11 აპრილი 2026, 10:56 / სანდო წყარო

NASA-ს მთვარის მისია Artemis II დედამიწაზე დაბრუნდა

აშშ-ის კოსმოსური სააგენტოს (NASA) Artemis II-ის მისიის კოსმონავტები, რომლებიც 10 დღის განმავლობაში კოსმოსში იყვნენ და მთვარეს შემოუარეს, დედამიწაზე დაბრუნდნენ. ინფორმაციას NASA ავრცელებს.

კოსმონავტები რეიდ ვაისმანი, ვიქტორ გლოვერი, კრისტინა კოხი და კანადის კოსმოსური სააგენტოს ასტრონავტი ჯერემი ჰანსენი წყნარ ოკეანეში სან დიეგოს სანაპიროსთან დაეშვნენ.

„რეიდ, ვიქტორ, კრისტინა და ჯერემი, კეთილი იყოს თქვენი დაბრუნება სახლში და გილოცავთ ნამდვილად ისტორიულ მიღწევას. NASA პრეზიდენტ დონალდ ტრამპსა და კონგრესს მადლობას უხდის იმისთვის, რომ მათ მანდატი და შესაძლებლობა მოგვცეს, რათა Artemis-ის მისია შემდგარიყო“, - აღნიშნა NASA-ს ხელმძღვანელმა ჯარედ აიზეკმანმა.

NASA-ს კოსმონავტები წყნარ ოკეანეში ამერიკელმა სამხედროებმა აიყვანეს და ვერტმფრენით სადესანტო ხომალდ USS John P. Murtha-ზე სამედიცინო შემოწმებისთვის გადაიყვანეს. მოგვიანებით ისინი ქალაქ ჰიუსტონში მდებარე NASA-ს ჯონსონის კოსმოსურ ცენტრში გადაინაცვლებენ.

Artemis II მისია მთვარეზე 2 აპრილს გაემგზავრა. Artemis II პირველი პილოტირებული მისიაა მთვარეზე 1972 წლის შემდეგ.

ყველა სიახლე

11 აპრილი 2026, 12:32

საზოგადოება

ამაღამ თბილისის მეტრო გახანგრძლივებული დროით იმოძრავებს, 12-13 აპრილს კი ავტობუსების სპეციალური მარშრუტები დაინიშნება

აღდგომის ღამეს თბილისის მეტრო გახანგრძლივებული დროით იმოძრავებს, 12-13 აპრილს კი ავტობუსების სპეციალური მარშრუტები დაინიშნება. აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით, მეტრო 12 აპრილის 04:00 საათამდე იმუშავებს და 11 აპრილის 23:00-დან 12 აპრილის 04:00 საათამდე მგზავრობა უფასო იქნება.

11 აპრილი 2026, 12:27

მსოფლიო

ტრამპს ვაშინგტონში ტრიუმფალური თაღის დადგმა სურს

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა თავის სოციალურ ქსელში დაწერა, რომ მას ვაშინგტონში ტრიუმფალური თაღის დადგმა სურს.

დავით მათიკაშვილი

11 აპრილი 2026, 12:15

პოლიტიკა

მათიკაშვილი: ვხედავთ ბრიუსელის მცდელობას, უნგრეთის მოსახლეობაზე მოახდინოს ზეწოლა. მნიშვნელოვანია, რომ ევროკავშირის ქვეყნებში შენარჩუნდეს ისეთი ხელისუფლებები, რომლებიც ეროვნული ინტერესების, ტრადიციების დაცვაზე არიან ორიენტირებული

საქართველოსთვის მნიშვნელოვანია, ევროკავშირის ქვეყნებში შენარჩუნდეს, არსებობდეს ისეთი ხელისუფლებები, რომელიც ქვეყნის ეროვნული ინტერესების, ოჯახური ღირებულებების, სუვერენიტეტისა და ტრადიციების დაცვაზე არიან ორიენტირებული, - განუცხადა საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით მათიკაშვილმა უნგრეთში ჟურნალისტებს.

ბენიამინ ნეთანიაჰუ

11 აპრილი 2026, 12:03

მსოფლიო

ბენიამინ ნეთანიაჰუ: ისრაელი ესპანეთს ღაზის სექტორში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ზედამხედველობის ცენტრიდან გააძევებს

ისრაელის პრემიერ-მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს განცხადებით, ისრაელი ესპანეთს ღაზის სექტორში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ზედამხედველობის ცენტრიდან გააძევებს.

პედრო სანჩესი

11 აპრილი 2026, 11:56

მსოფლიო

ესპანეთის პრემიერ-მინისტრმა ევროპას მოუწოდა, ლიბანი „ახალ ღაზად“ არ აქციოს

ესპანეთის პრემიერ-მინისტრმა, პედრო სანჩესმა ევროპას მოუწოდა, ლიბანი „ახალ ღაზად“ არ აქციოს.

ლევან მახაშვილი

11 აპრილი 2026, 11:45

პოლიტიკა

ლევან მახაშვილი: ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციის ფარგლებში, ვემზადებით ხვალ უნგრეთში არჩევნებზე დასაკვირვებლად - ნაწილი ბუდაპეშტში, ნაწილი უნგრეთის რეგიონებში შევძლებთ, რომ დავაკვირდეთ ამ პროცესს

საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, ლევან მახაშვილმა უნგრეთში წინასაარჩევნო სიტუაციაზე ჟურნალისტებთან ისაუბრა.

11 აპრილი 2026, 11:39

მსოფლიო

ისრაელი და ლიბანი 14 აპრილს ვაშინგტონში ცეცხლის შეწყვეტის საკითხზე მოლაპარაკებებს გამართავენ

ლიბანის პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებით, ისრაელი და ლიბანი 14 აპრილს ვაშინგტონში ცეცხლის შეწყვეტის საკითხზე მოსალაპარაკებლად შეხვდებიან. ინფორმაციას BBC ავრცელებს.

11 აპრილი 2026, 11:21

მსოფლიო

ირანის შეიარაღებული ძალების განცხადებით, ისინი ჰორმუზის სრუტეზე კონტროლს არ დათმობენ

ირანის შეიარაღებული ძალების განცხადებით, ისინი ჰორმუზის სრუტეზე კონტროლს არ დათმობენ. ინფორმაციას ირანული მედია ავრცელებს.

11 აპრილი 2026, 11:19

საზოგადოება

მდინარე დიღმურას ხიდზე, 15 აპრილიდან ხუთი თვის განმავლობაში, საავტომობილო მოძრაობა სრულად შეიზღუდება

თეთრი დუქნის ქუჩაზე, მდინარე დიღმურაზე არსებული დაზიანებული საავტომობილო ხიდის დემონტაჟი და მის ნაცვლად ახლის მშენებლობა იწყება, - აღნიშნულია თბილისის მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

წმინდა ცეცხლი

11 აპრილი 2026, 11:10

საზოგადოება

წმინდა ცეცხლის ჩამოსატანად იერუსალიმში საქართველოდან მცირე დელეგაცია მიემგზავრება

ცეცხლს თავდაპირველად სიონის საკათედრო ტაძარში მიიტანენ, სადაც სააღდგომო ლიტურგიას საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, მეუფე შიო აღავლენს.

ჯეი დი ვენსი

11 აპრილი 2026, 10:24

მსოფლიო

ამერიკული დელეგაცია ისლამაბადში ჩავიდა, სადაც ირანულ მხარესთან მოლაპარაკებებს გამართავს

ამერიკული დელეგაცია აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის, ჯეი დი ვენსის ხელმძღვანელობით პაკისტანის დედაქალაქ ისლამაბადში ჩავიდა, სადაც ირანულ მხარესთან სამშვიდობო მოლაპარაკებებს გამართავს. ინფორმაციას The Times of Israel-ი ავრცელებს.

11 აპრილი 2026, 09:37

მსოფლიო

CNN: აშშ-ის დაზვერვის ინფორმაციით, ჩინეთი ირანში შეიარაღების გასაგზავნად ემზადება

ამერიკული დაზვერვის ინფორმაციით, ჩინეთი მომდევნო რამდენიმე კვირაში ირანში შეიარაღების, კერძოდ ჰაერსაწინააღმდეგო სისტემების გაგზავნას აპირებს. ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.

11 აპრილი 2026, 09:14

საზოგადოება

როგორი ამინდია მოსალოდნელი 11 აპრილს საქართველოში

11 აპრილს ქუთაისში წვიმიან ამინდს ელოდებიან, დღისით +9 და ღამით +7 გრადუსია მოსალოდნელი.

11 აპრილი 2026, 08:54

საზოგადოება

ნაქერალას უღელტეხილზე მისაბმელიანი და ნახევრად მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა

საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი (მოწამეთა)-ტყიბული-ამბროლაურის საავტომობილო გზის კმ39-კმ60 (ნაქერალას უღელტეხილი) მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრად მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია.

11 აპრილი 2026, 08:21

საზოგადოება

მართლმადიდებელი სამყარო დღეს იერუსალიმში, მაცხოვრის საფლავზე წმინდა ცეცხლის გადმოსვლას დაელოდება

მართლმადიდებელი სამყარო დღეს იერუსალიმში, მაცხოვრის საფლავზე წმინდა ცეცხლის გადმოსვლას დაელოდება.

11 აპრილი 2026, 08:00

საზოგადოება

დღეს დიდი შაბათია

დღეს, დიდ შაბათია. ამ დღეს მართლმადიდებელი ეკლესია იესო ქრისტეს საფლავად დადებას აღნიშნავს. ამასთან დაკავშირებით ტაძრების გარშემო დილით გარდამოხსნის შემოტარების წესი სრულდება. გარდამოხსნის შემოტარების შემდეგ ლიტურგია გაიმართება და მორწმუნეებს წმინდა ზიარების მიღების შესაძლებლობა ექნებათ.

დონალდ ტრამპი ვიქტორ ორბანი

11 აპრილი 2026, 01:51

მსოფლიო

ტრამპი: ჩემი ადმინისტრაცია მზად არის, გამოიყენოს აშშ-ის სრული ეკონომიკური ძლიერება უნგრეთის ეკონომიკის გასაძლიერებლად - დიდი ენთუზიაზმით ველით ინვესტირებას იმ მომავალ კეთილდღეობაში, რომელსაც ორბანის უწყვეტი ლიდერობა შექმნის

ჩემი ადმინისტრაცია მზად არის, გამოიყენოს აშშ-ის სრული ეკონომიკური ძლიერება უნგრეთის ეკონომიკის გასაძლიერებლად, - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა.

11 აპრილი 2026, 01:20

მსოფლიო

Reuters: ესტონეთის სამხედრო-საზღვაო ძალების სარდალი აცხადებს, რომ ბალტიის ზღვაში რუსული ტანკერების დაკავება დიდ რისკებთან არის დაკავშირებული

ნატოს წევრი ესტონეთი თავს შეიკავებს ბალტიის ზღვაში რუსეთის „ჩრდილოვანი ფლოტის“ გემების დაკავებისგან. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.

საფლავად დადების ხატი

11 აპრილი 2026, 00:15

საზოგადოება

მართლმადიდებელი ეკლესია დღეს იესო ქრისტეს საფლავად დადებას აღნიშნავს

ამასთან დაკავშირებით ტაძრების გარშემო გამთენიისას გარდამოხსნის შემოტარების წესი შესრულდება. სასულიერო პირები, გარდამოხსნას, რომელზეც ჯვრიდან ჩამოხსნილი გარდაცვლილი უფალია გამოსახული, ტაძრებს შემოატარებენ. შემდეგ კი საღმრთო ლიტურგია ჩატარდება.