რობერტ ფიცო 9 მაისს მოსკოვში ჩავა
რობერტ ფიცო
ფოტო: Reuters
სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრმა, რობერტ ფიცომ განაცხადა, რომ 9 მაისს ის მოსკოვში ჩავა და ფაშიზმზე გამარჯვების 81-ე წლისთავთან დაკავშირებით წითელ მოედანზე გამართულ აღლუმს დაესწრება.
„უახლოეს დღეებსა და კვირებში მივიღებ მონაწილეობას ბევრ ღონისძიებაში, რათა პატივისცემა გამოვხატო ყველა იმ ადამიანის მიმართ, ვინც ფაშიზმს ებრძოდა და შეუძლებელი ტანჯვა გამოიარა“, - განაცხადა მან ვიდეომიმართვის დროს.
სლოვაკეთის პრემიერმა აგრეთვე დასძინა, რომ 8 აპრილს ფაშისტებისგან ბრატისლავის გათავისუფლების მორიგი წლისთავის აღნიშვნის შემდეგ ის გერმანიაში დაჰაუს საკონცენტრაციო ბანაკს ესტუმრება.
„შემდეგ 9 მაისს, გამარჯვების დღეს ვიქნები მოსკოვში, ხოლო ივნისში - ნორმანდიაში, რათა მივიღო მონაწილეობა ღონისძიებაში, რომელიც მეორე ფრონტის გახსნის აუცილებლობას ეძღვნება“, - განაცხადა ფიცომ.
ყველა სიახლე
07 აპრილი 2026, 10:58
საზოგადოება
ქართული ღვინის მასშტაბური წარდგენა იაპონიის სამ ქალაქში გაიმართება
იაპონიის ქალაქებში - საპორო, სენდაი და ტოკიო, 7-13 აპრილს ქართული ღვინის დეგუსტაციები და სემინარები, ე.წ. „Road Show“ გაიმართება. ინფორმაციას ღვინის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
07 აპრილი 2026, 10:57
პოლიტიკა
კახა კალაძე სააკაშვილის განცხადებასთან დაკავშირებით: საერთოდ არ მაინტერესებს, ვინ, სად და როგორ იქნება, რა სახელებიც არ უნდა დაირქვან, მათი მთავარი სახელია „მოღალატეები“
„საერთოდ არ მაინტერესებს, სააკაშვილს რა რეიტინგი აქვს და ვინ, სად, როგორ იქნება. სადაც არ უნდა გაერთიანდნენ, რა სახელებიც არ უნდა დაირქვან, მათი მთავარი სახელი არის „მოღალატეები“, ნომრიანი აგენტები არიან“, - ამის თაობაზე თბილისის მერმა კახა კალაძემ დღეს ჟურნალისტებს განუცხადა, მიხეილ სააკაშვილის მოთხოვნასთან დაკავშირებით, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ოპოზიციის ალიანსი დატოვოს.
07 აპრილი 2026, 10:53
ეკონომიკა
პარლამენტმა ეკონომიკურ ფორუმს უმასპინძლა
საქართველოს პარლამენტში ეკონომიკური ფორუმი თემაზე - ,,გლობალური პოლიტიკური ცვლილებები და ახალი საერთაშორისო ეკონომიკური დღის წესრიგი - გამოწვევები და შესაძლებლობები საქართველოსათვის“ გაიმართა.
07 აპრილი 2026, 10:48
პოლიტიკა
კახა კალაძე: საქართველოს და აზერბაიჯანს შორის ქვეყნის ლიდერების ვიზიტები მეგობრული ურთიერთობების გაღრმავებას უწყობს ხელს
თბილისის მერი კახა კალაძე მედიასთან საქართველოში აზერბაიჯანის პრეზიდენტის ილჰამ ალიევის ვიზიტს გამოეხმაურა. მისივე თქმით, რეგიონში ქვეყნებს შორის მშვიდობიანი და მეგობრული ურთიერთობების გაღრმავებას არ აქვს ალტერნატივა.
07 აპრილი 2026, 10:47
პოლიტიკა
კახა კალაძე აშშ-ის დელეგაციის ვიზიტზე: ოპტიმისტური მოლოდინები გვაქვს, ჩვენ მზად ვართ ურთიერთობები ახალი ფურცლიდან დაიწყოს
დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ ამერიკის შეერთებული შტატების დელეგაციის ვიზიტი საქართველოში, რომელიც უახლოეს დღეებში იგეგმება, პოზიტიურად შეაფასა.
07 აპრილი 2026, 10:46
ჯანდაცვა
ქუთაისში ჩხობაძის სახელობის კლინიკა გაიხსნა
ქუთაისში ო. ჩხობაძის სახელობის კლინიკა გაიხსნა. განახლებული მრავალპროფილური სამედიცინო დაწესებულება მოსახლეობას თანამედროვე ინფრასტრუქტურითა და მაღალი სტანდარტის სერვისებით მოემსახურება. ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
07 აპრილი 2026, 10:43
მსოფლიო
Reuters: ჯეი დი ვენსი უნგრეთში ვიქტორ ორბანის საარჩევნო კამპანიაში მონაწილეობის მისაღებად გაემგზავრა
აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი, ჯეი დი ვენსი უნგრეთში გაემგზავრა, სადაც პრემიერ-მინისტრის, ვიქტორ ორბანის წინასაარჩევნო კამპანიაში მიიღებს მონაწილეობას. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
07 აპრილი 2026, 10:36
რეგიონი
გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის ორგანიზებით, გურიის რეგიონის 25-მდე საჯარო სკოლაში, მოზარდებში გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლების მიზნით, საინფორმაციო-შემეცნებითი შეხვედრები გაიმართა
გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის ორგანიზებით, გურიის რეგიონის 25-მდე საჯარო სკოლაში, მოზარდებში გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლების მიზნით, საინფორმაციო-შემეცნებითი შეხვედრები გაიმართა.
07 აპრილი 2026, 10:35
პოლიტიკა
დავით ქართველიშვილი: დაუშვებელია სპეცსამსახურის ხელმძღვანელი პირების დეკლარაციები, პერსონალური მონაცემები და სახლის მისამართები საჯარო იყოს, ეს არც ერთ ნორმალურ ქვეყანაში არ ხდება
„ხალხის ძალის“ წევრი, დავით ქართველიშვილი, ნინო ლომჯარიას „ფეისბუქ" პოსტს ეხმიანება, სადაც ნათქვამია, რომ „გამჭვირვალობის კანონის“ ავტორი მამუკა მდინარაძე, თავისი ქონებრივი დეკლარაციის გასაჯაროებაზე უარს ამბობს.“
07 აპრილი 2026, 10:30
სამართალი
პოლიციამ თბილისსა და რეგიონებში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღო
შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ აქტიური ბრძოლის ფარგლებში, ბოლო პერიოდში დედაქალაქსა და რეგიონებში ჩატარებული საპოლიციო და პრევენციული ღონისძიებების შედეგად, ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ბრალდებით 12 პირი დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს.
07 აპრილი 2026, 10:28
კულტურა
ტოკიოში The Beatles-ის აქამდე უცნობი ფოტოები აღმოაჩინეს
ადგილობრივი გამოცემა Yomiuri Shimbun-ს ცნობით, შავ-თეთრი ნეგატივები ტოკიოს სპორტული დარბაზის, „ნიპონ ბუდოკანის“ არქივში იპოვეს, სადაც ჯგუფმა ერთი კონცერტი გამართა. The Beatles-ის შოუ ამ მოედანზე გამართული პირველი მუსიკალური გამოსვლა გახდა - მანამდე დარბაზი მხოლოდ იაპონური საბრძოლო ხელოვნების შეჯიბრებებისთვის გამოიყენებოდა.
07 აპრილი 2026, 10:19
მსოფლიო
ისრაელი ირანელებს აფრთხილებს რკინიგზით გადაადგილებისგან თავი შეიკავონ
ისრაელის თავდაცვის არმიამ („ცაჰალმა“) ირანში მცხოვრებლები გააფრთხილა დღეს საღამომდე რკინიგზით მოგზაურობისგან თავი შეიკავონ. ინფორმაციას ისრაელური მედია ავრცელებს.
07 აპრილი 2026, 10:09
ტექნოლოგიები
Artemis 2-ის ასტრონავტებმა მთვარეს შემოუფრინეს და დედამიწაზე ბრუნდებიან
მისიამ Artemis 2 მოგზაურობის მიზანს მიაღწია. როგორც დაგეგმილი იყო, ეკიპაჟმა - აშშ-ის სამი ასტრონავტის (რიდ უაისმენი, ვიქტორ გლოვერი, კრისტინა კოხი) და კანადელი ჯერემი ჰანსენის შემადგენლობით - მთვარესთან მინიმალურ მანძილზე, დაახლოებით 4 ათას კილომეტრზე ჩაიფრინა, დედამიწის თანამგზავრს გვერდი უკანა მხრიდან აუარა. ასტრონავტები ისტორიაში პირველი ადამიანები გახდნენ, ვინც მთვარის უკანა მხარე საკუთარი თვალით ნახეს. ისინი რელიეფის თავისებურებებს ფოტოებს უღებდნენ და აღწერდნენ.
07 აპრილი 2026, 10:01
რეგიონი
ComCom-მა ზუგდიდში ახალი ტრენინგ-მოდულები „AI წიგნიერება“ და „ინტერნეტი დასაქმებისთვის“ დაიწყო
კომუნიკაციების კომისიის წევრმა, ნათია კუკულაძემ ზუგდიდში „ციფრული მხარდაჭერის პროგრამის“ ახალი ტრენინგ-მოდული გახსნა. ინფორმაციას ComCom-ი ავრცელებს.
07 აპრილი 2026, 09:59
რეგიონი
დედოფლისწყაროში ირიგაციის ახალი ტარიფებისა და სარწყავი სეზონის მზადების საკითხებზე საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა
შპს „საქართველოს მელიორაციის“ გენერალურმა დირექტორმა გიგლა თამაზაშვილმა დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში ირიგაციის მომსახურების ახალი ტარიფებისა და სარწყავი სეზონის მზადების საკითხებზე თვითმმართველობის წარმომადგენლებთან და ადგილობრივ მოსახლეობასთან საინფორმაციო შეხვედრა გამართა.
07 აპრილი 2026, 09:55
პოლიტიკა
სოზარ სუბარი: პირველი ტყვიის გავარდნის შემდეგ სამყარო იცვლება და სხვა რეალობაში მოგვიწევს ცხოვრება, ომს მოაქვს სისხლი, ნგრევა, განადგურება და ამის თავიდან აცილებაზე დიდი ამოცანა ჩვენ არ გაგვაჩნია
სამხრეთ კავკასიაში არსებულ პოლიტიკურ ვითარებასა და მსოფლიო პოლიტიკაში რეგიონის მნიშვნელობაზე ისაუბრა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, „ხალხის ძალის“ თავმჯდომარემ, სოზარ სუბარმა მედიასთან. როგორც სუბარმა განაცხადა, მშვიდობის შენარჩუნებაზე უფრო დიდი მიზანი და ამოცანა დღეს ქართულ სახელმწიფოს და საქართველოს ხელისუფლებას არ აქვს.
07 აპრილი 2026, 09:33
სპორტი
თბილისში ბადმინტონში „საქართველოს პირველობა - 2026“ გაიმართა
თბილისში ბადმინტონში „საქართველოს პირველობა - 2026“ გაიმართა, 11, 13, 15, 17 წლამდე ასაკისა და ღია კატეგორიებში, ერთეულების, წყვილებისა და შერეულ წყვილთა თანრიგებში. ტურნირში 134 სპორტსმენი მონაწილეობდა.
07 აპრილი 2026, 09:16
მსოფლიო
The Time: მოჯთაბა ხამენეი მძიმე მდგომარეობაში ყუმში იმყოფება და ირანს ვერ მართავს
ირანის ახალი უზენაესი ლიდერი, მოჯთაბა ხამენეი ქალაქ ყუმში იმყოფება და მძიმე დაავადებას მკურნალობს. ინფორმაციას The Time-ი ავრცელებს.
07 აპრილი 2026, 09:13
მსოფლიო
ნიგერიაში შეიარაღებული პირები ბაპტისტურ ეკლესიას თავს დაესხნენ, დაიღუპა 5 ადამიანი
ნიგერიაში ქრისტიანებზე თავდასხმები გრძელდება. ქვეყნის ჩრდილო დასავლეთ ნაწილში, სოფელ არიკოში შეიარაღებული პირები ბაპტისტურ ეკლესიას სააღდგომო ლოცვის დროს დაესხნენ თავს; 5 ადამიანი მოკლეს, 31 კი გაიტაცეს.


