მსოფლიო

ფრიდრიხ მერცი და ურსულა ფონ დერ ლაიენი

27 აპრილი 2026, 12:08

Politico: გერმანელი კონსერვატორები ურსულა ფონ დერ ლაიენზე ზეწოლას აძლიერებენ, რათა ბრიუსელის „მანქანა“ დაშალოს

კონსერვატიული საპარლამენტო ჯგუფის სტრატეგიული დოკუმენტის პროექტი, რომელიც POLITICO-მ მოიპოვა, აჩვენებს გერმანელი კანონმდებლების მზარდ ხისტ ტაქტიკას. „ევროკავშირის დონეზე ბიუროკრატიის მდგრადი შემცირების დღის წესრიგი“ მოიცავს 27 კონკრეტულ მოთხოვნას ევროკომისიის მიმართ. ერთ-ერთი წინადადება ითვალისწინებს სპეციალური საზედამხედველო ორგანოს შექმნას, რომელსაც ექნება ვეტოს უფლება ნებისმიერ ახალ კანონმდებლობაზე, რომელსაც ევროკომისია შესთავაზებს.

27 აპრილი 2026, 11:55

Telegraph: ბრიტანეთი მოკავშირეებთან ერთად თავდაცვითი ბანკის შექმნას გეგმავს

გამოცემა წერს, რომ 150 მილიარდიანი ბანკის შექმნა იგეგმება ევროკავშირის საკრედიტო პროგრამის ანალოგიური გეგმის მიხედვით, რომელიც ბლოკის წევრებს იარაღის შესყიდვისთვის დაბალპროცენტიანი დაფინანსებით უზრუნველყოფს. ბლოკში, ბრიტანეთის ეგიდით, ნატოს წევრი ათი სახელმწიფოს: ნორვეგიის, ფინეთის, შვედეთის, ესტონეთის, ლიეტუვის, ლატვიის, დანიის, ისლანდიისა და ნიდერლანდების გაერთიანება იგულისხმება.

27 აპრილი 2026, 11:47

მედია: თეირანმა ვაშინგტონს მოლაპარაკებებისთვის სამეტაპიანი ფორმულა გაუგზავნა

ირანმა, შუამავლების საშუალებით, შეერთებულ შტატებს მოლაპარაკებისთვის სამეტაპიანი ფორმულა გაუგზავნა. თეირანი ვაშინგტონის მხრიდან მოლაპარაკებების აღდგენის სურვილის შემთხვევაში, პირველ ეტაპზე ცეცხლის სრულად შეწყვეტას და ირანისა და ლიბანის წინააღმდეგ საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტის გარანტიას ითხოვს.

ჩარლზ III და დონალდ ტრამპი

27 აპრილი 2026, 11:43

აშშ-ში ბრიტანეთის მეფის სახელმწიფო ვიზიტი დღეს იწყება

დიდი ბრიტანეთის მეფე ჩარლზ მესამე და მისი მეუღლე ოთხდღიან ვიზიტს ვაშინგტონში დღეს დაიწყებენ. დღესვე შედგება შეერთებული შტატების პრეზიდენტის ოჯახთან არაოფიციალური შეხვედრა, ოფიციალური აუდიენცია კი ხვალ გაიმართება. მოგვიანებით ბრიტანეთის მონარქი კონგრესის ორივე პალატის წინაშე სიტყვით გამოვა.

კეშ პატელი

27 აპრილი 2026, 11:37

Politico: შესაძლოა კეშ პატელი თანამდებობიდან უახლოეს პერიოდში დაითხოვონ

მათ შორის სახელდება მრავალრიცხოვანი ნეგატიური პუბლიკაცია, რომელიც პრეზიდენტის გაღიზიანებას იწვევს. პატელს ახლა უკვე იმის ახსნა-განმარტებაც მოუწევს, როგორ შეძლო სასტუმრო „ჰილტონში“ თავდამსხმელმა, მიახლოებოდა დაცულ ღონისძიებას, რომელშიც პრეზიდენტი და ადმინისტრაციის წევრები მონაწილეობდნენ. მედიაში წერენ, რომ პატელის გათავისუფლება დროის საკითხია.

დონალდ ტრამპი

27 აპრილი 2026, 11:32

დონალდ ტრამპი: სროლის გამო არ ვნერვიულობდი. ჩვენ გიჟურ სამყაროში ვცხოვრობთ. მინდოდა მენახა, რა ხდებოდა

„სროლის გამო არ ვნერვიულობდი. ჩვენ გიჟურ სამყაროში ვცხოვრობთ. მინდოდა მენახა, რა ხდებოდა. შესანიშნავი ადამიანების დაცვის ქვეშ ვიყავი. ალბათ, გარკვეულწილად შევაყოვნე ისინი. ვეუბნებოდი: „მოიცადეთ, მოიცადეთ“. ნახვა მინდოდა, რა ხდებოდა. თავდამსხმელი ავადმყოფი და რადიკალიზებული ადამიანი იყო. ქრისტიანი, რომელიც შემდეგ ანტიქრისტიანულ პოზიციებზე გადავიდა. მისი ოჯახი ძალიან შეშფოთებული იყო“, - განაცხადა ტრამპმა.

კოულ ტომას ალენი

27 აპრილი 2026, 11:18

მედია: ვაშინგტონში მიღებაზე სროლაში ეჭვმიტანილმა მანიფესტი დაწერა, რომელშიც გაამხილა, რომ მისი სამიზნე ტრამპის ადმინისტრაციის წევრები იყვნენ

ამერიკული მედიის ცნობით, თეთრი სახლის კორესპონდენტთა ასოციაციის მიღებაზე სროლაში ეჭვმიტანილმა მანიფესტი დაწერა, სადაც მკაფიოდ მიუთითა, რომ ადმინისტრაციის წარმომადგენლებზე თავდასხმა სურდა. 31 წლის კოულ ტომას ალენმა მანიფესტი ოჯახის წევრებს გადასცა, ინციდენტამდე რამდენიმე წუთით ადრე კი ის პოლიციას ეჭვმიტანილის ძმამ გადაუგზავნა. რადიკალური განწყობა დაკავებულმა დაკითხვაზეც დაადასტურა.

27 აპრილი 2026, 11:12

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის ანგარიში: ევროკავშირი 6 ევროპული ქვეყნის არჩევნებში ჩაერია

ევროკავშირი ჩაერია არჩევნებში და არ დაუშვა თავისუფალი კენჭისყრა სლოვაკეთში (2023 წელს), ნიდერლანდებში (2023/2025 წლებში), საფრანგეთში (2024 წელს), რუმინეთში (2024 წელს), მოლდოვასა (2024 წელს) და ირლანდიაში (2024/2025 წლებში), - ნათქვამია აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის ანგარიშში, რომელიც რესპუბლიკური პარტიის წევრების მიერ არის მომზადებული.

{{n.PhotoAltTag}}

{{n.Date}}, {{n.Time}}

{{n.Title}}

{{n.ShortDescription}}