო კლინიკის ოფიციალურ გახსნას დაესწრო

პირველ ეტაპზე თსსუ-ის მენტალური ჯანმრთელობის საუნივერსიტეტო კლინიკა პაციენტებს ამბულატორიულ მომსახურებას გაუწევს. პარალელურად მიმდინარეობს სტაციონარის ლიცენზირების პროცესი.

ეკა სეფაშვილი

30 მარტი 2026, 15:42

პოლიტიკა

ეკა სეფაშვილი „ჯი-ემ ფარმას“ დირექტორს: მე არ ვამბობ, რომ ბაზარი მედიკამენტის გარეშე უნდა დარჩეს, ვცდილობ, დავადგინო რომელი პრეპარატის მიმართ შეიძლება, გქონდეთ მონოპოლისტური მდგომარეობა

მსურს გავიგო რომელიმე დასახელების პრეპარატზე ფლობთ თუ არა მონოპოლისტურ მდგომარეობას, - განაცხადა სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასწარმოქმნის სტრუქტურის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი კომისიის თავმჯდომარის მოადგილემ ეკა სეფაშვილმა დღეს გამართულ სხდომაზე, მას შემდეგ რაც „ჯი-ემ ფარმას” დირექტორის გოჩა გოგილაშვილის მისამართით მის მიერ დასმულ კითხვაზე ვერ მიიღო შესაბამისი პასუხი.

30 მარტი 2026, 15:40

ეკონომიკა

მარიამ ქვრივიშვილი აზიის განვითარების ბანკის (ADB) მუდმივი წარმომადგენლობის დირექტორს ლესლი ბეარმან ლაჰმს შეხვდა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი აზიის განვითარების ბანკის (ADB) მუდმივი წარმომადგენლობის დირექტორს ლესლი ბეარმან ლაჰმს შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკის თანამშრომლობის პრიორიტეტული მიმართულებები განიხილეს, განსაკუთრებული აქცენტი ენერგეტიკის სექტორზე გაკეთდა.

30 მარტი 2026, 15:31

პოლიტიკა

პრემიერ-მინისტრი თურქმენეთის მინისტრთა კაბინეტის თავმჯდომარის მოადგილეს შეხვდა

განიხილეს ქვეყნებს შორის ორმხრივი თანამშრომლობის სხვადასხვა მიმართულებები. აღინიშნა, რომ საქართველო-თურქმენეთის თანამშრომლობა თვისებრივად ახალ დონეზეა აყვანილი და მაღალი დონის ვიზიტები ხელს უწყობს აღნიშნული ურთიერთობების კიდევ უფრო განმტკიცებას.

მარგარიტა რობლესი

30 მარტი 2026, 15:24

მსოფლიო

ესპანეთმა ირანში ომში ჩართული ამერიკული თვითმფრინავებისთვის საჰაერო სივრცე დაკეტა

„ჩვენ არ ვაძლევთ ნებართვას არც სამხედრო ბაზების და არც საჰაერო სივრცის გამოყენებაზე ირანის ომთან დაკავშირებული ქმედებებისთვის“ - განუცხადა მან ჟურნალისტებს მადრიდში.

მარიამ ლაშხი

30 მარტი 2026, 15:18

პოლიტიკა

მარიამ ლაშხი: სამწუხაროდ, ვხედავთ, რომ სახელოვნებო სფერო გაცილებით მოწყვლადია გარკვეულ პროცესებთან და სამწუხაროა ისიც, რომ დღეს სცენა პოლიტიკურ სარბიელად აქციეს, რაც მისი არა პატივისცემა, არამედ დაკნინებაა

დღეს, სამწუხაროდ, ვხედავთ, რომ სახელოვნებო სფერო და ეს არა მხოლოდ საქართველოს ნიშა არის, არამედ მსოფლიოშიც ვხედავთ, რომ გაცილებით უფრო მოწყვლადები არიან გარკვეულ პროცესებთან და სამწუხაროა ისიც, რომ დღეს სცენა გარკვეულ პირობებში აქციეს პოლიტიკურ სარბიელად, - აღნიშნა პარლამენტის განათლების კომიტეტის თავმჯდომარემ მარიამ ლაშხმა განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა და კულტურის კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე.