09 მაისი 2026, 10:20 / სანდო წყარო

POLITICO: ევროპა ზელენსკის ლექციებით დაიღალა

ვოლოდიმირ ზელენსკი

ვოლოდიმირ ზელენსკი

გამოცემა POLITICO-ს ინფორმაციით, ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკი ლექციებით დაიღალნენ.

როგორც გამოცემა იუწყება, უკრაინასა და ევროკავშირს შორის ურთიერთობები გაცივდა. ევროპელ მოკავშირეებს სულ უფრო ხშირად აღიზიანებთ ზელენსკის რიტორიკა და მისი ურთიერთობის მანერა.

როგორც წყაროები გამოცემას უყვებიან, ზელენსკი „ნამდვილად ფიქრობს, რომ ევროპა უკრაინის წინაშე ვალდებულია“, თუმცა ასეთ პოზიციას ყველა ევროპელი ლიდერი არ იზიარებს.

ზელენსკის ერთ-ერთმა ყოფილმა მრჩეველმა გამოცემას განუცხადა, რომ აშშ-სა და ევროკავშირს შორის არსებულმა უთანხმოებამ ზელენსკის კრიტიკა ევროპელი პარტნიორების მიმართ გააძლიერა.

POLITICO-ს ცნობით, აპრილში კვიპროსზე გამართულ ევროკავშირის არაფორმალურ სამიტზე ზელენსკიმ ევროპელი ლიდერები გააკრიტიკა იმის გამო, რომ მათ უკრაინას ბლოკში გაწევრიანების ეტაპობრივი და მრავალწლიანი გეგმა შესთავაზეს და კიევს რეფორმების გატარებისა და კორუფციასთან ბრძოლისკენ მოუწოდეს. ზელენსკიმ აღნიშნა, რომ უკრაინის ეტაპობრივი, სიმბოლური წევრობა საკმარისი არ არის.

უკრაინა „ევროკავშირში სრულუფლებიან წევრობას იმსახურებს“ და რაც შეიძლება სწრაფად, განუცხადა ზელენსკიმ ჟურნალისტებს კიევში.

ყველა სიახლე

შალვა პაპუაშვილი

09 მაისი 2026, 11:26

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი: მე მინდა, ყველა ცოცხალ ვეტერანს მივულოცო ეს დღე, მინდა, მივაგოთ სათანადო პატივი სამამულო ომში დაღუპულთა ხსოვნას. საქართველომ მოსახლეობის რაოდენობაზე გადათვლით ყველაზე დიდი მსხვერპლი გაიღო ანტიფაშისტურ ერებს შორის

მე მინდა, ყველა ცოცხალ ვეტერანს მივულოცო ეს დღე, მინდა, მივაგოთ სათანადო პატივი სამამულო ომში დაღუპულთა ხსოვნას. საქართველომ მოსახლეობის რაოდენობაზე გადათვლით ყველაზე დიდი მსხვერპლი გაიღო ანტიფაშისტურ ერებს შორის, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა მედიასთან ვეტერანთა კულტურისა და დასვენების პარკში, სადაც ფაშიზმზე გამარჯვების 81 წლისთავთან დაკავშირებით მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო.

ირაკლი კობახიძე

09 მაისი 2026, 11:11

პოლიტიკა

პრემიერი: ყველას ვულოცავ ფაშიზმზე გამარჯვების დღეს, განსაკუთრებით ჩვენს ვეტერანებს, 300 000 ქართველი შეეწირა ფაშიზმის წინააღმდეგ ბრძოლას, ასი ათასობით ქართველი იბრძოდა ფრონტზე, ჩვენი ვალია, პატივი მივაგოთ თითოეული გმირის ხსოვნას

ყველას ვულოცავ 9 მაისს, ფაშიზმზე გამარჯვების დღეს, განსაკუთრებით ვულოცავ ჩვენს ვეტერანებს, - განუცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს ვეტერანთა კულტურისა და დასვენების პარკში, სადაც ფაშიზმზე გამარჯვების 81 წლისთავთან დაკავშირებით მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო.

09 მაისი 2026, 11:10

თავდაცვა

მე-20 ტერიტორიული თავდაცვის ბრიგადის რეზერვისტებმა სამხედრო ფიცი დადეს

საქართველოს თავდაცვის ძალების ეროვნული გვარდიის საველე საწვრთნელ ბაზა „პალდოზე“ მე-20 ტერიტორიული თავდაცვის ბრიგადის რეზერვისტებმა სამხედრო ფიცი დადეს.

09 მაისი 2026, 11:06

პოლიტიკა

საქართველოს პრეზიდენტი, პრემიერ-მინისტრი და პარლამენტის თავმჯდომარე მოქალაქეებს ფაშიზმზე გამარჯვების დღეს ულოცავენ

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი, პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე და პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი მოქალაქეებს ფაშიზმზე გამარჯვების დღეს ულოცავენ. შესაბამისი ქარდები მათ სოციალურ ქსელში გამოაქვეყნეს.

09 მაისი 2026, 10:59

ჯანდაცვა

ჯანდაცვის სამინისტრო რეფერენტულ ფასებს აქტიური რეგისტრაციის სტატუსის მქონე კიდევ 700-მდე მედიკამენტზე განსაზღვრავს

პარლამენტის ფასების შემსწავლელი დროებითი კომისიის რეკომენდაციის შესაბამისად, ჯანდაცვის სამინისტრო რეფერენტულ ფასებს აქტიური რეგისტრაციის სტატუსის მქონე კიდევ 700-მდე მედიკამენტზე განსაზღვრავს, - აღნიშნულია ჯანდაცვის სამინსიტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ია ფარულავა

09 მაისი 2026, 10:54

პოლიტიკა

ია ფარულავა „მთავარ არხზე”: ყველაფერს ისე ფუთავენ, რომ ადამიანების ფსიქოლოგიურ დამუშავებას და რადიკალურ დაზომბირებას მოერგოს

„მთავარი “ ხალხის გამო***ბაზე გადავიდა, - წერს მსახიობი ია ფარულავა “მთავარი არხის” მიერ გავრცელებული ინფორმაციის შესახებ, რომ “დონალდ ტრამპის გადაწყვეტილებით, ამერიკამ ამოუცნობი მფრინავი ობიექტების შესახებ არსებული ფაილები გამოაქვეყნა, რომელშიც ნახსენებია საქართველოც და საუბარია 2001 წელს კოდორის ხეობაში მომხდარ ინციდენტზე. დოკუმენტის მიხედვით, ქართული მხარე აცხადებდა, რომ 28-29 ოქტომბერს, რუსულმა თვითმფრინავებმა კოდორის ხეობა დაბომბეს.“

09 მაისი 2026, 10:51

სამართალი

პოლიციამ თბილისში დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა - დაკავებულია 2 პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, დამამძიმებელ გარემოებაში, ჯგუფურად ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბრალდებით ორი პირი დააკავეს.

09 მაისი 2026, 10:50

სამართალი

სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით 11 პირი დააკავეს - ამოღებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკი

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით 11 პირი დააკავეს.

09 მაისი 2026, 10:47

სამართალი

პოლიციამ თბილისში მაღაზიის გაქურდვის ფაქტი გახსნა

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ისანი-სამგორის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ქურდობის ბრალდებით 1 პირი დააკავეს, ხოლო 3 პირი ამხილეს.

09 მაისი 2026, 10:38

სამართალი

ქვემო ქართლის პოლიციამ ჯანმრთელობის განზრახ დაზიანებისათვის ძებნილი პირი დააკავა

დაკავებულმა, მიმდინარე წლის 29 იანვარს, ყოფით ნიადაგზე მომხდარი კონფლიქტის საფუძველზე, თანასოფლელს, არარეგისტრირებული სანადირო თოფიდან გასროლით სხეულის დაზიანება მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

09 მაისი 2026, 10:34

სამართალი

სასაზღვრო პოლიციის უფროსი შავი ზღვის საერთაშორისო საზღვაო ფორუმის მე-5 შეხვედრაში მონაწილეობდა

ფორუმი ევროპასა და აფრიკაში ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო საზღვაო ძალების სარდლობის და თურქეთის რესპუბლიკის სამხედრო-საზღვაო ძალების მეთაურობის ორგანიზებით, სტამბოლში გაიმართა. ღონისძიებაში 15 ქვეყნის სამხედრო-საზღვაო ძალების, სასაზღვრო და სანაპირო დაცვის სამსახურების წარმომადგენლობითი დელეგაციები მონაწილეობდნენ.

დონალდ ტრამპი

09 მაისი 2026, 09:39

მსოფლიო

ტრამპის განცხადებით, ის ირანისგან პასუხს სამშვიდობო შეთავაზებაზე ამაღამ ელოდება

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ის ელოდება, რომ ირანის ისლამური რესპუბლიკა ამერიკული მხარის მიერ სამშვიდობო შეთავაზებას ამაღამ უპასუხებს.

შალვა პაპუაშვილი

09 მაისი 2026, 09:05

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი: 9 მაისი დარჩება 9 მაისად. რადგან, ეს დღე ჩვენია - ჩვენ ვიომეთ, ჩვენ ვღვარეთ სისხლი, ვიომეთ ისტორიის გამარჯვებულ მხარეს და ვამაყობთ იმით, თუ ვინ ვიყავით, სად ვიდექით და რა გავაკეთეთ

9 მაისი დიდი გამარჯვების დღეა. რვა ათეულ წელს გადასცდა, რაც ჩვენ ვზეიმობთ ამ დღეს და ვიხსენებთ ჩვენს მამებს, პაპებს და დიდ პაპებს - იმ თაობას, რომელმაც დაიცვა თავისი ქვეყანა და აოხრებისგან გადაარჩინა სამშობლო”, - წერს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ფაშიზმზე გამარჯვების დღესთან დაკავშირებით.

09 მაისი 2026, 08:57

საზოგადოება

როგორი ამინდია მოსალოდნელი 9-11 მაისს საქართველოში

გარემოს ეროვნული სააგენტო 9-11 მაისს მოსალოდნელი ამინდის შესახებ ინფორმაციას აქვეყნებს.

09 მაისი 2026, 08:26

მსოფლიო

აშშ-მა წყნარ ოკეანეში ნარკოტიკების გადამზიდავი გემი დაბომბა

აშშ-ის შეიარაღებული ძალების სამხრეთ სარდლობის ინფორმაციით, მათ წყნარი ოკეანის აღმოსავლეთ ნაწილში გემი დაბომბეს, რომელსაც ნარკოტიკები გადაჰქონდა.

09 მაისი 2026, 08:00

პოლიტიკა

ღია ეთერი - ჯანდაცვის პოლიტიკა, სამედიცინო მომსახურების ხელმისაწვდომობა და მკურნალობის ხარისხი - რას პასუხობს ხელისუფლება დარგში არსებულ გამოწვევებს - დღეს, 20:00 საათზე „იმედზე“ დებატები გაიმართება

რეფერენტული ფასები პირველადი მოხმარების მედიკამენტებზე და შეღავათები ქრონიკული დაავადებების მქონე პაციენტებისთვის. რა ეფექტი აქვს სახელმწიფო პროგრამებს მოსახლეობის სამედიცინო დანახარჯებზე. საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის შედეგები და ონკოლოგიური შემთხვევების დაფინანსება.

09 მაისი 2026, 01:19

მსოფლიო

Reuters: CIA-ს შეფასებით, აშშ-ის მიერ ირანის პორტების ბლოკადა თეირანზე კიდევ დაახლოებით ოთხი თვის განმავლობაში ვერ მოახდენს კრიტიკულ ეკონომიკურ ზეწოლას

აშშ-სა და ირანს შორის ომის დასრულების ძალისხმევა, როგორც ჩანს, შეფერხდა, რადგან პარასკევს მხარეებმა სპარსეთის ყურეში ცეცხლი გახსნეს - ამავდროულად, აშშ-ის დაზვერვის ანალიზმა დაასკვნა, რომ თეირანს საზღვაო ბლოკადისთვის გაძლება თვეების განმავლობაში შეუძლია, - წერს საინფორმაციო სააგენტო Reuters-ი.

დიმიტრი პესკოვი

09 მაისი 2026, 00:39

მსოფლიო

კრემლი ზელენსკის განკარგულებაზე: რუსეთს არავის ნებართვა არ სჭირდება გამარჯვების აღლუმის ჩასატარებლად და ვაი მას, ვინც გამარჯვების დღის მასხრად აგდებას ცდილობს

რუსეთს არავის ნებართვა არ სჭირდება გამარჯვების აღლუმის ჩასატარებლად და ვაი მას, ვინც გამარჯვების დღის მასხრად აგდებას ცდილობს, - განაცხადა რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა, დიმიტრი პესკოვმა.

ვოლოდიმირ ზელენსკი

09 მაისი 2026, 00:29

მსოფლიო

ზელენსკი: წითელი მოედანი ჩვენთვის ნაკლებად მნიშვნელოვანია, ვიდრე უკრაინელი ტყვეების სიცოცხლე, რომელთა დაბრუნებაც სახლში შესაძლებელია

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ დაადასტურა რუსეთისგან მიღებული თანხმობა სამხედრო ტყვეების ათასი ათასზე პრინციპით გაცვლასა და 9, 10 და 11 მაისს ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის გამოცხადებაზე.