imedi /  20 აპრილი 2026, 21:59 / სანდო წყარო

ტრამპი: გარიგება, რომელსაც ირანთან ვდებთ, ბევრად უკეთესი იქნება, ვიდრე „ირანის ბირთვული შეთანხმება“ - იგი შედგენილია ბარაკ ჰუსეინ ობამასა და „მძინარე“ ჯო ბაიდენის მიერ და ერთ-ერთი ყველაზე ცუდი გარიგებაა, რაც კი ოდესმე დადებულა

დონალდ ტრამპი

დონალდ ტრამპი

გარიგება, რომელსაც ჩვენ ირანთან ვდებთ, ბევრად უკეთესი იქნება, ვიდრე „ირანის ბირთვული შეთანხმება“ - იგი შედგენილია ბარაკ ჰუსეინ ობამასა და „მძინარე“ ჯო ბაიდენის მიერ და ერთ-ერთი ყველაზე ცუდი გარიგებაა, რაც კი ოდესმე დადებულა ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით, ეს იყო გარანტირებული გზა ბირთვული იარაღისკენ, რაც არ მოხდება და ვერც მოხდება იმ შეთანხმებით, რომელზეც ჩვენ ვმუშაობთ, - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა.

მისი თქმით, ობამამ და ბაიდენმა ირანელებს 1.7 მილიარდი დოლარი მისცეს ნაღდი ფულით, რომელიც Boeing 757-ში ჩატვირთეს და ირანში გადააფრინეს, რათა „ირანის ხელმძღვანელობას ისე დაეხარჯა, როგორც მოესურვებოდა“.

„მან [ობამამ] მთლიანად დააცარიელა ბანკები ვაშინგტონში, ვირჯინიასა და მერილენდში. ბანკირები ამბობდნენ, რომ მსგავსი რამ მანამდე არასდროს უნახავთ. გარდა ამისა, ირანს ასობით მილიარდი დოლარი გადაუხადეს. მე რომ ის „გარიგება“ არ შემეწყვიტა, ბირთვულ იარაღს გამოიყენებდნენ ისრაელის წინააღმდეგ და მთელ ახლო აღმოსავლეთში, მათ შორის ჩვენს ძვირფას აშშ-ის სამხედრო ბაზებზეც. „ყალბი ამბების“ გამავრცელებლებს, როგორიცაა Washington Post-ის „ჟურნალისტი“ დევიდ იგნატიუსი, უყვართ „ირანის ბირთვულ შეთანხმებაზე“ საუბარი, თუმცა იციან, რომ ის სახიფათო იყო და სრული სირცხვილი ჩვენი ქვეყნისთვის.

თუ შეთანხმება „ტრამპის“ დროს მოხდება, ეს იქნება მშვიდობისა და უსაფრთხოების გარანტია არა მხოლოდ ისრაელისთვის და ახლო აღმოსავლეთისთვის, არამედ ევროპისთვის, ამერიკისთვის და ყველა სხვა ადგილისთვის. ეს იქნება რაღაც ისეთი, რითაც მთელი მსოფლიო იამაყებს, ნაცვლად იმ მრავალწლიანი სირცხვილისა და დამცირებისა, რომლის ატანაც არაკომპეტენტური და მხდალი ხელმძღვანელობის გამო მოგვიწია!“ - აღნიშნა ტრამპმა.

ყველა სიახლე

დონალდ ტრამპი

20 აპრილი 2026, 23:37

მსოფლიო

ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ ირანის პორტების ბლოკადას მხოლოდ იმ შემთხვევაში მოხსნის, თუ მხარეებს შორის შეთანხმება შედგება

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ ირანის პორტების ბლოკადას მხოლოდ იმ შემთხვევაში მოხსნის, თუ მხარეებს შორის შეთანხმება შედგება.

ლევან მაჭავარიანი

20 აპრილი 2026, 23:23

პოლიტიკა

ლევან მაჭავარიანი: ღრმად ვართ დარწმუნებული, რომ ევროკავშირში მიდგომები აუცილებლად შეიცვლება

ჩვენ პრეტენზიები გვაქვს კონკრეტულად ბრიუსელის ევრობიუროკრატებთან. ვინაიდან, ევროპა არის აბსოლუტურად სხვა, ევროპელი ხალხი არის აბსოლუტურად სხვა, ხოლო ეს მმართველი კლასი არის აბსოლუტურად სხვა, - განაცხადა „რუსთავი 2“-ის ეთერში პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების" თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ლევან მაჭავარიანმა. მაჭავარიანი აღნიშნავს, რომ ევროკავშირში მიდგომები აუცილებლად შეიცვლება.

ლევან მაჭავარიანი

20 აპრილი 2026, 23:09

პოლიტიკა

ლევან მაჭავარიანი: ევროატლანტიკურ სივრცეში ინტეგრაცია ჩვენი ცივილიზაციური არჩევანია და ამის გადახედვას არ ვაპირებთ, ჩვენ ეს კონსტიტუციით გვაქვს გამყარებული

ევროატლანტიკურ სივრცეში ინტეგრაცია ჩვენი ცივილიზაციური არჩევანია და ამის გადახედვას არ ვაპირებთ, ჩვენ ეს კონსტიტუციით გვაქვს გამყარებული, - განაცხადა „რუსთავი 2“-ის ეთერში პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების" თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ლევან მაჭავარიანმა. როგორც მან აღნიშნა, ამჟამად ევროინტეგრაციის კუთხით არსებობს გარკვეული შეფერხება, თუმცა ეს თავად ევროკავშირის მიერ არის გამოწვეული.

დონალდ ტრამპი

20 აპრილი 2026, 23:03

მსოფლიო

ტრამპი: მე ვიგებ ომს, დიდი უპირატესობით, ყველაფერი ძალიან კარგად მიდის

მე ვიგებ ომს, დიდი უპირატესობით, ყველაფერი ძალიან კარგად მიდის, - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა.

20 აპრილი 2026, 21:37

ეკონომიკა

დადებითი შედეგები და ქვეყანაში გატარებული ეკონომიკური პოლიტიკის ეფექტიანობა - ექსპორტისა და ადგილობრივი ექსპორტის რეკორდული მაჩვენებლები. „ქრონიკის“ რეპორტაჟი

პოზიტიური დინამიკა საგარეო ვაჭრობასა და ადგილობრივი ექსპორტის მაჩვენებლებში. ორივე მიმართულებით ციფრები რეკორდულია. დარგის სპეციალისტები ქვეყანაში გატარებული ეკონომიკური პოლიტიკის ეფექტიანობაზე საუბრობენ.

გენო პეტრიაშვილი

20 აპრილი 2026, 21:29

პოლიტიკა

გენო პეტრიაშვილი: ჩვენ გვყავს ღირსეული სპორტსმენები, რომლებმაც არაერთხელ ასახელეს ჩვენი სამშობლო და რომლებსაც აქვთ ღირსეული მოქალაქეობრივი ვალდებულება და პასუხისმგებლობა

„ჩვენ გვყავს ძალიან ღირსეული სპორტსმენები, რომლებმაც არაერთხელ ასახელეს ჩვენი სამშობლო და რომლებსაც აქვთ ღირსეული მოქალაქეობრივი ვალდებულება და პასუხისმგებლობა. მათი განცხადებები არის უმსგავსობა და კიდევ ერთხელ ნათლად აჩვენებს მათ ხელწერას“, - აღნიშნა პეტრიაშვილმა.

20 აპრილი 2026, 20:59

პოლიტიკა

ოპოზიციის მხარდამჭერები ქართველი წარმატებული სპორტსმენების წინააღმდეგ - ვინ ახალისებს ზიზღის ენას. „ქრონიკის“ სიუჟეტი

4 ოქროს, ორი ვერცხლის და ერთი ბრინჯაოს მედალი - ეს საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებისთვის თბილისის საერთაშორისო ტურნირზე მიღწეული ისტორიული შედეგია. თუმცა არიან ადამიანები, რომლებისთვისაც აღნიშნულ მიღწევაზე მეტად სპორტსმენების პოლიტიკური შეხედულებები უფრო მნიშვნელოვანია.

ნიკოლ ფაშინიანი

20 აპრილი 2026, 20:59

მსოფლიო

ფაშინიანი რუსეთთან ურთიერთობებზე: ყველა ძალისხმევას მივმართავთ რუსეთთან ჩვენი კონსტრუქციული ურთიერთობების შემდგომი განვითარებისთვის

რუსეთთან სომხეთის ურთიერთობები კონსტრუქციული ტრანსფორმაციის ფაზაში იმყოფება, - განაცხადა სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა მმართველი პარტია „სამოქალაქო ხელშეკრულების“ წინასაარჩევნო პროგრამის წარდგენისას.

ნიკოლ ფაშინიანი

20 აპრილი 2026, 20:50

მსოფლიო

ფაშინიანი ევროკავშირში გაწევრიანებაზე განაცხადის შეტანაზე: დამოკიდებული იქნება იმაზე, მზად არის თუ არა ევროკავშირი სომხეთის მისაღებად - თუ პასუხი იქნება დადებითი, სომხეთი შეიტანს განაცხადს

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა წარმოადგინა, რა შემთხვევაში მიმართავს სომხეთი ოფიციალურად ევროკავშირს გაერთიანების სრულუფლებიანი წევრობის თაობაზე. ინფორმაციას ამის შესახებ სომხური მედია ავრცელებს.

20 აპრილი 2026, 20:45

საზოგადოება

რა უკუჩვენებები აქვს დიუშენის სინდრომის მქონე პაციენტების მკურნალობისთვის განკუთვნილ მედიკამენტს, რომლის შემოტანასაც დაავადებულთა ოჯახების წევრები ითხოვენ. „ქრონიკის“ სიუჟეტი

რა მწვავე უკუჩვენებები აქვს დიუშენის სინდრომის მქონე პაციენტების მკურნალობისთვის განკუთვნილ მედიკამენტს, რომლის შემოტანასაც დაავადებულთა ოჯახების წევრები ითხოვენ. შეერთებული შტატების სურსათისა და წამლის ადმინისტრაცია მწვავე უკუჩვენებების და ლეტალური შემთხვევების საფრთხეს აღნიშნავს. სახელმწიფოს პოზიცია- განსაკუთრებული სიფრთხილეა.

პეტერ მადიარი

20 აპრილი 2026, 20:39

მსოფლიო

პეტერ მადიარი ნავთობსადენ „დრუჟბას“ მუშაობის აღდგენაზე: ჩვენ არანაირ დათმობაზე არ წავალთ და მე არ ვურჩევდი პრეზიდენტ ზელენსკის შანტაჟის გზით სიარულს - ამას ვერ გაიგებენ არა მხოლოდ უნგრეთში, არამედ ევროპაშიც

უნგრეთის მომავალმა პრემიერ-მინისტრმა, პეტერ მადიარმა ვოლოდიმირ ზელენსკის მოუწოდა, აღადგინოს რუსული ნავთობის ტრანზიტი „დრუჟბის“ მილსადენით, თუ ის ექსპლუატაციისთვის ვარგისია. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული მედია ავრცელებს.

მასუდ პეზეშკიანი

20 აპრილი 2026, 20:28

მსოფლიო

ირანის პრეზიდენტი: ირანელები ძალას არ ემორჩილებიან

ირანის პრეზიდენტმა, მასუდ პეზეშკიანმა განაცხადა, რომ მის ქვეყანას აშშ-ის მთავრობის მიმართ „ღრმა ისტორიული უნდობლობა“ აქვს და ამერიკელი მაღალჩინოსნების მხრიდან მომავალი „არაკონსტრუქციული და წინააღმდეგობრივი სიგნალები“ გააკრიტიკა.

20 აპრილი 2026, 20:28

პოლიტიკა

იგორ ბლაჟევიჩის სცენარი ოპოზიციას - რევოლუციური ტრენინგები გრძელდება. „ქრონიკის“ სიუჟეტი

„ქრონიკის“ ინფორმაციით, ოპოზიციას და რამდენიმე ორგანიზაციას ამჯერად, „პრაღის საზოგადოებრივი ცენტრის“ ერთ-ერთი ლიდერი, იგორ ბლაჟევიჩი ამზადებს. შეხვედრების შესახებ კითხვებს არცერთი ორგანიზაციის წარმომადგენელი არ პასუხობს, ოპოზიცია კი ბლაჟევიჩისგან გამიჯვნას ცდილობს.

თამარ ჩერგოლეიშვილი
გიგა ბოკერია

20 აპრილი 2026, 20:20

პოლიტიკა

ახალი სარჩელი პარტიების არაკონსტიტუციურად ცნობის შესახებ საკონსტიტუციო სასამართლოშია - ჩამონათვალს „ფედერალისტებიც“ დაემატა. „ქრონიკის“ სიუჟეტი

პარტიების არაკონსტიტუციურად გამოცხადების შესახებ ახალი სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოშია. 3-ის ნაცვლად, მმართველი პარტია ახლა მეოთხე სუბიექტის, „ფედერალისტების“ აკრძალვასაც მოითხოვს.

დონალდ ტრამპი

20 აპრილი 2026, 20:18

მსოფლიო

ტრამპი აცხადებს, რომ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას ვადა ოთხშაბათს ეწურება, თუმცა მისი შემდგომი გახანგრძლივება „ძალიან ნაკლებად სავარაუდოა“

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ იგი ირანთან ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას დასრულებულად „ვაშინგტონის დროით ოთხშაბათს საღამოს“ ჩათვლის და „ძალიან ნაკლებად სავარაუდოა“, რომ შეთანხმების მიუღწევლობის შემთხვევაში მისი ვადა კიდევ ერთხელ გაახანგრძლივოს.

20 აპრილი 2026, 20:07

სამართალი

უცხო ქვეყნის ტერორისტულ ორგანიზაციაში გაერთიანება და ტერორისტულ საქმიანობაში დახმარება - კონტრტერორისტული ცენტრის სპეცოპერაცია გარდაბანსა და აჭარაში. „ქრონიკის“ სიუჟეტი

უცხო ქვეყნის ტერორისტულ ორგანიზაციაში გაერთიანება და ტერორისტულ საქმიანობაში დახმარება- სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა დაჯგუფება ისლამურ სახელმწიფოსთან კავშირში მყოფი ორი ადამიანი დააკავა. კონტრტერორისტული ცენტრის სპეცოპერაცია გარდაბანსა და აჭარაში ჩატარდა.

მაქსიმოს ხარაკოპულოსი

20 აპრილი 2026, 19:49

საზოგადოება

მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის გენერალური მდივანი: მორწმუნე ხალხის სიყვარული გარდაცვლილი პატრიარქის მიმართ განსაკუთრებულად გამოიხატა მისი დაკრძალვის ცერემონიაზე ასიათასობით მორწმუნის დასწრებით

ჩვენ ოფიციალური ვიზიტით ვესტუმრეთ საქართველოს საპატრიარქოს, მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის საერთაშორისო სამდივნოს პროგრამის ფარგლებში, რათა გამოვხატოთ ჩვენი გულწრფელი სამძიმარი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია II-ის გარდაცვალების გამო, - განაცხადა მედიასთან ასამბლეის გენერალური მდივანმა მაქსიმოს ხარაკოპულოსმა.

20 აპრილი 2026, 19:35

მსოფლიო

The New York Times: ირანის დელეგაცია სამშაბათს ისლამაბადში აშშ-თან მოსალაპარაკებლად გამგზავრებას გეგმავს

ორ მაღალჩინოსანზე დაყრდნობით, რომლებიც ინფორმირებულნი არიან დაგეგმილი ვიზიტის შესახებ, ირანის დელეგაცია სამშაბათს ისლამაბადში აშშ-თან მოსალაპარაკებლად გამგზავრებას გეგმავს. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა The New York Times-ი ავრცელებს.

20 აპრილი 2026, 19:26

მსოფლიო

ევროკომისიამ სირიასთან თანამშრომლობის შეთანხმების სრულად აღდგენის ინიციატივა წარადგინა

ევროკომისიამ სირიასთან 1978 წლის თანამშრომლობის შეთანხმების სრულად აღდგენის ინიციატივა წარადგინა, რითაც მაისში სირიის ხელისუფლებასთან დაგეგმილი ოფიციალური მოლაპარაკებების წინ ურთიერთობებს კიდევ უფრო აძლიერებს.