28 აპრილი 2026, 09:56 / სანდო წყარო

დონალდ ტრამპი: აშშ-ის არჩევნები გაყალბებული, მოპარული და მთელ მსოფლიოში დასაცინია

დონალდ ტრამპი

დონალდ ტრამპი

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თავის სოციალურ ქსელში ამერიკის საარჩევნო სისტემაში არსებულ პრობლემებს კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი და აღნიშნა, რომ აშშ-ის არჩევნები გაყალბებული, მოპარული და მთელ მსოფლიოში დასაცინია.

თეთრი სახლის ლიდერმა კვლავ მოუწოდა კონგრესმენებს, ხმა მისცენ საკანონმდებლო პაკეტს, სახელწოდებით „ამერიკის გადარჩენის აქტი“.

ახალი ინიციატივის თანახმად, ყველა ამომრჩეველი საარჩევნო უბანზე მისვლისას ვალდებული იქნება წარადგინოს პირადობის დამადასტურებელი მოწმობა. ყველა ამომრჩეველი ვალდებული იქნება დაადასტუროს თავისი მოქალაქეობა.

გარდა ამისა, ახალი კანონპროექტი ფოსტით ხმის მიცემის აკრძალვასაც ითვალისწინებს. გამონაკლისს წარმოადგენენ ავადმყოფები, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები, სამხედროები, ან საზღვარგარეთ მყოფი აშშ-ის მოქალაქეები.

„ჩვენ ამას ან გამოვასწორებთ, ან/და ქვეყანა აღარ გვეყოლება“, - დაწერა ტრამპმა.

ყველა სიახლე

დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე

28 აპრილი 2026, 11:13

პოლიტიკა

დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე პატრიარქის არჩევაზე: კონკრეტული მაგალითები, როგორც ვნახეთ არ მოგვისმენია და ძალიან კარგია ეს, რომ არ ჩანს არანაირი ჩარევა

კონკრეტული მაგალითები, როგორც ვნახეთ არ მოგვისმენია და ძალიან კარგია ეს, რომ არ ჩანს არანაირი ჩარევა, - განუცხადა ჟურნალისტებს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ პატრიარქის არჩევასთან დაკავშირებით.

28 აპრილი 2026, 10:57

ტაბლოიდი

ლონდონში ყველაზე გრძელი ტირამისუ მოამზადეს🧑‍🍳

დესერტზე 100 იტალიელი შეფ-მზარეული 2 დღის განმავლობაში მუშაობდა. გიგანტური ტირამისუს მოსამზადებლად დაიხარჯა 19 ათასი კვერცხი, 2,2 ტონა მასკარპონე და 128 ათასი ორცხობილა „სავოიარდი“. გინესის რეკორდების წიგნის წესების თანახმად, დესერტი უშუალოდ ადგილზევე უნდა დამზადებულიყო და აწყობილიყო.

28 აპრილი 2026, 10:55

საზოგადოება

სასაზღვრო პოლიციაში აშშ-ის თავდაცვის საფრთხის შემცირების სააგენტოს (DTRA) ორგანიზებით მორიგი სამუშაო შეხვედრა გაიმართა

შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს DTRA- ს მიერ სასაზღვრო პოლიციისათვის გადმოცემული აღჭურვილობისა და ინფრასტრუქტურის მდგრადობის უზრუნველყოფისა და შენარჩუნების საკითხები. ასევე, სასაზღვრო პოლიციის სტრუქტურული ქვედანაყოფებისათვის პრიორიტეტული მიმართულებებისა და საჭიროებების შესახებ ისაუბრეს.

28 აპრილი 2026, 10:54

მსოფლიო

POLITICO ასახელებს ხუთ მიზეზს, რის გამოც ნატო რუსეთთან საომრად მზად არ არის

გამოცემა POLITICO-ს ცნობით, ნატო რუსეთთან საომრად მზად არ არის და საამისოდ ხუთი მიზეზი არსებობს.

28 აპრილი 2026, 10:31

სამართალი

კახეთის პოლიციამ ყოფილი მეუღლის მიმართ ჩადენილი სხვადასხვა დანაშაულებისთვის ერთი პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის ახმეტის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ყოფილი მეუღლის მიმართ განხორციელებული ძალადობის, ადევნებისა და ბინის მფლობელობის ხელშეუხებლობის დარღვევის ბრალდებით 1994 წელს დაბადებული გ.ხ. დააკავეს. ინფორმაციას შსს-ის პრესსამსახური ავრცელებს.

28 აპრილი 2026, 10:28

სამართალი

შინაგან საქმეთა მინისტრმა საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელ პირებთან სამუშაო შეხვედრა გამართა

შინაგან საქმეთა მინისტრმა სულხან თამაზაშვილმა საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორთან ლევან მაისურაძესთან და ამავე დეპარტამენტის ხელმძღვანელ პირებთან სამუშაო შეხვედრა გამართა.

ხვიჩა კვარაცხელია

28 აპრილი 2026, 10:26

სპორტი

კვარაცხელიას „პსჟ“ დღეს „ბაიერნს“ დაუპირისპირდება⚽

ჩემპიონთა ლიგაზე დღეს ნახევარფინალების ეტაპი იწყება. პირველ შეხვედრაში ერთმანეთს ტურნირის მოქმედი ჩემპიონი - ხვიჩა კვარაცხელიას „პსჟ“ მიუნხენის „ბაიერნს“ დაუპირისპირდება. თამაში პარიზში, თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.

28 აპრილი 2026, 10:20

კულტურა

HBO-მ „დრაკონის სახლის“ მესამე სეზონის თრეილერი გამოაქვეყნა

სტრიმინგ სერვისმა HBO პოპულარული სერიალის, „დრაკონის სახლის“ მესამე სეზონის თრეილერი წარადგინა. ვიდეო HBO Max-ის ოფიციალურ YouTube-არხზე გამოქვეყნდა.

28 აპრილი 2026, 10:18

პოლიტიკა

ევროპარლამენტარმა კრისტიან ტერჰესმა ილია მეორის ხსოვნას ევროპარლამენტის სხდომაზე პატივი მიაგო: ვიხსენებ პატრიარქ ილია II-ის ხსოვნას, რათა მისი რწმენისა და სიმამაცის ნათელი მაგალითი მარადიულად დარჩეს

2026 წლის 27 აპრილს, ევროპარლამენტის პლენარულ სხდომაზე წარმოთქმული სიტყვით, პატივი მივაგე უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის ხსოვნას, - წერს ევროპარლამენტარი, რუმინეთის კონსერვატიული პარტიის პრეზიდენტი, კრისტიან ტერჰესი X-ზე.

28 აპრილი 2026, 10:13

რეგიონი

მდინარე ანთოკისხევზე ახალი ხიდის მშენებლობა დასრულდა

„ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი - ბაკურციხე - ლაგოდეხის საავტომობილო გზის 53-ე კილომეტრზე, მდინარე ანთოკისხევზე ახალი სახიდე გადასასვლელის მშენებლობა დაასრულა.

28 აპრილი 2026, 10:05

რეგიონი

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა ქვემო ქართლში ბრაკონიერობის ფაქტი გამოავლინა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ქვემო ქართლის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა მდინარე ხრამზე უკანონო თევზჭერის ფაქტი გამოავლინეს.

28 აპრილი 2026, 09:35

მსოფლიო

The Wall Street Journal: ირანს იმდენი ნავთობი დაუგროვდა, რომ მას მიტოვებულ რეზერვუარებში ინახავს

ირანს დიდი ოდენობის ნავთობი დაუგროვდა, რომლის რეალიზაციას ვერ ახერხებს, რის გამოც მისი შენახვა მიტოვებულ სანავთობო რეზერვუარებში უწევს. ინფორმაციას The Wall Street Journal-ი ავრცელებს.

28 აპრილი 2026, 09:15

სამართალი

მარნეულის მუნიციპალიტეტში ბრაკონიერობის ფაქტი გამოავლინეს

მარნეულის მუნიციპალიტეტში ბრაკონიერობის ფაქტი გამოავლინეს. მოქალაქეებმა მდინარე ხრამზე ელექტროიარაღის გამოყენებით უკანონოდ მოიპოვეს 11 კილოგრამი ხრამულის სახეობის თევზი.

დონალდ ტრამპი

28 აპრილი 2026, 09:01

მსოფლიო

CNN: ტრამპი ირანის ახალ სამშვიდობო წინადადებას სკეპტიკურად უყურებს

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა მიანიშნა, რომ ირანის წინადადებას ომის დასრულების შესახებ, სავარაუდოდ, არ მიიღებს. ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.

28 აპრილი 2026, 08:57

საზოგადოება

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტისა და ფონდ „ქართუს“ წარმომადგენლების სამუშაო ვიზიტი მიუნხენში გრძელდება

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტისა და ფონდ ქართუს წარმომადგენლების სამუშაო ვიზიტი მიუნხენში გრძელდება. დელეგაციის წევრები უკვე შეხვდნენ მიუნხენის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის პრეზიდენტს, აღმასრულებელ ვიცე-პრეზიდენტებს, სკოლებისა და პროგრამების ხელმძღვანელებს. იმსჯელეს ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავებაზე.

ნინო წილოსანი

28 აპრილი 2026, 08:51

პოლიტიკა

ნინო წილოსანი გვარამიას განცხადებაზე: ანტიქართული ძალები უცხო ძალებთან კოორდინაციით იწონებენ თავს

ნიკა გვარამიას განცხადებას, რომ ბრიტანეთის ელჩთან შეხვედრაზე ხელისუფლების სანქცირების თემა განიხილეს, პარლამენტის ვიცე-სპიკერი ნინო წილოსანი გამოეხმაურა. მისი თქმით, ანტიქართული ძალები საკუთარ „სიძლიერედ“, სწორედ უცხოურ ქვეყნებთან და ელჩებთან კოორდინაციას აღიქვამენ.

გიორგი ვოლსკი

28 აპრილი 2026, 08:45

პოლიტიკა

გიორგი ვოლსკი: კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ სანქციების თემასაც განიხილავს და რევოლუციის ხელშეწყობის თემასაც. ეს იმას არ ნიშნავს, რომ ბრიტანეთის ელჩმა ამას უნდა უსმინოს

კოლექტიური ნაცმოძრაობის ნებისმიერი წარმომადგენელი სანქციების თემასაც განიხილავს და უფრო მეტსაც ალბათ - რევოლუციის ხელშეწყობის თემას. ეს იმას არ ნიშნავს, რომ ბრიტანეთის ელჩმა ამას უნდა უსმინოს, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილე გიორგი ვოლსკიმ ნიკა გვარამიას განცხადებასთან დაკავშირებით.

დავით მათიკაშვილი

28 აპრილი 2026, 08:37

პოლიტიკა

დავით მათიკაშვილი: გეკა გელაძის მინისტრობის პერიოდში შსს უამრავი მიმართულებით ძალიან ეფექტური იყო. გვაქვს რწმენა, რომ ის ამ წარმატებულ საქმიანობას სუს-ის ხელმძღვანელის პოსტზე გააგრძელებს

ბატონმა გეკა გელაძემ საზოგადოებას თავი დაამახსოვრა, როგორც ძალიან აქტიურმა მენეჯერმა, - განაცხადა საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით მათიკაშვილმა.

28 აპრილი 2026, 08:27

პოლიტიკა

პარლამენტი დღეს „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ კანონში ცვლილებას განიხილავს

დღეს პარლამენტში, „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ კანონში ცვლილებას, დეპუტატები პირველი მოსმენით განიხილავენ და კენჭს უყრიან.