რუბიო აცხადებს, რომ მისი აზრით, ირანელი მომლაპარაკებლები სერიოზულად არიან განწყობილნი აშშ-თან შეთანხმების მისაღწევად
მარკო რუბიო
ფოტო: GettyImages
აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, მარკო რუბიო აცხადებს, რომ მისი აზრით, ირანელი მომლაპარაკებლები „სერიოზულად“ არიან განწყობილნი აშშ-თან შეთანხმების მისაღწევად.
რუბიომ ეს განცხადება ორშაბათს, Fox News-თან ინტერვიუში გააკეთა. მისი თქმით, რეჟიმის ხელმძღვანელობა განადგურებულია და ცდილობს „დრო მოიგოს“.
„ვფიქრობ, ისინი სერიოზულად ცდილობენ იმ ქაოსიდან თავის დაღწევას, რომელშიც აღმოჩნდნენ. ყველა ის პრობლემა, რაც ირანს ჰქონდა, კვლავ არსებობს. რამდენიმე თვის წინ მათ ჰქონდათ გამოსვლები, ეს იყო ეკონომიკური პროტესტი. ყველა ის სირთულე, რაც ირანს ამ კონფლიქტის დაწყებამდე ჰქონდა, კვლავ აქტუალურია და მათი უმეტესობა გაუარესდა. ფასების ინფლაცია უფრო მაღალია. მათ კვლავ აწუხებთ გვალვა. კვლავ აქვთ პრობლემები ხელფასების გაცემასთან დაკავშირებით. მათი ეკონომიკა პარალიზებულია, ისინი მთელ მსოფლიოში მკაცრი ეკონომიკური სანქციების წინაშე დგანან. ყველა ეს პრობლემა სახეზეა და ბევრი მათგანი დამძიმდა. ახლა კი მათ რაკეტების მხოლოდ ნახევარი დარჩათ, ქარხნები აღარ აქვთ, აღარ ჰყავთ სამხედრო-საზღვაო და სამხედრო-საჰაერო ძალები. ეს ყველაფერი განადგურდა. ასე რომ, ისინი უფრო მძიმე მდგომარეობაში და უფრო სუსტები არიან“, - განაცხადა რუბიომ.
„შევახსენებდი, რომ ირანის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების დონე საგანგებოა. ირანზე ზეწოლა უპრეცედენტოა და ვფიქრობ, კიდევ უფრო მეტი ბერკეტის გამოყენებაა შესაძლებელი. მაგრამ ვიმედოვნებ, რომ ამ კონფლიქტის შემდეგ მთელ მსოფლიოს თვალი აეხილა იმ საფრთხეზე, რომელსაც ირანი წარმოადგენს. ვიმეორებ, მათ სურთ მსოფლიოს ბირთვული იარაღით ის გაუკეთონ, რასაც ახლა ნავთობით აკეთებენ - სურთ მსოფლიო მძევლად აიყვანონ, რათა აკეთონ ის, რაც მოესურვებათ. ეს მიუღებელია“, - დასძინა მან.
ყველა სიახლე
27 აპრილი 2026, 20:40
პოლიტიკა
ირაკლი კირცხალია: მინდა მთელი გუნდის სახელით მადლობა გადავუხადო მამუკა მდინარაძეს კოლოსალური შრომისთვის, რაც მან გაწია უსაფრთხოების სამსახურის უფროსის თანამდებობაზე
მინდა მთელი გუნდის სახელით მადლობა გადავუხადო კოლოსალური შრომისთვის, რაც მან გაწია უსაფრთხოების სამსახურის უფროსის თანამდებობაზე, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კირცხალიამ უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ.
27 აპრილი 2026, 20:27
მსოფლიო
მერცი: შეგვიძლია დახმარების გაწევა, მაგრამ ჯერ საბრძოლო მოქმედებები უნდა დასრულდეს - ირანელები აშკარად იმაზე ძლიერები აღმოჩნდნენ, ვიდრე ეგონათ, ხოლო ამერიკელებს, როგორც ჩანს, დამაჯერებელი მოლაპარაკებების სტრატეგია არ გააჩნიათ
გერმანიის კანცლერმა, ფრიდრიხ მერცმა განაცხადა, რომ ირანი ამერიკის შეერთებულ შტატებს „ამცირებს“. მან გააკრიტიკა ვაშინგტონის მცდელობები, თავი დააღწიოს ომს, რომელშიც ის ყოველგვარი მკაფიო მიზნების დასახვის გარეშე ჩაება.
27 აპრილი 2026, 20:21
პოლიტიკა
საგარეო საქმეთა მინისტრის და ევროკავშირის ელჩის შეხვედრა „ქრონიკის“ სიუჟეტში
საქართველოს ხელისუფლება ევროკავშირთან კონსტრუქციული დიალოგისთვის ყოველთვის მზად არის. ეს ერთ-ერთი გზავნილია, რომელიც საგარეო საქმეთა მინისტრმა ევროკავშირის ელჩთან შეხვედრისას დაადასტურა.
27 აპრილი 2026, 20:18
მსოფლიო
ესტონეთის პრეზიდენტი აცხადებს, რომ ევროპის ქვეყნებმა უკვე ახლა უნდა დაგეგმონ თავიანთი მოქმედებები იმ პერიოდისთვის, როდესაც რუსეთ-უკრაინის ომი დასრულდება, ასევე რუსეთთან ურთიერთქმედების მოდელი
ესტონეთის პრეზიდენტი, ალარ კარისი მიიჩნევს, რომ ევროპის ქვეყნებმა უკვე ახლა უნდა დაგეგმონ თავიანთი მოქმედებები იმ პერიოდისთვის, როდესაც რუსეთ-უკრაინის ომი დასრულდება, ასევე რუსეთის ფედერაციასთან ურთიერთქმედების მოდელი, რადგან ეს შესაძლოა სწრაფად და მოულოდნელად მოხდეს. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული მედია ავრცელებს.
27 აპრილი 2026, 20:17
პოლიტიკა
თორნიკე ჭეიშვილი: ის, რაც შეერთებული შტატების ანგარიშშია ასახული, ფაქტობრივად საკუთარი თვალით გვაქვს ნანახი და ერთგვარი გამოცდილებაც გვაქვს მიღებული თუ როგორ ჰქონდა ადგილი საარჩევნო პროცესში ჩარევის მცდელობას
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე თორნიკე ჭეიშვილი „ქრონიკასთან“ აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის ანგარიშს ეხმაურება.
27 აპრილი 2026, 20:10
მსოფლიო
ანდრიუს კუბილიუსი: უკრაინას ჯერჯერობით არ შეუძლია ნატოში გაწევრიანება, ევროკავშირში სრულფასოვანი წევრობა კი რთული პროცესია
ევროპის თავდაცვითი კავშირი დაეხმარებოდა ევროკავშირის წევრი ქვეყნების, ასევე უკრაინის, ბრიტანეთისა და ნორვეგიის თავდაცვის შესაძლებლობების ინტეგრაციას. ამის შესახებ თავდაცვისა და კოსმოსის საკითხებში ევროკომისარმა, ანდრიუს კუბილიუსმა პოლონეთის ქალაქ ჟეშუვში გამართულ კონფერენციაზე განაცხადა. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული მედია ავრცელებს.
27 აპრილი 2026, 20:10
პოლიტიკა
არჩევნებში ჩარევა და ცენზურა - აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის ანგარიში ევროკავშირის არაკეთილსინდისიერ პოლიტიკურ თამაშებს ამხელს. „ქრონიკის“ სიუჟეტი
არჩევნებში ჩარევა და ცენზურა - ევროკავშირის არაკეთილსინდისიერ პოლიტიკურ თამაშებს ამჯერად აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის ანგარიში ამხელს.
27 აპრილი 2026, 20:02
პოლიტიკა
დავით სონღულაშვილი ცხოველთა ჯანმრთელობის დაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურ მდივანს შეხვდა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში გამართულ შეხვედრას მინისტრის მოადგილეები ლაშა ავალიანი, ლაშა დოლიძე და სამინისტროს შესაბამისი უწყების და სამსახურების ხელმძღვანელი პირები ესწრებოდნენ.
27 აპრილი 2026, 20:00
პოლიტიკა
გივი მიქანაძემ იტალიის ელჩთან თანამშრომლობის გაძლიერების საკითხები განიხილა
მხარეებმა იმსჯელეს საქართველოს ერთიან ეროვნულ გამოცდებში იტალიური ენის, როგორც არჩევითი უცხო ენის დამატების შესაძლებლობაზეც.
27 აპრილი 2026, 19:40
მსოფლიო
მერცი უკრაინაზე: ჩვენ ვერ მივიღებთ ევროკავშირში ქვეყანას, რომელიც ომის მდგომარეობაში იმყოფება - ომი უნდა დასრულდეს
ზელენსკიმ წამოაყენა იდეა ევროკავშირში 2027 წლის 1-ლი იანვრისთვის გაწევრიანების შესახებ - ეს არ იმუშავებს, 2028 წლის 1-ლი იანვარიც კი არარეალურია, - განაცხადა გერმანიის კანცლერმა, ფრიდრიხ მერცმა. ინფორმაციას ამის შესახებ გერმანული გამოცემა Deutsche Welle ავრცელებს.
27 აპრილი 2026, 19:30
პოლიტიკა
გურამ მაჭარაშვილი: „ხალხის ძალა“ ვიყავით მართლები - ამერიკის კონგრესის ანგარიშში წერია პირდაპირ, რომ ევროკავშირი 6 ქვეყნის არჩევნებში ერეოდა
პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელი მდივანი, გურამ მაჭარაშვილი მედიასთან გამოეხმაურა შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატის ანგარიშს, რომლის მიხედვითაც ევროკავშირი ექვსი ევროპული ქვეყნის არჩევნებში ჩაერია. მაჭარაშვილმა აღნიშნა, რომ „ხალხის ძალა“ უკვე წლებია საუბრობს ევრობიუროკრატების ზეწოლასა და ჩარევაზე სხვა ქვეყნების შიდა საქმეებში:
27 აპრილი 2026, 19:06
მსოფლიო
Reuters: უნგრეთი და ევროკავშირი დაბლოკილი მილიარდების გამოთავისუფლების პირობებს განიხილავენ
ევროკავშირის მაღალჩინოსნები და უნგრეთის მომავალი მთავრობა ოთხშაბათს იმ ცვლილებებს განიხილავენ, რომლებიც ბუდაპეშტმა უნდა განახორციელოს 17 მილიარდი ევროს ოდენობის ევროკავშირის სახსრების განსაბლოკად, - წერს საინფორმაციო სააგენტო Reuters-ი.
27 აპრილი 2026, 19:00
პოლიტიკა
გურამ მაჭარაშვილი: რაც მალე დაიწყება საკონსტიტუციო სასამართლოში რადიკალური პარტიების აკრძალვის პროცესი, მით მალე აღსრულდება ხალხის დაკვეთის ბოლო ეტაპი - კრიმინალური, ანტისახელმწიფოებრივი პარტიების გაუქმება
საკონსტიტუციო სასამართლოში „ნაციონალური მოძრაობისა“ და მასთან აფილირებული სხვა პარტიების აკრძალვასთან დაკავშირებით შეტანილ სარჩელსა და საქმის განხილვის პროცესს ეხმიანება პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელი მდივანი გურამ მაჭარაშვილი.
27 აპრილი 2026, 18:55
მსოფლიო
The Wall Street Journal: არაღჩის ვიზიტი რუსეთში თეირანსა და მოსკოვს შორის თანამშრომლობის გაღრმავების ნიშანია
ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის, აბას არაღჩის ვიზიტი რუსეთში იმ დროს იმართება, როდესაც ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობა ღრმავდება - ორივე მათგანი აშშ-ის მიმართ მტრულადაა განწყობილი და ერთმანეთს სამხედრო თვალსაზრისითაც ეხმარებიან, - წერს გამოცემა The Wall Street Journal-ი.
27 აპრილი 2026, 18:50
სამართალი
აზერბაიჯანის შინაგან საქმეთა მინისტრმა სულხან თამაზაშვილს თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრს, სულხან თამაზაშვილსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრს, ვილაიათ ეივაზოვს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა.
27 აპრილი 2026, 18:43
მსოფლიო
ლიბანის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, საომარი მოქმედებების შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 2 500-ს გადააჭარბა
ლიბანის ჯანდაცვის სამინისტრომ ორშაბათს განაცხადა, რომ 2 მარტის შემდეგ ლიბანში ისრაელის სამხედრო კამპანიის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 2 521-ს მიაღწია, ხოლო დაშავებულთა რაოდენობა 7 804 ადამიანია.
27 აპრილი 2026, 18:42
საზოგადოება
გურამ ნიკოლაშვილი: ავტომობილის ფლობა მისასალმებელია და მისი გადაადგილება ხელშეწყობას საჭიროებს, თუმცა პრიორიტეტი მაინც ქვეითისა და საზოგადოებრივი ტრანსპორტის საჭიროებაზე მორგებული ქალაქია
ავტომობილის საკუთრებაში ფლობა, გაჩერება და გადაადგილება - ეს ერთი მთლიანი საკითხი არ არის. რა თქმა უნდა, ავტომობილის ფლობა მისასალმებელია და მისი გადაადგილება ხელშეწყობას საჭიროებს, თუმცა პრიორიტეტი მაინც ქვეითის და საზოგადოებრივი ტრანსპორტის საჭიროებაზე მორგებული ქალაქია, - განაცხადა საკრებულოს სხდომაზე დედაქალაქის წარმომადგენლობითი ორგანოს წევრმა გურამ ნიკოლაშვილმა ოპოზიციონერი კოლეგების მიერ გაკეთებული განცხადების პასუხად დედაქალაქში არასაკმარისი საპარკინგე ადგილების შესახებ.
27 აპრილი 2026, 18:34
პოლიტიკა
გიორგი ვოლსკი ევრობიუროკრატებზე: არ ემორჩილები - რას არ ვემორჩილები? გეუბნები, არ შემოიტანო შავი ფული, არ დააფინანსო რევოლუცია. ნუ გადადგამ ისეთ ნაბიჯს, რომ ახალგაზრდა დაუპირისპირდეს კანონს და შესაბამისად, მოხვდეს განსასჯელთა სკამზე
„არ ემორჩილები - რას არ ვემორჩილები? გეუბნები, არ შემოიტანო შავი ფული, არ დააფინანსო რევოლუცია. ნუ გადადგამ ისეთ ნაბიჯს, რომ ახალგაზრდა დაუპირისპირდეს კანონს და შესაბამისად, მოხვდეს განსასჯელთა სკამზე“, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილე გიორგი ვოლსკიმ ევრობიუროკრატებთან დაკავშირებით.
27 აპრილი 2026, 18:33
მსოფლიო
აბას არაღჩიმ სამშვიდობო მოლაპარაკებების ჩაშლაში აშშ დაადანაშაულა
ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, აბას არაღჩიმ სამშვიდობო მოლაპარაკებების ჩაშლაში აშშ დაადანაშაულა და ორშაბათს, რუსეთში ვიზიტისას, ვაშინგტონის მოთხოვნებს „გადაჭარბებული“ უწოდა. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა POLITICO ავრცელებს.


