ისრაელი აცხადებს, რომ ღაზაზე მიტანილი დარტყმის შედეგად დაჯგუფება „ჰამასის“ ერთ-ერთი მეთაური მოკლეს
ფოტო: Imedi/ვიდეოკადრი
ისრაელი აცხადებს, რომ ღაზაზე მიტანილი დარტყმის შედეგად დაჯგუფება „ჰამასის“ ერთ-ერთი მეთაური მოკლეს. ადგილობრივი მედიის ცნობით, ლიკვიდირებულია ბაჰაა ბარუდი, რომელსაც ისრაელი ტერორისტული აქტების ორგანიზებაში ადანაშაულებდა.
მანამდე ისრაელის თავდაცვის ძალებმა „ჰამასის“ სამხედრო ფრთის მეთაურის, იზ ალ-დინ ალ-ჰადადის ლიკვიდაციის შესახებ გაავრცელეს განცხადება.
ყველა სიახლე
18 მაისი 2026, 09:30
მსოფლიო
Axios: აშშ-ის დაზვერვა ამტკიცებს, რომ კუბა ამერიკული გემების წინააღმდეგ დრონების გამოყენებას გეგმავს. კუბაში კი აცხადებენ, რომ ომი არ სურთ
„კუბა არავის ემუქრება და არ სურს ომი“, - აღნიშნა როდრიგესმა სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტში და დასძინა, რომ ქვეყანა „ემზადება საგარეო აგრესიის მოსაგერიებლად, გაეროს წესდებით აღიარებული კანონიერი თავდაცვის უფლების ფარგლებში“.
18 მაისი 2026, 09:20
კულტურა
18 მაისი მუზეუმების საერთაშორისო დღეა - ამ დღის აღსანიშნავად ეროვნული მუზეუმის გაერთიანებაში შემავალ ყველა მუზეუმში შესვლა უფასო იქნება
18 მაისი მუზეუმების საერთაშორისო დღეა. ამ დღის აღსანიშნავად ეროვნული მუზეუმის გაერთიანებაში შემავალ ყველა მუზეუმში შესვლა უფასო იქნება. მუზეუმების სამუშაო დრო კი 10:00 -დან 18:00 საათამდეა. დაგეგმილია სხვადასხვა ღონისძიება. ამას გარდა, ამ დღის აღსანიშნავად დამთვალიერებლებისთვის უფასო იქნება შესვლა საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს მუზეუმებსა და მუზეუმ-ნაკრძალებშიც
18 მაისი 2026, 09:19
მსოფლიო
ვოლოდიმირ ზელენსკიმ ფრონტზე ბალანსის შეცვლის შესახებ განაცხადა
„ბევრი რამ გაკეთდა, რამაც ფრონტზე ბალანსის შეცვლა განაპირობა. დღევანდელი მონაცემებით, ჩვენი აქტივობის მაჩვენებელი აჭარბებს რუსების აქტივობის მაჩვენებელს, რაც ძალიან სერიოზული შედეგია. ჩვენ გავზრდით ჩვენი არმიისთვის ყველა სახის მიწოდებას - დრონების, ნაღმმტყორცნების, საბრძოლო მასალის - ყველა რესურსის, ადეკვატური დაცვისა და ფრონტზე ჩვენი აქტიური ოპერაციების შესანარჩუნებლად“, - განაცხადა ზელენსკიმ.
18 მაისი 2026, 09:15
მსოფლიო
ლონდონში მიგრაციის წინააღმდეგ მსვლელობასა და პალესტინის მხარდამჭერ დემონსტრაციაზე 40-ზე მეტი ადამიანი დააკავეს
ლონდონში მიგრაციის წინააღმდეგ მსვლელობასა და პალესტინის მხარდამჭერ დემონსტრაციაზე 40-ზე მეტი ადამიანი დააკავეს.
18 მაისი 2026, 09:09
მსოფლიო
ვაშინგტონში ერთდღიან სამლოცველო აქციაზე ათასობით ადამიანი შეიკრიბა
„ამერიკამ დაასრულა ურთიერთობა ღმერთთან, მაგრამ ღმერთს არ დაუსრულებია ურთიერთობა ამერიკასთან“, - განაცხადა პასტორმა სამუელ როდრიგესმა.
18 მაისი 2026, 09:09
მსოფლიო
აშშ-ში ეროვნული ლოცვის დღე აღნიშნეს
შეერთებულ შტატებში ეროვნული ლოცვის დღე აღნიშნეს. საზეიმო ღონისძიება ვაშინგტონში ეროვნულ მოედანზე გაიმართა. „ამერიკა 250“-ის ღონისძიების ფარგლებში თანამოქალაქეებს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა, ვიცეპრეზიდენტმა ჯეი დი ვენსმა, სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ და ომის მდივანმა პიტ ჰეგსეტმა, ასევე, კონგრესის წარმომადგენლებმა და სასულიერო პირებმა მიმართეს. თეთრი სახლის ლიდერმა ვიდეომიმართვაში ძველი აღთქმიდან ეპიზოდი წაიკითხა..
18 მაისი 2026, 09:01
მსოფლიო
დონალდ ტრამპი: ირანს დრო ეწურება
ირანს დრო ეწურება, - წერს დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში.
18 მაისი 2026, 08:50
მსოფლიო
აბუ-დაბიში ბირთვულ ელექტროსადგურთან დრონით თავდასხმა განხორციელდა
აბუ-დაბიში ბირთვულ ელექტროსადგურთან დრონით თავდასხმა განხორციელდა. ინფორმაცია არაბთა გაერთიანებული საამიროების თავდაცვის სამინისტრომ ოფიციალურად დაადასტურა.
18 მაისი 2026, 08:41
საზოგადოება
მამა საბა გაზდელიანი: ყველამ კარგად იხილეთ, თუ რამდენად მასშტაბური და ორგანიზებული იყო ეს მსვლელობა. გამოჩნდა ხალხის უდიდესი სიყვარული, ერთგულება ეკლესიის, საქართველოს, პატრიარქის მიმართ
გამოჩნდა ხალხის უდიდესი სიყვარული, ერთგულება ეკლესიის, საქართველოს, პატრიარქის მიმართ და ასევე გამოჩნდა ერთობა, რადგან ყველა დიდი სიყვარულით მიემართებოდა სამების ტაძრისკენ, სადაც ელოდათ ჩვენი უწმინდესი და უნეტარესი შიო მესამე და მანაც ძალიან დიდი, მამობრივი სიყვარული გამოხატა მრევლის მიმართ, - განაცხადა თბილისის წმინდა ნინოს სახელობის ტაძრის მღვდელმსახურმა მამა საბა გაზდელიანმა.
18 მაისი 2026, 08:27
ეკონომიკა
დავით მათიკაშილი: ქართული საბანკო სისტემა არის მდგრადი, არ არის მოწყვლადი არსებული გამოწვევების მიმართ, შესაბამისად, იზრდება რეზერვი საკმაოდ დიდი პროცენტით
ქართული საბანკო სისტემა, საფინანსო ბაზარი არის მდგრადი, არ არის მოწყვლადი არსებული გამოწვევების მიმართ, შესაბამისად, იზრდება რეზერვი საკმაოდ დიდი პროცენტით, - განაცხადა საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე დავით მათიკაშვილმა.
18 მაისი 2026, 08:19
ეკონომიკა
პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტზე, დღეს საქართველოს ეროვნული ბანკის 2025 წლის წლიურ ანგარიშს განიხილავენ
პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტზე, დღეს საქართველოს ეროვნული ბანკის 2025 წლის წლიურ ანგარიშს განიხილავენ, რომელსაც ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ნათია თურნავა წარადგენს. ანგარიში მოიცავს ეროვნული ბანკის ფულად-საკრედიტო, სავალუტო და საზედამხედველო პოლიტიკის მიმოხილვას და აუდიტირებულ ფინანსურ ანგარიშგებას.
18 მაისი 2026, 08:11
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი ჩინეთის სახალხო კონგრესის თავმჯდომარის მოწვევით ოფიციალური ვიზიტით ჩინეთში გაემგზავრა
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ჩინეთის სახალხო კონგრესის თავმჯდომარის მოწვევით ოფიციალური ვიზიტით ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში გაემგზავრა. ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე მაღალი დონის შეხვედრებს გამართავს.
18 მაისი 2026, 08:06
საზოგადოება
როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში
18 მაისს ქუთაისში მზიანი დღე იქნება, დღისით +23 და ღამით +13 გრადუსი დაფიქსირდება.
17 მაისი 2026, 23:46
პოლიტიკა
მალხაზ გულაშვილი ევროკომისიის ლგბტქ+ სტრატეგიაზე: ეს არის დემოკრატიის პრინციპების დარღვევა, რადგან ოჯახი წყვეტს, თავისი შვილი რა გზას და როგორ დაადგეს - ამ გამოწვევებს საქართველო როგორც პასუხობს, კვლავ ისე უნდა უპასუხოს
მგონია, რომ ბევრი რამე შეიცვლება ევროკავშირში. ვხედავთ, რომ აშშ და ჩინეთი რაღაც ახალ თამაშის წესზე თანხმდებიან, გეოპოლიტიკურად ძალიან დიდი მოთამაშეები არიან და ორივე ქვეყანაში ხელისუფლებაში არის ძალა, რომელიც ამ სიგიჟეს, რასაც თავს გვახვევენ, მხარს არ უჭერს, - განაცხადა გადაცემაში „EURO ანატომია“ „ჯორჯიან თაიმსის“ დამფუძნებელმა, საერთაშორისო ურთიერთობათა დოქტორმა, მალხაზ გულაშვილმა.
17 მაისი 2026, 23:38
პოლიტიკა
მალხაზ გულაშვილი: დღეს ეს ევროკავშირი გეოპოლიტიკურადაც და პოლიტიკურადაც პირადად ჩემთვის არ წარმოადგენს საინტერესო სივრცეს, სადაც მე და ჩემი ქვეყანა უნდა ვესწრაფოდეთ გაწევრიანებას
დღეს ეს ევროკავშირი გეოპოლიტიკურადაც და პოლიტიკურადაც პირადად ჩემთვის არ წარმოადგენს საინტერესო სივრცეს, სადაც მე და ჩემი ქვეყანა უნდა ვესწრაფოდეთ გაწევრიანებას, - განაცხადა გადაცემაში „EURO ანატომია“ „ჯორჯიან თაიმსის“ დამფუძნებელმა, საერთაშორისო ურთიერთობათა დოქტორმა, მალხაზ გულაშვილმა.
17 მაისი 2026, 23:31
პოლიტიკა
მალხაზ გულაშვილი: ყველა სუვერენულ სახელმწიფოს თვითონ აქვს უფლება, თავად განკარგოს, რა კანონი მიიღოს და როგორ. ევროკავშირის წევრი რომც გახდე, ევროკავშირის კანონი ვერანაირად პრიმატული ვერ გახდება ადამიანის უფლებების დარღვევის ხარჯზე
ყველა სუვერენულ სახელმწიფოს თვითონ აქვს უფლება, თავად განკარგოს რა კანონი მიიღოს და როგორ. ევროკავშირის წევრი რომც გახდე, ევროკავშირის კანონი ვერანაირად პრიმატული ვერ გახდება ადამიანის უფლებების დარღვევის ხარჯზე, ეს არის ადამიანის უფლებების დარღვევა, ბავშვების უფლებების დარღვევა, რაც დაუშვებელია, - განაცხადა გადაცემაში „EURO ანატომია“ „ჯორჯიან თაიმსის“ დამფუძნებელმა, საერთაშორისო ურთიერთობათა დოქტორმა, მალხაზ გულაშვილმა.
17 მაისი 2026, 23:26
პოლიტიკა
ზაალ ანჯაფარიძე: მეოთხე დღე გავიდა, რაც დანიის დედაქალაქ კოპენჰაგენში, ევროპის შუაგულში რამდენიმე ათეული ადამიანის პროტესტი პოლიციამ უსასტიკესად დაარბია - ევროპული მედია დუმს
მეოთხე დღე გავიდა - რაც დანიის დედაქალაქ კოპენჰაგენში, ევროპის შუაგულში რამდენიმე ათეული ადამიანის პროტესტი პოლიციამ უსასტიკესად დაარბია. ადამიანებს ჯერ ხელკეტებით გაუსწორდნენ, ხოლო შემდეგ ძაღლებს დააგლეჯინეს. მეოთხე დღეა ვაკვირდები ევროპულ მედიას და ევროპელ პოლიტიკოსებს - არც ერთ მათგანს ხმა არ ამოუღია ამ გაუგონარ სისასტიკეზე, - წერს ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე სოციალურ ქსელში.
17 მაისი 2026, 23:24
პოლიტიკა
მალხაზ გულაშვილი: საქართველომ მსოფლიო საზოგადოებას გაკვეთილი რამდენჯერმე ჩაუტარა - 17 მაისს მთელი ერი და ბერი ერთად დადგა და დაანახა მთელს მსოფლიოს, რომ იქნება სუვერენული, დამოუკიდებელი, ოჯახის სიწმინდისა და ტრადიციების დამცველი ქვეყანა
„საქართველომ მსოფლიო საზოგადოებას გაკვეთილი რამდენჯერმე ჩაუტარა. პირველი გაკვეთილი ეს არის 17 მაისი, როდესაც მთელი ერი და ბერი ერთად დადგა და დაანახა მთელს მსოფლიოს, რომ საქართველო იქნება სუვერენული, დამოუკიდებელი, ქრისტიანული, ქრისტიანული ღირებულებებით, ოჯახის სიწმინდისა და ტრადიციების დამცველი ქვეყანა“, - განაცხადა გულაშვილმა.
17 მაისი 2026, 23:06
საზოგადოება
სოფიო ქაშაკაშვილი პროდუქციის გაიაფებაზე: გრძელვადიან პერსპექტივაში კიდევ ბევრი არის გასაკეთებელი, ვგულისხმობ პირველ რიგში ლოჯისტიკური ცენტრების განვითარებას და შიდა ლოჯისტიკის განვითარებას ქსელების მხრიდან
გრძელვადიან პერსპექტივაში კიდევ ბევრი არის გასაკეთებელი, ვგულისხმობ პირველ რიგში ლოჯისტიკური ცენტრების განვითარებას და შიდა ლოჯისტიკის განვითარებას ქსელების მხრიდან, - განაცხადა გადაცემაში „იმედის კვირა“ „რითეილ ასოციაციის“ აღმასრულებელმა დირექტორმა სოფიო ქაშაკაშვილმა ფასების შემსწავლელი დროებითი საპარლამენტო კომისიის მიერ შემუშავებულ რეკომენდაციებსა და პროდუქციის გაიაფების გზებზე საუბრისას.


