Reuters: ჩინეთი ჰორმუზის სრუტის რაც შეიძლება სწრაფად გახსნას და ცეცხლის შეწყვეტის შენარჩუნებას ითხოვს
ფუ ცონგი
ფოტო: Reuters
ჩინეთი ჰორმუზის სრუტის რაც შეიძლება სწრაფად გახსნას და ცეცხლის შეწყვეტის შენარჩუნებას ითხოვს. ინფორმაციას Reuters-ი გაეროში ჩინეთის ელჩზე, ფუ ცონგზე დაყრდნობით ავრცელებს.
ფუ ცონგის თქმით, ჰორმუზის სრუტის გახსნა ორივე მხარის, ირანისა და შეერთებული შტატების ვალდებულებაა.
როგორც დიპლომატმა აღნიშნა, როცა მიმდინარე თვეს აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი ჩინეთში ჩავა, ჰორმუზის სრუტის საკითხი ჩინეთის პრეზიდენტთან, სი ძინპინთან მოლაპარაკებების მთავარი თემა იქნება.
„ირანმა ჰორმუზის სრუტეზე დაწესებული შეზღუდვები უნდა მოხსნას, ხოლო აშშ-მა - საზღვაო ბლოკადა. ყველაზე გადაუდებელ საკითხს ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის დაცვა წარმოადგენს. აღნიშნული რეჟიმი უნდა იყოს ხანგრძლივი და ორ მხარეს შორის კეთილსინდისიერი მოლაპარაკებები უნდა შედგეს. ვფიქრობ, საერთაშორისო საზოგადოება მობილიზებული უნდა იყოს და საბრძოლო მოქმედებების განახლების წინააღმდეგ ხმა აიმაღლოს“, - განაცხადა ჩინეთის ელჩმა.
ყველა სიახლე
02 მაისი 2026, 16:09
რეგიონი
გიორგი ჯინჭარაძე აფხაზეთიდან დევნილ მოქალაქეებს ზუგდიდში შეხვდა
შეხვედრაზე გამოიკვეთა ის ძირითადი საკითხები, რომლებიც დევნილი მოსახლეობისთვის განსაკუთრებულად პრიორიტეტულია. როგორც გიორგი ჯინჭარაძემ აღნიშნა, მოსახლეობისგან მიღებულ ინფორმაციას შეისწავლიან და აფხაზეთის მთავრობის კომპეტენციის ფარგლებში, ყველა საკითხზე, უმოკლეს ვადებში დროული და ეფექტური რეაგირება განხორციელდება.
02 მაისი 2026, 16:05
რეგიონი
3-18 მაისს ნარეკვავი-მცხეთა- რკინიგზის სადგურის გზის მარცხენა მხარეს ჩამსვლელ პანდუსზე მოძრაობა შეიზღუდება
„მოძრაობის ჩაკეტვის პერიოდში, ნარეკვავიდან თბილისის მიმართულებით ავტოტრანსპორტი იმოძრავებს ქალაქ მცხეთის გავლით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ზაჰესი-მცხეთა-კავთისხევი-გორი-სკრა-ქარელი-ოსიაურის საავტომობილო გზისა და საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზის ზაჰესის სატრანსპორტო კვანძის გამოყენებით“.
02 მაისი 2026, 15:23
ეკონომიკა
„რითეილ ასოციაცია“ საპარლამენტო კომისიის დასკვნაზე: დავიწყეთ „საოჯახო კალათის“ ფარგლებში იმ პროდუქტების იდენტიფიცირება, რომლებზეც ვრცელდება სპეციალური საფასო პოლიტიკა, რათა მუდმივ რეჟიმში ვრცელდებოდეს განსაკუთრებული შეთავაზებები
„რითეილ ასოციაცია“ გაეცნო საქართველოს პარლამენტის სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასწარმოქმნის სტრუქტურის შემსწავლელი დროებითი კომისიის მიერ მომზადებულ დასკვნას, რომელიც საკმაოდ მოცულობითია და მოიცავს რეკომენდაციებს საშუალო და გრძელვადიანი განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ, - ნათქვამია „რითეილ ასოციაციის" მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
02 მაისი 2026, 15:20
კულტურა
ჯაზფესტივალის მეორე საფესტივალო დღე მარჯანიშვილის თეატრის სცენაზე მარკ რიბოს კვარტეტს დაეთმო
მეორე საფესტივალო დღეს მარჯანიშვილის თეატრის სცენა მარკ რიბოს კვარტეტს დაეთმო. ექსპერიმენტული ჯაზითა და ავანგარდული მუსიკით ცნობილი ნიუ-იორკელი გიტარისტის კვარტეტი, მსმენელის წინაშე სხვადასხვა სტილის სინთეზით საათნახევრის განმავლობაში წარდგა.
02 მაისი 2026, 15:18
სპორტი
საქართველოს შვიდქალა ნაკრებმა, რომელიც რაგბი ევროპის ალაფისთვის ემზადება, პირველი მოსამზადებელი ტურნირი მონაკოში გამართა და სამი თამაშიდან ერთი გამარჯვებით დაასრულა
გიორგი მაისურაძის გუნდმა ბოლო შეხვედრაში იტალიის ნაკრების მორაგბეებით დაკომპლექტებულ: პრეტორიასთან“ 22-12 მოიგო. ამ შეხვედრაში ლელოები მანონი საღარაძემ, თეონა ჩიტაიშვილმა, ლიკა ხუფენიამ და ანა ხაბულიანმა მიითვალეს.
02 მაისი 2026, 15:15
საზოგადოება
მთაწმინდის პარკში ტრადიციული ფესტივალებისა და ღონისძიებების სეზონი გაიხსნა
დღის განმავლობაში პარკში არაერთი გასართობი პროგრამაა დაგეგმილი. ცენტრალურ მოედანზე უკვე დაიწყო ადგილობრივი პროდუქციისა და ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა.
02 მაისი 2026, 15:00
რეგიონი
ქუთაისის ცენტრალურ ბულვარში შემეცნებით-ინოვაციური სივრცე - „იუნივერსითი“ გაიხსნა
პროექტი ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტისა და მერიის თანამშრომლობით შემუშავდა. ის უმნიშვნელოვანეს საგანმანათლებლო მიმართულებებს აერთიანებს.
02 მაისი 2026, 14:59
რეგიონი
ქუთაისში „გვირილობა“ გრძელდება
ცენტრალურ ბულვარში, სპორტული შეჯიბრებები, კულტურული ღონისძიებები და მეწარმეთა ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა მიმდინარეობს სახალხო დღესასწაულზე, გაიმართება სიმფონიური ორკესტრის კონცერტი და დააჯილდოებენ საპატიო ქუთაისელებს.
02 მაისი 2026, 14:56
მსოფლიო
ტრამპმა კუბას ახალი სანქციები დაუწესა
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა კუბის რეჟიმის წინააღმდეგ ამერიკული სანქციების გაფართოების შესახებ განკარგულებას მოაწერა ხელი. ინფორმაციას თეთრი სახლი ავრცელებს.
02 მაისი 2026, 14:44
პოლიტიკა
ზვიად შალამბერიძე: არ ვურჩევ არავის, რომ საპატრიარქოზე მადისკრედიტირებელი განცხადებებით შეეცადონ პოლიტიკური ქულების დაწერას
არ ვურჩევ არავის, რომ საპატრიარქოზე მადისკრედიტირებელი განცხადებებით შეეცადონ პოლიტიკური ქულების დაწერას, - განაცხადა რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ზვიად შალამბერიძემ დოროთე ყურაშვილის განცხადების კომენტირებისას.
02 მაისი 2026, 14:37
პოლიტიკა
გურამ მაჭარაშვილი დიდ ბრიტანეთში მტრული საქმიანობის საწინააღმდეგო კანონზე: დიდ ბრიტანეთს, საფრანგეთს, ამერიკას ან სხვა ქვეყანას თუ სჭირდება მსგავსი კანონი იმისთვის, რომ უცხო ფული არ ტრიალებდეს, საქართველოს რატომ არ სჭირდება?
დიდ ბრიტანეთს, საფრანგეთს, ამერიკას ან სხვა ქვეყანას თუ სჭირდება მსგავსი კანონი, იმისთვის, რომ უცხო ფული არ ტრიალებდეს, საქართველოს რატომ არ სჭირდება? - განაცხადა „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა გურამ მაჭარაშვილმა დიდ ბრიტანეთში მტრული საქმიანობის საწინააღმდეგო კანონზე მუშაობის შეფასებისას.
02 მაისი 2026, 14:36
პოლიტიკა
გიორგი სოსიაშვილი დოროთე ყურაშვილზე: ეს არის ანაფორით შემოსილი, რადიკალების რიგებში მდგომი ადამიანი, რომელიც ცდილობს, დისონანსი შეიტანოს ქართულ ეკლესიაში და ცილი დასწამოს პატრიარქის მიერ გამორჩეულ მოსაყდრეს
განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, გიორგი სოსიაშვილი დოროთე ყურაშვილის განცხადებას მედიასთან აფასებს და მას ფსევდომოძღვრად მოიხსენიებს.
02 მაისი 2026, 14:22
პოლიტიკა
მარიამ ლაშხი დიდ ბრიტანეთში მტრული საქმიანობის საწინააღმდეგო კანონზე: განსაკუთრებით ბრიტანეთის მხრიდან გვახსოვს კრიტიკა. დღეს ვხედავთ, რომ იმავე პრინციპით საკანონმდებლო ცვლილებებს აინიციირებენ
განსაკუთრებით ბრიტანეთის მხრიდან გვახსოვს კრიტიკა. დღეს ვხედავთ, რომ იმავე პრინციპით საკანონმდებლო ცვლილებებს აინიციირებენ, - განაცხადა პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ, მარიამ ლაშხმა.
02 მაისი 2026, 14:21
პოლიტიკა
ლევან მაჭავარიანი დიდ ბრიტანეთში მტრული საქმიანობის საწინააღმდეგო კანონზე: სახეზე არის კლასიკური გაგებით ორმაგი სტანდარტი - ჩვენთან ამ ყველაფერს „რუსულს“ ეძახიან, თავის ქვეყანაში ეს ყველაფერი ეროვნულად არის მონათლული
ლევან მაჭავარიანი დიდი ბრიტანეთის მიერ მტრული საქმიანობის ამკრძალავი კანონმდებლობის მიღებაზე მუშაობას მედიასთან აფასებს. ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველი მოადგილე ბრიტანულ კანონმდებლობასა და ორმაგ სტანდარტებზე აკეთებს აქცენტს.
02 მაისი 2026, 14:16
მსოფლიო
ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინის არმიის მასშტაბური რეფორმა დააანონსა
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინის არმიის მასშტაბური რეფორმა დააანონსა. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
02 მაისი 2026, 13:52
მსოფლიო
რუსულმა დრონმა რუმინეთის საჰაერო სივრცე დაარღვია
რუსეთის კუთვნილი უპილოტო საფრენი აპარატი გვიან ღამით რუმინეთის საჰაერო სივრცეში შეიჭრა. ინფორმაციას რუმინული მედია ქვეყნის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.
02 მაისი 2026, 13:19
მსოფლიო
მედია: ჩეხეთმა რობერტ ფიცოს მოსკოვში 9 მაისს გამგზავრებისთვის საჰაერო სივრცე გაუხსნა
ჩეხეთის ხელისუფლებამ სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრს, რობერტ ფიცოს 9 მაისს მოსკოვში მეორე მსოფლიო ომში გამარჯვების 81-ე წლისთავისადმი მიძღვნილ აღლუმზე დასასწრებად საკუთარი საჰაერო სივრცით სარგებლობის უფლება მისცა. ინფორმაციას ჩეხური მედია ჩეხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.
02 მაისი 2026, 12:57
მსოფლიო
გერმანიის თავდაცვის მინისტრი 5 ათასი ჯარისკაცის გაყვანის შესახებ აშშ-ის გადაწყვეტილებაზე: ევროპამ საკუთარი უსაფრთხოების დიდი ნაწილი თავად უნდა უზრუნველყოს
გერმანიის თავდაცვის მინისტრი, ბორის პისტორიუსი აშშ-ის ხელისუფლების მიერ გერმანიიდან 5 ათასი ამერიკელი სამხედროს გაყვანის გადაწყვეტილებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ევროპელებმა საკუთარი უსაფრთხოების დიდი ნაწილი თავად უნდა უზრუნველყონ. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
02 მაისი 2026, 12:55
ეკონომიკა
მუნიციპალური განვითარების ფონდმა 14 საჯარო სკოლის რეაბილიტაციაზე ტენდერი გამოაცხადა
პროექტები აერთიანებს: თბილისის, გორის, სამტრედიის, წყალტუბოს, ზუგდიდის, მესტიის, საჩხერის, ზესტაფონის, საგარეჯოს, ახალციხის, გარდაბნის, თელავისა და ჭიათურის მუნიციპალიტეტებში მდებარე სკოლებს. მათ შორისაა სოფელ ატენის, ქვიტირის, შამგონას, ქვედა საზანოს, მანავის, ახალსოფლისა და ფშაველის საჯარო სკოლები, ასევე სამტრედიის N11, მესტიის N1, საჩხერის N1, ჭორვილას, ახალციხის N2, თბილისის N64 და ჭიათურის N2 სკოლები.


