imedi /  08 აპრილი 2026, 19:02 / სანდო წყარო

ტრამპმა განაცხადა, რომ ირანთან დადებული ორკვირიანი ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება ლიბანს არ მოიცავს

დონალდ ტრამპი

დონალდ ტრამპი

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა PBS-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ ირანთან დადებული ორკვირიანი ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება ლიბანს არ მოიცავს.

„დიახ, ისინი შეთანხმებაში არ შედიოდნენ“, - ამბობს ის ამ საკითხზე დასმული კითხვის საპასუხოდ.

კითხვაზე, თუ რატომ, ტრამპმა უპასუხა: „ჰეზბოლას“ გამო. ისინი შეთანხმებაში არ ყოფილან. მაგასაც მოევლება. ყველაფერი რიგზეა“.

როდესაც ჰკითხეს, მისაღებია თუ არა მისთვის ისრაელის მიერ ირანის მიერ მხარდაჭერილ ტერორისტულ დაჯგუფებაზე მიმდინარე თავდასხმები, ტრამპმა განაცხადა: „ეს შეთანხმების ნაწილია - ყველამ იცის ეს. ეს ცალკე შეტაკებაა“.

ყველა სიახლე

ირაკლი ნადარეიშვილი

08 აპრილი 2026, 20:34

ეკონომიკა

ირაკლი ნადარეიშვილი: ეკონომიკის განვითარების კორპორაციის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფუნქცია იქნება სახელმწიფო წარმოადგინოს ყველა იმ ერთობლივ, სტრატეგიულ პროექტში, რომელიც ჩვენს ქვეყანაში იგეგმება ან უკვე განხორციელების ეტაპზეა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის ირაკლი ნადარეიშვილის ინფორმაციით, საქართველოს ეკონომიკის განვითარების კორპორაციის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულება კაპიტალის ბაზრის განვითარება იქნება, რაც მოიცავს კერძო სექტორისთვის გარდა საბანკო რესურსისა, ალტერნატიული კაპიტალის ხელმისაწვდომობას.

ირაკლი ნადარეიშვილი

08 აპრილი 2026, 20:31

ეკონომიკა

ირაკლი ნადარეიშვილი: ბიზნესის მხარდაჭერის ყველა პროგრამას, რომელსაც სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ ახორციელებს, საქართველოს ეკონომიკის განვითარების კორპორაცია უწყვეტ რეჟიმში გააგრძელებს

ბიზნესის მხარდაჭერის ყველა პროგრამა, რომელსაც დღემდე სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ ახორციელებს, უწყვეტ რეჟიმში გაგრძელდება, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ ირაკლი ნადარეიშვილმა საქართველოს ეკონომიკის განვითარების კორპორაციაზე და მის ოპერირებაზე საუბრისას. მისი თქმით, ის საბიუჯეტო რესურსი, რომელიც წლიდან წლამდე ბიზნესის მხარდაჭერის პროგრამებზე იხარჯებოდა, უზრუნველყოფილი იქნება.

08 აპრილი 2026, 20:30

საზოგადოება

კომუნიკაციების კომისიის გაფრთხილება მაუწყებლებს - გადაწყვეტილება თებერვალსა და მარტში გამოვლენილ დარღვევებს ეხება. „ქრონიკის“ სიუჟეტი

კომუნიკაციების კომისიამ 4 მაუწყებელს, მათ შორის „იმედს“ გაფრთხილება მისცა.

08 აპრილი 2026, 20:24

ეკონომიკა

52 მილიონის დანაზოგი - ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობა ნაკლები დანახარჯით გაგრძელდება. „ქრონიკის“ სიუჟეტი

52 მილიონის დანაზოგი - ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობა ნაკლები დანახარჯით გაგრძელდება. სამუშაოები რამდენიმე დღეში იწყება და ინფრასტრუქტურის მოწესრიგებაზე ბელგიური კომპანია იზრუნებს. გამკაცრდა მონიტორინგიც.

08 აპრილი 2026, 20:20

საზოგადოება

საქართველოს რკინიგზის განვითარების გეგმა - პრემიერ-მინისტრის ინიციატივების ამოცანა გამტარუნარიანობის გაორმაგებაა. „ქრონიკის“ სიუჟეტი

ახალი მიმართულებები, დამატებითი ვაგონები, ლოკომოტივები და ბორჯომ-ბაკურიანის ისტორიული მატარებლის სრულად განახლება - საქართველოს რკინიგზის განსავითარებლად, პრემიერ-მინისტრმა რამდენიმე სიახლის შესახებ განაცხადა.

08 აპრილი 2026, 20:18

პოლიტიკა

რატომ არ ასახა გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ საქართველოს არჩევნების შედეგები ოფიციალურ ვებგვერდზე - თბილისის ორი ნოტა ბერლინს და სადეპუტატო კითხვა საგარეო უწყებას. „ქრონიკის“ სიუჟეტი

რატომ არ ასახა გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ საქართველოს არჩევნების შედეგები ოფიციალურ ვებგვერდზე - თბილისის ორი ნოტა ბერლინს და სადეპუტატო კითხვა საგარეო უწყებას.

იაირ ლაპიდი

08 აპრილი 2026, 20:14

მსოფლიო

ისრაელის ოპოზიციის ლიდერი: როდესაც იგრძნობს, რომ ბუნკერიდან გამოსვლა შეუძლია, ნეთანიაჰუ შეეცდება მოგყიდოთ იდეა, თითქოს ირანის კამპანია წარმატებული იყო - ეს იქნება სრული სიცრუე

პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს მკაცრი კრიტიკისას, ისრაელის ოპოზიციის ლიდერმა, იაირ ლაპიდმა ირანთან ომს უწოდა „დიპლომატიური კატასტროფა იმ მასშტაბის, რომელიც მანამდე არ მახსენდება“. ინფორმაციას ამის შესახებ ისრაელური მედია ავრცელებს.

08 აპრილი 2026, 20:14

სამართალი

პროკურატურა გიგა ავალიანის საქმის ბრალდებულების განაჩენთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს

პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, გ გიგა ავალიანის სისხლის სამართლის საქმეზე ბრალდებულებს, ალექსანდრე გაბაშვილს და გიორგი რიკაძეს 14-14 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრათ, ხოლო დემეტრე ჩიქოვანს 9 წლით, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის თანახმად კი მათ სასჯელი ერთი მეოთხედით შეუმცირდათ

08 აპრილი 2026, 20:04

რეგიონი

გუდაური(ფოსტა)–კობის მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრად მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის კმ93-კმ107 (გუდაური(ფოსტა)–კობი) მონაკვეთზე დროებით აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრად მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია.

08 აპრილი 2026, 20:03

მსოფლიო

Al Jazeera: ლიბანის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ისრაელის ავიაიერიშებს დღეს, სულ მცირე, 89 ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო 700-ზე მეტი კი დაშავდა

ისრაელის ავიაიერიშებს ლიბანში დღეს, სულ მცირე, 89 ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო 700-ზე მეტი კი დაშავდა. ინფორმაციას ამის შესახებ Al Jazeera ქვეყნის ჯანდაცვის სამიონისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

08 აპრილი 2026, 19:47

მსოფლიო

ირანული მედია: ირანი მუშაობს „საპასუხო რეაგირებაზე“ ლიბანზე ისრაელის თავდასხმის შემდეგ

ირანი განიხილავს საპასუხო ზომებს იმ ქმედებებზე, რასაც ის ისრაელის მხრიდან ლიბანში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევად მიიჩნევს. ამის შესახებ იტყობინება საინფორმაციო სააგენტო Fars-ი, რომელიც ირანის „ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსთან“ არის აფილირებული.

08 აპრილი 2026, 19:36

მსოფლიო

The Wall Street Journal: ირანმა შუამავლებს შეატყობინა, რომ ისლამაბადში შეხვედრა ლიბანში ცეცხლის შეწყვეტაზეა დამოკიდებული

ირანმა რეგიონულ შუამავლებს განუცხადა, რომ ისლამაბადში აშშ-ის ოფიციალურ პირებთან მოლაპარაკებებში მისი მონაწილეობა ლიბანში ცეცხლის შეწყვეტაზეა დამოკიდებული. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა The Wall Street Journal-ი ავრცელებს.

დონალდ ტრამპი

08 აპრილი 2026, 19:24

მსოფლიო

ტრამპი: ირანთან მოლაპარაკებები ძალიან მალე შედგება

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა გამოცემა The Post-ს განუცხადა, რომ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შემდეგ, ირანთან სამშვიდობო მოლაპარაკებების გამართვას პაკისტანში „ძალიან მალე“ ელოდება - თუმცა, უსაფრთხოების მოსაზრებების გამო, შესაძლოა ვიცე-პრეზიდენტი, ჯეი დი ვენსი მათ არ დაესწროს.

რატი იონათამიშვილი

08 აპრილი 2026, 19:24

პოლიტიკა

რატი იონათამიშვილი გახარიას პარტიის ინიციატივაზე: როდესაც ადამიანები ათეულობით სამართალდარღვევას ჩადიან, არ ინანიებენ დანაშაულს, ნებისმიერი სახის ჰუმანური აქტი ასეთი ადამიანების მიმართ, მათ გამოსწორებას არ შეუწყობს ხელს

როდესაც ადამიანები ათეულობით სამართალდარღვევას ჩადიან, არ ინანიებენ დანაშაულს, ნებისმიერი სახის ჰუმანური აქტი ასეთი ადამიანების მიმართ, მათ გამოსწორებას არ შეუწყობს ხელს, - ასე გამოეხმაურა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე რატი იონათამიშვილი „ადმინისტრაციული სახდელისგან გათავისუფლების შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით გახარიას პარტიის ინიციატივას.

08 აპრილი 2026, 19:16

სამართალი

გიგა ავალიანის საქმეზე ბრალდებულებს, ალექსანდრე გაბაშვილს და გიორგი რიკაძეს 10 წლითა და 6 თვით, დემეტრე ჩიქოვანს კი 6 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ

თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მტკიცებულებები და გიგა ავალიანის ჯანმრთელობის ჯგუფურად განზრახ მძიმე დაზიანების, ჯგუფური ძალადობების ორგანიზებისა და მასში მონაწილეობის ფაქტებზე ბრალდებული სამი არასრულწლოვანი, ალექსანდრე გაბაშვილი, გიორგი რიკაძე და დემეტრე ჩიქოვანი დამნაშავედ ცნო.

08 აპრილი 2026, 19:01

რეგიონი

გიორგი ჯინჭარაძემ კახეთში მცხოვრებ დევნილებს სააღდგომო ნობათები გადასცა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძე, კახეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებულ პლატონ კალმახელიძესთან ერთად, წინასააღდგომოდ, კახეთის რეგიონში მცხოვრებ აფხაზეთიდან დევნილ მოსახლეობას შეხვდა.

08 აპრილი 2026, 18:59

სამართალი

საქართველოს პროკურატურის ანტინარკოტიკული კამპანიის ფარგლებში, პროკურორებმა სამეგრელოს რეგიონის სკოლის მოსწავლეებთან საინფორმაციო შეხვედრები გამართეს

საქართველოს პროკურატურის ანტინარკოტიკული კამპანიის ფარგლებში, პროკურორებმა ზუგდიდის N5, ფოთის N11, ასევე აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ მარნის საჯარო სკოლასა და მარტვილის კერძო სკოლა „სხივში“ მოსწავლეებთან საინფორმაციო შეხვედრები გამართეს.

08 აპრილი 2026, 18:57

მსოფლიო

ირანული მედია: ირანმა ჰორმუზის სრუტეში ნავთობტანკერების მოძრაობა შეაჩერა მას შემდეგ, რაც ისრაელი ლიბანს თავს დაესხა

ირანმა ჰორმუზის სრუტეში ნავთობტანკერების მოძრაობა შეაჩერა მას შემდეგ, რაც ისრაელი ლიბანს თავს დაესხა - იტყობინება ირანული საინფორმაციო სააგენტო Fars-ი.

ირაკლი კობახიძე

08 აპრილი 2026, 18:56

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: საქართველო მიესალმება განცხადებას აშშ-სა და ირანს შორის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ და დადებითად აფასებს ეფექტიანი მედიაციის ძალისხმევას, რომელმაც ეს შესაძლებელი გახადა

საქართველო მიესალმება განცხადებას ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ირანის ისლამურ რესპუბლიკას შორის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ და დადებითად აფასებს ეფექტიანი მედიაციის ძალისხმევას, რომელმაც ეს შესაძლებელი გახადა, - წერს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სოციალურ ქსელ X-ში.