დონალდ ტრამპი: მსოფლიო კლასის სამმა ამერიკულმა გამანადგურებელმა ახლახან ცეცხლის ქვეშ ჰორმუზის სრუტე გადაკვეთა
დონალდ ტრამპი
ფოტო: Getty Images
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა თავის სოციალურ ქსელში დაწერა, რომ მსოფლიო კლასის სამმა ამერიკულმა გამანადგურებელმა ცეცხლის ქვეშ ჰორმუზის სრუტე გადაკვეთა.
„მსოფლიო კლასის სამმა ამერიკულმა გამანადგურებელმა ცეცხლის ქვეშ ახლახან გადაკვეთა ჰორმუზის სრუტე. სამიდან არცერთს დაზიანება არ მიუღია, მაგრამ ირანულ ძალებს, რომლებიც თავს დაესხნენ, დიდი ზიანი მიადგათ. ისინი მცირე ზომის გემებთან ერთად, რომელსაც მათი პრაქტიკულად განადგურებული ფლოტის ჩანაცვლებისთვის იყენებდნენ, სრულად განადგურდნენ. აღნიშნული გემები სწრაფად და ეფექტიანად ჩაიძირნენ. ჩვენს გამანადგურებლებს რაკეტები ესროლეს, რომლებიც ადვილად ჩამოვაგდეთ. იგივე დაემართა უპილოტო საფრენ აპარატებს, რომლებიც ჰაერში დაიწვა. ისინი ლამაზად ეშვებოდნენ ოკეანეში, როგორც პეპელა, რომელიც თავის დასასრულს უახლოვდება“, - დაწერა ტრამპმა.
თეთრი სახლის ლიდერმა კვლავ აღნიშნა, რომ ირანს არასოდეს ექნება ბირთვული იარაღის გამოყენების შესაძლებლობა.
„ნორმალური ქვეყანა ამ ხომალდებს არ გაატარებდა, მაგრამ ირანი ნორმალური ქვეყანა არ არის. მას მართავენ შეშლილები და თუ მათ ექნებოდათ ბირთვული იარაღის გამოყენების შესაძლებლობა, ისინი ამას უყოყმანოდ გააკეთებდნენ. მაგრამ მათ ასეთი შესაძლებლობა არასდროს ექნებათ. როგორც დღეს გავანადგურეთ, მომავალში კიდევ უფრო ძლიერად და სასტიკად დავარტყამთ, თუ ისინი სწრაფად არ მოაწერენ ხელს შეთანხმებას. ჩვენი სამი გამანადგურებელი, თავიანთი შესანიშნავი ეკიპაჟებით, ახლა კვლავ შეუერთდებიან ჩვენს საზღვაო ბლოკადას, რომელიც ნამდვილი „ფოლადის კედელია“, - დასძინა ტრამპმა.
ყველა სიახლე
08 მაისი 2026, 11:14
რეგიონი
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორი თამარ მემანიშვილი ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში აბიტურიენტებს შეხვდა
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორი თამარ მემანიშვილი ცენტრის წარმომადგენლებთან ერთად 2026 წლის გამოცდებისთვის მოსამზადებელი საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში, ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში აბიტურიენტებსა და მაგისტრანტობის კანდიდატებს შეხვდა. ინფორმაციას შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი ავრცელებს.
08 მაისი 2026, 11:12
პოლიტიკა
მიხეილ ყაველაშვილი: ღვინის ეროვნული დღე ჩვენი იდენტობის, კულტურული მემკვიდრეობისა და იმ მრავალსაუკუნოვანი ისტორიის ზეიმია, რომელმაც საქართველო მსოფლიო რუკაზე ღვინის სამშობლოდ მონიშნა
ღვინის ეროვნული დღე ჩვენი იდენტობის, კულტურული მემკვიდრეობისა და იმ მრავალსაუკუნოვანი ისტორიის ზეიმია, რომელმაც საქართველო მსოფლიო რუკაზე ღვინის სამშობლოდ მონიშნა,- ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა ღვინის ეროვნული დღისადმი მიძღვნილ კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
08 მაისი 2026, 11:09
საზოგადოება
მეხანძრე-მაშველებმა დუშეთის მუნიციპალიტეტში დაშავებული მოქალაქე უსაფრთხო ადგილზე გადაიყვანეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლებმა, დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ხონეში, მთის ფერდობზე დაშავებული მოქალაქე გადაარჩინეს.
08 მაისი 2026, 11:07
საზოგადოება
მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლეში ღვინის ეროვნული დღისადმი მიძღვნილი კონფერენცია მიმდინარეობს. LIVE
დღეს ღვინის ეროვნული დღეა. მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლეში იმართება ამ დღისადმი მიძღვნილი კონფერენცია, სახელწოდებით: ქართული ღვინო მსოფლიო ბაზარზე - შესაძლებლობები და გამოწვევები.
08 მაისი 2026, 11:07
პოლიტიკა
დავით ქართველიშვილი: სისულელეა ზანგეზურის დერეფანი ვინმემ აღიქვას ქართული გზის ჩამნაცვლებელ სერიოზულ გზად
„ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი ევროკომისიის პრეზიდენტის ურსულა ფონ დერ ლაიენის განცხადებას ეხმიანება, რომლითაც მან შუა დერეფნის დამაკავშირებელი გზის მთავარ მოთამაშედ სომხეთი დაასახელა. როგორც ქართველიშვილმა მედიასთან საუბრისას განაცხადა, ევროკომისიის პრეზიდენტი ჯიუტად ვერ ხედავს საქართველოს, როგორც ამ პროექტის მთავარ მოთამაშეს.
08 მაისი 2026, 11:02
სამართალი
სამართალდამცველებმა აჭარაში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები ამოიღეს - დაკავებულია 9 პირი
შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარისა და გურიის პოლიციის დეპარტამენტების თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვის, შენახვის მცდელობისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით, სხვადასხვა დროს 9 პირი დააკვეს. დაკავებულებს შორის არიან, როგორც საქართველოს, ასევე, უცხო ქვეყნის მოქალაქეები. სამართალდამცველებმა აჭარაში, ბრალდებულების პირადი, საცხოვრებელი სახლებისა და ავტომობილების ჩხრეკის შედეგად, ასევე, სხვადასხვა ადგილიდან ნივთმტკიცებად ამოიღეს განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალება, მათ შორის: 140 შეკვრა „მეთადონი“, „მეფედრონი“ და „ალფა-პვპ“.
08 მაისი 2026, 11:01
პოლიტიკა
სულხან თამაზაშვილმა თურქეთის რესპუბლიკის ელჩთან გაცნობითი შეხვედრა გამართა
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა, სულხან თამაზაშვილმა საქართველოში თურქეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან, მუსტაფა თურქერ არისთან გაცნობითი შეხვედრა გამართა. ინფორმაციას შსს ავრცელებს.
08 მაისი 2026, 11:00
საზოგადოება
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ საერთაშორისო მიგრაციის მიმოხილვის ფორუმის ფარგლებში ორმხრივი შეხვედრები გამართა
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ - ალექსანდრე დარახველიძემ საერთაშორისო მიგრაციის მიმოხილვის მეორე ფორუმის ფარგლებში, უცხოელ კოლეგებთან შეხვედრები გამართა.
08 მაისი 2026, 10:59
სამართალი
მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა სპეციალური საიმიგრაციო კონტროლის ღონისძიებების შედეგად, უცხო ქვეყნის 45 მოქალაქე დააკავეს
უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლის ფარგლებში, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ქვეყნის მასშტაბით სპეციალური საიმიგრაციო კონტროლის ღონისძიებები ჩაატარეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს.
08 მაისი 2026, 10:57
პოლიტიკა
ქართველიშვილი: უახლოეს თვეებში საქართველომ შესაძლოა მიიღოს არა მხოლოდ აშშ-თან სრულფასოვანი სტრატეგიული დიალოგის აღდგენა, არამედ ახალი როლიც სამხრეთ კავკასიისა და მთლიანად აღმოსავლეთ–დასავლეთის გეოეკონომიკური არქიტექტურის ფორმირებაში
პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი სოციალური ქსელით ეხმიანება ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილის, სონატა კოლტერის თბილისში ვიზიტსა და პრემიერ-მინისტრთან შეხვედრას.
08 მაისი 2026, 10:56
სამართალი
ცენტრალური კრიმინალური პოლიციის აჭარის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა წითელი ცირკულარით ძებნილი 2 პირი დააკავეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის აჭარის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი, თურქეთის რესპუბლიკის ორი მოქალაქე დააკავეს.
08 მაისი 2026, 10:53
მსოფლიო
ზელენსკის განცხადებით, უკრაინამ იაროსლავლის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა დაბომბა
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ „ტელეგრამის“ საკუთარ არხზე დაწერა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა რუსეთის ქალაქ იაროსლავლში მდებარე ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა დაბომბა.
08 მაისი 2026, 10:50
ჯანდაცვა
მიხეილ სარჯველაძემ მაკედონიაში ორმხრივი შეხვედრები გამართა
მიხეილ სარჯველაძემ, მაკედონიაში დემოგრაფიული მდგრადობის საკითხებზე გამართული საერთაშორისო მინისტერიალის ფარგლებში, ორმხრივი შეხვედრები გამართა.
08 მაისი 2026, 10:42
პოლიტიკა
დავით ქართველიშვილი: ერთადერთი შანსი, რომ რუსეთზე ზეწოლა მოვახდინოთ - უფრო სწორად, არა ჩვენ, არამედ ჩვენმა მდებარეობამ და სხვადასხვა ფაქტორმა, არის გეოეკონომიკური ცენტრის ფუნქცია, რომელიც რუსეთსაც უფრო მეტად დასჭირდება
რეგიონულ უსაფრთხოებაზე, ანაკლიის პორტის მნიშვნელობასა და საქართველოს გეოეკონომიკურ პერსპექტივებზე ისაუბრა პარტია „ხალხის ძალის“ წევრმა დავით ქართველიშვილმა.
08 მაისი 2026, 10:41
ჯანდაცვა
მიხეილ სარჯველაძე ჩრდილოეთ მაკედონიის სოციალური პოლიტიკის, დემოგრაფიისა და ახალგაზრდობის მინისტრს შეხვდა
მიხეილ სარჯველაძემ, დემოგრაფიული მდგრადობის საკითხებზე გამართული საერთაშორისო მინისტერიალის ფარგლებში, ჩრდილოეთ მაკედონიის სოციალური პოლიტიკის, დემოგრაფიისა და ახალგაზრდობის მინისტრ ფატმირ ლიმანისთან ორმხრივი შეხვედრა გამართა. ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
08 მაისი 2026, 10:36
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი: ევროპარლამენტის უსამართლო რეზოლუციები, საქართველოს შიდა საქმეებში მუდმივი ჩარევა - მიზნად ისახავს დაპირისპირების წაქეზებას როგორც საქართველოს შიგნით, ისე საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობაში
ევროპული ინტეგრაციის გზაზე საქართველოსთვის პოლიტიკური და იდეოლოგიური ჩარჩოების დაწესების მცდელობა ვიწრო, უშედეგო და ზედაპირული პოლიტიკის კარგი მაგალითია“, - წერს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, ევროკავშირის ელჩის პაველ ჰერჩინსკისთვის გაგზავნილ წერილში.
08 მაისი 2026, 10:35
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი: ძალადობის წაყრუების მძიმე შედეგები 4 ოქტომბერს გამოჩნდა, როდესაც ევროკავშირის პრესსპიკერის ძალადობისთვის რიტორიკული მწვანე შუქის ანთებამ, რადიკალური ჯგუფები, პრეზიდენტის სასახლის შტურმზე წაიყვანა
ევროპის დღის იდეაში ჩადებული საწყისი ევროპული მისწრაფებებიდან გადახვევამ ევროკავშირი მიიყვანა იმ მდგომარეობამდე, როდესაც საქართველოს მიმართ მისი პოლიტიკა დაყვანილია ძალადობის, სიძულვილის ენისა და რადიკალიზმის მხარდაჭერამდე,- წერს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, ევროკავშირის ელჩის პაველ ჰერჩინსკისთვის გაგზავნილ წერილში.
08 მაისი 2026, 10:34
პოლიტიკა
პაპუაშვილი პერჩინსკის: გასულ წელს, ევროპის დღეს, თქვენს მიმართვაში, არჩიეთ მეორე მსოფლიო ომის დასრულების წლისთავის უგულებელყოფა - თუმცა, რომ არა ქართველი ხალხი, ვერც ფაშიზმი დამარცხდებოდა და არც ევროკავშირი და ევროპის დღე იარსებებდა
საქართველოში არ არსებობს ოჯახი, რომელმაც მეორე მსოფლიო ომში მსხვერპლი არ გაიღო. ევროპის დღის გამარჯვების დღისგან გამიჯვნა ჩვენთვის მიუღებელია,- წერს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, ევროკავშირის ელჩის პაველ ჰერჩინსკისთვის გაგზავნილ წერილში.
08 მაისი 2026, 10:34
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი: ქართველი ხალხი არ საჭიროებს ევროპული გზისკენ მიმართულების ჩვენებას. საქართველო თავად არის ევროპული ცივილიზაციის თანაშემოქმედი და ამიტომ სადაც საქართველოა, იქ არის ევროპაც
ქართველი ხალხი არ საჭიროებს ევროპული გზისკენ მიმართულების ჩვენებას. საქართველო თავად არის ევროპული ცივილიზაციის თანაშემოქმედი და ამიტომ სადაც საქართველოა, იქ არის ევროპაც, - წერს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, ევროკავშირის ელჩის პაველ ჰერჩინსკისთვის გაგზავნილ წერილში.
08 მაისი 2026, 10:32
რეგიონი
საქპატენტის ტერიტორიაზე ქართული ღვინის ეროვნული დღის აღსანიშნავად „ჩინური ხალიანის“ ვაზის ჯიშის ნერგები დარგეს
საქპატენტის თავმჯდომარემ, თანამშრომლებთან ერთად, მცხეთის სათავო ოფისის ეზოში გაშენებულ ვენახში, „ჩინური ხალიანის“ ვაზის ჯიშის ნერგები დარგო. საქპატენტის ინფორმაციით, ამ პატარა ტერიტორიაზე უკვე ხარობს 33 ქართული ჯიშის ყურძენი და საქპატენტში ვენახის მოვლა, დამუშავება, მოყვანა წლებია ტრადიციად იქცა. აღსანიშნავია, რომ საქპატენტის დღევანდელი აქტივობა ეხმიანება 8 მაისის დღესასწაულს.


