Reuters: რუსმა სამხედროებმა ჩინეთში ფარულად გადამზადება გაიარეს და ახლა უკრაინაში საბრძოლველად ბრუნდებიან
ფოტო: Reuters
ჩინეთის შეიარაღებულმა ძალებმა გასული წლის ბოლოს ჩინეთში ფარულად გადაამზადეს 200-მდე რუსი სამხედრო, რომელთა ნაწილი უკვე უკრაინაში იბრძვის. ინფორმაციას Reuters-ი სამი ევროპული ქვეყნის სადაზვერვო სამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს.
სააგენტოს ცნობით, ფარული სასწავლო კურსები, რომლებიც ძირითადად დრონების გამოყენებაზე იყო ფოკუსირებული, 2025 წლის 2 ივლისს პეკინში გაფორმებული რუსეთ-ჩინეთის ორმხრივი შეთანხმების ფარგლებში ტარდებოდა.
შეთანხმების მიხედვით, დაახლოებით 200 რუსი სამხედრო უნდა გადამზადებულიყო სამხედრო ობიექტებზე, მათ შორის პეკინსა და ჩინეთის აღმოსავლეთში მდებარე ქალაქ ნანჯინში.
წყაროების თქმით, დაახლოებით ამ რაოდენობით სამხედროებმა მართლაც გაიარეს სწავლება ჩინეთში. ამავე შეთანხმებაში ასევე აღნიშნულია, რომ ასობით ჩინელი სამხედრო, თავის მხრივ, გაივლის სწავლებას რუსეთის სამხედრო ობიექტებზე.
ევროპული სადაზვერვო სამსახურების შეფასებით, რუსი სამხედროების ოპერატიულ და ტაქტიკურ დონეზე გადამზადება, რომლებიც შემდეგ უკრაინის ომში მონაწილეობენ, ნიშნავს, რომ ჩინეთი უფრო მეტად არის ჩართული ომში, ვიდრე აქამდე მიიჩნეოდა.
ყველა სიახლე
19 მაისი 2026, 18:00
პოლიტიკა
ბექა ძამაშვილი: ხშირად მედიაში არასწორი ნარატივი ვრცელდება ხოლმე, თითქოს საჯარო მოსამსახურეს, თუ თანამდებობის პირს უნდა ჰქონდეს თმენის ისეთი ვალდებულება, რომ მის მიმართ გამოხატული ყოველგვარი შეურაცხყოფა მოითმინოს
„ხშირად მედიაში არასწორი ნარატივი ვრცელდება ხოლმე, თითქოს საჯარო მოსამსახურეს, თუ თანამდებობის პირს უნდა ჰქონდეს თმენის ისეთი ვალდებულება, რომ მის მიმართ გამოხატული ყოველგვარი შეურაცხყოფა მოითმინოს. ევროპულმა სასამართლომ დღევანდელ გადაწყვეტილებაში ძალიან მკაფიოდ თქვა, რომ სახელმწიფოს ლეგიტიმური უფლებაა, რომ საჯარო მოსამსახურეები, მათ შორის პოლიტიკური თანამდებობის მქონე პირები დაიცვას ამგვარი თავდასხმებისგან, შეურაცხმყოფებისგან, რადგან საჯარო მოსამსახურეებისთვის უზრუნველყოფილი უნდა იყოს მშვიდ გარემოში საკუთარი საქმიანობის წარმართვის შესაძლებლობა“, - აღნიშნა ძამაშვილმა.
19 მაისი 2026, 17:51
მსოფლიო
პოლონელი ევროპარლამენტარი დომინიკ ტარჩინსკი აცხადებს, რომ ის დიდ ბრიტანეთში არ შეუშვეს - ბრიტანეთი პრემიერ-მინისტრ კირ სტარმერის მოსვლამდე სანიმუშო იყო
პოლონელი ევროპარლამენტარი დომინიკ ტარჩინსკი გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრს კირ სტარმერს დემოკრატიაზე თავდასხმაში ადანაშაულებს და მის ქმედებებს კომუნისტურს უწოდებს.
19 მაისი 2026, 17:42
საზოგადოება
ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტსა და ქუთაისის სახელმწიფო ისტორიულ მუზეუმს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი (KIU) მუზეუმების საერთაშორისო კვირეულს შეუერთდა. ამ თარიღის ფარგლებში, KIU-სა და სსიპ ნიკო ბერძენიშვილის სახელობის ქუთაისის სახელმწიფო ისტორიულ მუზეუმს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
19 მაისი 2026, 17:34
მსოფლიო
კვლევა: გაერთიანებულ სამეფოში სიღარიბეში მცხოვრები ბავშვების 3/4 სრულ განაკვეთზე მომუშავე მშობლების ოჯახში ცხოვრობს
გაერთიანებულ სამეფოში სიღარიბეში მცხოვრები ბავშვების 3/4 სრულ განაკვეთზე მომუშავე მშობლების ოჯახში ცხოვრობს. კვლევას საჯარო პოლიტიკის კვლევითი ინსტიტუტი აქვეყნებს.
19 მაისი 2026, 17:29
საზოგადოება
დიუშენით დაავადებული ბავშვის მშობელი პატრიარქთან შეხვედრის შემდეგ: უწმინდესის მხრიდან იყო გახსნილი, ღია კომუნიკაცია. ყურადღებით მოისმინა ყველა ის პრობლემა და გამოწვევა, რაც გვაქვს. ყველა მიმართულებით შეგვპირდნენ მხარდაჭერას
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი შიო მესამე დიუშენის კუნთოვანი დისტროფიით დაავადებული ბავშვების მშობლებს შეხვდა. მათ პატრიარქთან სამი მოთხოვნა ჰქონდათ, მათ შორის სახელმწიფოსთან შუამდგომლობა და ერთიანი ფონდის შექმნა. დაისახა გეგმა, რომ პატრიარქო პროცესში ყველა მიმართულებით ჩაერთვება, შეიქმნება სამუშაო ჯგუფი, რომელიც მშობლებით, საპატრიარქოს წარმომადგენლებით და სპეციალისტებით დაკომპლექტდება. ჯგუფს კომუნიკაცია ექნება ხელისუფლებასთან.
19 მაისი 2026, 17:26
პოლიტიკა
დავით ქართველიშვილი: ევროკავშირმა მარტში რუსეთიდან LNG-ის შესყიდვები თითქმის გააორმაგა
პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში ევროკავშირსა და რუსეთს შორის გაზრდილ ვაჭრობას ეხმიანება.
19 მაისი 2026, 17:18
საზოგადოება
გივი მიქანაძემ საქართველოში გაეროს მუდმივ კოორდინატორთან და გაეროს სააგენტოების წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა
მხარეებმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილეს გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ჩარჩოზე (UNSDCF 2026–2030), რომლის ფარგლებშიც საქართველოს მთავრობისა და საქართველოში გაეროს გუნდის ერთობლივი ძალისხმევით შემუშავდა და დამტკიცდა ორწლიანი სამუშაო გეგმა, სადაც დიდი ადგილი უკავია განათლების მიმართულებას.
19 მაისი 2026, 17:16
მსოფლიო
Reuters: ესპანეთის ყოფილი პრემიერის ხოსე ლუის საპატეროს წინააღმდეგ ძალაუფლების ბოროტად გამოყენების ბრალდებით გამოძიება დაიწყო
ესპანეთში ყოფილი პრემიერ-მინისტრის ხოსე ლუის საპატეროს წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
19 მაისი 2026, 17:10
საზოგადოება
სურსათის ეროვნული სააგენტო ვაზის ჭრაქის საწინააღმდეგოდ ფერმერებს კომპლექსური ღონისძიებების დროულ გატარებას ურჩევს
მაისში მოსული უხვი ნალექი და ჰაერის ტემპერატურის მატება საქართველოს მევენახეობის ზონებში იდეალურ პირობებს ქმნის ვაზის ჭრაქის პირველადი და მეორეული ინფექციების გავრცელებისთვის, - ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
19 მაისი 2026, 17:05
რეგიონი
ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის წარმომადგენლები ზუგდიდში საქართველოს ეროვნული გმირის ზურაბ იარაჯულის ბიუსტი გახსნის ცერემონიას დაესწრნენ
ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორის მოადგილე, ჯანდრი უბირია, სამსახურის კოორდინატორი, ვლადიმერ იმნაძე, რეგიონული მართვის დეპარტამენტის უფროსი, ლევან ამირიძე, აფხაზეთის ა/რ და სამეგრელო-ზემო სვანეთის სამმართველოების წარმომადგენლები, ზუგდიდში, საქართველოს ეროვნული გმირის, ზურაბ იარაჯულის ბიუსტის გახსნის ცერემონიალს დაესწრნენ. ინფორმაციას ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური ავრცელებს.
19 მაისი 2026, 17:00
პოლიტიკა
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი წმინდა საყდრის დესპანს შეხვდა
შეხვედრაზე საქართველოსა და ვატიკანს შორის ურთიერთობები განიხილეს. ხაზი გაესვა ურთიერთპატივისცემაზე დაფუძნებული პარტნიორობის მნიშვნელობას.
19 მაისი 2026, 16:55
რეგიონი
ჩინური ენის მასწავლებლებთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ორგანიზებით პროგრამის „ასწავლე საქართველოსთვის“ ფარგლებში ჩინური ენის მასწავლებლებთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა. ინფორმაციას მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი ავრცელებს.
19 მაისი 2026, 16:53
მსოფლიო
ესტონეთის თავდაცვის მინისტრი: ესტონეთის საჰაერო სივრცეში აღმოჩენილი უკრაინული დრონი რუმინულმა გამანადგურებელმა ჩამოაგდო
ესტონეთის თავდაცვის მინისტრის ჰანო პევკურის განცხადებით, ქვეყნის თავზე აღმოჩენილი უკრაინული დრონი რუმინეთის გამანადგურებელმა ჩამოაგდო.
19 მაისი 2026, 16:19
საზოგადოება
მარტვილის მუნიციპალიტეტიდან იმერეთის ინტერმუნიციპალურ თავშესაფარში გადაყვანილ ძაღლებთან დაკავშირებით სურსათის ეროვნული სააგენტო დამატებით განმარტებას ავრცელებს
მარტვილის მუნიციპალიტეტიდან იმერეთის ინტერმუნიციპალურ თავშესაფარში გადაყვანილ ძაღლებთან დაკავშირებით სურსათის ეროვნული სააგენტო დამატებით განმარტებას ავრცელებს.
19 მაისი 2026, 16:17
საზოგადოება
კათოლიკოს-პატრიარქ შიო III-სა და მსოფლიო პატრიარქ ბართლომეოს I-ს შორის სატელეფონო საუბარი შედგა
2026 წლის 17 მაისს, საღამოს, უწმინდესსა და უნეტარესს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსს, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტ შიო III-სა და მის ყოვლადუწმინდესობას, მსოფლიო პატრიარქ ბართლომეოს I-ს შორის გულთბილი და ძმური სატელეფონო საუბარი შედგა. ინფორმაციას საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს.
19 მაისი 2026, 16:11
საზოგადოება
ამ წუთებში საპატრიარქოში უწმინდესი და უნეტარესი შიო III დიუშენის სინდრომით დაავადებული ბავშვების მშობლებს ხვდება
ამ წუთებში საქართველოს საპატრიარქოში უწმინდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი შიო III დიუშენის სინდრომით დაავადებული ბავშვების მშობლებს ხვდება
19 მაისი 2026, 16:08
პოლიტიკა
ზელენსკი: ანდრეი სიბიგამ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან გამართული კომუნიკაციის შესახებ მომახსენა. ურთიერთობების ნორმალიზებისა და თანამშრომლობისკენ ვისწრაფვით
უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანდრეი სიბიგამ თათბირზე მას ქართველ კოლეგასთან, მაკა ბოჭორიშვილთან გამართული მოლაპარაკებების შესახებ მოახსენა.
19 მაისი 2026, 15:55
ჯანდაცვა
სარჯველაძე დიუშენის პრეპარატებზე: ახლა ვიმყოფები მსოფლიო ჯანდაცვის ასამბლეაზე, სადაც ძალიან ბევრ ქვეყანასთან მოგვიწია შეხვედრა. პრაქტიკულად არავის მსოფლიოში დღეს არ აქვს რეალური პასუხი - უკლებლივ ყველა არის ამ ძიების პროცესში
ეს არ არის ის სფერო, სადაც მხოლოდ ემოციებზე დაყრდნობით უნდა მივიღოთ გადაწყვეტილება, აუცილებელი და უმნიშვნელოვანესია მეცნიერული მტკიცებულებები, სხვა შემთხვევაში შეცდომის დაშვების რისკი მაღალია, - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა, მიხეილ სარჯველაძემ დიუშენის სამკურნალო მედიკამენტებთან დაკავშირებით.
19 მაისი 2026, 15:51
პოლიტიკა
დავით სონღულაშვილი სამუშაო ვიზიტით საფრანგეთის რესპუბლიკაში იმყოფებოდა
ვიზიტის ფარგლებში, დავით სონღულაშვილმა პარიზში მიმდინარე ცხოველთა ჯანმრთელობის დაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WOAH) 93-ე გენერალურ სესიაში და პანელურ დისკუსიაში მიიღო მონაწილეობა. მინისტრმა მინისტერიალზე სიტყვით გამოსვლის დროს, ვეტერინარული სისტემების გაძლიერების მნიშვნელობაზე ისაუბრა. პანელურ დისკუსიაზე დავით სონღულაშვილმა საქართველოში ვეტერინარიის მიმართულებით განხორციელებული და მიმდინარე ღონისძიებების შედეგებზე გაამახვილა ყურადღება.


