16 მაისი 2026, 16:40 / სანდო წყარო

ირანმა ჰორმუზის სრუტეში გემების გადაადგილების ახალი მექანიზმი შეიმუშავა

ირანის პარლამენტის ეროვნული უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ, იბრაჰიმ აზიზიმ სოციალურ ქსელ X-ში დაწერა, რომ ისლამურმა რესპუბლიკამ ჰორმუზის სრუტეში კომერციული გემების გადაადგილების ახალი მექანიზმი შეიმუშავა, რომელსაც საზოგადოებას მალე წარუდგენს.

„ირანი თავისი ეროვნული სუვერენიტეტისა და საერთაშორისო ვაჭრობის უსაფრთხოების გარანტიების ფარგლებში შეიმუშავა ჰორმუზის სრუტეში სპეციალური მარშრუტით გემების გადაადგილების პროფესიონალური მექანიზმი, რომელსაც უახლოეს მომავალში წარვადგენთ“, - დაწერა აზიზიმ.

მისი თქმით, ახალი წესები მხოლოდ იმ კომერციულ გემებს შეეხება, რომლებიც ირანთან თანამშრომლობენ. მათ სრუტეში გავლისთვის გარკვეული საფასურის გადახდა მოუწევთ.

„ე.წ. „თავისუფლების პროექტის“ ოპერატორებისთვის აღნიშნული მარშრუტი დაკეტილი იქნება“, - დასძინა მან.

ყველა სიახლე

16 მაისი 2026, 16:51

მსოფლიო

Reuters: ტაილანდში მატარებლისა და ავტობუსის შეჯახების შედეგად რვა ადამიანი დაიღუპა, 25 კი დაშავდა

ტაილანდის დედაქალაქ ბანგკოკში მატარებლისა და ავტობუსის შეჯახების შედეგად რვა ადამიანი დაიღუპა, ხოლო 25 დაშავდა. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

16 მაისი 2026, 16:34

საზოგადოება

აფხაზეთის იძულებით გადაადგილებულ პირთა სამინისტროსა და ორგანიზაცია „მომავლის პალიტრას“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა სამინისტრომ, სოციალურ-საგანმანათლებლო ორგანიზაცია „მომავლის პალიტრასთან“ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა.

16 მაისი 2026, 16:15

რეგიონი

გივი მიქანაძე ხულოში კოლეჯ „ახალი ტალღის“ თანამშრომლებს შეხვდა

განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გივი მიქანაძე ხულოს მუნიციპალიტეტში კოლეჯ „ახალი ტალღის“ ფილიალს ეწვია, სადაც სასწავლო ინფრასტრუქტურა დაათვალიერა და ადმინისტრაციის წარმომადგენლებსა და თანამშრომლებს შეხვდა.

16 მაისი 2026, 16:11

რეგიონი

ახალციხეში ტურისტული სეზონი იხსნება

ახალციხეში ტურისტული სეზონი იხსნება.

ალექსანდარ ვუჩიჩი სი ძინპინი

16 მაისი 2026, 16:11

მსოფლიო

ტრამპისა და პუტინის შემდეგ ჩინეთში ჩასვლის სურვილი სერბეთის პრეზიდენტმაც გამოთქვა

სერბეთის პრეზიდენტმა, ალექსანდარ ვუჩიჩმა განაცხადა, რომ აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპისა და რუსეთის ლიდერის, ვლადიმერ პუტინის შემდეგ ისიც ჩინეთში ჩავა.

ზუგდიდის საკათედრო ტაძარი

16 მაისი 2026, 16:00

რეგიონი

ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით, ზუგდიდში მსვლელობა ვლაქერნის ღვთისმშობლის ტაძრიდან დაიწყება

წირვის დასრულების შემდეგ, სასულიერო პირები მრევლთან ერთად, ქალაქის მთავარი გამზირისკენ გაემართებიან და მსვლელობა, საკათედრო ტაძართან დასრულდება, სადაც პარაკლისს გადაიხდიან.

დეკანოზი მატათა (ზოიძე)

16 მაისი 2026, 15:49

რეგიონი

ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით, მსვლელობა ბათუმში, ღვთისმშობლის შობის საკათედრო ტაძრიდან 12:00 საათზე დაიწყება

მანამდე მრევლს ღვთისმშობლის შობის საკათედრო ტაძარში ელოდებიან. მსვლელობა ბათუმის განმათავისუფლებელ მეომართა საფლავთან დასრულდება, სადაც პარაკლისს გადაიხდის. ეპარქია ღონისძიებაში მონაწილეობის მისაღებად ყველა მოქალაქეს იწვევს.

16 მაისი 2026, 15:25

პოლიტიკა

ცესკომ ქუთაისსა და ზესტაფონში ახალგაზრდებთან საინფორმაციო შეხვედრები გამართა

ცესკოს ინფორმაციით, ამჯერად შეხვედრები ქუთაისსა და ზესტაფონში გაიმართა და მასში მონაწილეობა 100-მდე ახალგაზრდამ მიიღო. შეხვედრების ფარგლებში ცესკოს თავმჯდომარის მოადგილე გიორგი შარაბიძე ახალგაზრდებს საარჩევნო პროცესში მათი ჩართულობის მნიშვნელობაზე, ასევე ამ პროცესის შესახებ სწორი ინფორმაციის ფლობის აუცილებლობაზე და ზოგადად ამომრჩევლის როლსა და უფლებებზე ესაუბრა. ყურადღება გაამახვილა საარჩევნო ელექტრონული ტექნოლოგიების უპირატესობებზე და ისაუბრა იმ გამოცდილებასა და გზაზე, რომელიც საარჩევნო ადმინისტრაციამ ელექტრონული ტექნოლოგიების დანერგვამდე გაიარა.

ვარლამ ლიპარტელიანი

16 მაისი 2026, 15:15

საზოგადოება

ვარლამ ლიპარტელიანი ოჯახის სიწმინდის დღეზე: ჩვენთვის ეს დღეს უმნიშვნელოვანესია - დარწმუნებული ვარ, ხვალ კიდევ ერთხელ დაინახავს მთელი მსოფლიო, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ქართველი ადამიანისთვის ოჯახი და მისი სიწმინდე

ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღის აღნიშვნას ხვალ „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაცია შეუერთდება.

ფრიდრიხ მერცი

16 მაისი 2026, 15:05

მსოფლიო

მედია: გერმანიაში გამოკითხულთა თითქმის ნახევარს მმართველი კოალიციის დაშლა სურს

გერმანიის მოსახლეობის 47%-ს მმართველი კოალიციის დაშლა და ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნა სურს. გამოკითხვის შედეგებს გერმანული მედია ავრცელებს.

გიორგი სოსიაშვილი

16 მაისი 2026, 15:00

პოლიტიკა

სოსიაშვილი: მსოფლიომ ნახა, დანიაში როგორ დაერივნენ მომიტინგეებს - მათთვის ეს ჩვეულებრივი ამბავია, როდესაც საქმე ეხება სახელმწიფო ინტერესებს და თურმე, საქართველოში უნდა მივუშვათ ყველაფერი და ჩვენ თვალწინ უნდა ჩამოიშალოს ინსტიტუტები

განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გიორგი სოსიაშვილი დანიაში მშვიდობიანი პროტესტის მონაწილეების დაშლისას სამართალდამცველების მხრიდან ძალის გამოყენების ფაქტს გამოეხმაურა.

16 მაისი 2026, 14:57

მსოფლიო

სააკაშვილის ყოფილი პრესმდივანი დარინა ჩიჟი აცხადებს, რომ ანდრეი ერმაკისთვის გირაოს ნაწილის გადახდის გამო სამსახურიდან გაათავისუფლეს

უკრაინელი ჟურნალისტის, დარინა ჩიჟის განცხადებით, ის სამსახურიდან მას შემდეგ გაათავისუფლეს, რაც უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ყოფილი ხელმძღვანელის, ანდრეი ერმაკისთვის გირაოთი განსაზღვრული თანხის ნაწილი გადაიხადა.

16 მაისი 2026, 14:47

საზოგადოება

საპატრიარქო: 17 მაისს ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღის აღსანიშნავად საყოველთაო შეკრება საქართველოს 10 ქალაქში 10:00 საათზე, მსვლელობა კი 11:00 საათზე დაიწყება

საქართველოს საპატრიარქო ოჯახის სიწმინდის დღის მსვლელობასთან დაკავშირებით ინფორმაციას აქვეყნებს. საპატრიარქოს ცნობით, 17 მაისს ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღის აღსანიშნავად 10:00 საათზე საყოველთაო შეკრება დაიწყება საქართველოს 10 ქალაქში: თბილისში, რუსთავში, ქუთაისში, გორში, ბათუმში, ახალციხეში, ზუგდიდში, თელავში, მცხეთასა და ოზურგეთში. ათივე ქალაქში საყოველთაო მსვლელობა ერთდროულად, 11:00 საათზე დაიწყება. შეკრება სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, შიო მესამის ლოცვა-კურთხევით იმართება. „17 მაისი ოჯახის სიწმინდის დღეა 🔸 წელს აღნიშნულ დღესასწაულს პირველად აღვნიშნავთ კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის გარეშე და ახლად არჩეული კათოლიკოს-პატრიარქ შიო III-ის მეთაურობით. 🔸 ოჯახის სიწმინდის დღე საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ეპარქიებშიც აღინიშნება სასულიერო პირებისა და მრევლის ერთობლივი ლოცვითი მსვლელობით. 🔸 ეს დღე იქნება სახე ღვაწლმოსილი პატრიარქის საქმეების გაგრძელებისა და მორწმუნე ხალხში მისი ცოცხალი ხსოვნის დემონსტრირებისა", - აღნიშნულია საპატრიარქოს ინფორმაციაში.

ეზ ად-დინ ალ-ჰადადი

16 მაისი 2026, 14:40

მსოფლიო

„ცაჰალი“ ღაზაში „ჰამასის“ მეთაურის ეზ ად-დინ ალ-ჰადადის ლიკვიდაციის შესახებ იუწყება

ისრაელის თავდაცვის არმიის („ცაჰალის“) ინფორმაციით, დაჯგუფება „ჰამასის“ საველე მეთაური ეზ ად-დინ ალ-ჰადადი ლიკვიდირებულია.

დეკანოზი შალვა (კეკელია)

16 მაისი 2026, 14:35

საზოგადოება

დეკანოზი შალვა (კეკელია) 17 მაისზე: ჩვენი პატრიარქისთვის პირველი დიდი წირვა იქნება, როგორც საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, პირველად აღასრულებს ამ წირვას და ძალიან მნიშვნელოვანია, მთელი ერი იმ დღეს ერთად ვიყოთ

თუ სახელმწიფოში არის მტკიცე და მყარი ოჯახები, მაშინ სახელმწიფო არის მტკიცე და ძლიერი. მისმა უწმინდესობამ ეს ყოველთვის იცოდა, - განაცხადა დეკანოზმა შალვამ. მისივე თქმით, სახელმწიფო ოჯახებზე დგას და ამიტომ პატრიარქმა, ილია მეორემ ოჯახის სიწმინდის დღის დამკვიდრებაზე ყურადღება გაამახვილა.

16 მაისი 2026, 14:29

სამართალი

საქართველოს პროკურატურის პირადი ცხოვრების ხელყოფის წინააღმდეგ მიმართული საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში სამეგრელო - ზემო სვანეთის რეგიონში საინფორმაციო შეხვედრები გაიმართა

საქართველოს პროკურატურა პირადი ცხოვრების ხელყოფის წინააღმდეგ მიმართულ საინფორმაციო კამპანიას აქტიურად აგრძელებს. შეხვედრები ზუგდიდის, აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ მარანის, მესტიის, ლენტეხის, სენაკის, ჯვარის, ფოთის საჯარო სკოლებში და შოთა მესხიას სახელობის ზუგდიდის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა.

16 მაისი 2026, 14:26

სამართალი

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის უფროსმა ლევან ხარაბაძემ იმერეთსა და ზუგდიდში თანამშრომლებთან სამუშაო შეხვედრები გამართა

სამსახურის უფროსმა ინფრასტრუქტურა და სამუშაო სივრცეები დაათვალიერა, ასევე, თანამშრომლებს გაესაუბრა და მათ საქმიანობას გაეცნო. შეხვედრაზე, საგამოძიებო სამსახურის უფროსმა რეგიონული სამმართველოების ხელმძღვანელებთან, საფინანსო-ეკონომიკურ სფეროში ჩადენილ დანაშაულთა წინააღმდეგ ბრძოლის სამომავლო გეგმებზე და საქმიანობის ძირითად მიმართულებებზე ისაუბრა.

ნიკოლოზ მეტრეველი

16 მაისი 2026, 14:12

პოლიტიკა

მეტრეველი რუსეთის დანაშაულებზე ტრიბუნალის შექმნაზე: საქართველოს ხელისუფლებას აქვს პასუხისმგებლობა, არ დაუშვას პროცესების პროვოცირება, რომლებმაც შეიძლება ქვეყანა სამხედრო ესკალაციის ან ჰიბრიდული ზეწოლის ახალ ეტაპზე გადაიყვანოს

„საქართველომ სპეციალური ტრიბუნალის შექმნის შეთანხმებას არ შეუერთდა არა იმიტომ, რომ უკრაინის ტკივილს ან საერთაშორისო სამართლის მნიშვნელობას არ აღიარებს, არამედ იმიტომ, რომ საქართველოს სახელმწიფო ვალდებულია პირველ რიგში საკუთარი ეროვნული უსაფრთხოების, ტერიტორიული მთლიანობისა და ეკონომიკური სტაბილურობის რეალური რისკები გაითვალისწინოს“- წერს ანალიტიკოსი ნიკოლოზ მეტრეველი სოციალურ ქსელში.

მარკ რუტე

16 მაისი 2026, 14:11

მსოფლიო

Financial Times: ნატო შეიარაღების ევროპელ მწარმოებლებზე ინვესტიციებისა და წარმადობის გაზრდის მიზნით ზეწოლას მოახდენს

ნატოს გენერალური მდივანი, მარკ რუტე მომავალ კვირას შეიარაღების მწარმოებელ ევროპული კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდება და ინვესტიციებისა და წარმოების გაზრდისკენ მოუწოდებს, რადგან ალიანსი კონტინენტის სამხედრო პოტენციალის გაძლიერებასა და აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის დაშოშმინებას ცდილობს. ინფორმაციას Financial Times-ი ავრცელებს.