მაიამიში ნავზე ინციდენტის შედეგად რამდენიმე ადამიანი დაშავდა
ფოტო: Getty Images
მაიამი ბიჩზე, ნავზე მომხდარი ინციდენტის შედეგად 11 ადამიანი დაშავდა. სამაშველო-სახანძრო სამსახურები ვარაუდობენ, რომ ბორტზე გაზის გაჟონვის გამო, შესაძლოა აფეთქება მოხდა.
ინციდენტის ოფიციალური მიზეზი ჯერ არ სახელდება. ნავით საკურორტო ქალაქის ღირსშესანიშნაობების დასათვალიერებლად ტურისტები მგზავრობდნენ.
ყველა სიახლე
10 მაისი 2026, 15:19
პოლიტიკა
ცოტნე ანანიძე პოდოლიაკს: რატომ გამოუშვით სააკაშვილი სახელმწიფო გადატრიალების იმედით? საქართველოს ხელისუფლებას რომ მსგავსი სპეცოპერაცია დაეგეგმა თქვენ წინააღმდეგ, არ დარჩებოდა ადგილი, სადაც ამაზე არ ისაუბრებდით
„საქართველოს ხელისუფლებას რომ მსგავსი სპეცოპერაცია დაეგეგმა თქვენს წინააღმდეგ, ალბათ დედამიწის ზურგზე არ დარჩებოდა ადგილი, სადაც ამ აგრესიულ ჩარევაზე არ ისაუბრებდით. საკუთარ ქმედებებზე პასუხისმგებლობის აღებაც საჭიროა”, - წერს ცოტნე ანანიძე სოციალურ ქსელში.
10 მაისი 2026, 14:48
მსოფლიო
ესპანეთმა დაიწყო მგზავრების ევაკუაცია ლაინერიდან, რომელზეც ჰანტავირუსი დაფიქსირდა
საკრუიზო ლაინერი, რომელზეც ჰანტავირუსით მგზავრის გარდაცვალება დაფიქსირდა, კანარის კუნძულებზე, ტენერიფეში ჩავიდა. გრანადილის პორტში 100-ზე მეტი ადამიანის ნაპირზე გადასაყვანად და რეპატრიაციისთვის, ინტენსიური მზადება მიმდინარეობს. მგზავრების ხმელეთზე გადმოყვანამდე, ხომალდზე სამედიცინო ჯგუფები ავლენ, რათა ყველა ადამიანი ვირუსის ნიშნებზე შეამოწმონ.
10 მაისი 2026, 14:33
სპორტი
ზურიკო დავითაშვილმა „ამიენს“ გაუტანა⚽
საფრანგეთის ლიგა 2-ის ბოლო ტურში „სენტ-ეტიენმა“ საკუთარ სტადიონზე „ამიენი“ 5-0 დაამარცხა. მასპინძლების ქართველი ფეხბურთელი მოედანზე 56-ე წუთზე შევიდა და 69-ე წუთზე გოლი გაიტანა. შეხვედრის დასრულებამდე ხუთით ადრე კი საგოლე პასი შეასრულა.
10 მაისი 2026, 14:31
სპორტი
სტუდენტური ფესტივალის ფარგლებში 4 სპორტული შეჯიბრება გაიმართა
სტუდენტური ახალგაზრდული ფესტივალი აერთიანებს სპორტულ, კულტურულ, საგანმანათლებლო, ინტერმედიისა და მოხალისეობრივ მიმართულებებს.
10 მაისი 2026, 14:25
კულტურა
ბოლნისის თეატრის სცენაზე მესტიის კულტურისა და ხელოვნების ცენტრმა მაყურებელს სპექტაკლი „ბეთქილი“ წარუდგინა
სცენაზე გაცოცხლდა სვანური ლეგენდა მონადირე ბეთქილისა და ნადირობის ქალღმერთ დალის შესახებ, ისტორია სიყვარულზე, არჩევანზე და ბედისწერაზე, რომელიც თაობიდან თაობას გადაეცემა. სპექტაკლში წარმოდგენილი იყო სვანური მითოლოგიის გამორჩეული გმირების დრამატული ამბავი, რომელმაც მაყურებელში დიდი ინტერესი და მოწონება გამოიწვია.
10 მაისი 2026, 14:17
მსოფლიო
პაკისტანში აფეთქებას სულ მცირე 12 ადამიანი ემსხვერპლა
პაკისტანის ქალაქ ბანუში პოლიციის განყოფილებასთან ავტომობილის აფეთქების შედეგად სულ მცირე 12 სამართალდამცველი დაიღუპა. შემთხვევის ადგილზე სასწრაფო დახმარების და სამაშველო სამსახურების ბრიგადებია მობილიზებული. ადგილობრივ საავადმყოფოებში კი საგანგებო რეჟიმი გამოცხადდა.
10 მაისი 2026, 14:15
მსოფლიო
Bloomberg: ახლო აღმოსავლეთში ომის დროში გაწელვისა და ჰორმუზის სრუტის ბლოკადის ფონზე, ნავთობის მსოფლიო მარაგი იკლებს
სააგენტო Bloomberg-ის ინფორმაციით, ახლო აღმოსავლეთში ომის დროში გაწელვისა და ჰორმუზის სრუტის ბლოკადის ფონზე, ნავთობის მსოფლიო მარაგი იკლებს, რაც შესაძლოა საწვავის კიდევ გაძვირების მიზეზი გახდეს. სააგენტო სპეციალისტებზე დაყრდნობით იმასაც ვარაუდობს, რომ ენერგობაზარი კონფლიქტის დასრულების შემდეგაც გარკვეული ხნით მოწყვლადი დარჩება.
10 მაისი 2026, 14:10
საზოგადოება
მეუფე შიო: ისევე, როგორც 49 წლის წინ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორის გამორჩევით მრავალი სიკეთე აღსრულდა ჩვენს ეკლესიასა და ერში, ხვალინდელი დღეც ყოფილიყოს საწინდარი ილია მეორის გზის გაგრძელებისა
„მხოლოდ ამ მადლის მეშვეობით შეგვეძლება ჩვენ, ღირსეულად და წარმატებით ჩავატაროთ ის დიდი მოვლენა, რაც ხვალ ყველას გველის - ეს არის დიდი, გაფართოებული საეკლესიო კრება, რომელზეც ახალი კათოლიკოს-პატრიარქის გამორჩევა უნდა მოხდეს. ვევედროთ უფალს, რომ მოგვცეს ეს მადლი, ეს ცოცხალი წყალი, რომ შეგვაძლებინოს მივიღოთ გადაწყვეტილება ბრძნული, გონიერი, ღვთის ნებით, ჩვენი ეკლესიისთვის და ჩვენი ერისთვის სასარგებლო და ისევე, როგორც 49 წლის წინ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორის გამორჩევით მრავალი სიკეთე აღსრულდა ჩვენს ეკლესიასა და ერში, ხვალინდელი დღეც ყოფილიყოს საწინდარი კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორის გზის გაგრძელებისა. ეს არის გზა მართლმადიდებელი ეკლესიის ერთგულების, ღვთის მსახურების, ხალხის სიყვარულის, ერთსულოვნებაზე ზრუნვის, საქართველოში მშვიდობისა და გაერთიანების თავგანწირული მსახურების“, - განაცხადა მეუფე შიომ.
10 მაისი 2026, 13:32
რეგიონი
დაბა ხულოში ცენტრალური სკვერი მოეწყო
ინფრასტრუქტურული პროექტის ფარგლებში აღიმართა საქართველოს ეროვნული დროშა და დაიდგა ქართველი პროზაიკოსის, ჰიმნოგრაფის, მწიგნობრისა და ასტრონომის, ტბელ აბუსერიძის ძეგლი. ასევე განხორციელდა გამწვანების სამუშაოები - ტერიტორიაზე სხვადასხვა სახეობის ხე-მცენარეები დაირგო
10 მაისი 2026, 12:37
თავდაცვა
ვაზიანში წვრთნისა და შეფასების სწავლება გაიმართა
საქართველოს თავდაცვის ძალების აღმოსავლეთის სარდლობის მე-4 ქვეითი ბრიგადის 42-ე შერეული ჯავშანსატანკო ბატალიონის სამხედროებმა ჩაატარეს ამოცანაზე ორიენტირებული საველე სწავლება, რომელშიც ბატალიონის სატანკო და მექანიზებული ასეულებიც მონაწილეობდნენ.
10 მაისი 2026, 12:07
მსოფლიო
უკრაინამ რუსეთი სამდღიანი ზავის დარღვევაში დაადანაშაულა
უკრაინამ ზავის დროს განხორციელებული რუსული დარტყმის შესახებ განაცხადა: ხარკოვს უპილოტო საფრენმა აპარატებმა შეუტიეს. როგორც ხარკოვის საოლქო სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ოლეგ სინეგუბოვმა 9 მაისს საღამოს განაცხადა, დრონები ქალაქის ინდუსტრიულ რაიონში გამოჩნდა. ერთ-ერთი მათგანი ცხრასართულიანი საცხოვრებელი სახლის ტექნიკურ სართულს მოხვდა. დაშავდა 5 ადამიანი.
10 მაისი 2026, 11:47
პოლიტიკა
ზაალ ანჯაფარიძე: ვიდეოჩანაწერის გამოქვეყნებას ჰქონდა ერთადერთი მიზანი - მინიშნება, თუ გნებავთ გაფრთხილება კონკრეტული ევროპული სახელმწიფოებისადმი, რომ შეწყვიტონ საქართველოში შპიონაჟი, რომელზედაც სუს-მა უკვე იცის
ორიოდე სიტყვა მინდა ვთქვა ჯაშუშობის გამო დაკავებულ გიორგი უძილაურის საქმეზე და იმ აჟიოტაჟზე, რაც სუს-ს მიერ გამოქვეყნებულ მოკლე ვიდეოჩანაწერს მოჰყვა, და რომელშიც ცალკეულმა „ექსპერტებმა,“ დანაშაულის ნიშნები „ვერ დაინახეს - წერს ანალიტიკოსი, ზაალ ანჯაფარიძე სოციალურ ქსელში და აღნიშნავს, რომ ვიდეოჩანაწერის გამოქვეყნებას ჰქონდა ერთადერთი მიზანი - მინიშნება, გაფრთხილება კონკრეტული ევროპული სახელმწიფოებისადმი, რომ შეწყვიტონ საქართველოში შპიონაჟი, რომელზედაც სუს-მა უკვე იცის.
10 მაისი 2026, 11:41
სპორტი
ნიკოლოზ მასილაშვილმა რომის მასტერსზე ბენ შელტონი დაამარცხა🎾
ნიკოლოზ ბასილაშვილმა რომის საჩოგბურთო მასტერსზე მსოფლიო რეიტინგის მე-6 ნომერი ბენ შელტონი დაამარცხა. 34 წლის ქართველმა ჩოგბურთელმა ძლიერ მეტოქეს სამ სეტში, 6-4, 6-7, 6-3 მოუგო. შეხვედრა 2 საათსა და 17 წუთს გაგრძელდა და ამ დროის განმავლობაში ბასილაშვილმა ორი ეისი მოაწოდა, სამი ორმაგი შეცდომა დაუშვა და ცხრიდან სამი ბრეიკ-პოინტი გამოიყენა.
10 მაისი 2026, 11:36
მსოფლიო
ჯანმო მგზავრების რეპატრიაციას იწყებს ლაინერიდან, რომელზეც ჰანტავირუსით ინფიცირების შემთხვევები დაფიქსირდა
სამშობლოში დაბრუნებულებს საგანგებოდ მოწყობილ კლინიკებში გადაიყვანენ, სადაც მათ 42 დღიანი კარანტინის გავლა მოუწევთ. ჯანმოს ეპიდემიისა და პანდემიის პრევენციის დეპარტამენტი აცხადებს, რომ მიღებული ზომების ფონზე ვირუსის გავრცელების რისკი პრაქტიკულად არ არსებობს. მგზავრების ევაკუაცია ტენერიფედან დაიწყება, რომლის პორტსაც გემმა დღეს მიაღწია.
10 მაისი 2026, 11:34
მსოფლიო
ლონდონში მონარქიის საწინააღმდეგო აქცია გაიმართა
„არა მეფეებს“ - ამ ლოზუნგით აქცია მონარქიის მოწინააღმდეგეებმა ლონდონში, ბაკინგემის სასახლის წინ გამართეს. დემონსტრანტები სამეფო რეზიდენციის წინ შეიკრიბნენ, ხელში კი გიგანტური დინოზავრის ფიგურა და ტრანსპარანტები ეკავათ წარწერით „გააუქმეთ მონარქია“.
10 მაისი 2026, 11:31
კულტურა
კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით, იტალიაში, ქალაქ პარმის სამეფო თეატრში ზაქარია ფალიაშვილის ოპერა „აბესალომ და ეთერის“ პრემიერა გაიმართა
საპრემიერო ჩვენებას საქართველოს კულტურის მინისტრი თინათინ რუხაძე საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილის მეუღლესთან - თამარ ბაგრატიონთან, იტალიის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან - თამარ ლილუაშვილთან და თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის დირექტორის მოადგილესთან - გიორგი ანდღულაძესთან ერთად დაესწრო. სპექტაკლს ასევე ესწრებოდა პარმის სამეფო თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი ლუჩანო მესი.
10 მაისი 2026, 11:29
მსოფლიო
ბრიტანეთმა ჰორმუზი სრუტეში სამხედრო გემის გაგზავნა დააანონსა
დიდმა ბრიტანეთმა, ჰორმუზის სრუტეში ნაოსნობის დაცვის მრავალეროვნული, პოტენციური ოპერაციისთვის, ახლო აღმოსავლეთში სამხედრო გემის HMS Dragon-ის გაგზავნა დააანონსა. ლონდონი აცხადებს, რომ ის ოპერაციაში მაშინ ჩაერთვება, როცა ამის საშუალებას რეგიონში არსებული ვითარება მისცემს.
10 მაისი 2026, 11:24
საზოგადოება
ქართველ ებრაელ ქალთა კონგრესი ისრაელში მოღვაწე ცნობილ მწერალსა და ჟურნალისტს, აბრაამ საპირს მიეძღვნა
ქართველ ებრაელ ქალთა კონგრესი ისრაელში მოღვაწე ცნობილ მწერალსა და ჟურნალისტს, აბრაამ (სეფიაშვილი) საპირს მიეძღვნა, მის მრავალწლიან საზოგადოებრივ, პოლიტიკურ და კულტურულ საქმიანობას და განსაკუთრებულ წვლილს ისრაელსა და საქართველოს შორის მეგობრული ურთიერთობების გაღრმავებაში, ქართველი ებრაელების ისტორიისა და ეროვნული იდენტობის შენარჩუნებაში.
10 მაისი 2026, 11:23
მსოფლიო
აშშ-ის ცენტრალური სარდლობა: ირანის წინააღმდეგ საზღვაო ბლოკადა სრული ძალით გრძელდება
ოფიციალური თეირანი ამერიკულ ბლოკადას საზღვაო მეკობრეობას უწოდებს. ირანი აცხადებს, რომ ქვეყნის მთავარი პრიორიტეტები მიმდინარე კონფლიქტის შეჩერება, ჰორმუზის სრუტის ნორმალური გავლისთვის ხელახლა გახსნა და ამერიკული საზღვაო მეკობრეობის პრევენციაა.


