The Telegraph: ტრანსგენდერი ინდოელი, რომელიც შოტლანდიის პარლამენტის წევრი „მწვანეთა“ პარტიიდან გახდა, პალესტინისთვის რეპარაციების გადახდას ითხოვს
ქ მანივანანი
ფოტო: Getty Images
შოტლანდიის პარლამენტის ახლად არჩეულმა წევრმა „მწვანეთა“ პარტიიდან, ტრანსგენდერმა ქ მანივანანმა მხარი დაუჭირა ინიციატივას, რომელიც პალესტინელებისთვის რეპარაციების დაფინანსებას ითხოვს ტერიტორიის „ოკუპაციაში“ შოტლანდიის „თანამონაწილეობის“ გამო. ინფორმაციას The Telegraph -ი ავრცელებს.
მანივანანი, რომელიც საკუთარ თავს ქვიარ, ტამილური წარმოშობის ემიგრანტად მოიხსენიებს, ედინბურგის და ლოთიანსის აღმოსავლეთის ოლქიდან აირჩიეს. მისმა არჩევამ სკანდალი გამოიწვია მას შემდეგ, რაც გაირკვა, რომ იგი გაერთიანებულ სამეფოში სტუდენტური ვიზით იმყოფება და უცნობია, შეძლებს, თუ არა ქვეყანაში სრული საპარლამენტო ვადის განმავლობაში დარჩენას.
გამოცემის ცნობით, მანივანანმა და კიდევ ერთმა ტრანსგენდერმა, ახლად არჩეულმა პარლამენტის წევრმა, აირის დუანმა მხარი დაუჭირეს ორგანიზაცია Art Workers for Palestine Scotland-ის წინასაარჩევნო მანიფესტს. დოკუმენტი შოტლანდიის მომავალი მთავრობისგან მოითხოვს „რეპარაციული სამართლიანობის პროგრამის“ შექმნას პალესტინელი ხალხისთვის. მანიფესტი ასევე ითხოვს ანგარიშის მომზადებას პალესტინის „კოლონიზაციასა და ოკუპაციაში შოტლანდიის ისტორიული და თანამედროვე თანამონაწილეობის“ შესახებ. შოტლანდიის „მწვანეთა“ პარტიას აღნიშნული მოთხოვნისთვის ოფიციალურად მხარი არ დაუჭერია, თუმცა, პარტიის 2026 წლის პროგრამაში საუბარია კოლონიალიზმით დაზარალებული ქვეყნების მიმართ საერთაშორისო რეპარაციების მხარდაჭერაზე.
ინიციატივა გააკრიტიკეს შოტლანდიელმა კონსერვატორებმა. „კონსერვატიული“ პარტიის ლიდერის მოადგილემ, რეიჩელ ჰამილტონმა განაცხადა, რომ „ჩვეულებრივი შოტლანდიელები აღშფოთდებიან იმით, რომ გადასახადის გადამხდელებს მსგავსი პოლიტიკური აქტივიზმის დაფინანსებას სთხოვენ“.
სტატიაში აღნიშნულია, რომ მანივანანს პარლამენტის წევრად მუშაობის უფლება საიმიგრაციო წესების სპეციფიკის გამო აქვს, რადგან დეცენტრალიზებულ საკანონმდებლო ორგანოში არჩევითი თანამდებობა ოფიციალურად დასაქმებად არ ითვლება. თუმცა, სტუდენტური ვიზის ვადის ამოწურვამდე მას სხვა ტიპის ვიზის მიღება მოუწევს, რათა საპარლამენტო საქმიანობის გაგრძელება შეძლოს.
ყველა სიახლე
19 მაისი 2026, 15:37
ტაბლოიდი
ჯექსონ პოლოკის ნახატი აუქციონზე რეკორდულ ფასად გაიყიდა
ტილომ, სახელწოდებით „ნომერი 7A, 1948“, რომელიც ორშაბათს Christie's-ის ცნობილ აუქციონზე გამოიტანეს, გააუმჯობესა წინა რეკორდი და გარდაცვლილი ამერიკელი ხელოვანის ყველაზე ძვირადღირებული ნამუშევარი გახდა, რაც კი ოდესმე სააუქციონო ვაჭრობაზე გაყიდულა.
19 მაისი 2026, 15:15
საზოგადოება
გიგა ოთხოზორიას მკვლელობიდან 10 წელი შესრულდა
აფხაზეთის საოკუპაციო ხაზთან, საქართველოს მოქალაქის, 30 წლის გიგა ოთხოზორიას მკვლელობიდან 10 წელი შესრულდა. ზვიად ზვიადაძემ გიგა ოთხოზორიას ოჯახის წევრებს თანაგრძნობა გამოუცხადა და მისი საფლავი ყვავილებით შეამკო
19 მაისი 2026, 15:14
მსოფლიო
ესტონეთმა პირველად ჩამოაგდო უპილოტო საფრენი აპარატი, რომელიც სავარაუდოდ, უკრაინიდან შეიჭრა
ესტონურმა გამანადგურებლებმა რუსეთ-უკრაინის ომის დაწყებიდან პირველად ჩამოაგდეს უპილოტო საფრენი აპარატი, რომელიც სავარაუდოდ უკრაინულ მხარეს ეკუთვნოდა. ინფორმაციას ესტონური მედია ავრცელებს.
19 მაისი 2026, 15:12
ეკონომიკა
ეკონომიკის და მდგრადი განვითარების სამინისტრო საქართველოსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის მთავრობების ერთობლივ კომუნიკეს აქვეყნებს
მსოფლიო ურბანული ფორუმის მე-13 სესიაში მონაწილეობის მისაღებად, აზერბაიჯანში საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ვიზიტის ფარგლებში, აზერბაიჯანის რესპუბლიკამ და საქართველომ კიდევ ერთხელ დაადასტურეს სტრატეგიული პარტნიორობა ეკონომიკის, ენერგეტიკისა და დაკავშირებადობის სფეროებში ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავებისკენ მიმართული ყოვლისმომცველი შეთანხმებების ხელმოწერით. დოკუმენტების ხელმოწერა შედგა ბაქოში 2026 წლის 18 მაისს, საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძისა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტ ილჰამ ალიევის თანდასწრებით.
19 მაისი 2026, 14:58
რეგიონი
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ თერჯოლაში გოჭების არალეგალური სასაკლაო გამოავლინა
იმერეთის დეპარტამენტის ინსპექტორებმა სახელმწიფო კონტროლის ფარგლებში თერჯოლაში ინდივიდუალური მეწარმის რ. ქ. -ის (მისამართი: თერჯოლა, სოფელი ახალთერჯოლა) გოჭების სასაკლაო შეამოწმეს, სადაც კრიტიკული შეუსაბამობები დაფიქსირდა. ამავე დროს, ბიზნესოპერატორი საქმიანობდა სავალდებულო აღიარებისა და ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაციის გარეშე.
19 მაისი 2026, 14:46
მსოფლიო
Bloomberg: პუტინი ახალი გაზსადენის აშენებაში სი ძინპინის დარწმუნებას მეხუთედ შეეცდება
რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი, რომელიც დღეს პეკინში გაემგზავრება, ჩინეთის ლიდერთან, სი ძინპინთან ახალი გაზსადენის მშენებლობის საკითხს განიხილავს. ინფორმაციას Bloomberg-ი ავრცელებს.
19 მაისი 2026, 14:45
საზოგადოება
მათიკაშვილი აფხაზეთის რეგიონიდან გადმოსვენებულ პირებზე: უმნიშვნელოვანესია, თუნდაც ამდენი წლის შემდეგ, ოჯახებს მიეცათ საშუალება, რომ დაიტირონ ქართველი გმირები
ქედს ვიხრი ქართველი გმირების წინაშე, ვინც თავი შესწირა ჩვენი სამშობლოს ტერიტორიულ მთლიანობას, - განაცხადა პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე, დავით მათიკაშვილმა ოკუპირებული აფხაზეთის რეგიონიდან გადმოსვენებული, 1990-იანი წლების შეიარაღებული მოქმედებების დროს უგზო-უკვლოდ დაკარგულ პირთა სამძიმარზე. დავით მათიკაშვილმა, გადმოსვენებული პირის ოჯახებს მიუსამძიმრა.
19 მაისი 2026, 14:41
საზოგადოება
შიო მესამე: ვიხსენიებთ გმირებს, რომელნიც აღესრულნენ აფხაზეთის ომში. ვიხსენიებთ არა მხოლოდ ქართველებს, არამედ აფხაზებსაც. ვიხსენებთ ცხინვალის ომში დაღუპულ ქართველებს, ოსებს. ღმერთმა მოგვცეს მადლი დიდი შერიგების
სამების ტაძარში, ოკუპირებული აფხაზეთის რეგიონიდან გადმოსვენებული, 1990-იანი წლების შეიარაღებული მოქმედებების დროს უგზო-უკვლოდ დაკარგული პირების სამოქალაქო პანაშვიდი გაიმართა.
19 მაისი 2026, 14:38
სამართალი
სუს-მა უცხო ქვეყნის ტერორისტულ ორგანიზაციაში გაერთიანებისა და ტერორისტულ საქმიანობაში დახმარების მუხლით მიმდინარე გამოძიების ფარგლებში 3 პირი დააკავა
სუს-მა უცხო ქვეყნის ტერორისტულ ორგანიზაციაში გაერთიანებისა და ტერორისტულ საქმიანობაში დახმარების მუხლით მიმდინარე გამოძიების ფარგლებში 3 პირი დააკავა, - აღინიშნა უწყებაში გამართულ ბრიფინგზე.
19 მაისი 2026, 14:29
სამართალი
იუსტიციის სამინისტრო: სტრასბურგის სასამართლოს შეფასებით საჯაროდ გაკეთებული შეურაცხმყოფელი, უცენზურო და დამამცირებელი განცხადებები გამოხატვის თავისუფლების ფარგლებს სცდება
სტრასბურგის სასამართლომ საქმეზე „მილაძე საქართველოს წინააღმდეგ“ გაიზიარა იუსტიციის სამინისტროს პოზიცია და დაადასტურა, რომ თანამდებობის პირთა მიმართ საჯაროდ გაკეთებული შეურაცხმყოფელი, დამამცირებელი და უცენზურო განცხადებები გამოხატვის თავისუფლებით დაცულ ფარგლებს სცდება, - ნათქვამია ინფორმაციაში, რომელსაც საქართველოს იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს.
19 მაისი 2026, 14:28
პოლიტიკა
მარიამ ლაშხი დანიაში აქციის დაშლაზე: როდესაც საკუთარ ქვეყანაში უშვებ მომიტინგეების ძალადობრივ დაშლას და საერთაშორისო სტანდარტების დაცვით მომიტინგეების დაშლას აკრიტიკებ საქართველოში, ნამდვილად უსტანდარტობაა
როდესაც საკუთარ ქვეყანაში უშვებ მომიტინგეების ასეთ ძალადობრივ დაშლას და საერთაშორისო სტანდარტების დაცვით მომიტინგეების დაშლას აკრიტიკებ საქართველოში, ნამდვილად უსტანდარტობაა, - განუცხადა ჟურნალისტებს პარლამენტის განათლების კომიტეტის თავმჯდომარემ მარიამ ლაშხმა.
19 მაისი 2026, 14:27
პოლიტიკა
დავით მათიკაშვილი შსს-ში სპეციალური სამმართველოს შექმნაზე: სიძულვილის ენით გაჯერებული ეთერები, სოც. ქსელები - იყო თავს მოხვეული უცხოეთიდან დაფინანსებული NGO-ებისა და პროპაგანდისტული ტელევიზიების მიერ
პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე დავით მათიკაშვილი შსს-ში სპეციალური სამმართველოს შექმნასთან დაკავშირებულ გადაწყვეტილებას ეხმაურება.
19 მაისი 2026, 14:25
პოლიტიკა
თენგიზ შარმანაშვილი: ეს ზღვარს გადასული სიძულვილის ენა ბოლო-ბოლო მიდის ძალადობამდე. ამას უნდა მიხედვა
„კანონმდებლობაში ცვლილება არ შესულა, ანუ გადაცდომა იქნება თუ დანაშაული, რეგულაციები იგივე რჩება, რაც ამ წუთას არის. შინაგან საქმეთა სამინისტრომ გადაწყვიტა, რომ შიგნით მოხდეს რეორგანიზაცია რაღაც ნაწილში, რათა აღსრულება უფრო ეფექტიანი იყოს. ამოცანა არის ერთი - ეს ზღვარს გადასული სიძულვილის ენა ბოლო-ბოლო მიდის ძალადობამდე. ამას მარტო საქართველოში არ ვხვდებით. ნახეთ, რომ ამ სიძულვილის ენიდან გამომდინარე რამდენიმე გახმაურებული მკვლელობაც კი მოხდა ამერიკის შეერთებულ შტატებშიც, ევროპაშიც. ასე რომ, ამას იმთავითვე უნდა მიხედვა“, - მიიჩნევს შარმანაშვილი.
19 მაისი 2026, 14:23
პოლიტიკა
გიორგი ჩაკვეტაძე პრემიერის ღია წერილზე: ერთი მხრივ, საქართველოს აბრალებდე დემოკრატიულ უკუსვლას და მეორე მხრივ, არ გმობდე ძალადობას, რომელიც დანიის დედაქალაქში განვითარდა, რეალობის ნიველირების მცდელობაა
ერთი მხრივ, საქართველოს აბრალებდე დემოკრატიულ უკუსვლას და მეორე მხრივ, არ გმობდე ძალადობას, რომელიც დანიის დედაქალაქ კოპენჰაგენში განვითარდა, რეალობის ნიველირების მცდელობაა, - ასე ეხმიანება განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, გიორგი ჩაკვეტაძე, პრემიერ - მინისტრ, ირაკლი კობახიძის მიერ ევროკავშირის ხელმძღვანელი პირებისთვის ღია წერილით მიმართვის ფაქტს.
19 მაისი 2026, 14:22
პოლიტიკა
რატი იონათამიშვილი პრემიერის ღია წერილზე: თუ ისინი გაითვალისწინებენ ამ წერილის შინაარსს, მათთვისვე იქნება უკეთესი, ვინაიდან თავიდან აირიდებენ იმ უსამართლო მიდგომებს, რომლითაც სამწუხაროდ ასე გამოირჩევა დღეს ევრობიუროკრატია
„როდესაც ხედავ, რომ მშვიდობიან აქციაზე ხდება არაპროპორციული ძალის გამოყენება და ეს არაფრად მიგაჩნია და მეორე მხრივ, ხედავ ისეთ აქციებს, სადაც პირდაპირ ძალადობა, როლის შინაარსი არის გადატრიალების და ამაზე გაქვს განცხადებები, ეს აჩვენებს, რომ ეს ბიუროკრატები გულწრფელები არ არიან. აქედან გამომდინარე ჩანს ის კრიზისი, რომელიც არის ევრობიუროკჯრატიაში“, - აღნიშნა იონათამიშვილმა.
19 მაისი 2026, 14:16
პოლიტიკა
კალაძე: თუკი გერმანელ ბიუროკრატებს ევროპულ სახელმწიფოებში არსებული პოლიტიკური ვითარება რეალურად აწუხებთ, ამ აბსურდული გადაწყვეტილებების მიღების ნაცვლად, ჯობს იმ უმძიმეს მოვლენაზე გაამახვილონ ყურადღება, რაც კოპენჰაგენში ვიხილეთ
დაუჯერებელია, რომ დღეს, როდესაც ევროპის კონტინენტზე სრულმასშტაბიანი სამხედრო კონფლიქტი მიმდინარეობს, არაფორმალური ოლიგარქიული გავლენებით მოქმედი ხელმძღვანელი პირებისა და პოლიტიკოსების გამო კი გერმანია პრაქტიკულად ჭაობშია ჩაფლული და უდიდესი გამოწვევების წინაშე დგას, გერმანელი ბიუროკრატები საქართველოში არსებული პოლიტიკური ვითარების შესაფასებლად იცლიან და „გადამჭრელ ზომებს“ იღებენ, რაც იმაშიც გამოიხატება, რომ გერმანული ქალაქი ზაარბრიუკენი 50-ზე მეტი წლის წინ დაძმობილებულ თბილისთან ყველანაირ ურთიერთობას წყვეტს..., - წერს თბილისის მერი კახა კალაძე სოციალურ ქსელში.
19 მაისი 2026, 14:12
რეგიონი
ცოფის შემთხვევის დადასტურების გამო გურჯაანის მუნიციპალიტეტში კარანტინი გამოცხადდა
გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩალაუბნის მიმდებარე ტერიტორიაზე (მდ. იორთან ახლოს), ფერმაში ცოფის შემთხვევა დადასტურდა.
19 მაისი 2026, 14:12
პოლიტიკა
პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე გიორგი კახიანი სომხეთის ელჩს შეხვდა
პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე გიორგი კახიანი სომხეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს აშოტ სმბატიანს შეხვდა.
19 მაისი 2026, 14:12
ტექნოლოგიები
„ჯეიმს უებმა“ ადრეულ სამყაროში ერთ-ერთი ყველაზე პრიმიტიული გალაქტიკა აღმოაჩინა
ინფრაწითელმა კოსმოსურმა ტელესკოპმა „ჯეიმს უებმა“ ადრეულ სამყაროში ამჟამად ცნობილთაგან ერთ-ერთი ყველაზე ნაკლებად მეტალიზებული და სუსტად ევოლუციონირებული გალაქტიკა LAP1-B აღმოაჩინა. ეს გალაქტიკა დიდი აფეთქებიდან 800 მილიონი წლის შემდეგ არსებობდა და მისი თვისებები მიუთითებს გარემოზე, რომელიც გამდიდრებულია სამყაროს ყველაზე პირველი ვარსკვლავების ნივთიერებებით. მეცნიერთა ვარაუდით, ეს ვარსკვლავები შესაძლოა კვლავ არსებობდნენ ამ გალაქტიკაში. კვლევის შედეგები ჟურნალში Nature გამოქვეყნდა.


