პეტერ მადიარი: პრობლემა იმაში მდგომარეობს, რომ საერთაშორისო პლატფორმამ საკუთარი დავალება ვერ შეასრულა და უკრაინის მთლიანობა და სუვერენიტეტი ვერ დაიცვა. ხოლო ახლა ჩვენ სამშვიდობო შეთანხმება გვჭირდება, რომელსაც უსაფრთხოების რეალური გარანტიები ექნება
პეტერ მადიარი
ფოტო: Getty Images
უნგრეთის პრემიერ-მინისტრის პეტერ მადიარის განცხადებით, 1994 წელს ბუდაპეშტში მემორანდუმს მოეწერა ხელი, რომელსაც უკრაინის ტერიტორიული მთლიანობა და დამოუკიდებლობა უნდა უზრუნველეყო.
როგორც მადიარმა ერთ-ერთ ინტერვიუში აღნიშნა, ხელმოწერილი მემორანდუმის მიუხედავად, საერთაშორისო საზოგადოებამ უკრაინის სუვერენიტეტი ვერ დაიცვა, ხოლო ახლა კიევს ახალი შეთანხმება სჭირდება, რომელსაც რეალური გარანტიები ექნება.
„იცით, რომ უკრაინის ტერიტორიული მთლიანობა 1994 წლის ბუდაპეშტის მემორანდუმით იყო გარანტირებული, რომელსაც ხელი, რა თქმა უნდა, ბუდაპეშტში მოეწერა. პრობლემა იმაში მდგომარეობს, რომ საერთაშორისო პლატფორმამ საკუთარი დავალება ვერ შეასრულა და უკრაინის მთლიანობა და სუვერენიტეტი ვერ დაიცვა. ხოლო ახლა ჩვენ სამშვიდობო შეთანხმება გვჭირდება, რომელსაც უსაფრთხოების რეალური გარანტიები ექნება“, - განაცხადა მადიარმა.
ყველა სიახლე
22 მაისი 2026, 18:41
ეკონომიკა
ნათია თურნავამ კომერციულ ბანკებთან გამართულ სამუშაო შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა
ნათია თურნავას განცხადებით, საბანკო-საფინანსო სექტორის წარმომადგენლებთან მსგავსი სახის სამუშაო შეხვედრების ჩატარება ხელს უწყობს სებ-სა და ბანკებს შორის მჭიდრო კოორდინირებასა და არსებულ გამოწვევებზე სწრაფ რეაგირებას, რაც საბოლოო ჯამში დადებითად აისახება მომხმარებელზე.
22 მაისი 2026, 18:40
მსოფლიო
მარკ რუტე: ყოველთვის მიჩნდებოდა განცდა, რომ უცნაურია, როდესაც მსოფლიოს ესოდენ მდიდარი ნაწილი - ევროპა, შესაძლოა ყველაზე მდიდარიც კი - საჭიროებს მსოფლიოს სხვა ნაწილის მხარდაჭერას რუსებისგან თავის დასაცავად
ნატოს გენერალურმა მდივანმა, მარკ რუტემ ევროპის უსაფრთხოების არქიტექტურასა და ამერიკის შეერთებულ შტატებზე მის გადაჭარბებულ დამოკიდებულებაზე ისაუბრა.
22 მაისი 2026, 18:37
თავდაცვა
საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა თავდაცვის ძალების წარმომადგენლები ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენით, ღირსების ორდენებითა და ღირსების მედლებით დააჯილდოვა
როგორც საქართველოს თავდაცვის ძალების უმაღლესმა მთავარსარდალმა, მიხეილ ყაველაშვილმა სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, სამხედრო მოსამსახურეებისათვის ქვეყნის უსაფრთხოებაზე ზრუნვა ცხოვრების უმთავრესი მოწოდებაა, ამგვარი არჩევანის გაკეთება მხოლოდ მათ ძალუძთ, ვისთვისაც სამშობლოს ერთგულება და საერთო მომავლისათვის თავგანწირვა ცხოვრების ამოსავალი პრინციპია.
22 მაისი 2026, 18:34
ეკონომიკა
ინგა ფხალაძემ ვენაში ენერგეტიკული უსაფრთხოების დაფინანსების საკითხებზე გამართულ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა
სესიაზე „ენერგოეფექტურობის დაფინანსება ენერგეტიკული უსაფრთხოებისთვის“ ინგა ფხალაძემ ენერგოეფექტურობის მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ის საქართველოს ენერგეტიკული პოლიტიკის ერთ-ერთი პრიორიტეტია. მისი თქმით, ენერგოეფექტურობა ხელს უწყობს ენერგიის მოხმარების შემცირებას, ხარჯების ოპტიმიზაციას, გარემოზე უარყოფითი ზემოქმედების შემცირებას და ქვეყნის ენერგეტიკული უსაფრთხოების გაძლიერებას.
22 მაისი 2026, 18:31
მსოფლიო
Euronews: საპენსიო და საგადასახადო სისტემის რეფორმები ბუდაპეშტსა და ბრიუსელს შორის მთავარ სადავო საკითხად იქცა
Euronews-ისთვის ცნობილი გახდა, რომ საპენსიო და საგადასახადო სისტემის რეფორმები ბუდაპეშტსა და ბრიუსელს შორის მთავარ სადავო საკითხად იქცა იმ ტექნიკურ მოლაპარაკებებში, რომლებიც უნგრეთისთვის ევროკავშირის მილიარდობით ევროს ოდენობის დაფინანსების განბლოკვას ისახავს მიზნად.
22 მაისი 2026, 18:25
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე: მუდმივად გავაგრძელებთ თავდაცვის ძალების სრულყოფაზე ზრუნვას, რათა ჯარი უზრუნველყოფილი იყოს თანამედროვე ინფრასტრუქტურითა და აღჭურვილობით, ხოლო თითოეულ ჯარისკაცს, ოფიცერსა თუ სერჟანტს ცხოვრებისა და საქმიანობის საუკეთესო პირობები და სათანადო დაფასება ჰქონდეს
საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძისა და პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილის ერთობლივი წარდგინების საფუძველზე, საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა თავდაცვის ძალების წარმომადგენლები სახელმწიფო ჯილდოებით დააჯილდოვა.
22 მაისი 2026, 18:17
საზოგადოება
ლევან დარსალია: 26 მაისს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო ქუთაისში საინტერესო, მრავალფეროვანი და ტექნოლოგიური სტენდით იქნება წარმოდგენილი
26 მაისი არის დღე, რომელიც გვეამაყება და დღე, რომელიც გვაერთიანებს, - ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილე ლევან დარსალია 26 მაისის მნიშვნელობასა და იმ აქტივობებზე საუბრობს, რომელსაც GITA წელს სთავაზობს დაინტერესებულ პირებს. ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს პავილიონი წელს, 26 მაისს ქუთაისში, ცენტრალურ მოედანზე იქნება წარმოდგენილი.
22 მაისი 2026, 18:11
რეგიონი
ფოთის მერმა გაეროს სისტემისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს უმასპინძლა
ფოთის მერმა ბექა ვაჭარაძემ დღეს გაეროს სისტემისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს - სამი ქვეყნის ელჩს უმასპინძლა. ვიზიტის ფარგლებში, გაიმართა შეხვედრები ფოთელ ახალგაზრდებთან, სადაც მდგრადი განვითარების მიზნებზე და შესაძლებლობებზე ისაუბრეს.
22 მაისი 2026, 18:10
პოლიტიკა
დავით ქართველიშვილი: საქართველოს გარეშე შუა დერეფანს, როგორც ერთიან საერთაშორისო პროექტს, აზრი არ აქვს
„საქართველოს დღეს უკავია უნიკალური, უალტერნატივო ადგილი პატარა ჯაჭვის, მაგრამ აუცილებელი ჯაჭვის დიდ ღერძზე, რასაც ჰქვია აღმოსავლეთი და დასავლეთი. როდესაც დიდი ჩინეთი, შუა დერეფნის მთავარი არქიტექტორი, პირდაპირ აცხადებს, რომ საქართველო არის მისი ძირითადი სტრატეგიული პარტნიორი სამხრეთ კავკასიაში, ამის არ აღიარება და არ დანახვა ბრიუსელიდან, ძალიან სასაცილოა“, აღნიშნა დავით ქართველიშვილმა.
22 მაისი 2026, 18:07
რეგიონი
ქუთაისის მერიაში საქართველოში სომხეთის ელჩს უმასპინძლეს
ქუთაისის მერი დავით ერემეიშვილი და მერის პირველი მოადგილე გიორგი ცხაკაია საქართველოში სომხეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს აშოტ სმბატიანს შეხვდნენ.
22 მაისი 2026, 17:59
პოლიტიკა
ალუდა ღუდუშაური პეტერ ფიშერზე: მან არა მარტო ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობას მიაყენა ჩრდილი, არამედ იმ წესებს, რომელიც არსებობს დიპლომატიაში, ხაზი გადაუსვა და თვითონ ჩადგა რადიკალების ფერხულში
მან არა მარტო ჩვენ ქვეყნებს შორის ურთიერთობას მიაყენა ჩრდილი, არამედ მან იმ წესებს, რომელიც არსებობს დიპლომატიაში, ხაზი გადაუსვა და თვითონ ჩადგა რადიკალების ფერხულში, - განაცხადა „დღის ქრონიკასთან“ ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ალუდა ღუდუშაურმა პეტერ ფიშერზე საუბრისას.
22 მაისი 2026, 17:58
პოლიტიკა
ალუდა ღუდუშაური პრემიერის ღია წერილზე: ვითხოვთ მხოლოდ იმას, რომ იყოს სამართლიანი დამოკიდებულება ჩვენ მიმართ
ვითხოვთ მხოლოდ იმას, რომ იყოს სამართლიანი დამოკიდებულება ჩვენს მიმართ, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ალუდა ღუდუშაურმა გადაცემაში „დღის ქრონიკა“.
22 მაისი 2026, 17:55
მსოფლიო
POLITICO: საფრანგეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი გაბრიელ ატალი საპრეზიდენტო კამპანიაში ერთვება
საფრანგეთის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა გაბრიელ ატალმა განაცხადა, რომ ის 2027 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს. ინფორმაციას POLITICO ავრცელებს.
22 მაისი 2026, 17:55
სამართალი
საპატრულო პოლიცია მოქალაქეებს აფრთხილებს, რომ მათი სახელით ყალბი მოკლე ტექსტური შეტყობინებები იგზავნება. უწყება მათ მოუწოდებს, არ შევიდნენ შეცდომაში და არ შეასრულონ შეტყობინებაში მითითებული ინსტრუქცია
საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი მოქალაქეებს აფრთხილებს, რომ მათი სახელით ყალბი მოკლე ტექსტური შეტყობინებები იგზავნება. უწყება მოქალაქეებს მოუწოდებს, არ შევიდნენ შეცდომაში და არ შეასრულონ შეტყობინებაში მითითებული ინსტრუქცია.
22 მაისი 2026, 17:32
კულტურა
ქართული უხმო კინოს რეტროსპექტივა გაიხსნა
21 მაისს საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნულმა ცენტრმა და საქართველოს ეროვნულმა არქივმა ქართული უხმო კინოს რეტროსპექტივა გახსნა. ინფორმაციას ეროვნული კინოცენტრის პრესსამსახური ავრცელებს.
22 მაისი 2026, 17:31
ეკონომიკა
ნათია თურნავა: საქართველოს საბანკო სისტემა მაღალი სანდოობით გამოირჩევა, რასაც დეპოზიტებისა და დანაზოგების ზრდის დინამიკაც ადასტურებს
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის, ნათია თურნავას განცხადებით, საქართველოს საბანკო სისტემა მაღალი სანდოობითა და მდგრადობით გამოირჩევა, რასაც დეპოზიტებისა და დანაზოგების ზრდის დინამიკაც ადასტურებს.
22 მაისი 2026, 17:24
კულტურა
ეროვნული კინოცენტრი ახალი ფესტივალებისთვის და ერთობლივი პროექტებისთვის ემზადება
ქართული ფილმი და კინოინდუსტრიის წარმომადგენელთა ახალი თანამშრომლობის შესაძლებლობები უახლოეს მომავალში კანადის, საუდის არაბეთისა და ჩინეთის კინოფესტივალებზე იქნება წარმოჩენილი, - ამის შესახებ ეროვნული კინოცენტრის პროგრამების დირექტორმა ლევან დვალმა განაცხადა.
22 მაისი 2026, 17:22
საზოგადოება
მასწავლებლის გამოცდებზე დარეგისტრირებული აპლიკანტებისათვის პირველი ონლაინ საინფორმაციო შეხვედრა ჩატარდა
შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა 2026 წლის გამოცდებთან დაკავშირებით მიმდინარე საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში მასწავლებლის გამოცდებზე დარეგისტრირებული აპლიკანტებისათვის პირველი ონლაინ საინფორმაციო შეხვედრა გამართა. ინფორმაციას შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი ავრცელებს.
22 მაისი 2026, 17:21
საზოგადოება
თბილისის მერი კახა კალაძე, ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის უფროსთან ერთად, სოციალურად დაუცველ პენსიონერ ცისანა ბოლქვაძეს ესტუმრა
„მედიკამენტების დაფინანსების პროგრამით სარგებლობისთვის ფიზიკური ვაუჩერის ქონა არაა აუცილებელი. ელექტრონულად არის შესაძლებელი, აღნიშნული დახმარებით ისარგებლო. საჭიროა მხოლოდ ექიმის მიერ ელექტრონულად გამოწერილი დანიშნულება, რომლის საფუძველზეც, ბენეფიციარს შეუძლია, ნებისმიერ აფთიაქში, წლის ნებისმიერ დროს მივიდეს და მიიღოს ის წამლები, რაც მისთვის აუცილებელია. სამწუხაროდ, არსებობენ ადამიანები, ოჯახები, რომელთაც სჭირდებათ მხარდაჭერა, თანადგომა. ბევრს უჭირს, არ არის მარტივი სიტუაცია და ჩვენ, შესაძლებლობების ფარგლებში, სანამ ამის აუცილებლობა არსებობს, გვერდით დავუდგებით მათ და დავეხმარებით ყველანაირად“, - განაცხადა კახა კალაძემ.


