imedi /  30 აპრილი 2026, 22:39 / სანდო წყარო

გაეროს გენერალური მდივანი: ჰორმუზის სრუტის ჩაკეტვა გლობალურ ეკონომიკას ახრჩობს

ანტონიუ გუტერეში

ანტონიუ გუტერეში

გაეროს გენერალურმა მდივანმა, ანტონიუ გუტერეშმა გააფრთხილა საერთაშორისო საზოგადოება, რომ ჰორმუზის სრუტეში ნაოსნობის შეფერხება „გლობალურ ეკონომიკას ახრჩობს“.

„ახლო აღმოსავლეთის კრიზისი უკვე მესამე თვეა გრძელდება. მიუხედავად ცეცხლის შეწყვეტის მყიფე შეთანხმებისა, შედეგები ყოველ საათში დრამატულად უარესდება. მე ღრმად შეშფოთებული ვარ ჰორმუზის სრუტის ზონაში სანაოსნო უფლებებისა და თავისუფლებების შეზღუდვით. ეს აფერხებს ნავთობის, გაზის, სასუქებისა და სხვა კრიტიკული მნიშვნელობის პროდუქტების მიწოდებას, რაც არღვევს ენერგეტიკულ, სატრანსპორტო, საწარმოო და კვების ბაზრების ფუნქციონირებას“, - აღნიშნა გუტერეშმა.

გუტერეშმა მიმოიხილა მოვლენათა განვითარების სამი შესაძლო სცენარი და გააფრთხილა საზოგადოება, რომ თითოეული მათგანი მძიმე დარტყმას მიაყენებს მსოფლიო ეკონომიკას.

მისი თქმით, სანაოსნო გზა დღესვე რომ გაიხსნას, მიწოდების ჯაჭვების აღდგენას მაინც „თვეები დასჭირდება“, რაც გამოიწვევს გლობალური ეკონომიკური ზრდის შენელებასა და ინფლაციის მატებას.

თუ შეფერხება „წლის შუა პერიოდამდე გაიწელება“, ეკონომიკური ზრდა კიდევ უფრო მეტად დაზარალდება და ორჯერ მეტად შემცირდება, ხოლო ინფლაციის მკვეთრი ზრდის გამო 32 მილიონი ადამიანი „უკიდურეს სიღარიბეში აღმოჩნდება“.

იმ შემთხვევაში კი, თუ ვითარება წლის ბოლომდე გაგრძელდება, ინფლაცია „არნახულად გაიზრდება“, ეკონომიკური ზრდა „მკვეთრად დაეცემა“, რაც გამოიწვევს „უდიდეს ტანჯვას, განსაკუთრებით მსოფლიოს ყველაზე დაუცველ მოსახლეობაში“.

ყველა სიახლე

დონალდ ტრამპი

30 აპრილი 2026, 23:53

მსოფლიო

ტრამპი: ბაიდენმა უკრაინას 350 მილიარდი დოლარი მისცა, რაც სრული სიგიჟე იყო - ეს არის ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც ომი ამდენ ხანს გაგრძელდა

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ბაიდენის ადმინისტრაციის საგარეო პოლიტიკა კიდევ ერთხელ გააკრიტიკა. ტრამპის განცხადებით, ჯო ბაიდენის მიერ უკრაინისთვის გაწეული ფინანსური და სამხედრო დახმარების მასშტაბები არაგონივრული იყო.

კახა კალაძე

30 აპრილი 2026, 23:50

საზოგადოება

კახა კალაძე რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციაზე:ტენდერში გამარჯვებული უახლოეს პერიოდში გახდება ცნობილი

ძალიან მძიმე მდგომარეობა არის რუსთაველის გამზირზე. მიწისქვეშა ინფრასტრუქტურა, რომელიც დაზიანებულია, ხშირ შემთხვევაში საგზაო ნაწილს უდიდეს პრობლემას უქმნის, ასევე გამზირზე არსებულ შენობა-ნაგებობებს, - განაცხადა გადაცემაში „იმედი Live” თბილისის მერმა კახა კალაძემ. მისივე თქმით, ტენდერში გამარჯვებული უახლოეს პერიოდში გახდება ცნობილი.

კახა კალაძე

30 აპრილი 2026, 23:45

პოლიტიკა

კახა კალაძე: ინფრასტრუქტურის მინისტრთან განვიხილეთ დედაქალაქში ალტერნატიული შემოსასვლელი და გასასვლელები. უახლოეს მომავალში გვექნება კვლევის შედეგები, თუ რომელი გზა მოგვცემს საცობებისგან განტვირთვის შესაძლებლობას

ინფრასტრუქტურის მინისტრთან განვიხილეთ დედაქალაქში ალტერნატიული შემოსასვლელი და გასასვლელები. უახლოეს მომავალში გვექნება კვლევის შედეგები, თუ კონკრეტულად რომელი გზა იქნება გამოსადეგი და მოგვცემს განტვირთვის შესაძლებლობას, - განაცხადა დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ გადაცემაში „იმედი LIVE“.

დონალდ ტრამპი

30 აპრილი 2026, 23:44

მსოფლიო

ტრამპი იტალიიდან და ესპანეთიდან ჯარების ნაწილის გაყვანას არ გამორიცხავს

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა გერმანიიდან ამერიკული კონტინგენტის ნაწილის შესაძლო გაყვანის თემის კომენტირებისას არ გამორიცხა, რომ მსგავსი ნაბიჯი იტალიისა და ესპანეთის მიმართაც გადაიდგას.

კახა კალაძე

30 აპრილი 2026, 23:43

პოლიტიკა

კახა კალაძე რადიკალებზე: როდესაც ხარ მოღალატე, როდესაც ხარ უსამშობლო ადამიანი, როდესაც ემსახურები სხვა ქვეყნის ინტერესს, დამთავრებულია. რა პოლიტიკაზე ვსაუბრობთ, რა პოლიტიკურ მხარდაჭერასა და მოსახლეობის მხრიდან თანადგომაზე ვსაუბრობთ

„როდესაც ხარ მოღალატე, როდესაც ხარ უსამშობლო ადამიანი, როდესაც ემსახურები სხვა ქვეყნის ინტერესს, დამთავრებულია. რა პოლიტიკაზე ვსაუბრობთ, რა პოლიტიკურ მხარდაჭერასა და მოსახლეობის მხრიდან თანადგომაზე ვსაუბრობთ“, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ დედაქალაქის მერმა, პარტია „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ რადიკალების მიერ 26 მაისს დაანონსებულ აქციასთან დაკავშირებით.

კახა კალაძე

30 აპრილი 2026, 23:35

პოლიტიკა

კახა კალაძე: მისასალმებელია, რომ პრემიერის გადაწყვეტილებით შეიქმნა უწყება, რომელსაც მამუკა მდინარაძე უხელმძღვანელებს

„სპეკულაციები სულ იქნება, მაგრამ მინდა მამუკა მდინარაძეს, გეკა გელაძეს, სულხან თამაზაშვილს წარმატებები ვუსურვო. ამ უწყებების სწორი, გამართული, ეფექტური მუშაობა არის ძალიან მნიშვნელოვანი. მისასალმებელია, რომ პრემიერის გადაწყვეტილებით შეიქმნა უწყება, რომელსაც მამუკა მდინარაძე უხელმძღვანელებს“, - აღნიშნა კალაძემ.

კახა კალაძე

30 აპრილი 2026, 23:34

პოლიტიკა

კახა კალაძე აშშ-სთან ურთიერთობებზე: არის ბევრი კონკრეტული ფაქტი, რაც გვაძლევს იმის თქმის შესაძლებლობას, რომ გვაქვს პოზიტიური მოლოდინი

არის ბევრი კონკრეტული ფაქტი, რაც გვაძლევს იმის თქმის შესაძლებლობას, რომ გვაქვს პოზიტიური მოლოდინი - განაცხადა გადაცემაში „იმედი Live” თბილისის მერმა და „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ საქართველო-აშშ-ს ურთიერთობებზე საუბრისას. მისივე თქმით, აუცილებელია რომ საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის ურთიერთობები ახალი ფურცლიდან დაიწყოს.

კახა კალაძე

30 აპრილი 2026, 23:25

პოლიტიკა

კახა კალაძე: აღარ არის ის დრო, რომ ვიღაცას თავი დავუხაროთ. ქართველი ხალხი იღებს გადაწყვეტილებას, თუ ვინ უნდა იყოს ხელისუფლებაში, როგორ მართოს საკუთარი ქვეყანა და არა გარედან ვიღაცებმა

აღარ არის ის დრო, რომ ვიღაცას თავი დავუხაროთ. ქართველი ხალხი იღებს გადაწყვეტილებას, თუ ვინ უნდა იყოს ხელისუფლებაში, როგორ მართოს საკუთარი ქვეყანა და არა გარედან ვიღაცებმა, - განაცხადა დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ გადაცემაში „იმედი LIVE“.

კახა კალაძე

30 აპრილი 2026, 23:24

პოლიტიკა

კახა კალაძე ევრობიუროკრატებზე: ბევრჯერ გვითქვამს, კიდევ ერთხელ ვიტყვი, ჩვენ მზად ვართ კონსტრუქციული დიალოგისთვის. კატეგორიულად მიუღებელია მუქარის შემცველი განცხადებები, მოწოდებები

ბევრჯერ გვითქვამს, კიდევ ერთხელ ვიტყვი, ჩვენ მზად ვართ კონსტრუქციული დიალოგისთვის, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ დედაქალაქის მერმა, პარტია „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ.

კახა კალაძე

30 აპრილი 2026, 23:19

პოლიტიკა

კახა კალაძე ევროპულ ბიუროკრატიაზე: დღეს უკვე აბსოლუტურად ღიად უპირისპირდებიან ქართულ სახელმწიფოს

ჩვენთვის, ქართული საზოგადოებისთვის ნამდვილად აღარ არის სიახლე, რომ ევროპული ბიუროკრატია ებრძვის ქართულ სახელმწიფოს, - განაცხადა გადაცემაში „იმედი Live” თბილისის მერმა და „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ. მისივე თქმით, გარე შემოტევები ბოლო წლებში კიდევ უფრო აშკარა გახდა.

ჯანი ინფანტინო

30 აპრილი 2026, 22:07

მსოფლიო

ფიფას პრეზიდენტი: ირანი, რა თქმა უნდა, მიიღებს მონაწილეობას 2026 წლის ფიფას მსოფლიო ჩემპიონატზე

ფიფას პრეზიდენტმა, ჯანი ინფანტინომ ვანკუვერში გამართულ ფეხბურთის მმართველი ორგანოს კონგრესზე სიტყვით გამოსვლისას დაადასტურა, რომ ირანი წელს მსოფლიო ჩემპიონატზე ითამაშებს.

გურამ მაჭარაშვილი

30 აპრილი 2026, 21:50

პოლიტიკა

გურამ მაჭარაშვილი: ჩვენ კარგად ვიცით, რომ ბაზარი არეგულირებს ფასებს მაგრამ, თუ ბაზარზე დომინირებს რამდენიმე კომპანია, გამოდის, ბაზარი კი არა, რეალურად ეს კომპანიები ქმნიან ამინდს

ბაზარზე ჯანსაღი კონკურენციის დეფიციტი დაასახელა „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა გურამ მაჭარაშვილმა პროდუქციაზე მაღალი ფასების არსებობის ერთ-ერთ მიზეზად. როგორც მან ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, როცა ბაზარზე რამდენიმე კომპანია დომინირებს, გამოდის, რომ ფასებს არა ბაზარი, არამედ სწორედ ეს კომპანიები განსაზღვრავენ.

შალვა პაპუაშვილი

30 აპრილი 2026, 21:38

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი მიხაელა დოცოვას ბულგარეთის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარედ არჩევას ულოცავს

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი მიხაელა დოცოვას ბულგარეთის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარედ არჩევას ულოცავს.

კაია კალასი

30 აპრილი 2026, 21:13

მსოფლიო

კალასმა განაცხადა, რომ ევროკავშირმა არ უნდა დაიმციროს თავი მოსკოვისთვის მოლაპარაკებების ხვეწნით

ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, კაია კალასმა განაცხადა, რომ ბლოკმა არ უნდა „დაიმციროს“ თავი მოსკოვისთვის მოლაპარაკებების ხვეწნით.

თამარ ჩიბურდანიძე

30 აპრილი 2026, 21:03

პოლიტიკა

თამარ ჩიბურდანიძე: ამერიკა-ისრაელი-ირანის ომში სწორედ ჩინეთია ის ქვეყანა, რომელმაც ითამაშა ძალიან მნიშვნელოვანი შუამავლის როლი

პარტია „ხალხის ძალის“ წევრმა თამარ ჩიბურდანიძემ, მედიასთან ისაუბრა ამერიკა-ისრაელი-ირანის ომზე. ანალიტიკოსმა ხაზი გაუსვა, რომ კონფლიქტში სამი ქვეყნის გარდა, სხვა მოთამაშეებიც იკვეთებიან - რუსეთი და ჩინეთი. ჩიბურდანიძემ აღნიშნა, რომ რუსეთი, უკრაინის ომის ფონზე, ანგარიშგასაწევი ძალაა ამერიკისთვის, ხოლო ჩინეთი არ გამორიცხავს ირანის დახმარებას.

გურამ მაჭარაშვილი

30 აპრილი 2026, 21:01

პოლიტიკა

მაჭარაშვილი: ერთი წელი დასჭირდა იმ მოლოდინს, რომ საქართველოსა და შტატებს შორის პარტნიორული ურთიერთობების გადატვირთვის პროცესი დაწყებულიყო, მაგრამ თუნდაც იმ ერთ წელში, როგორც მინიმუმ, ჩვენს მიმართ არ ისმოდა უსამართლო განცხადებები

შეერთებულ შტატებთან ურთიერთობის პერსპექტივებსა და მიმდინარე პროცესებზე ისაუბრა პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანი გურამ მაჭარაშვილმა.

თამარ ჩიბურდანიძე

30 აპრილი 2026, 20:58

პოლიტიკა

თამარ ჩიბურდანიძე: ოპოზიციას არ სჭირდება მოაზროვნე საზოგადოება, ისინი რევოლუციურ სცენარზე მუშაობენ და 26 მაისისთვის ემზადებიან, რომ ევრობიუროკრატებს დაანახონ, რომ ისევ არსებობენ

ოპოზიციის სტრატეგიასა და მიმდინარე პროცესებზე ისაუბრა პარტია „ხალხის ძალის“ წევრმა თამარ ჩიბურდანიძემ.

30 აპრილი 2026, 20:55

პოლიტიკა

თამარ ჩერგოლეიშვილი მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ - ოპოზიციურ ალიანსში Facebook სტატუსებით ბრძოლა გრძელდება. „ქრონიკის“ სიუჟეტი

ბრძოლა Facebook სტატუსებით. ოპოზიციურ ალიანსში დაპირისპირება გრძელდება. სოციალურ ქსელში ამჯერად, ერთმანეთს კვლავ თამარ ჩერგოლეიშვილი და მიხეილ სააკაშვილი დაუპირისპირდნენ.

30 აპრილი 2026, 20:54

საზოგადოება

შეტევა ეკლესიაზე და პოლონეთის საზოგადოებრივი მაუწყებლის ქართულენოვანი საინფორმაციო სამსახურის მიზნები. „ქრონიკის“ სიუჟეტი

შეტევა ეკლესიაზე, ამჯერად პოლონეთიდან. მძიმე ბრალდებები წმინდა სინოდის წინააღმდეგ პოლონეთის საზოგადოებრივი მაუწყებლის ბაზაზე შექმნილ ქართულენოვან საინფორმაციო გადაცემაში გაისმა.