imedi /  28 აპრილი 2026, 02:56 / სანდო წყარო

The New York Times: ომი აშშ-მა დაიწყო, შედეგებს კი მთელი მსოფლიო იმკის

ირანში მიმდინარე ორთვიანი ომის შედეგები აჩერებს ტექსტილის ქარხნებს ინდოეთსა და ბანგლადეშში, აფერხებს ავიამიმოსვლას ირლანდიაში, პოლონეთსა და გერმანიაში და იწვევს ენერგიის რაციონირებას ვიეტნამში, სამხრეთ კორეასა და ტაილანდში - როგორც ჩანს, ერთადერთი ქვეყანა, რომელიც შედარებით გადაურჩა ამ ეკონომიკურ ქაოსს, სწორედ ისაა, ვინც ომი დაიწყო: ამერიკის შეერთებული შტატები, - წერს გამოცემა The New York Times-ი სტატიაში სათაურით „ომი აშშ-მა დაიწყო, შედეგებს კი მთელი მსოფლიო იმკის“.

მიუხედავად იმისა, რომ რეცესიის გამაფრთხილებელი ნიშნები აზიისა და ევროპის არაერთ ქვეყანაში შეიმჩნევა, ამერიკის შეერთებული შტატები, სავარაუდოდ, მსოფლიოს განვითარებული ეკონომიკების უმეტესობაზე უკეთეს შედეგებს აჩვენებს. ეკონომიკური ზრდა სტაბილურია, ხოლო უმუშევრობის დონე - დაბალი. „აშშ-ის ეკონომიკის წინააღმდეგ ფსონის დადება კვლავ რთულია“, - განაცხადა გასულ კვირას კანადის სამეფო ბანკმა (Royal Bank of Canada).

არაბთა გაერთიანებულმა საამიროებმა - მსოფლიოს ერთ-ერთმა უმდიდრესმა ქვეყანამ, რომლის სუვერენული ფონდებიც 2 ტრილიონ დოლარს აჭარბებს - ამერიკის შეერთებულ შტატებს ფინანსური დახმარება სთხოვა მას შემდეგ, რაც სარაკეტო დარტყმების შედეგად გაზის საბადოები დაუზიანდა, ხოლო ჰორმუზის სრუტეში ნაოსნობა შეწყდა.

სულ რაღაც რვა კვირაში გლობალური ეკონომიკური პროგნოზი თავდაყირა დადგა.

ყველაზე მძიმე ეკონომიკური დარტყმა ღარიბ ქვეყნებზე მოდის, სადაც მომხმარებლებისთვის ენერგიის გაზრდილი ფასები ხელმიუწვდომელია, მთავრობებს კი არ აქვთ სახსრები, რათა დახმარებით დააკომპენსირონ ეს ხარჯები. ამავდროულად, დაფინანსების შემცირებასთან ერთად, ამ ქვეყნებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი სესხების აღების ღირებულება კიდევ უფრო იზრდება.

საწვავისა და სასუქის ფასების მკვეთრი ზრდა ნიშნავს, რომ წლის ბოლოს საკვები პროდუქტები კიდევ უფრო გაძვირდება. გასულ კვირას საერთაშორისო სავალუტო ფონდმა განაცხადა, რომ აფრიკაში „სურსათის დეფიციტის საფრთხე სულ უფრო რეალური ხდება“. აზიისა და წყნარი ოკეანის რეგიონში კი მილიონობით ადამიანი სიღარიბეში აღმოჩენის რისკის ქვეშ არის - ამის შესახებ გაფრთხილება გაეროს განვითარების პროგრამამ გაავრცელა.

აზიის ბევრ ქვეყანაში უკვე იგრძნობა საწვავის დეფიციტი, რაც ომის გაჭიანურებასთან ერთად კიდევ უფრო გაუარესდება - აცხადებს რაღურამ რაჯანი, ჩიკაგოს უნივერსიტეტის ეკონომისტი და ინდოეთის სარეზერვო ბანკის ყოფილი მმართველი.

ინდოეთში ფოლადის ქარხნებმა, ხოლო იაპონიაში ავტომწარმოებლებმა წარმოება შეამცირეს, რაც ენერგიის გაზრდილი ფასებითა და მოთხოვნის კლების მოლოდინითაა განპირობებული. ჩინეთში სათამაშოების ქარხნები, რომლებიც ისედაც ზარალდებოდნენ აშშ-ის ტარიფების გამო, ახლა ათასობით იმ მუშის უკმაყოფილებას უმკლავდებიან, რომლებიც სამუშაო ადგილების დაკარგვის გამო არიან განრისხებულნი.

სხვა პროდუქტების დეფიციტი, რომლებიც, როგორც წესი, ჰორმუზის სრუტის გავლით გადაიზიდება - როგორიცაა ჰელიუმი, ალუმინი და ნაფთა - გავლენას ახდენს საქონლის გასაოცარ მრავალფეროვნებაზე, პრეზერვატივებიდან დაწყებული მიკროჩიპებით დამთავრებული.

რა თქმა უნდა, აშშ-ის ეკონომიკა სრულად არ არის დაცული ამ შოკისგან. ომის დაწყების შემდეგ ბენზინის ფასი ერთ გალონზე 1 დოლარზე მეტით გაიზარდა. ეს ამერიკელი მომხმარებლებისთვის ერთგვარი გადასახადია, რომელიც განსაკუთრებით მძიმედ დაბალშემოსავლიან ოჯახებს დააწვა.

უოლ-სტრიტზე ბანკებმა ომის დაწყების შემდეგ ეკონომიკური ზრდის პროგნოზები შეამცირეს, ინფლაციის მოლოდინი კი გაზარდეს. ამასთან, თითქმის სრულად გამოირიცხა საპროცენტო განაკვეთების შემდგომი შემცირების შესაძლებლობა, სულ მცირე, შემოდგომამდე.

თუმცა, დანარჩენ მსოფლიოსთან შედარებით, შიდა ეკონომიკაზე გავლენა ნაკლებად საგრძნობია. სამომხმარებლო ხარჯები კვლავ მაღალია, სამუშაო ადგილებიდან დათხოვნის მაჩვენებელი დაბალი რჩება, ხოლო პროგნოზისტები წელს კვლავ მყარ ეკონომიკურ ზრდას ელიან.

ეკონომისტები აცხადებენ, რომ ნავთობის ფასის გაცილებით მკვეთრი ზრდაა საჭირო - შესაძლოა ბარელზე 150 დოლარამდეც კი - რათა მათ სერიოზულად დაიწყონ ნერვიულობა ამერიკის შეერთებულ შტატებში რეცესიის შესაძლებლობაზე.

მთელ მსოფლიოში რესურსების დეფიციტი და მაღალი ფასები ეკონომიკური აქტივობის შემცირების საგანგაშო ციკლს უდებს საფუძველს: მაღალი ფასები ამცირებს მოთხოვნას საწვავზე, მოთხოვნის კლება კი, თავის მხრივ, იწვევს წარმოების, დასაქმებისა და დანახარჯების შემცირებას.

ამერიკის შეერთებული შტატებისთვის ყველაზე დიდი უპირატესობა ისაა, რომ, თავისი გლობალური პარტნიორების უმეტესობისგან განსხვავებით, ის იმაზე მეტ ნავთობსა და გაზს აწარმოებს, ვიდრე მოიხმარს. ეს არ ნიშნავს, რომ მასზე გლობალურ ენერგობაზარზე მიმდინარე პროცესები გავლენას არ ახდენს, თუმცა ეს გარემოება დარტყმის შერბილებას უწყობს ხელს.

აშშ-ის ეკონომიკა ასევე დიდწილად ეფუძნება მომსახურების სფეროს და შედარებით ნაკლებად არის დამოკიდებული ენერგოტევად წარმოებაზე, რომელიც ყველაზე მეტად დააზარალა ნავთობის ფასების მკვეთრმა ზრდამ. ამასთან, ბევრ სხვა ქვეყანასთან შედარებით, ამერიკა ომს უფრო ძლიერი ეკონომიკით შეხვდა, რამაც მას ეკონომიკური შენელებისგან თავდასაცავად მეტი „ბუფერი“ შეუქმნა.

თუ ომი გაჭიანურდება, აშშ-ის ეკონომიკისთვის მიყენებული ზარალი გაიზრდება. საწვავის მაღალი ფასები კიდევ უფრო გაზრდის გადაზიდვების ღირებულებას, რამაც, შესაძლოა, სხვა სამომხმარებლო საქონელზე ფასების მატება გამოიწვიოს.

თუნდაც ომი ხვალვე დასრულდეს, ენერგეტიკის სფეროს ხელმძღვანელთა და პოლიტიკურ ანალიტიკოსთა უმეტესობას ეჭვი ეპარება, რომ მოძრაობა ჰორმუზის სრუტეში ოდესმე დაუბრუნდება იმ ნიშნულს, რაც ომამდე იყო. ომმა აჩვენა, თუ რამდენად ადვილია თავისუფალი ნაოსნობის შეფერხება, რამაც რისკები და ხარჯები კიდევ უფრო გაზარდა.

ყველა სიახლე

დონალდ ტრამპი

31 ივლისი 2026, 04:19

მსოფლიო

„ეს ძალიან განსაკუთრებული იარაღია და ოდნავ ფრთხილად უნდა ვიყოთ იმასთან დაკავშირებით, თუ ვის ვაძლევთ ლიცენზიას“ - ტრამპმა Financial Times-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ „დარწმუნებული არ არის“, მისცემს თუ არა ვაშინგტონი უკრაინას Patriot-ის რაკეტების წარმოების ლიცენზიას

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ჯერ არ გადაუწყვეტია, მისცემს თუ არა უკრაინას Patriot-ის ტიპის საჰაერო თავდაცვის რაკეტების წარმოების უფლებას.

დონალდ ტუსკი

31 ივლისი 2026, 04:08

მსოფლიო

დონალდ ტუსკს არ მიაჩნია, რომ პოლონეთი რუსეთის მხრიდან სარაკეტო დარტყმის სამიზნე იყო

არავითარი საფუძველი არ გვაქვს ვივარაუდოთ, რომ სამიზნე პოლონეთი იყო, - განაცხადა პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა, დონალდ ტუსკმა ლუბლინის ოლქში რუსული რაკეტის ჩამოვარდნის ინციდენტის კომენტირებისას.

ჯანი ინფანტინო

31 ივლისი 2026, 03:55

მსოფლიო

Sky News: ჯანი ინფანტინო ფიფას პრეზიდენტის პოსტზე მხარდაჭერას სწრაფად კარგავს

Sky News-ის ინფორმაციით, ჯანი ინფანტინო ფიფას პრეზიდენტის პოსტზე მხარდაჭერას სწრაფად კარგავს. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც ევროპულმა ქვეყნებმა მსოფლიო ჩემპიონატის ბოიკოტირება დააანონსეს იმ შემთხვევისთვის, თუ ის ტურნირის ნაწილის კერძო ინვესტორებზე გაყიდვას გადაწყვეტს.

დონალდ ტრამპი

31 ივლისი 2026, 03:48

მსოფლიო

ტრამპი: დღეს, „მშვიდობის საბჭომ“ ისტორიულ შეთანხმებას მიაღწია ღაზაში „ჰამასისა“ და ყველა სხვა შეიარაღებული დაჯგუფების სრული განიარაღების შესახებ - ეს უდიდესი ნაბიჯია მდგრადი მშვიდობისა და უსაფრთხოებისკენ

დღეს, „მშვიდობის საბჭომ“ ისტორიულ შეთანხმებას მიაღწია ღაზაში „ჰამასისა“ და ყველა სხვა შეიარაღებული დაჯგუფების სრული განიარაღების შესახებ - ეს უდიდესი ნაბიჯია მდგრადი მშვიდობისა და უსაფრთხოებისკენ, - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა.

ხავიერ მილეი

31 ივლისი 2026, 03:34

მსოფლიო

არგენტინის მთავრობამ ცვლილებები შეიტანა ქვეყნის საიმიგრაციო კანონმდებლობაში, რაც ხელისუფლებას უფლებამოსილებას ანიჭებს, ქვეყნიდან გააძევოს უცხო ქვეყნის მოქალაქეები, რომლებიც ზეპირი თუ წერილობითი ფორმით ავრცელებენ სიძულვილის შემცველ გზავნილებს არგენტინის ან მისი ეროვნული სიმბოლოების წინააღმდეგ

არგენტინის მთავრობამ ცვლილებები შეიტანა ქვეყნის საიმიგრაციო კანონმდებლობაში, რაც ხელისუფლებას უფლებამოსილებას ანიჭებს, ქვეყნიდან გააძევოს უცხო ქვეყნის მოქალაქეები, რომლებიც ზეპირი თუ წერილობითი ფორმით ავრცელებენ სიძულვილის შემცველ გზავნილებს არგენტინის ან მისი ეროვნული სიმბოლოების წინააღმდეგ.

ილონ მასკი

31 ივლისი 2026, 03:24

მსოფლიო

The New York Times: ილონ მასკი შუალედურ არჩევნებზე 100-დან 120 მილიონ დოლარამდე დახარჯვას გეგმავს „რესპუბლიკელების“ დასახმარებლად

გავრცელებული ინფორმაციით, მილიარდერი ილონ მასკი შუალედურ არჩევნებზე 100-დან 120 მილიონ დოლარამდე დახარჯვას გეგმავს „რესპუბლიკელების“ დასახმარებლად.

ჯორჯია მელონი

31 ივლისი 2026, 00:16

მსოფლიო

იტალიის პრემიერი: სეუტადან მიღებული კადრები შოკისმომგვრელია - მზად ვართ საზღვრებისა და ჩვენი მოქალაქეების დასაცავად საგანგებო ზომებსაც კი მივმართოთ, მათ შორის, ესპანეთთან შენგენის ზონის მოქმედების შეჩერებას

სეუტადან მიღებული კადრები შოკისმომგვრელია და კიდევ ერთხელ ამტკიცებს, რომ უკონტროლო არალეგალური მიგრაცია ევროპის საზღვრების უსაფრთხოებისთვის რეალურ საფრთხეს წარმოადგენს, - განაცხადა იტალიის პრემიერ-მინისტრმა, ჯორჯია მელონიმ.

30 ივლისი 2026, 22:59

მსოფლიო

მედია: იტალიის მთავრობა სეუტაში დაფიქსირებული მიგრაციული კრიზისის გამო ესპანეთთან თავისუფალი გადაადგილების შესახებ შენგენის შეთანხმების შეჩერების შესაძლებლობას სწავლობს

იტალიის მთავრობა სეუტაში დაფიქსირებული მიგრაციული კრიზისის გამო ესპანეთთან თავისუფალი გადაადგილების შესახებ შენგენის შეთანხმების შეჩერების შესაძლებლობას სწავლობს. ამის შესახებ სააგენტო Reuters-ს იტალიის მთავრობის ადმინისტრაციაში არსებულმა წყაროებმა განუცხადეს.

30 ივლისი 2026, 22:55

მსოფლიო

ესპანური მედია: პოლიციაში არსებული წყაროების ცნობით, უსაფრთხოების ძალებმა იმ ცხრა ადამიანის ცხედარი იპოვეს, რომლებიც სეუტაში ცურვით შესვლას ცდილობდნენ

პოლიციაში არსებული წყაროების ცნობით, უსაფრთხოების ძალებმა იმ ცხრა ადამიანის ცხედარი იპოვეს, რომლებიც სეუტაში ცურვით შესვლას ცდილობდნენ.

30 ივლისი 2026, 22:45

მსოფლიო

ირანმა ორი ევროპული ქვეყანა გააფრთხილა, არ მისცენ აშშ-ს უფლება, გამოიყენოს მათ ტერიტორიაზე არსებული ბაზები ისლამური რესპუბლიკის წინააღმდეგ შესაძლო იერიშების განსახორციელებლად

ირანმა ორი ევროპული ქვეყანა გააფრთხილა, არ მისცენ აშშ-ს უფლება, გამოიყენოს მათ ტერიტორიაზე არსებული ბაზები ისლამური რესპუბლიკის წინააღმდეგ შესაძლო იერიშების განსახორციელებლად.

დავით ქართველიშვილი

30 ივლისი 2026, 22:12

პოლიტიკა

დავით ქართველიშვილი ნინო ჯანგირაშვილს: რამდენსაც უნდა ეცადოთ, რომ საზოგადოებას თავს ცრუ ნარატივები მოახვიოთ, თქვენდა სამწუხაროდ, მსოფლიოსა და რეგიონში მიმდინარე კონფლიქტების მიუხედავად, საქართველო კვლავ ერთ-ერთ მიმზიდველ ტურისტულ მიმართულებად რჩება

ჯანგირაშვილო, გასაგებია, რომ შენ და შენნაირებს მხოლოდ ნეგატიური სურათის დანახვა გსურთ, რადგან ქვეყანა არ გიყვართ. თუმცა, რამდენსაც უნდა ეცადოთ, რომ საზოგადოებას თავს ცრუ ნარატივები მოახვიოთ, თქვენდა სამწუხაროდ, მსოფლიოსა და რეგიონში მიმდინარე კონფლიქტების მიუხედავად, საქართველო კვლავ ერთ-ერთ მიმზიდველ ტურისტულ მიმართულებად რჩება, - ასე ეხმიანება სოციალურ ქსელში „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი ნინო ჯანგირაშვილის მოსაზრებებს თითქოს ტურისტებს საქართველოში ჩამოსვლა აღარ სურთ.

30 ივლისი 2026, 22:06

მსოფლიო

ბრიუსელი სეუტაში შექმნილ ვითარებას ყურადღებით აკვირდება და ესპანეთს Frontex-ის დახმარებას სთავაზობს

ევროკომისარმა საშინაო საქმეთა და მიგრაციის საკითხებში, მაგნუს ბრუნერმა ესპანეთის შინაგან საქმეთა მინისტრს, ფერნანდო გრანდე-მარლასკას განუცხადა, რომ ევროკავშირი მზადაა გაძლიერებული მხარდაჭერა აღმოუჩინოს ესპანეთს, მათ შორის ევროპის სასაზღვრო და სანაპირო დაცვის სააგენტო Frontex-ის ჩართულობით, რათა ქვეყანა სეუტაში შექმნილ სიტუაციას გაუმკლავდეს.

30 ივლისი 2026, 22:02

პოლიტიკა

ლადო სადღობელაშვილი: ჯანგირაშვილი მანიპულირებს და ცდილობს თავს მოგვახვიოს დესტრუქციული ნარატივი, თითქოს, ტურისტებს საქართველოში ჩამოსვლა აღარ უნდათ. ფაქტია, რომ ჯანგირაშვილი ცრუობს, რასაც ფაქტები ადასტურებს

ჯანგირაშვილი მანიპულირებს და ცდილობს თავს მოგვახვიოს დესტრუქციული ნარატივი, თითქოს, ტურისტებს საქართველოში ჩამოსვლა აღარ უნდათ. ფაქტია, რომ ჯანგირაშვილი ცრუობს, რასაც ფაქტები ადასტურებს, - ასე ეხმაურება სოციალურ ქსელში ანალიტიკოსი ლადო სადღობელაშვილი ნინო ჯანგირაშვილის სტატუსს, რომელიც წერს, რომ ტურისტებს საქართველოში ჩამოსვლა აღარ სურთ

30 ივლისი 2026, 21:59

პოლიტიკა

მაკა ბოჭორიშვილმა აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელთან გაცნობითი შეხვედრა გამართა

ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელთან, ემი დიაზთან გაცნობითი შეხვედრა გამართა.

30 ივლისი 2026, 21:57

მსოფლიო

El Pais: ესპანეთის მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, სეუტაში განლაგებული სახმელეთო ჯარების დანაყოფების მობილიზება მოახდინოს სამოქალაქო გვარდიის მხარდასაჭერად - სამოქალაქო გვარდიის ძალები ვერ აუდიან ათასობით მიგრანტის ნაკადს, რომლებიც ესპანურ ქალაქსა და მაროკოს შორის არსებულ ტარახალის საზღვარს ცურვით კვეთენ

ესპანეთის მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, სეუტაში განლაგებული სახმელეთო ჯარების დანაყოფების მობილიზება მოახდინოს სამოქალაქო გვარდიის მხარდასაჭერად - სამოქალაქო გვარდიის ძალები ვერ აუდიან ათასობით მიგრანტის ნაკადს, რომლებიც ესპანურ ქალაქსა და მაროკოს შორის არსებულ ტარახალის საზღვარს ცურვით კვეთენ, - წერს ესპანური გამოცემა El Pais-ი.

30 ივლისი 2026, 21:53

საზოგადოება

შალვა პაპუაშვილი პარლამენტის წევრებთან ერთად სახალხო დღესასწაულს „ხადორობა - 2026“-ს დაესწრო

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, პარლამენტის წევრებთან ერთად, ახმეტის მუნიციპალიტეტში იმყოფებოდა.

30 ივლისი 2026, 21:42

მსოფლიო

Reuters: გაეროს გენერალური მდივნის პოსტზე გამართულ პირველ არაოფიციალურ კენჭისყრაში კოსტა-რიკის ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი ლიდერობს

გაეროს უშიშროების საბჭოში გამართულ პირველ არაოფიციალურ კენჭისყრაში ორგანიზაციის მომდევნო გენერალური მდივნის პოსტზე კოსტა-რიკის ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი, რებეკა გრინსპანი დაწინაურდა. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.

30 ივლისი 2026, 21:32

მსოფლიო

ესპანეთის ანკლავ სეუტაში მიგრანტების მასობრივი ნაკადის გამო არმიის შეყვანასა და საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებას ითხოვენ

ესპანეთის ანკლავის, ქალაქ სეუტას ადგილობრივი ხელისუფლება ქვეყნის მთავრობას მოუწოდებს, ეროვნული უსაფრთხოების საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადოს და რეგიონში ჯარი შეიყვანოს - გადაწყვეტილების მიზეზი ტერიტორიაზე ათასობით მიგრანტის მასობრივი შესვლა გახდა.

30 ივლისი 2026, 21:20

მსოფლიო

The Telegraph: ფრიდრიხ მერცი საიდუმლო გეგმას ამუშავებს, რომლის მიზანია აღკვეთოს გერმანიის პროკრემლისტურად განწყობილი ფედერალური მიწების მხრიდან ნატოს იმ გეგმის შეფერხება, რომელიც რუსული შეჭრისგან თავდაცვას ითვალისწინებს

ფრიდრიხ მერცი საიდუმლო გეგმას ამუშავებს, რომლის მიზანია აღკვეთოს გერმანიის პროკრემლისტურად განწყობილი ფედერალური მიწების მხრიდან ნატოს იმ გეგმის შეფერხება, რომელიც რუსული შეჭრისგან თავდაცვას ითვალისწინებს, - წერს ბრიტანული გამოცემა The Telegraph-ი.

მაო ნინი

30 ივლისი 2026, 20:44

მსოფლიო

ჩინეთი უარყოფს ცნობებს ირანისთვის ასობით ერთეული შეიარაღების გაგზავნის შესახებ

ჩინეთის საგარეო უწყებამ უარყო Reuters-ის ცნობები იმის შესახებ, რომ პეკინი ირანში 300-დან 400-მდე გადასატან საჰაერო თავდაცვის სარაკეტო გამშვებს გააგზავნის.