მეცოლა ალიევს: ჩვენ არასდროს შევცვლით მუშაობის მეთოდებს
რობერტა მეცოლა
ფოტო: Reuters
ერევანში გამართულ ევროპული პოლიტიკური გაერთიანების სამიტზე, სადაც ევროკავშირის, მეზობელი და პარტნიორი ქვეყნების ლიდერები შეიკრიბნენ, ილჰამ ალიევსა და რობერტა მეცოლას შორის მწვავე სიტყვიერი შელაპარაკება მოხდა, - წერს Euronews-ი.
აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ევროპარლამენტი, რომელსაც მეცოლა ხელმძღვანელობს, ბაქოს შესახებ „ცილისწამებისა და სიცრუის გავრცელებაში“ დაადანაშაულა.
მეცოლამ, თავის მხრივ, სიტყვა ითხოვა და მკვეთრად უარყო ეს ბრალდებები. „ჩვენ არასდროს შევცვლით მუშაობის მეთოდებს, მაშინაც კი, თუ ეს ვინმესთვის დისკომფორტის შემქმნელი იქნება“, - განაცხადა მან.
ალიევმა ასევე აღნიშნა, რომ ევროპარლამენტარები ცდილობენ „საბოტაჟი მოუწყონ სამშვიდობო პროცესს“, რომელიც გასულ წელს აშშ-ის შუამავლობით დაიწყო და მთიან ყარაბაღში კონფლიქტის შემდეგ სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ურთიერთობების დიპლომატიური და ეკონომიკური ჩარჩოები დაადგინა.
ალიევმა დასძინა, რომ ევროპარლამენტმა აზერბაიჯანის კრიტიკით 14 რეზოლუცია მიიღო და ამას ქვეყნით „ერთგვარი აკვიატება“ უწოდა.
მან ასევე დაადასტურა, რომ აზერბაიჯანის პარლამენტი ევროპარლამენტთან თანამშრომლობას ყველა მიმართულებით შეაჩერებს.
ევროდეპუტატების მუშაობის კრიტიკის პარალელურად, ის მიესალმა ევროკომისიის ძალისხმევას ბრიუსელისა და ბაქოს - ნავთობისა და გაზის მსხვილი ექსპორტიორის - ურთიერთობების გაძლიერებისა და, ზოგადად, სამხრეთ კავკასიასთან თანამშრომლობის გაფართოების კუთხით.
მეცოლამ პარლამენტის დასაცავად საპასუხო არგუმენტები მოიყვანა.
„ევროპარლამენტი არის დემოკრატიული ორგანო, რომელიც პირდაპირი კენჭისყრით აირჩევა და მისი რეზოლუციები ხმათა უმრავლესობით მიიღება“, - განაცხადა მან. „ჩვენ გვესმის, რომ შედეგები ზოგიერთისთვის შეიძლება არასასიამოვნო იყოს, მაგრამ ჩვენ არასდროს შევცვლით ჩვენი მუშაობის პრინციპს“.
ყველა სიახლე
04 მაისი 2026, 21:30
მსოფლიო
რუსეთი 8-9 მაისს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ აცხადებს
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის გადაწყვეტილებით, 2026 წლის 8 და 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში გამარჯვების დღესთან დაკავშირებით, საბრძოლო მოქმედებების ზონაში ზავი გამოცხადდება.
04 მაისი 2026, 21:28
საზოგადოება
მომავალ მეზღვაურებს ფოთშიც მოამზადებენ. „ქრონიკის“ სიუჟეტი
დაარსებიდან პირველად, ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის ფოთის ფილიალში ნავიგაციის ოთხწლიანი საბაკალავრო პროგრამა ამოქმედდა.
04 მაისი 2026, 21:20
ეკონომიკა
1 მაისიდან ამოქმედებული ახალი რეგულაციები, რომელიც უცხოელი გიდების საქმიანობას და შრომით მიგრაციას ეხება. „ქრონიკის“ სიუჟეტი
პირველი მაისიდან ამოქმედებულ საკანონმდებლო ცვლილებებთან დაკავშირებით, რომელიც გიდების საქმიანობის რეგულირებასა და შრომით მიგრაციას ეხება, ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციაში სექტორთან შეხვედრა გაიმართა.
04 მაისი 2026, 21:14
მსოფლიო
ლაიფციგში ავტომობილი ქვეითებს შეეჯახა - დაიღუპა 2, დაშავებულია 22 ადამიანი
გერმანიის ქალაქ ლაიფციგში მომხდარი ინციდენტის შედეგად დაშავებულთა რაოდენობა 22-მდე გაიზარდა. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო dpa და გამოცემა Bild პოლიციაზე დაყრდნობით ავრცელებენ.
04 მაისი 2026, 21:05
რეგიონი
ზუგდიდში სრულად გარემონტებული ბინები 1700-ზე მეტ დევნილ ოჯახს გადაეცემა. „ქრონიკის“ სიუჟეტი
ახალი ბინები დევნილი ოჯახებისთვის - ზუგდიდში იძულებით გადაადგილებულთათვის თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობა მიმდინარეობს.
04 მაისი 2026, 20:55
სამართალი
ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით, სამართალდამცველებმა უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავეს. „ქრონიკის“ სიუჟეტი
ამოღებულია სარეალიზაციოდ გამზადებული განსაკუთრებით დიდი ოდენობით აკრძალული ნივთიერება. ბრალდებულს 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.
04 მაისი 2026, 20:55
საზოგადოება
კავკასიური სივრცე და კეთილმოწყობილი ვოლიერები - ივლისიდან თბილისს ახალი ზოოპარკი ექნება. „ქრონიკის“ სიუჟეტი
თბილისის ახალი ზოოპარკი იხსნება. დამთვალიერებლებს სტუმრობა ივლისის დასაწყისიდან შეეძლებათ. პირველ ეტაპზე შესაძლებელი იქნება კავკასიური ნაწილის ნახვა.
04 მაისი 2026, 20:46
პოლიტიკა
კრიტიკა კრიტიკის საპასუხოდ და დაწუნებული დღის წესრიგი - მიხეილ სააკაშვილი ნიკა მელიას წინააღმდეგ და მითითებები „ნაციონალურ მოძრაობას“. „ქრონიკის“ რეპორტაჟი
მსჯავრდებული სააკაშვილი დღის წესრიგს საკუთარ პარტიასაც უწუნებს. არც ნიკა მელიას ვრცელ წერილს ივიწყებს და საპასუხოდ, მასაც აკრიტიკებს.
04 მაისი 2026, 20:42
პოლიტიკა
ზელენსკი: დიდი ხნის განმავლობაში პირველად, ჩვენ პირისპირ ვესაუბრეთ საქართველოს პრემიერ-მინისტრს - მიმაჩნია, რომ ეს სწორია
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა რამდენიმე ქვეყანასთან, კერძოდ კი სომხეთთან, საქართველოსა და სლოვაკეთთან უკრაინის ურთიერთობებში არსებული მთელი რიგი მიმართულებების განბლოკვის შესახებ.
04 მაისი 2026, 20:39
პოლიტიკა
ევროპელი ლიდერების აღიარება და შეერთებული შტატებისგან დამოუკიდებელი მოქმედების სურვილი - დაძაბულობა ჩრდილო-ატლანტიკურ ალიანსში. „ქრონიკის“ სიუჟეტი
კოლექტიური გამოღვიძება და სტრატეგიული ავტონომია - საფრანგეთის პრეზიდენტმა ევროპის პრობლემებსა და გამოსავლის შესახებ, ერევანში ვიზიტისას ისაუბრა.
04 მაისი 2026, 20:27
პოლიტიკა
ორმაგი სტანდარტები და საბოტაჟი - აზერბაიჯანის პრეზიდენტის მწვავე კრიტიკა ევროპელმა ლიდერებმა ევროპულ სამიტზე მოისმინეს. „ქრონიკის“ სიუჟეტი
ევროპარლამენტის პრეზიდენტს ევროპარლამენტის მწვავე კრიტიკის მოსმენა მოუხდა. რობერტო მეცოლას ხელმძღვანელობის ქვეშ მყოფი სტრუქტურა, აზერბაიჯანის პრეზიდენტმა საბოტაჟში ამხილა.
04 მაისი 2026, 20:24
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი ბრიტანეთის საელჩოს განცხადებაზე: როდესაც კითხულობ ამ ყალბი პათეტიკით გაჯერებულ ტექსტს იმ საელჩოს მხრიდან, რომელიც 2 წამყვანი ქართული მედიის მოკვლას ცდილობს, მხოლოდ ერთი შეფასება გიჩნდება - ნიანგის ცრემლები
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი, ეხმიანება დიდი ბრიტანეთის საელჩოს განცხადებას, რომელშიც საუბარია საქართველოში პრესის თავისუფლების მხრივ გაუარესებულ ვითარებაზე.
04 მაისი 2026, 20:22
პოლიტიკა
მეტი პოლარიზაციის შემოტანის მცდელობა ქართულ საზოგადოებაში - კაია კალასის მორიგი კრიტიკა საქართველოს და პასუხი თბილისიდან. „ქრონიკის“ სიუჟეტი
ბრიუსელი საქართველოს მნიშვნელობას აღიარებს, მაგრამ საკუთარი ინტერესის გატარებას მაინც ცდილობს, - ასე ფასდება კაია კალასის განცხადება ერევნიდან. ხელისუფლების კრიტიკისას მან ღიად გამოხატა წუხილი დაფინანსების შეზღუდვის შესახებ. „ქართული ოცნების“ პასუხი უცვლელია.
04 მაისი 2026, 20:15
პოლიტიკა
ევროპული პოლიტიკური გაერთიანების მე-8 სამიტი ერევანში და საქართველოს პრემიერ-მინისტრის ვიზიტი. „ქრონიკის“ სიუჟეტი
ევროპული პოლიტიკური გაერთიანების მე-8 სამიტი ერევანში და საქართველოს პრემიერ-მინისტრის ვიზიტი - ირაკლი კობახიძემ პლატფორმა დაკავშირებადობის თვალსაზრისით საქართველოს საკვანძო როლის წარმოსაჩენად და ლიდერებთან შეხვედრებისათვის გამოიყენა.
04 მაისი 2026, 19:41
ეკონომიკა
ირაკლი კობახიძე: ევროპული პოლიტიკური გაერთიანების მე-8 სამიტზე სიტყვით გამოსვლისას ხაზი გავუსვი საქართველოს სტრატეგიულ როლს ევროპასა და აზიას შორის საიმედო ხიდის რანგში
როგორც მთავრობის მეთაური აღნიშნავს, სიტყვით გამოსვლისას ასევე ისაუბრა ეკონომიკური უსაფრთხოებისა და გრძელვადიანი სტაბილურობისთვის დაკავშირების მნიშვნელობაზე.
04 მაისი 2026, 19:30
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე: ალენ ბერსესთან შეხვედრაზე განვიხილეთ საქართველოს მჭიდრო თანამშრომლობა ევროსაბჭოსთან და გამოვთქვით მზადყოფნა ჩვენი პარტნიორობის მეტად გაძლიერების მიმართულებით
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ევროსაბჭოს გენერალურ მდივან ალენ ბერსესთან შეხვედრას სოციალურ ქსელ X-ზე ეხმაურება.
04 მაისი 2026, 19:28
მსოფლიო
კალასი: აშშ-ის ჯარების გაყვანა მოულოდნელი აღმოჩნდა
ევროკავშირის უმაღლესმა დიპლომატმა, კაია კალასმა განაცხადა, რომ აშშ-ის გადაწყვეტილებამ გერმანიიდან ათასობით სამხედროს გაყვანის შესახებ ევროპელი ლიდერები მოულოდნელობის წინაშე დააყენა.
04 მაისი 2026, 19:25
სპორტი
მსოფლიოს ახალგაზრდულ ჩემპიონატზე რევაზ მილდიანმა ატაცში ბრინჯაოს მედალი მოიპოვა
ეგვიპტეში მიმდინარე ახალგაზრდა ძალოსანთა მსოფლიო ჩემპიონატზე 71 კილოგრამ წონით კატეგორიაში, ატაცში რევაზ მილდიანმა 140 კგ დაძლია და ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.
04 მაისი 2026, 19:15
ჯანდაცვა
ირაკლი კობახიძე: არავის ენანება არც 1 თეთრი, არც 50 და არც თუნდაც, 150 მილიონი იმაში, რასაც მოაქვს კონკრეტული შედეგი, მთავარია, ყველაფერი იყოს გონივრულად გააზრებული, სიფრთხილეა საჭირო, როდესაც ფარმაცევტულ კომპანიებს ეხება საქმე
არავის ენანება არც 1 თეთრი, არც 50 და არც თუნდაც, 150 მილიონი იმაში, რასაც მოაქვს კონკრეტული შედეგი, მთავარია, ყველაფერი იყოს გონივრულად გააზრებული. სიფრთხილეა საჭირო, როდესაც ფარმაცევტულ კომპანიებს ეხება საქმე, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ერევანში ქართველ ჟურნალისტებს განუცხადა.


