28 აპრილი 2026, 10:54 / სანდო წყარო

POLITICO ასახელებს ხუთ მიზეზს, რის გამოც ნატო რუსეთთან საომრად მზად არ არის

გამოცემა POLITICO-ს ცნობით, ნატო რუსეთთან საომრად მზად არ არის და საამისოდ ხუთი მიზეზი არსებობს.

როგორც გამოცემა იუწყება, ირანის კონფლიქტმა ნატოს სუსტი წერტილები გააშიშვლა, შესაბამისად, რუსეთთან კონფლიქტის შემთხვევაში ალიანსს ომი გაუჭირდება.

ერთ-ერთ მიზეზად POLITICO საბრძოლო მასალის არასაკმარის რაოდენობას ასახელებს.

„აშშ-მა Patriot-ის ტიპის ჰაერსაწინააღმდეგო სისტემის კრიტიკულად მნიშვნელოვანი რაკეტების მარაგის თითქმის ნახევარი ამოწურა. ხოლო საფრანგეთის ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ Aster-ისა და Mica-ს ტიპის რაკეტები საკმარისია მხოლოდ ორკვირიანი ბრძოლების წარმოებისთვის“, - წერს გამოცემა.

კიდევ ერთ მიზეზად ავიაციის ნაკლებობა სახელდება.

„ალიანსის ორი დიპლომატის განცხადებით, ირანში ომმა უკვე წარმოშვა ნატოში დისკუსიები ტერიტორიის სიღრმეში დარტყმების მიყენების შესაძლებლობების გაფართოების თვალსაზრისით. მიმდინარე წელს მომდევნო ოთხწლიანი ციკლის დაგეგმვის შესახებ მოლაპარაკებები დაიწყება“, - აღნიშნავს POLITICO.

მესამე მიზეზად, რის გამოც ნატო რუსეთთან საომრად მზად არ არის, სამხედრო-საზღვაო ძალების არასაკმარისი პოტენციალი სახელდება.

„ამის ნათელი მაგალითია დიდი ბრიტანეთი. ავიამზიდი HMS Dragon-ი, რომელიც სამი კვირის განმავლობაში ხმელთაშუა ზღვაში გადასვლას ცდილობდა, მწყობრიდან გამოვიდა და ტექნიკური პრობლემების გამო უკან, პორტში დაბრუნდა. ეს გასაკვირი არ არის, რადგან დიდი ბრიტანეთის სამხედრო-საზღვაო ძალების მეთაურმა, გენერალმა გვინ ჯენკისმა გასულ თვეს აღიარა, რომ სამეფო ფლოტი ომისთვის მზად არ არის“, - წერს გამოცემა.

მეოთხე მიზეზად ალიანსის წევრებს შორის არსებული უთანხმოება სახელდება.

„ომმა ნატოს წევრებს შორის არსებული უფსკრული გააღრმავა - ევროპამ უგულებელყო აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის მოთხოვნა სამხედრო მხარდაჭერის თაობაზე, რამაც ვაშინგტონს საპასუხო ზომების შემუშავება აიძულა“, - აღნიშნავს POLITICO.

მეხუთე მიზეზი - სამხედრო მრეწველობა. გამოცემის ცნობით, ნატო უკრაინისგან ტექნოლოგიებს იყიდის, რათა რუსეთის საზღვართან ჰაერსაწინააღმდეგო სისტემებისგან ერთიანი სარტყელი შექმნას.

ყველა სიახლე

28 აპრილი 2026, 12:30

საზოგადოება

რევაზ სოხაძე: სკოლების მშენებლობა ხელისუფლების უმთავრეს პრიორიტეტად განისაზღვრა

მინისტრის განცხადებით, განსაკუთრებით მძიმეა შემთხვევები, როდესაც სკოლის მშენებლობა ან რეაბილიტაცია წლების განმავლობაში ჭიანურდება, რის გამოც მოსწავლეები ვერ იღებენ სრულფასოვან განათლებას. მისი შეფასებით, ეს წარმოადგენს სერიოზულ გამოწვევას თითოეული ოჯახისთვის და საჭიროებს დაუყოვნებელ რეაგირებას.

28 აპრილი 2026, 12:26

ტაბლოიდი

ბელგიაში თოლიების კივილის იმიტაციაში ევროპის მე-6 ჩემპიონატი ჩატარდა

კონკურსი ადგილობრივ პაბში გაიმართა. ჩემპიონატის მონაწილეებს მოეთხოვებოდათ, „ეყვირათ და მოქცეულიყვნენ ისე, როგორც თოლია“. „ეცადე, რადგან მხოლოდ ერთი შანსი გაქვს“, - ასე მიმართავდნენ კონკურსანტებს ორგანიზატორები თავიანთ ვებგვერდზე.

28 აპრილი 2026, 12:15

პოლიტიკა

რევაზ სოხაძე: სახელმწიფო და კერძო სექტორი პარტნიორობით უნდა უზრუნველყოფდნენ ხარისხიან ინფრასტრუქტურას

ინფრასტრუქტურის სექტორში სახელმწიფოსა და კერძო სექტორის თანამშრომლობა გადამწყვეტ მნიშვნელობას იძენს, ხოლო საბოლოო შედეგის მიღწევა სწორედ პარტნიორულ ურთიერთობაზეა დამოკიდებული - ამის შესახებ ინფრასტრუქტურის მინისტრმა, რევაზ სოხაძემ ტელეკომპანია რუსთავი 2-ის გადაცემაში „დებატები“ განაცხადა.

რევაზ სოხაძე

28 აპრილი 2026, 12:06

პოლიტიკა

რევაზ სოხაძე: მთავარი გამოწვევა არის სამშენებლო სექტორისთვის ნდობის დაბრუნება

ინფრასტრუქტურის სფეროში არსებული გამოწვევების შესახებ საუბარი თავად ხელისუფლებამ დაიწყო, რაც, ინფრასტრუქტურის მინისტრის, რევაზ სოხაძის შეფასებით, სწორი და პასუხისმგებლიანი მიდგომაა. აღნიშნულის შესახებ მან ტელეკომპანია რუსთავი 2-ის გადაცემაში „დებატები“ განაცხადა.

28 აპრილი 2026, 11:48

სამართალი

შინაგან საქმეთა მინისტრმა პოლიციის დეპარტამენტების დირექტორებთან სამუშაო თათბირი გამართა

შინაგან საქმეთა მინისტრმა თანამშრომლებთან უწყების პრიორიტეტული მიმართულებები განიხილა. ასევე, ყურადღება გამახვილდა ქვეყნის მასშტაბით სხვადასხვა კატეგორიის დანაშაულთან ბრძოლასა და საპოლიციო პრევენციულ ღონისძიებებთან დაკავშირებით.

ნინო ლაცაბიძე

28 აპრილი 2026, 11:44

რეგიონი

ნინო ლაცაბიძე: რუსთავში მოძველებული საგზაო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია, ერთ-ერთი გამოწვევაა, რომელსაც მასშტაბური პროექტებით ვპასუხობთ

„რუსთავში მოძველებული საგზაო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია ერთ-ერთი გამოწვევაა, რომელსაც მასშტაბური პროექტებით ვპასუხობთ. დღეისათვის ერთდროულად რამდენიმე ქუჩაზე მიმდინარეობს გზების სისტემური მოწესრიგება. მიმდინარეობს როგორც გზის ახალი საფარის, ასევე საფეხმავლო ბილიკებისა და მწვანე სივრცეების განვითარება. აღნიშნული მასშტაბური პროექტი რუსთავში ცენტრალური ხელისუფლების მხარდაჭერით ხორციელდება“, - განაცხადა რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ.

ანტონიუ გუტერეში

28 აპრილი 2026, 11:43

მსოფლიო

გაეროს გენერალური მდივანი ჰორმუზის სრუტის გახსნას მოითხოვს - „მიეცით გლობალურ ეკონომიკას სუნთქვის საშუალება“

გაეროს გენერალური მდივანი, ანტონიუ გუტერეში ჰორმუზის სრუტის გახსნას მოითხოვს.

28 აპრილი 2026, 11:43

ტექნოლოგიები

თურქეთში ათენას მარმარილოს ქანდაკება იპოვეს

ქანდაკება თეთრი მარმარილოსგან არის შესრულებული და სიმაღლეში დაახლოებით 2 მეტრს აღწევს. ათენა მრგვალ საფუძველზე დგას, თუმცა მას თავი არ აქვს. სკულპტურაზე დეტალურადაა გამოსახული ტრადიციული ბერძნული სამოსი - პეპლოსი, რომელსაც მოსასხამი ასრულებს.

თენგიზ შარმანაშვილი

28 აპრილი 2026, 11:35

პოლიტიკა

თენგიზ შარმანაშვილი: გეკა გელაძე ძალიან წარმატებული მინისტრი იყო, ეს არის ძალიან უნარიანი ადამიანი, რომელსაც შეუძლია თავისი უწყება ამუშაოს საქართველოს საკეთილდღეოდ. დარწმუნებული ვარ, ამასვე გააკეთებს უსაფრთხოების სამსახურში

გეკა გელაძე ძალიან წარმატებული მინისტრი იყო, ეს არის ძალიან უნარიანი ადამიანი, რომელსაც შეუძლია თავისი უწყება ამუშაოს საქართველოს საკეთილდღეოდ, - განუცხადა „ქრონიკას“ თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილე თენგიზ შარმანაშვილმა.

28 აპრილი 2026, 11:29

პოლიტიკა

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ გერმანიის საგარეო საქმეთა ფედერალურ სამინისტროს მორიგი ნოტა გაუგზავნა

9 აპრილის ვერბალურ ნოტასთან ერთად კიდევ ერთხელ მიმართავს, გერმანიის საგარეო უწყების ოფიციალურ გვერდზე განახლდეს საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლების შესახებ განთავსებული ინფორმაცია, რომელიც 2024 წლის შემდეგ, საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების გათვალისწინებით არ შეცვლილა.

რევაზ სოხაძე

28 აპრილი 2026, 11:28

რეგიონი

რევაზ სოხაძე: პროექტების განხორციელებისას პრიორიტეტი ოპტიმალური ფასისა და მაღალი ხარისხის უზრუნველყოფაა

მინისტრის თქმით, არ შეესაბამება რეალობას გავრცელებული მოსაზრება, თითქოს უცხოურ კომპანიებს ტენდერებში პრივილეგირებული მდგომარეობა აქვთ. მისი განმარტებით, ყველა ტენდერი ეფუძნება მკაფიო საკვალიფიკაციო მოთხოვნებს, რომელთა დაკმაყოფილებაც აუცილებელია მონაწილეობისათვის. ამასთან, ხშირად სწორედ ამ მოთხოვნების დაკმაყოფილება წარმოადგენს გამოწვევას ადგილობრივი კომპანიებისთვის, განსაკუთრებით მსხვილ საერთაშორისო ტენდერებში.

28 აპრილი 2026, 11:26

მსოფლიო

უკრაინაში ქრთამის აღების ფაქტზე უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომელს ბრალი წაუყენეს

უკრაინის ეროვნული ანტიკორუფციული ბიუროსა და სპეციალიზებული ანტიკორუფციული პროკურატურის მიერ მორიგი კორუფციული ფაქტი გამოავლენდა.

28 აპრილი 2026, 11:25

საზოგადოება

აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებების I ეტაპი დასრულდა

სურსათის ეროვნული სააგენტოს აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის მართვის ცენტრმა მავნებლის მონიტორინგის I ეტაპი დაასრულა. მიმდინარე წელს მთელი ქვეყნის მასშტაბით უკვე განთავსებულია 3355 ცალი მონიტორინგის ხაფანგი.

ზვიად შალამბერიძე

28 აპრილი 2026, 11:24

პოლიტიკა

ზვიად შალამბერიძე: გეკა გელაძის წარდგენა უსაფრთხოების სამსახურის უფროსის პოზიციაზე იყო სწორი ნაბიჯი ჩვენი ხელისუფლების და პრემიერ-მინისტრის მხრიდან, რაც კიდევ უფრო გააძლიერებს სტრუქტურას

რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ზვიად შალამბერიძემ განსახორციელებელი სტრუქტურული და საკადრო ცვლილებების მნიშვნელობაზე „ქრონიკასთან“ ისაუბრა.

დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე

28 აპრილი 2026, 11:23

საზოგადოება

დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე პატრიარქის არჩევაზე: კრიტერიუმებში ვკითხულობთ, რომ უნდა იყოს ქართველი, ბერი, სინოდის წევრი, უნდა ჰქონდეს განათლება და ასაკზე არის მითითება, რომ 40 წელი უნდა ჰქონდეს შესრულებული და არაუმეტეს 70 წლის უნდა იყოს

კრიტერიუმებში ჩვენ ვკითხულობთ, რომ უნდა იყოს ქართველი, უნდა იყოს ბერი, უნდა იყოს სინოდის წევრი, უნდა ჰქონდეს განათლება და ასაკზე არის მითითება, რომ 40 წელი უნდა ჰქონდეს შესრულებული და არაუმეტეს 70 წლის უნდა იყოს, - განუცხადა ჟურნალისტებს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ პატრიარქის არჩევასთან დაკავშირებით.

რატი იონათამიშვილი

28 აპრილი 2026, 11:21

პოლიტიკა

რატი იონათამიშვილი: ოპოზიციამ კარგად იცის, რომ თუ ვინმეს შეუძლია ეფექტური კოორდინაცია გაუწიოს ამ სტრუქტურებს, ეს არის მამუკა მდინარაძე და ორმაგად შეშინებულები არიან

ოპოზიციამ კარგად იცის, რომ თუ ვინმეს შეუძლია ეფექტური კოორდინაცია გაუწიოს ამ სტრუქტურებს, ეს არის მამუკა მდინარაძე და ორმაგად შეშინებულები არიან, - განაცხადა ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე რატი იონათამიშვილმა სახელმწიფო მინისტრის თანამდებობაზე მამუკა მდინარაძის დანიშვნის შესახებ.

ლევან მაჭავარიანი

28 აპრილი 2026, 11:20

პოლიტიკა

ლევან მაჭავარიანი: გეკა გელაძე არის ძალიან მაღალი დონის პროფესიონალი. ის შედეგები, რაც მან დადო, ყველაფერზე მეტყველებს, შესაბამისად, ძალიან მაღალ დონეზე გაართმევს თავს სუს-ის ხელმძღვანელობას

უკომპრომისო ბრძოლა ვიხილეთ, ნარკორეალიზატორების, ქურდული სამყაროს, ორგანიზებული დანაშაულის, არალეგალური მიგრაციის წინააღმდეგ და ის შედეგები, რაც მან [გეკა გელაძემ] დადო, ყველაფერზე მეტყველებს, - აცხადებს ფრაქცია „ქართული ოცნების" თავმჯდომარის პირველი მოადგილე ლევან მაჭავარიანი.

ნინო წილოსანი

28 აპრილი 2026, 11:17

პოლიტიკა

ნინო წილოსანი: ყველა ახალი თანამდებობა, სადაც მამუკა მდინარაძე მივიდა, იყო წინაპირობა იმის, რომ ნაცები გაეცამტვერებინა

ყველა ახალი თანამდებობა, სადაც მამუკა მდინარაძე მივიდა, იყო წინაპირობა იმის, რომ ნაცები გაეცამტვერებინა, - აცხადებს პარლამენტის ვიცე-სპიკერი ნინო წილოსანი „ქრონიკასთან“.

მეუფე საბა

28 აპრილი 2026, 11:15

საზოგადოება

მეუფე საბა: სავარაუდოდ დღეს გადაწყდება სინოდის მომავალი სხდომა როდის შედგება

„ეს არის ფარული ხმის მიცემის პროცედურა, ამიტომაც ჩვენ ვერ ვასახელებთ იმ კანდიდატურას, ვისაც ხმას ვაძლევთ. ალბათ, თითოეული ჩვენგანი უკვე ჩამოყალიბებულია ვის უნდა მისცეს ხმა და ღვთის წყალობით დღეს დასახელდება საპატრიარქოს 3 კანდიდატი და შემდეგ გაფართოებულ კრებაზე მოხდება ახალი პატრიარქის არჩევა. ჯერ არ ვიცით თარიღი, სავარაუდოდ დღეს გადაწყდება მომავალი კრება როდის შედგება“, - აღნიშნა მეუფე საბამ.

დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე

28 აპრილი 2026, 11:13

პოლიტიკა

დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე პატრიარქის არჩევაზე: კონკრეტული მაგალითები, როგორც ვნახეთ არ მოგვისმენია და ძალიან კარგია ეს, რომ არ ჩანს არანაირი ჩარევა

კონკრეტული მაგალითები, როგორც ვნახეთ არ მოგვისმენია და ძალიან კარგია ეს, რომ არ ჩანს არანაირი ჩარევა, - განუცხადა ჟურნალისტებს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ პატრიარქის არჩევასთან დაკავშირებით.