ტრამპის განცხადებით, აშშ ჰორმუზის სრუტეში ჩარჩენილი გემების გამოყვანას ირანის მონაწილეობით დაიწყებს. თეირანში ამას უარყოფენ
დონალდ ტრამპი
ფოტო: AFP
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა დააანონსა ოპერაცია Project Freedom, რომლის მიზანიც ჰორმუზის სრუტეში ჩარჩენილი ნეიტრალური ქვეყნების გემების გაცილებაა, როგორც „ჰუმანიტარული ჟესტის“. მისი თქმით, ოპერაცია ორშაბათს დაიწყება. გადაწყვეტილება მიიღეს მესამე ქვეყნების მიმართვის საფუძველზე, რომლებიც „თავიანთი გემების გათავისუფლებას ითხოვდნენ“.
ტრამპმა აღნიშნა, რომ ამ გემებზე საკვების მარაგი იწურება და ჰუმანიტარული პირობები უარესდება. ამასთან, გამოყვანილი გემები სრუტეში არ დაბრუნდებიან მანამ, სანამ რაიონი ნაოსნობისთვის უსაფრთხო არ გახდება. თუ ოპერაციას წინააღმდეგობას გაუწევენ, „მოგვიწევს საკითხის ძალისმიერი გზით მოგვარება“, - განაცხადა ტრამპმა.
მედიის მონაცემებით, ოპერაცია არ ითვალისწინებს ბლოკირებული გემების უშუალო გაცილებას აშშ-ის სამხედრო ხომალდების მიერ. თუმცა, ისინი სიახლოვეს იქნებიან თავდასხმის შემთხვევისთვის.
თეირანმა საპასუხოდ, აშშ სრუტის სიტუაციაში ჩარევის დაუშვებლობის შესახებ გააფრთხილა. „აშშ-ის ნებისმიერი ჩარევა ჰორმუზის სრუტეში საზღვაო ნაოსნობის ახალ წესებში განიხილება, როგორც ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის დარღვევა“, - განაცხადა ორშაბათს ირანის პარლამენტის ეროვნული უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარემ იბრაჰიმ ასისიმ.
ყველა სიახლე
04 მაისი 2026, 10:41
მსოფლიო
სომხეთში მიმავალი პედრო სანჩესის თვითმფრინავი თურქეთში ავარიულად დაეშვა
„ესპანეთის დელეგაცია ღამეს ანკარაში გაათევს, ვიდრე დილით სომხეთისკენ გზას განაგრძობდეს“, - ნათქვამია ესპანეთის მთავრობის განცხადებაში, რომელშიც არ არის დაზუსტებული თუ რა ტექნიკური პრობლემა შეექმნა ხომალდს.
04 მაისი 2026, 10:30
სამართალი
სამართალდამცველებმა 1 კილოგრამამდე „კოკაინი“ ამოიღეს - დაკავებულია უცხო ქვეყნის მოქალაქე
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით, აზერბაიჯანის რესპუბლიკის მოქალაქე - 1994 წელს დაბადებული ა.ა. დააკავეს, - ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
04 მაისი 2026, 10:25
სამართალი
მცხეთა-მთიანეთის პოლიციამ ძარცვის მცდელობის ფაქტზე 1 პირი დააკავა
შინაგან საქმეთა სამინისტროს მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ძარცვის მცდელობის ფაქტზე წარსულში ნასამართლევი, 1997 წელს დაბადებული ს.წ. დააკავეს.
04 მაისი 2026, 10:21
პოლიტიკა
კანადის პრემიერ-მინისტრი: მსოფლიოში შექმნილი ვითარების ფონზე ძალიან მნიშვნელოვანია ასეთი შეხვედრები. ჩვენ გავაგრძელებთ თანამშრომლობის გაღრმავებას უსაფრთხოების, ეკონომიკისა და კულტურის სფეროებში
ევროპული პოლიტიკური საზოგადოების სამიტზე, რომელსაც საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ესწრება, სხვადასხვა ქვეყნის ლიდერები იმყოფებიან. ასევე, სამიტს ესწრება კანადის პრემიერ-მინისტრი მარკ კარნი.
04 მაისი 2026, 10:18
პოლიტიკა
მაია სანდუ ევროპული პოლიტიკური გაერთიანების სამიტზე: მოლდოვა დისკუსიას გამართავს ევროპელ პარტნიორებთან. საუბარი შეეხება მოლდოვის ევროინტეგრაციის საკითხს, რაც ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია
საუბარი შეეხება მოლდოვის ევროინტეგრაციის საკითხს, რაც ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, - განუცხადა სომხეთში ჟურნალისტებს მოლდოვას პრეზიდენტმა მაია სანდუმ ევროპული პოლიტიკური გაერთიანების სამიტთან დაკავშირებით.
04 მაისი 2026, 10:17
ტექნოლოგიები
ბრიტანეთში ტყუპმა დებმა გაარკვიეს, რომ სხვადასხვა მამები ჰყავთ
The Guardian-ის ცნობით, 49 წლის ლავინია და მიშელი არაიდენტური ტყუპები არიან. მათ თითქმის ერთნაირი თვალები აქვთ, თუმცა სახის ქვედა ნაწილით განსხვავდებიან. ისინი მთელი ცხოვრება დარწმუნებულნი იყვნენ, რომ ღვიძლი დები იყვნენ და გაოგნდნენ, როდესაც 4 წლის წინ ჩატარებულმა დნმ-ტესტმა აჩვენა, რომ ისინი სხვადასხვა მამისგან დაიბადნენ.ეს არის უიშვიათესი ბიოლოგიური მოვლენის მაგალითი, რომელსაც ჰეტეროპატერნული სუპერფეკუნდაცია ეწოდება. მსოფლიოში მხოლოდ 20-მდე მსგავსი შემთხვევაა დოკუმენტირებული, დიდ ბრიტანეთში კი ეს მოვლენა პირველად დაფიქსირდა. ზუსტი რაოდენობის დადგენა შეუძლებელია, რადგან ამის გარკვევა მხოლოდ მაშინ ხდება, როცა ტყუპები დნმ-ტესტის ერთობლივად ჩატარებას გადაწყვეტენ.
04 მაისი 2026, 10:15
მსოფლიო
მარკ რუტე: ევროპას აქვს გარკვეული უთანხმოებები შეერთებულ შტატებთან, რადგან შტატები არ არის კმაყოფილი ირანის მოვლენებზე ევროპის რეაქციით. ამავე დროს, ევროპას აქვს მესიჯი აშშ-სთვის
ევროპული პოლიტიკური საზოგადოების სამიტზე, რომელსაც საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ესწრება, სხვადასხვა ქვეყნის ლიდერები იმყოფებიან. ასევე, სამიტს ესწრება ნატოს გენერალური მდივანი მარკ რუტე.
04 მაისი 2026, 10:02
პოლიტიკა
პრემიერი: ევროპული პოლიტიკური გაერთიანების სამიტზე მრგვალი მაგიდის ფორმატში მექნება საშუალება, მივმართო ევროპელ ლიდერებს, საქართველოს ევროპისთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს დაკავშირებადობის თვალსაზრისით
ევროპული პოლიტიკური საზოგადოების სამიტში მეხუთედ ვმონაწილეობ, მრგვალი მაგიდის ფორმატში მექნება საშუალება, მივმართო ევროპელ ლიდერებს, ორმხრივი შეხვედრებისთვისაც გამოვიყენებთ ამ ღონისძიებას, - განუცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს სომხეთში, სადაც ევროპული პოლიტიკური გაერთიანების მე-8 სამიტში მონაწილეობს.
04 მაისი 2026, 09:49
მსოფლიო
გასული დღის განმავლობაში რუსეთის იერიშებს უკრაინაში 10 ადამიანი ემსხვერპლა
უკრაინის ოფიციალური პირების განცხადებით, გასული დღის განმავლობაში რუსეთის სარაკეტო და საჰაერო იერიშებს 10 ადამიანი ემსხვერპლა, სულ მცირე 76 კი დაშავდა. ინფორმაცია დაღუპულების შესახებ ქვეყნის 5 რეგიონის ადმინისტრაციამ დაადასტურა.
04 მაისი 2026, 09:34
მსოფლიო
გერმანიის მმართველი პარტიის წარმომადგენელი ბერლინს მოსკოვთან დიალოგის განახლებისკენ მოუწოდებს
გერმანიის მმართველ პარტიაში რუსეთთან მოლაპარაკებების განახლებისკენ მოუწოდებენ, რაც აშშ-ის მიერ ჯარების გაყვანას უკავშირდება. ამჟამად გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს იმის მიღწევას, რომ „რუსული ბირთვული საშუალო რადიუსის რაკეტები გაყვანილი იყოს ბელარუსიდან და კალინინგრადის ოლქიდან“, - განუცხადა გერმანიის სოციალ-დემოკრატიული პარტიის (SPD) საპარლამენტო ფრაქციის ყოფილმა ლიდერმა, როლფ მიუტცენიხმა გაზეთ Süddeutsche Zeitung-ს. მისი აზრით, შემდგომი ნაბიჯები შესაძლოა „შეიარაღებაზე კონტროლის პოლიტიკის კომპლექსურ პროცესში“ ჩაერთოს.
04 მაისი 2026, 09:33
მსოფლიო
მოსკოვს დრონებმა შეუტიეს
დრონების თავდასხმის შედეგად დაზიანებულია ფასადი, რამდენიმე ბინაში კი ჩამსხვრეულია მინები. კონსტრუქციის ნამსხვრევები კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე დაეცა. ქუჩაზე მოძრაობა გადაიკეტა.
04 მაისი 2026, 09:20
მსოფლიო
რუდი ჯულიანი ჰოსპიტალიზებულია
როგორც CNN-ს ჯილიანის წარმომადგენელმა, ტედ გუდმენმა განუცხადა, „მერი ჯულიანი მებრძოლია, რომელიც გაუტეხელი ძალით ლახავდა თავისი ცხოვრების ყველა გამოწვევას და სწორედ ასეთივე ძალით იბრძვის ის ახლაც“.
04 მაისი 2026, 09:19
რეგიონი
ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის გზის 179-ე კმ-ზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა
ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ქვისცვენის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის 179-ე კმ-ზე, ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია.
04 მაისი 2026, 08:57
სპორტი
ხაშურში ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე 20-წლამდელთა შორის საქართველოს ჩემპიონატი ჩატარდა
ხაშურში ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე 20-წლამდელთა შორის საქართველოს ჩემპიონატი ჩატარდა. ქვეყნის ყველა რეგიონიდან 200-მდე სპორტსმენი მონაწილეობდა. ჩემპიონ-პრიზიორები 10 წონით კატეგორიაში გამოვლინდნენ.
04 მაისი 2026, 08:45
მსოფლიო
მედიის ცნობით, აშშ-ში გალონი ბენზინის ფასმა 4.45 დოლარს მიაღწია, რაც ბოლო თვე-ნახევრის განმავლობაში მატების ყველაზე მაღალი მაჩვენებელია
ამერიკის შეერთებულ შტატებში ბენზინის ფასი კიდევ 6 ცენტით გაიზარდა. ამერიკული მედიის ცნობით, გალონი ბენზინის ფასმა 4.45 დოლარს მიაღწია, რაც ბოლო თვე-ნახევრის განმავლობაში, მატების ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.
04 მაისი 2026, 08:39
მსოფლიო
ბრიტანეთის მთავრობამ ავიაკომპანიებს ნებართვა მისცა, ზაფხულის პერიოდში რეისები გააუქმონ ან გააერთიანონ საავიაციო საწვავის დაზოგვის მიზნით
ბრიტანეთის მთავრობამ ავიაკომპანიებს ნებართვა მისცა, ზაფხულის პერიოდში რეისები გააუქმონ ან გააერთიანონ საავიაციო საწვავის დაზოგვის მიზნით. ახალი რეგულაციით, რეისების გაუქმება ფრენამდე, სულ მცირე, ორი კვირით ადრე უნდა მოხდეს, რათა მგზავრებს ალტერნატიული მარშრუტების არჩევის საშუალება მიეცეთ.
04 მაისი 2026, 08:34
მსოფლიო
აშშ-ის ხაზინის მდივანი ვარაუდობს, რომ მსოფლიოში ნავთობის ფასების მკვეთრი კლება წლის ბოლომდე მოხდება
ამერიკის სახაზინო მდივანი ვარაუდობს, რომ მსოფლიოში ნავთობის ფასების მკვეთრი კლება წლის ბოლომდე მოხდება. ამის თაობაზე მან „ფოქს ბიზნესთან“ ისაუბრა.
04 მაისი 2026, 08:29
მსოფლიო
ლიბანში ისრაელის იერიშებს ბოლო 24 საათის განმავლობაში, სულ მცირე, 20 ადამიანი ემსხვერპლა
ლიბანში ისრაელის იერიშებს ბოლო 24 საათის განმავლობაში, სულ მცირე, 20 ადამიანი ემსხვერპლა. ინფორმაციას „სქაი ნიუსი“ ადგილობრივ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.
04 მაისი 2026, 08:22
მსოფლიო
ბენიამინ ნეთანიაჰუ: ისრაელი სამხედრო პოტენციალის გასაძლიერებლად აქტიურად მუშაობს
ისრაელი სამხედრო პოტენციალის გასაძლიერებლად აქტიურად მუშაობს, - განაცხადა ისრაელის პრემიერმა. ბენიამინ ნეთანიაჰუს თქმით, რამდენიმე კვირის წინ მან უპილოტო საფრენი აპარატების საწინააღმდეგო სპეციალური პროგრამის შექმნის განკარგულება გასცა.


