The New York Times-მა დაადასტურა ირანში 22 სკოლისა და 17 სამედიცინო დაწესებულების დაზიანება
ფოტო: Reuters
იმ ფონზე, როდესაც მყიფე ზავი ძალაში შედის, ირანი აშშ-ისა და ისრაელის დარტყმების შედეგად მიყენებულ ზარალს აფასებს, რომელმაც ქვეყნის სამოქალაქო ინფრასტრუქტურას მძიმე დაღი დაასვა. The New York Times-მა დაადასტურა 22 სკოლისა და 17 სამედიცინო დაწესებულების დაზიანება, რაც ომის განმავლობაში მიყენებული საერთო ნგრევის მხოლოდ მცირე ნაწილია.
ნგრევის მასშტაბები, სავარაუდოდ, გაცილებით დიდია, ვიდრე ეს The Times-ის ანალიზშია ასახული. ირანის „წითელი ნახევარმთვარის“ საზოგადოებამ - ქვეყნის მთავარმა ჰუმანიტარულმა ორგანიზაციამ - 2 აპრილს განაცხადა, რომ ომის დროს, სულ მცირე, 763 სკოლა და 316 სამედიცინო დაწესებულება დაზიანდა ან განადგურდა.
The Times-მა დაზიანებები მაღალი გარჩევადობის თანამგზავრული ფოტოების გამოყენებით და სახელმწიფო მედიისა თუ სოციალური ქსელების ვიდეომასალების გადამოწმებით დაადასტურა. ანალიზი შემოიფარგლა მხოლოდ იმ სკოლებითა და სამედიცინო დაწესებულებებით, რომლებიც 28 თებერვალს - ომის პირველ დღეს - ან მის შემდეგ დაზიანდა.
The Times-ის ანალიზი აჩვენებს, რომ დაზიანებები ხშირად მჭიდროდ დასახლებულ უბნებზე მიტანილმა დარტყმებმა გამოიწვია - განსაკუთრებით თეირანში, რომელიც ისეთივე მჭიდროდ არის დასახლებული, როგორც ნიუ-იორკი.
The Times-მა ვერ შეძლო სკოლებსა და სამედიცინო დაწესებულებებში დაღუპულთა საერთო რაოდენობის დადასტურება. უფლებადამცველთა საინფორმაციო სააგენტოს (HRANA) მონაცემებით, სამშაბათის მდგომარეობით, ირანში, სულ მცირე, 1 701 სამოქალაქო პირია მოკლული. მათ შორის არიან სტუდენტები, მასწავლებლები და სამედიცინო სფეროს მუშაკები.
The Times-ის მიერ შესწავლილ შემთხვევათა უმრავლესობაში, დარტყმის მიზანმიმართული სამიზნე გაურკვეველი იყო. ზოგჯერ სკოლები და სამედიცინო დაწესებულებები ახლომდებარე დარტყმების შედეგად ზიანდებოდა, სხვები კი პირდაპირი თავდასხმის ობიექტი გახდა. ყოველთვის არ იყო შესაძლებელი იმის დადგენა, დარტყმები აშშ-ის სამხედრო ძალების მიერ იყო განხორციელებული თუ ისრაელის.
ყველა სიახლე
10 აპრილი 2026, 21:08
მსოფლიო
უნგრეთში საპარლამენტო არჩევნების პროცესს საქართველოს საპარლამენტო დელეგაციაც დააკვირდება. „ქრონიკა“ ბუდაპეშტიდან
ვიქტორ ორბანის გუნდში აცხადებენ, რომ მათი მთავარი ოპონენტის პარტია „ტისას“ მხარდასაჭერად უცხოური ძალების მობილიზებაა. მათ შორის, ასახელებენ უკრაინის ინტერესს.
10 აპრილი 2026, 20:44
მსოფლიო
Reuters: ტრამპის ადმინისტრაცია, სავარაუდოდ, გაახანგრძლივებს იმ გამონაკლისს, რომელიც ქვეყნებს სანქცირებული რუსული ნავთობისა და ნავთობპროდუქტების გარკვეული ნაწილის შეძენის საშუალებას აძლევს
ტრამპის ადმინისტრაცია, სავარაუდოდ, უკვე პარასკევს გაახანგრძლივებს იმ გამონაკლისს, რომელიც ქვეყნებს სანქცირებული რუსული ნავთობისა და ნავთობპროდუქტების გარკვეული ნაწილის შეძენის საშუალებას აძლევს - ამის შესახებ Reuters-ს ორმა ინფორმირებულმა წყარომ აცნობა.
10 აპრილი 2026, 20:34
ეკონომიკა
აზიის განვითარების ბანკმა საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი გააუმჯობესა - რა ფაქტორები განაპირობებს პოზიტიურ დინამიკას. „ქრონიკის“ სიუჟეტი
ეკონომიკური მრავალფეროვნება და გაორმაგებული ინვესტიციები - რა ფაქტორები განაპირობებს პოზიტიურ დინამიკას, რას აცხადებენ ექსპერტები, დეტალები თამარ ჩიკვატიას სიუჟეტში ნახეთ.
10 აპრილი 2026, 20:32
მსოფლიო
CNN: ირანის ომის ფონზე ნავთობზე ფასების მკვეთრმა ზრდამ აშშ-ში ინფლაცია ბოლო ორი წლის უმაღლეს ნიშნულამდე გაზარდა
აშშ-ის შრომის სტატისტიკის ბიუროს მიერ პარასკევს გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, ომით გამოწვეულმა ნავთობპროდუქტების ფასების ზრდამ მარტში აშშ-ის ინფლაცია 3.3%-მდე აიყვანა, რაც ბოლო ორი წლის განმავლობაში ყველაზე სწრაფი წლიური ტემპია. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია CNN-ი ავრცელებს.
10 აპრილი 2026, 20:30
საზოგადოება
თოვლიანი გაზაფხული მთაში - გზების გარკვეულ მონაკვეთებზე სპეციალური შეზღუდვები მოქმედებს. „ქრონიკის“ სიუჟეტი
თოვლიანი გაზაფხული მთაში. გზების გარკვეულ მონაკვეთებზე სპეციალური შეზღუდვები მოქმედებს, მათ შორის - გუდაურის მიმართულებით.
10 აპრილი 2026, 20:22
მსოფლიო
ვია დოლოროსა - ტრადიციულად იერუსალიმში მორწმუნეებმა გოლგოთამდე გზა გაიარეს. „ქრონიკის“ სიუჟეტი
მაცხოვრის მიერ ჯვარცმამდე განვლილი გზა - ძველი იერუსალიმის პილატეს სასახლიდან გოლგოთის მთამდე. იესო ქრისტეს ვნების გზას მორწმუნეები ტრადიციულად, პარასკევს ასრულებენ.
10 აპრილი 2026, 20:19
მსოფლიო
ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი: აშშ-მა ლიბანთან დაკავშირებით ცეცხლის შეწყვეტის ვალდებულებები უნდა შეასრულოს
ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი, აბას არაღჩი აცხადებს, რომ აშშ-მა უნდა შეასრულოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ აღებული ვალდებულებები, რაც, მისი თქმით, მოიცავს იმის უზრუნველყოფას, რომ ზავი ლიბანზეც გავრცელდეს.
10 აპრილი 2026, 20:13
საზოგადოება
წითელი პარასკევი - მაცხოვრის ჯვარცმა და აღდგომის მოლოდინი. სამების საკათედრო ტაძარში გარდამოხსნის წესი შესრულდა. „ქრონიკის“ სიუჟეტი
მორწმუნე ქრისტიანებისთვის წითელი პარასკევი წლის ყველაზე მძიმე დღე და მძიმე მარხვაა. შესაბამისად, ტაძრებში მსახურებაც განსხვავებული და სამგლოვიაროა.
10 აპრილი 2026, 20:10
მსოფლიო
ტრამპი ირანს ახალი დარტყმებით ემუქრება, თუ მოლაპარაკებები ჩაიშლება
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ამერიკული სამხედრო ხომალდები უახლესი შეიარაღებით ივსება და მზად არის ირანზე დასარტყმელად, თუ პაკისტანში დაგეგმილი მოლაპარაკებები შეთანხმების გარეშე დასრულდება.
10 აპრილი 2026, 19:45
მსოფლიო
ანდრაშ ლასლო: უნგრეთში გვაქვს სრულიად განსხვავებული მონაცემები, რომელთაც საერთაშორისო მედიის დიდი ნაწილი არ აშუქებს. უკვე ქმნიან გარკვეულ ნარატივს, გამოკითხვების საშუალებით აყალიბებენ მოლოდინს, თითქოს ოპონენტები გაიმარჯვებენ
უნგრეთში გვაქვს სრულიად განსხვავებული მონაცემები, რომელთაც საერთაშორისო მედიის დიდი ნაწილი არ აშუქებს. ისინი უკვე ქმნიან გარკვეულ ნარატივს, ამ გამოკითხვების საშუალებით აყალიბებენ მოლოდინს, თითქოს ჩვენი ოპონენტები გაიმარჯვებენ, რათა არჩევნების შემდეგ მოახდინონ უნგრეთის დესტაბილიზაცია, - განაცხადა უნგრელმა ევროპარლამენტარმა, ანდრაშ ლასლომ უნგრეთში საარჩევნო პროცესებზე და არსებულ სიტუაციაზე საუბრისას.
10 აპრილი 2026, 17:50
პოლიტიკა
გიორგი გამსახურდია: დიდი პოლონელის, ლეხ კაჩინსკის დაღუპვის დღეა - რომ არა მისი ძალისხმევა, 2008 წლის აგვისტოს ომის შედეგები გაცილებით მეტი იქნებოდა, აღნიშნულიც აქვს, საქართველოს მეგობარი ვარ და არა - სააკაშვილისო
დღეს დიდი კაცის, დიდი პოლონელის, ლეხ კაჩინსკის დაღუპვის დღეა. რომ არა ლეხის ძალისხმევა, 2008 წლის აგვისტოს ომის შედეგები, იმაზე გაცილებით მეტი იქნებოდა, ვიდრე წარმოდგენილია, - წერს გიორგი გამსახურდია.
10 აპრილი 2026, 17:47
მსოფლიო
ზელენსკიმ ხელი მოაწერა კანონს, რომლის მიხედვითაც უკრაინაში სკოლის მოსწავლეები და სტუდენტები ეროვნული წინააღმდეგობის საფუძვლებს შეისწავლიან
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ხელი მოაწერა კანონს, რომლის მიხედვითაც უკრაინაში სკოლის მოსწავლეები და სტუდენტები ეროვნული წინააღმდეგობის საფუძვლებს შეისწავლიან. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
10 აპრილი 2026, 17:39
მსოფლიო
ანა პაულინა ლუნა: ნატო დიდი ხანია ძარცვავს აშშ-ს
ამერიკის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის წევრი, ანა პაულინა ლუნა აღნიშნავს, რომ ნატო უკვე დიდი ხანია ამერიკის შეერთებული შტატების ძარცვით არის დაკავებული.
10 აპრილი 2026, 17:27
პოლიტიკა
ირაკლი მეზურნიშვილი უნგრეთის საპარლამენტო არჩევნებზე: შეუიარაღებელი თვალით ჩანს მცდელობა გარე ჩარევის, განსაკუთრებით ბრიუსელის მხრიდან. ანალოგიურ სურათს ვაკვირდებოდით სულ ახლახან, საქართველოს საპარლამენტო არჩევნების მსვლელობისას
შეუიარაღებელი თვალით ჩანს აქ მცდელობა გარე ჩარევის, განსაკუთრებით ბრიუსელის მხრიდან, - განუცხადა ქართველ ჟურნალისტებს დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ირაკლი მეზურნიშვილმა უნგრეთში.
10 აპრილი 2026, 17:25
მსოფლიო
ზელენსკის ოფისის ხელმძღვანელი რუსეთთან სამშვიდობო შეთანხმების მალე გაფორმებას არ გამორიცხავს
უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელი, კირილ ბუდანოვი რუსეთთან სამშვიდობო შეთანხმების მალე გაფორმებას არ გამორიცხავს.
10 აპრილი 2026, 17:22
პოლიტიკა
გიორგი კახიანი: უნგრეთი ყოველთვის იდგა ჩვენი ქვეყნის ინტერესების სადარაჯოზე, ამიტომ ბუნებრივია, ერთიორად არის გაზრდილი ჩვენი ყურადღება ამ არჩევნებთან მიმართებაში
ეს არჩევნები არის ძალიან მნიშვნელოვანი არჩევნები არა მხოლოდ უნგრეთისთვის, არამედ ზოგადა ევროპული ქვეყნებისთვის. ამიტომაც არის, რომ დღეს მთელი ევროპული საზოგადოების ყურადღება სწორედ აქეთკენ არის მიპყრობილი, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე გიორგი კახიანმა უნგრეთის არჩევნებთან დაკავშირებით.
10 აპრილი 2026, 17:21
საზოგადოება
არამდგრადი ამინდი საქართველოში კიდევ რამდენიმე დღეს გაგრძელდება - მაღალმთიან რეგიონებში თოვა, ბარში კი წვიმაა მოსალოდნელი
სინოპტიკოსების პროგნოზით, არამდგრადი ამინდი საქართველოში კიდევ რამდენიმე დღეს გაგრძელდება - მაღალმთიან რეგიონებში მოსალოდნელია თოვა, ბარში კი ნალექი წვიმის სახით.
10 აპრილი 2026, 17:20
საზოგადოება
მეუფე შიო: მრავალი ჩვენგანი დამოუკიდებლად ცდილობს, რაღაც გამოასწოროს თავის სულში, თავის ცხოვრებაში, მაგრამ ეს უშედეგო მცდელობაა - ჩვენი გამოსწორება, შინაგანი ცვლილება, მხოლოდ ღმერთს შეუძლია
გარდამოხსნა სამების ტაძარში, სპეციალურ სადგამზეა დაბრძანებული და იგი იქ არასრული სამი დღე დარჩება. მსახურების დროს შესრულდა იესო ქრისტეს დატირების საგალობელი.
10 აპრილი 2026, 17:06
მსოფლიო
ჯეი დი ვენსი პაკისტანში ირანთან მოლაპარაკებებზე გაემგზავრა
აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა, ჯეი დი ვენსმა განაცხადა, რომ ის პაკისტანის დედაქალაქ ისლამაბადში მიემგზავრება, სადაც ირანულ მხარესთან სამშვიდობო მოლაპარაკებებს გამართავს.


