04 მაისი 2026, 09:20 / სანდო წყარო

რუდი ჯულიანი ჰოსპიტალიზებულია

რუდი ჯულიანი

რუდი ჯულიანი

აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ყოფილი ადვოკატი და თანამებრძოლი, ნიუ-იორკის ექს-მერი რუდი ჯულიანი საავადმყოფოში კრიტიკულ, თუმცა სტაბილურ მდგომარეობაში იმყოფება.

როგორც CNN-ს ჯულიანის წარმომადგენელმა ტედ გუდმენმა განუცხადა, „მერი ჯულიანი მებრძოლია, რომელიც გაუტეხელი ძალით ლახავდა თავისი ცხოვრების ყველა გამოწვევას და სწორედ ასეთივე ძალით იბრძვის ის ახლაც“.

გუდმენის განცხადებაში არ არის დაკონკრეტებული, თუ რატომ მოხვდა 81 წლის ჯულიანი საავადმყოფოში.

პარასკევს, თავისი გადაცემის America's Mayor Live მსვლელობისას პლატფორმა X-ზე, ჯულიანმა მაყურებელს უთხრა, რომ ხმამ ცოტათი უღალატა, ამიტომ ჩვეულებრივზე ხმამაღლა ვერ ისაუბრებდა. ტრანსლაციის დროს ის ხშირად ახველებდა.

დონალდ ტრამპმა Truth Social-ზე დაწერა, რომ ჯულიანი არის „ნამდვილი მებრძოლი და საუკეთესო მერი ნიუ-იორკის ისტორიაში“. მან ასევე დაადასტურა, რომ ჯულიანი „კრიტიკულ მდგომარეობაში იმყოფება“.

ყველა სიახლე

ფრიდრიხ მერცი

04 მაისი 2026, 10:51

მსოფლიო

ფრიდრიხ მერცი: მე უარს არ ვამბობ ტრანსატლანტიკურ ურთიერთობებზე მუშაობასა და დონალდ ტრამპთან თანამშრომლობაზე

„მე უარს არ ვამბობ ტრანსატლანტიკურ ურთიერთობებზე მუშაობასა და დონალდ ტრამპთან თანამშრომლობაზე“, - ხაზგასმით აღნიშნა მერცმა. კანცლერი კვლავ დარწმუნებულია, რომ „ამერიკელები ჩვენთვის მნიშვნელოვანი პარტნიორები არიან, ყველაზე მნიშვნელოვანი ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში“. თუმცა, აღიარა, რომ უნდა შეეგუოს იმას, რომ აშშ-ის პრეზიდენტს გერმანიის მთავრობისგან განსხვავებული აზრი აქვს ისეთ საკითხებზე, როგორიცაა ომი ირანში. მერცმა განმარტა, რომ თავისი პოზიცია ტრამპს თავიდანვე მკაფიოდ გაუზიარა.

04 მაისი 2026, 10:49

ეკონომიკა

ლესლი ბეარმან ლამი: საქართველოს საინვესტიციო გარემო რეგიონში შედარებით ხელსაყრელია, რაზეც გავლენას ახდენს ლიბერალური ეკონომიკური ჩარჩო, ღია სავაჭრო პოლიტიკა და, ზოგადად, ბიზნესისთვის მეგობრული სარეგულაციო გარემო

საქართველოს საინვესტიციო გარემო რეგიონში შედარებით ხელსაყრელია, რაზეც გავლენას ახდენს ლიბერალური ეკონომიკური ჩარჩო, ღია სავაჭრო პოლიტიკა და, ზოგადად, ბიზნესისთვის მეგობრული სარეგულაციო გარემო. ამ ფაქტორებმა ხელი შეუწყო ინვესტიციების მოზიდვას და კერძო სექტორის აქტივობის გაძლიერებას, - განაცხადა აზიის განვითარების ბანკის წარმომადგენლობის დირექტორმა საქართველოში ლესლი ბეარმან ლამიმ Business Insider Georgia-სთან ექსკლუზიურ ინტერვიუში.

პედრო სანჩესი

04 მაისი 2026, 10:41

მსოფლიო

სომხეთში მიმავალი პედრო სანჩესის თვითმფრინავი თურქეთში ავარიულად დაეშვა

„ესპანეთის დელეგაცია ღამეს ანკარაში გაათევს, ვიდრე დილით სომხეთისკენ გზას განაგრძობდეს“, - ნათქვამია ესპანეთის მთავრობის განცხადებაში, რომელშიც არ არის დაზუსტებული თუ რა ტექნიკური პრობლემა შეექმნა ხომალდს.

04 მაისი 2026, 10:30

სამართალი

სამართალდამცველებმა 1 კილოგრამამდე „კოკაინი“ ამოიღეს - დაკავებულია უცხო ქვეყნის მოქალაქე

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით, აზერბაიჯანის რესპუბლიკის მოქალაქე - 1994 წელს დაბადებული ა.ა. დააკავეს, - ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

04 მაისი 2026, 10:25

სამართალი

მცხეთა-მთიანეთის პოლიციამ ძარცვის მცდელობის ფაქტზე 1 პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ძარცვის მცდელობის ფაქტზე წარსულში ნასამართლევი, 1997 წელს დაბადებული ს.წ. დააკავეს.

მარკ კარნი

04 მაისი 2026, 10:21

პოლიტიკა

კანადის პრემიერ-მინისტრი: მსოფლიოში შექმნილი ვითარების ფონზე ძალიან მნიშვნელოვანია ასეთი შეხვედრები. ჩვენ გავაგრძელებთ თანამშრომლობის გაღრმავებას უსაფრთხოების, ეკონომიკისა და კულტურის სფეროებში

ევროპული პოლიტიკური საზოგადოების სამიტზე, რომელსაც საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ესწრება, სხვადასხვა ქვეყნის ლიდერები იმყოფებიან. ასევე, სამიტს ესწრება კანადის პრემიერ-მინისტრი მარკ კარნი.

მაია სანდუ

04 მაისი 2026, 10:18

პოლიტიკა

მაია სანდუ ევროპული პოლიტიკური გაერთიანების სამიტზე: მოლდოვა დისკუსიას გამართავს ევროპელ პარტნიორებთან. საუბარი შეეხება მოლდოვის ევროინტეგრაციის საკითხს, რაც ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია

საუბარი შეეხება მოლდოვის ევროინტეგრაციის საკითხს, რაც ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, - განუცხადა სომხეთში ჟურნალისტებს მოლდოვას პრეზიდენტმა მაია სანდუმ ევროპული პოლიტიკური გაერთიანების სამიტთან დაკავშირებით.

ლავინია და მიშელი

04 მაისი 2026, 10:17

ტექნოლოგიები

ბრიტანეთში ტყუპმა დებმა გაარკვიეს, რომ სხვადასხვა მამები ჰყავთ

The Guardian-ის ცნობით, 49 წლის ლავინია და მიშელი არაიდენტური ტყუპები არიან. მათ თითქმის ერთნაირი თვალები აქვთ, თუმცა სახის ქვედა ნაწილით განსხვავდებიან. ისინი მთელი ცხოვრება დარწმუნებულნი იყვნენ, რომ ღვიძლი დები იყვნენ და გაოგნდნენ, როდესაც 4 წლის წინ ჩატარებულმა დნმ-ტესტმა აჩვენა, რომ ისინი სხვადასხვა მამისგან დაიბადნენ.ეს არის უიშვიათესი ბიოლოგიური მოვლენის მაგალითი, რომელსაც ჰეტეროპატერნული სუპერფეკუნდაცია ეწოდება. მსოფლიოში მხოლოდ 20-მდე მსგავსი შემთხვევაა დოკუმენტირებული, დიდ ბრიტანეთში კი ეს მოვლენა პირველად დაფიქსირდა. ზუსტი რაოდენობის დადგენა შეუძლებელია, რადგან ამის გარკვევა მხოლოდ მაშინ ხდება, როცა ტყუპები დნმ-ტესტის ერთობლივად ჩატარებას გადაწყვეტენ.

მარკ რუტე

04 მაისი 2026, 10:15

მსოფლიო

მარკ რუტე: ევროპას აქვს გარკვეული უთანხმოებები შეერთებულ შტატებთან, რადგან შტატები არ არის კმაყოფილი ირანის მოვლენებზე ევროპის რეაქციით. ამავე დროს, ევროპას აქვს მესიჯი აშშ-სთვის

ევროპული პოლიტიკური საზოგადოების სამიტზე, რომელსაც საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ესწრება, სხვადასხვა ქვეყნის ლიდერები იმყოფებიან. ასევე, სამიტს ესწრება ნატოს გენერალური მდივანი მარკ რუტე.

04 მაისი 2026, 10:02

პოლიტიკა

პრემიერი: ევროპული პოლიტიკური გაერთიანების სამიტზე მრგვალი მაგიდის ფორმატში მექნება საშუალება, მივმართო ევროპელ ლიდერებს, საქართველოს ევროპისთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს დაკავშირებადობის თვალსაზრისით

ევროპული პოლიტიკური საზოგადოების სამიტში მეხუთედ ვმონაწილეობ, მრგვალი მაგიდის ფორმატში მექნება საშუალება, მივმართო ევროპელ ლიდერებს, ორმხრივი შეხვედრებისთვისაც გამოვიყენებთ ამ ღონისძიებას, - განუცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს სომხეთში, სადაც ევროპული პოლიტიკური გაერთიანების მე-8 სამიტში მონაწილეობს.

04 მაისი 2026, 09:49

მსოფლიო

გასული დღის განმავლობაში რუსეთის იერიშებს უკრაინაში 10 ადამიანი ემსხვერპლა

უკრაინის ოფიციალური პირების განცხადებით, გასული დღის განმავლობაში რუსეთის სარაკეტო და საჰაერო იერიშებს 10 ადამიანი ემსხვერპლა, სულ მცირე 76 კი დაშავდა. ინფორმაცია დაღუპულების შესახებ ქვეყნის 5 რეგიონის ადმინისტრაციამ დაადასტურა.

04 მაისი 2026, 09:34

მსოფლიო

გერმანიის მმართველი პარტიის წარმომადგენელი ბერლინს მოსკოვთან დიალოგის განახლებისკენ მოუწოდებს

გერმანიის მმართველ პარტიაში რუსეთთან მოლაპარაკებების განახლებისკენ მოუწოდებენ, რაც აშშ-ის მიერ ჯარების გაყვანას უკავშირდება. ამჟამად გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს იმის მიღწევას, რომ „რუსული ბირთვული საშუალო რადიუსის რაკეტები გაყვანილი იყოს ბელარუსიდან და კალინინგრადის ოლქიდან“, - განუცხადა გერმანიის სოციალ-დემოკრატიული პარტიის (SPD) საპარლამენტო ფრაქციის ყოფილმა ლიდერმა, როლფ მიუტცენიხმა გაზეთ Süddeutsche Zeitung-ს. მისი აზრით, შემდგომი ნაბიჯები შესაძლოა „შეიარაღებაზე კონტროლის პოლიტიკის კომპლექსურ პროცესში“ ჩაერთოს.

04 მაისი 2026, 09:33

მსოფლიო

მოსკოვს დრონებმა შეუტიეს

დრონების თავდასხმის შედეგად დაზიანებულია ფასადი, რამდენიმე ბინაში კი ჩამსხვრეულია მინები. კონსტრუქციის ნამსხვრევები კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე დაეცა. ქუჩაზე მოძრაობა გადაიკეტა.

04 მაისი 2026, 09:19

რეგიონი

ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის გზის 179-ე კმ-ზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა

ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ქვისცვენის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის 179-ე კმ-ზე, ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია.

დონალდ ტრამპი

04 მაისი 2026, 09:14

მსოფლიო

ტრამპის განცხადებით, აშშ ჰორმუზის სრუტეში ჩარჩენილი გემების გამოყვანას ირანის მონაწილეობით დაიწყებს. თეირანში ამას უარყოფენ

ტრამპმა აღნიშნა, რომ ამ გემებზე საკვების მარაგი იწურება და ჰუმანიტარული პირობები უარესდება. ამასთან, გამოყვანილი გემები სრუტეში არ დაბრუნდებიან მანამ, სანამ რაიონი ნაოსნობისთვის უსაფრთხო არ გახდება. თუ ოპერაციას წინააღმდეგობას გაუწევენ, „მოგვიწევს საკითხის ძალისმიერი გზით მოგვარება“, - განაცხადა ტრამპმა.

04 მაისი 2026, 08:57

სპორტი

ხაშურში ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე 20-წლამდელთა შორის საქართველოს ჩემპიონატი ჩატარდა

ხაშურში ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე 20-წლამდელთა შორის საქართველოს ჩემპიონატი ჩატარდა. ქვეყნის ყველა რეგიონიდან 200-მდე სპორტსმენი მონაწილეობდა. ჩემპიონ-პრიზიორები 10 წონით კატეგორიაში გამოვლინდნენ.

04 მაისი 2026, 08:45

მსოფლიო

მედიის ცნობით, აშშ-ში გალონი ბენზინის ფასმა 4.45 დოლარს მიაღწია, რაც ბოლო თვე-ნახევრის განმავლობაში მატების ყველაზე მაღალი მაჩვენებელია

ამერიკის შეერთებულ შტატებში ბენზინის ფასი კიდევ 6 ცენტით გაიზარდა. ამერიკული მედიის ცნობით, გალონი ბენზინის ფასმა 4.45 დოლარს მიაღწია, რაც ბოლო თვე-ნახევრის განმავლობაში, მატების ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.

04 მაისი 2026, 08:39

მსოფლიო

ბრიტანეთის მთავრობამ ავიაკომპანიებს ნებართვა მისცა, ზაფხულის პერიოდში რეისები გააუქმონ ან გააერთიანონ საავიაციო საწვავის დაზოგვის მიზნით

ბრიტანეთის მთავრობამ ავიაკომპანიებს ნებართვა მისცა, ზაფხულის პერიოდში რეისები გააუქმონ ან გააერთიანონ საავიაციო საწვავის დაზოგვის მიზნით. ახალი რეგულაციით, რეისების გაუქმება ფრენამდე, სულ მცირე, ორი კვირით ადრე უნდა მოხდეს, რათა მგზავრებს ალტერნატიული მარშრუტების არჩევის საშუალება მიეცეთ.

სკოტ ბესენტი

04 მაისი 2026, 08:34

მსოფლიო

აშშ-ის ხაზინის მდივანი ვარაუდობს, რომ მსოფლიოში ნავთობის ფასების მკვეთრი კლება წლის ბოლომდე მოხდება

ამერიკის სახაზინო მდივანი ვარაუდობს, რომ მსოფლიოში ნავთობის ფასების მკვეთრი კლება წლის ბოლომდე მოხდება. ამის თაობაზე მან „ფოქს ბიზნესთან“ ისაუბრა.