imedi /  20 მაისი 2026, 20:04 / სანდო წყარო

პოლონეთის თავდაცვის მინისტრი უკრაინას მოუწოდებს, სამიზნეები უფრო დიდი სიზუსტით შეარჩიოს - „მიუხედავად იმისა, რომ გვესმის უკრაინის ტაქტიკური ამოცანები ამ ომში, მან ნატოს წევრი ქვეყნების ტერიტორია უნდა დაიცვას“

ვლადისლავ კოსინიაკ-კამიში

ვლადისლავ კოსინიაკ-კამიში

ესტონეთის თავზე დრონთან დაკავშირებული ინციდენტის შემდეგ, პოლონეთის თავდაცვის მინისტრმა უკრაინას მოუწოდა, სამიზნეები უფრო დიდი სიზუსტით შეარჩიოს. ვლადისლავ კოსინიაკ-კამიშის განცხადებით, მსგავსი შემთხვევები შესაძლოა რუსეთის ინტერესებში შედიოდეს.

გუშინ ესტონეთის ტერიტორიის თავზე დრონი ჩამოაგდეს. პოლონეთის თავდაცვის მინისტრის განცხადებით, იგი უკრაინიდან იყო გაშვებული.

„უკრაინამ - და ამას სამხედროები და ნატოც ამბობენ - თავისი სამიზნეები გაცილებით დიდი სიზუსტით უნდა შეარჩიოს, რათა ამან საფრთხე არ შეუქმნას ნატოს წევრი ქვეყნების უსაფრთხოებას“, - განაცხადა კოსინიაკ-კამიშმა.

მან დასძინა, რომ რუსეთს შეუძლია მსგავსი ინციდენტები საკუთარი მიზნებისთვის გამოიყენოს - როგორც პროპაგანდისთვის, ისე ესკალაციისა და ჰიბრიდული ომის გასაძლიერებლად.

მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ მას ესმის ომში უკრაინის ტაქტიკური მიზნები, თუმცა მიიჩნევს, რომ ეს არ ათავისუფლებს მას მოკავშირეების უსაფრთხოებაზე პასუხისმგებლობისგან.

„მიუხედავად იმისა, რომ გვესმის მისი ტაქტიკური ამოცანები ამ ომში, მან ნატოს წევრი ქვეყნების ტერიტორია უნდა დაიცვას“, - დასძინა მან.

19 მაისს, ნატოს გამანადგურებელმა, პირველად ისტორიაში, ესტონეთის ტერიტორიის თავზე დრონი ჩამოაგდო. უპილოტო საფრენი აპარატი ქვეყნის სამხრეთით მდებარე ვირტსიარვის ტბაში ჩავარდა.

ესტონეთის თავდაცვის მინისტრმა, ჰანო პევკურმა აღნიშნა, რომ საქმე, დიდი ალბათობით, ეხება უკრაინულ დრონს, რომელმაც მარშრუტს რუსული რადიოელექტრონული ბრძოლის სისტემების მხრიდან დაბრკოლებების შექმნის გამო გადაუხვია.

ყველა სიახლე

დონალდ ტრამპი

20 მაისი 2026, 21:21

მსოფლიო

ტრამპი: ჩვენ არ მივცემთ ირანს ბირთვული იარაღის ქონის უფლებას - ეს არის და ეს

აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი სანაპირო დაცვის აკადემიის კურსდამთავრებულთა გამოსაშვებ ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას, თეირანის ბირთვულ პროგრამას შეეხო.

თამარ ბაგრატიონი მელანია ტრამპი

20 მაისი 2026, 21:20

პოლიტიკა

მელანია ტრამპმა საქართველოს პირველ ლედის, თამარ ბაგრატიონს გლობალურ სამიტში მონაწილეობისთვის მადლობის წერილი გამოუგზავნა

აშშ-ის პირველმა ლედიმ, მელანია ტრამპმა საქართველოს პირველ ლედის, თამარ ბაგრატიონს მადლობის წერილი გამოუგზავნა გლობალურ სამიტში - „ერთად უკეთესი მომავლისთვის“ მონაწილეობისთვის.

გურამ მაჭარაშვილი

20 მაისი 2026, 20:59

პოლიტიკა

გურამ მაჭარაშვილი: ბრიტანეთს და ევროკავშირის წევრ ქვეყნებს რომ სჭირდებათ, მაშინ რუსული ნავთობი თურმე კარგია

ბრიტანეთს და ევროკავშირის წევრ ქვეყნებს რომ სჭირდებათ, მაშინ რუსული ნავთობი თურმე კარგია, - განაცხადა პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა გურამ მაჭარაშვილმა.

დონალდ ტრამპი

20 მაისი 2026, 20:57

მსოფლიო

ტრამპის განცხადებით, ირანთან მოლაპარაკებები ფინალურ ეტაპზეა - შეთანხმების ჩაშლის შემთხვევაში ის თავდასხმებით იმუქრება

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ოთხშაბათს განაცხადა, რომ ირანთან მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა, თუმცა ქვეყანა შემდგომი თავდასხმების შესახებ გააფრთხილა, თუკი თეირანი შეთანხმებას არ დათანხმდება.

20 მაისი 2026, 20:47

პოლიტიკა

არსებული ინფორმაციით, ოპოზიციური ალიანსის მიერ საპროტესტო აქციის დაგეგმვას „ნაციონალური მოძრაობა“ არ დასწრებია - ოპოზიციაში შეუთანხმებლობას უარყოფენ. „ქრონიკის“ სიუჟეტი

მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ ოპოზიციას საზოგადოების მხარდაჭერა არ აქვს და მათი ერთადერთი მიზანი, გარე ძალების მიერ მათთვის მიცემული დავალებების შესრულებაა.

რაულ კასტრო

20 მაისი 2026, 20:45

მსოფლიო

Reuters: კუბის ყოფილ პრეზიდენტს, რაულ კასტროს აშშ-ში ბრალი წაუყენეს

კუბის ყოფილ პრეზიდენტს, რაულ კასტროს აშშ-ში ბრალი წაუყენეს, - განუცხადა ოთხშაბათს საინფორმაციო სააგენტო Reuters-ს ტრამპის ადმინისტრაციის მაღალჩინოსანმა.

რატი იონათამიშვილი

20 მაისი 2026, 20:45

პოლიტიკა

რატი იონათამიშვილი: როგორც ჩანს, რადიკალურ ოპოზიციას სიძულვილის გარეშე არსებობა არ შეუძლია

სასამართლომ მკაფიოდ გაავლო ხაზი რა არის გამოხატვის თავისუფლება და რა არის შეურაცხყოფა, პიროვნულ ღირსებაზე შეტევა. ამ ორ სეგმენტში სად ჯდება რადიკალური ოპოზიცია, ძალიან მარტივი გამოსაცნობია, - განაცხადა პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, რატი იონათამიშვილმა.

20 მაისი 2026, 20:35

პოლიტიკა

სტატისტიკა მანიპულაციის წინააღმდეგ - როგორ ითვლის ოპოზიცია პატიმართა რაოდენობას და რა თქვა პენიტენციურმა სამსახურმა? „ქრონიკის“ სიუჟეტი

დეზინფორმაციას, თითქოს საქართველოში 2025 წელს მსჯავრდებულთა საერთო რაოდენობამ 22 767 შეადგინა, სპეციალური პენიტენციური სამსახურის ოფიციალური მონაცემები აბათილებს. უწყების ინფორმაციით, გასული წლის ბოლოს, პენიტენციურ სისტემაში სასჯელს 8 702 მსჯავრდებული იხდიდა.

20 მაისი 2026, 20:35

პოლიტიკა

სად გადის ზღვარი შეურაცხყოფასა და სიტყვის თავისუფლებას შორის - რას ელის ხელისუფლება შსს-ს ახალი სამმართველოსგან. „ქრონიკის“ სიუჟეტი

სად გადის ზღვარი შეურაცხყოფასა და სიტყვის თავისუფლებას შორის - შსს-ს სპეციალური სამმართველო დაპირისპირების გაღვივების კამპანიების მონიტორინგსა და კანონის აღსრულებაზე იქნება ორიენტირებული.

20 მაისი 2026, 20:29

პოლიტიკა

უცხო ქვეყნის ტერორისტულ ორგანიზაციაში გაერთიანება და ტერორისტულ საქმიანობაში დახმარება - სასამართლო სუსის მიერ დაკავებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე მსჯელობს. „ქრონიკის“ რეპორტაჟი

ტერორისტულ ორგანიზაცია „ისლამურ სახელმწიფოში“ გაერთიანებული საქართველოს მოქალაქეებისთვის, აღკვეთის ღონისძიების შეფარდების შესახებ სასამართლო მსჯელობს. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ტერორისტული საქმიანობისთვის უცხო ქვეყნიდან მითითებების მიმღები სამი ადამიანი, პანკისის ხეობაში გამოავლინა.

20 მაისი 2026, 20:29

პოლიტიკა

ბრიტანეთი რუსული ნედლი ნავთობისგან დამუშავებულ პროდუქტზე იმპორტს აღარ კრძალავს - ლონდონი თავისთვის დასაშვებს საქართველოსთვის დაუშვებლად მიიჩნევს. „ქრონიკის“ სიუჟეტი

ბრიტანეთი, რომელიც საქართველოს რუსეთისთვის სანქციების დაწესებას აძალებდა, რუსული ნედლი ნავთობისგან დამუშავებულ პროდუქტზე იმპორტს აღარ კრძალავს.

კაია კალასი

20 მაისი 2026, 20:26

მსოფლიო

კალასი: მტკიცებები იმის შესახებ, თითქოს ბალტიისპირეთის ქვეყნები უკრაინას საკუთარი საჰაერო სივრცის გამოყენების უფლებას აძლევენ, სრული აბსურდია და რუსეთმა ეს იცის

მტკიცებები იმის შესახებ, თითქოს ბალტიისპირეთის ქვეყნები უკრაინას საკუთარი საჰაერო სივრცის გამოყენების უფლებას აძლევენ, სრული აბსურდია და რუსეთმა ეს იცის, - განაცხადა ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის ხელმძღვანელმა, კაია კალასმა.

20 მაისი 2026, 20:21

პოლიტიკა

ჩინეთში საქართველოს დელეგაციის ვიზიტი დასრულდა. რა შეთავაზებით ბრუნდება მმართველი გუნდი? „ქრონიკის“ სიუჟეტი

საქართველოს საპარლამენტო დელეგაციამ ჩინეთში ვიზიტი დაასრულა. პარლამენტის თავმჯდომარესა და დეპუტატებს პეკინსა და ქალაქ სიანში უმასპინძლეს. შალვა პაპუაშვილი ჩინელ კოლეგას, ამჯერად საქართველოში ელის.

20 მაისი 2026, 20:20

პოლიტიკა

სოციალურ ქსელში შეურაცხყოფა, გამოხატვის თავისუფლებით არ მართლდება - სტრასბურგის სასამართლომ ქართული მართლმსაჯულების კიდევ ერთი გადაწყვეტილება დაადასტურა. „ქრონიკის“ სიუჟეტი

სოციალურ ქსელში შეურაცხყოფა გამოხატვის თავისუფლებით არ მართლდება - სტრასბურგის სასამართლომ ქართული მართლმსაჯულების კიდევ ერთი გადაწყვეტილება დაადასტურა.

20 მაისი 2026, 20:15

პოლიტიკა

26 მაისთან დაკავშირებით, პარლამენტის შენობაზე საზეიმო ბანერები განთავსდა

ფასადზე გამოიფინა საქართველოს დროშა, კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორისა და საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ბანერები.

20 მაისი 2026, 20:12

პოლიტიკა

როგორ ამართლებს კოპენჰაგენი დემონსტრანტების წინააღმდეგ ხელკეტებისა და ძაღლების გამოყენებას - „ქრონიკამ“ დანიიდან წერილი მიიღო. „ქრონიკის“ სიუჟეტი

როგორ ამართლებს კოპენჰაგენი დემონსტრანტების წინააღმდეგ ხელკეტებისა და ძაღლების გამოყენებას? - „ქრონიკის“ კითხვას სამჯერ გადამისამართების შემდეგ, დანიის ეროვნულმა პოლიციამ უპასუხა.

ვოლოდიმირ ზელენსკი

20 მაისი 2026, 19:36

მსოფლიო

უკრაინული გამოცემა The Kyiv Independent: ევროკავშირი 90 მილიარდი ევროს ოდენობის სესხის ნაწილის გაცემას უკრაინის მიერ ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესების პირობას დაუკავშირებს

ევროკავშირი 90 მილიარდი ევროს ოდენობის სესხის ნაწილის გაცემას უკრაინის მიერ ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესების პირობას დაუკავშირებს, - წერს უკრაინული გამოცემა The Kyiv Independent-ი.

20 მაისი 2026, 19:10

რეგიონი

ფოთის მერმა მე-12 კლასელებს სკოლის დამთავრება მიულოცა

ფოთის მერმა, ბექა ვაჭარაძემ კურსდამთავრებულებს სკოლის დამთავრება მიულოცა და წარმატებული მომავალი უსურვა.

კემი ბადენოკი

20 მაისი 2026, 19:05

მსოფლიო

ბრიტანეთის „კონსერვატიული პარტიის“ ლიდერი კირ სტარმერის პოლიტიკაზე: ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, თითქოს საბჭოელებმა გაიმარჯვეს

ბრიტანეთის „კონსერვატიული პარტიის“ ლიდერმა, კემი ბადენოკმა პრემიერ-მინისტრი კირ სტარმერი მკაცრად გააკრიტიკა და მისი საგარეო თუ ეკონომიკური კურსი საბჭოთა კავშირის მეთოდებს შეადარა.