imedi /  22 მაისი 2026, 19:30 / სანდო წყარო

რუბიო: აშშ მზად არის ჩაერთოს უკრაინის სამშვიდობო პროცესში, თუ გარღვევის შანსი გამოჩნდება - ომი არ დასრულდება რომელიმე მხარის სამხედრო გამარჯვებით

მარკო რუბიო

მარკო რუბიო

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ უკრაინაში მიმდინარე კონფლიქტსა და სამშვიდობო მოლაპარაკებების პერსპექტივაზე ისაუბრა. მისი განცხადებით, რუსეთსა და უკრაინას შორის აქამდე გამართული მოლაპარაკებები, „სამწუხაროდ, ნაყოფიერი არ ყოფილა“, თუმცა ვაშინგტონი მზადყოფნას გამოთქვამს, კვლავაც შეასრულოს თავისი როლი ამ პროცესში.

„თუ ჩვენ დავინახავთ შესაძლებლობას, მოვაწყოთ ისეთი მოლაპარაკებები, რომლებიც იქნება პროდუქტიული, და არა კონტრპროდუქტიული, და რომლებსაც ექნებათ წარმატების შანსი, ჩვენ მზად ვართ ეს როლი ავიღოთ საკუთარ თავზე“, - აღნიშნა რუბიომ.

ამასთანავე, სახელმწიფო მდივანმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ვაშინგტონი არ აპირებს დრო უშედეგო დიპლომატიურ შეხვედრებზე დაკარგოს: „ჩვენ არ ვართ დაინტერესებულები ჩავერთოთ შეხვედრების უსასრულო ციკლში, რომლებსაც არანაირი შედეგი არ მოაქვს“.

ომის დასრულების პერსპექტივაზე საუბრისას, რუბიომ აღნიშნა, რომ ეს კონფლიქტი ტრადიციული გაგებით ვერ დასრულდება. მისი თქმით, ომი „არ დასრულდება რომელიმე მხარის სამხედრო გამარჯვებით“, თუკი მხედველობაში მივიღებთ იმას, თუ როგორ განისაზღვრებოდა გამარჯვება ტრადიციულად. ამავდროულად, მან იმედი გამოთქვა, რომ ერთ დღეს კონფლიქტის გადაჭრის გზა აუცილებლად მოიძებნება.

ყველა სიახლე

პეტერ ფიშერი

22 მაისი 2026, 20:36

პოლიტიკა

გერმანიის ელჩის კომენტარები ხელისუფლების გზავნილების შესახებ და პარლამენტის თავმჯდომარის შეფასება - რას ურჩევს შალვა პაპუაშვილი პეტერ ფიშერს. „ქრონიკის“ სიუჟეტი

გერმანიის ელჩი დიფ სთეითს ეძებს, საქართველოს სატრანზიტო როლს კი ვერ ხედავს, პეტერ ფიშერის მორიგი გზავნილები ხელისუფლების მწვავე კრიტიკის საბაბია.

22 მაისი 2026, 20:31

საზოგადოება

აზერბაიჯანული მედია: ბაქო-თბილისი-ბაქოს სარკინიგზო მარშრუტისთვის მოკლე დროში 1 000-ზე მეტი ბილეთი გაიყიდა

როგორც გამოცემა AzerNEWS-ი „აზერბაიჯანის რკინიგზაზე“ დაყრდნობით იტყობინება, განახლებული ბაქო-თბილისი-ბაქოს სარკინიგზო მარშრუტისთვის მოკლე დროში 1 000-ზე მეტი ბილეთი გაიყიდა.

22 მაისი 2026, 20:30

პოლიტიკა

განსხვავებული აზრის დევნა ევროპის სახელით - პოლონელი ევროპარლამენტარისა და იპპ-ის ქართველი კოორდინატორის მორიგი კოლაბორაცია ტელე „იმედის“ წინააღმდეგ. „ქრონიკის“ სიუჟეტი

განსხვავებული აზრის დევნა ევროპის სახელით. პოლონელი ევროპარლამენტარისა და იპპ-ის ქართველი კოორდინატორის მორიგი კოლაბორაცია ტელე „იმედის“წინააღმდეგ. კშიშტოფ ბრეიზა ამჯერად თანამოაზრეებთან ერთად, საქართველოს ყველა რეიტინგული ტელევიზიის შესწავლას მოითხოვს.

დავით ქართველიშვილი

22 მაისი 2026, 20:24

პოლიტიკა

დავით ქართველიშვილი: არც პრაქტიკული, არც პროგრამული და არც ღირებულებითი თვალსაზრისით 26 მაისს ოპოზიციისგან საქართველო არაფერს უნდა ელოდოს, მთავარია, ერთმანეთს არ დასცხონ ურთიერთსაპირისპირო მოთხოვნების გამო

რადიკალური ოპოზიციის მიერ 26 მაისს დაანონსებული საპროტესტო აქციისგან არანაირი მოლოდინი არ აქვს „ხალხი ძალის“ წევრს დავით ქართველიშვილს. როგორც მან ოპოზიციის მცდელობაზე გამართოს აქცია, სადაც რადიკალები შეეცდებიან საკუთარი ძალებისა და შესაძლებლობების ჩვენებას, კომენტირებისას განაცხადა, მთავარია აქციის მონაწილეებს შორის დაპირისპირება არ მოხდეს, რისი ნიშნებიც რეალურად სახეზეა.

მიხეილ სარჯველაძე

22 მაისი 2026, 20:21

ჯანდაცვა

მიხეილ სარჯველაძე დიუშენის სამკურნალო მედიკამენტებზე: მთელი განვითარებული სამყარო ეძებს მტკიცებულებებს - ემოციის მიღმა სწორი გადაწყვეტილებების მიღებაა საჭირო

დიუშენის კუნთოვანი დისტროფია უმძიმესი დიაგნოზია, ამ მდგომარეობაზე ხელის მოთბობა აბსოლუტურად არაკეთილსინდისიერია და ჩემთვის კატეგორიულად მიუღებელი, მაგრამ ამის შიში ვერცერთ შემთხვევაში ვერ მაიძულებს, რომ არასწორი, არარაციონალური და მტკიცებულებებზე დაუფუძნებელი გადაწყვეტილებები მივიღო - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა.

დავით ქართველიშვილი

22 მაისი 2026, 20:17

პოლიტიკა

დავით ქართველიშვილი: ისევე, როგორც მთელი საქართველო ელოდება სულ სხვა ამერიკის ახალ ელჩს, ასევე ველით სულ სხვა გერმანიის ახალ ელჩს

პარტია „ხალხის ძალის” წევრი დავით ქართველიშვილი გერმანიის ელჩის, პეტერ ფიშერის სამშობლოში დაბრუნებას ეხმიანება და აცხადებს, რომ საქართველოსა და გერმანიას შორის ისტორიულად თბილი ურთიერთობები არსებობდა, თუმცა მისი შეფასებით, მოქმედმა გერმანიის ელჩმა საქართველოში დიპლომატიური მისია მნიშვნელოვანი შედეგების გარეშე დაასრულა.

22 მაისი 2026, 20:08

სამართალი

„ქრონიკის“ ინფორმაციით, ლევან ახობაძის სახლიდან ამოღებულია დიდი ოდენობით ნაღდი ფული

ლევან ახობაძეს 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება. მის ინტერესებს კი ანტიკორუფციული სააგენტოს ყოფილი ხელმძღვანელი, რაჟდენ კუპრაშვილი იცავს.

22 მაისი 2026, 20:05

მსოფლიო

CNN: საწვავის მაღალმა ფასებმა და ცხოვრების გაძვირებამ აშშ-ის მომხმარებელთა განწყობა ისტორიულ მინიმუმამდე დაიყვანა

მიჩიგანის უნივერსიტეტის უახლესი კვლევის თანახმად, აშშ-ის მომხმარებელთა განწყობის ინდექსი მაისში ახალ, ისტორიულ მინიმუმამდე დაეცა, - წერს ტელეკომპანია CNN-ი.

მარკო რუბიო

22 მაისი 2026, 19:50

მსოფლიო

რუბიო: ევროპაში აშშ-ის სამხედრო წარმომადგენლობის კორექტირება არავისთვის უნდა იყოს გასაკვირი

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მარკო რუბიოს განცხადებით, ევროპაში აშშ-ის სამხედრო წარმომადგენლობის კორექტირება „არავისთვის უნდა იყოს გასაკვირი“.

მარკო რუბიო

22 მაისი 2026, 19:42

მსოფლიო

რუბიო: არსებობს ფართო აღიარება იმისა, რომ ევროპაში, საბოლოო ჯამში, იმაზე ნაკლები ამერიკელი ჯარისკაცი იქნება, ვიდრე ისტორიულად იყო

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, მარკო რუბიო აცხადებს, რომ იგი არ ადგენს ევროპაში ამერიკელი სამხედროების რაოდენობის შემცირების განრიგს, თუმცა „ეს არის მიმდინარე პროცესი, რომელიც ამ ადმინისტრაციის პირველივე დღიდან დაიწყო“.

22 მაისი 2026, 19:38

ეკონომიკა

მარიამ ქვრივიშვილმა თურქეთის, აზერბაიჯანისა და ბულგარეთის წარმომადგენლებთან რეგიონული მნიშვნელობის პროექტები განიხილა

მარიამ ქვრივიშვილმა კოლეგებს მადლობა გადაუხადა რეგიონული ინიციატივის წინ წამოსაწევად გამოხატული მტკიცე ერთგულებისთვის და ხაზი გაუსვა ბაქოში, სამხრეთის გაზის დერეფნის მრჩეველთა საბჭოს მინისტერიალის ფარგლებში, ურთიერთგაგების მემორანდუმის ხელმოწერის მნიშვნელობას, რამაც საფუძველი ჩაუყარა რეგიონული ელექტროენერგეტიკული კავშირების გაძლიერების საერთო ხედვას.

22 მაისი 2026, 19:33

ეკონომიკა

მარიამ ქვრივიშვილმა თურქეთის ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრ ალფარსლან ბაირაქტართან ენერგეტიკის სექტორში თანამშრომლობა განიხილა

მხარეებმა დადებითად შეაფასეს ორ ქვეყანას შორის არსებული მჭიდრო თანამშრომლობა ენერგეტიკის, სავაჭრო და საინვესტიციო მიმართულებებით. აღინიშნა, რომ ქვეყნები სტრატეგიული პარტნიორები არიან, რაც წარმატებით აისახება ენერგეტიკის სექტორში ელექტროენერგიის იმპორტის, ექსპორტისა და ტრანზიტის პროცესებში. ითქვა, რომ მუშაობა ამ მიმართულებით, როგორც ორმხრივ, ისე რეგიონულ ფორმატში, კიდევ უფრო აქტიურად გაგრძელდება.

მარკ რუტე

22 მაისი 2026, 19:23

მსოფლიო

ნატომ უკრაინის პრეზიდენტი ანკარაში დაგეგმილ ლიდერთა სამიტზე ოფიციალურად მიიწვია

ნატომ უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ანკარაში დაგეგმილ ლიდერთა სამიტზე ოფიციალურად მიიწვია, - განაცხადა პარასკევს ალიანსის ხელმძღვანელმა, მარკ რუტემ.

22 მაისი 2026, 19:10

პოლიტიკა

ვახტანგ ბაჩიაშვილი: „დიზაინის სამართლის შესახებ“ რიადის საერთაშორისო ხელშეკრულებასთან შეერთებით ქართული ინტელექტუალური საკუთრების სამართალი კიდევ უფრო დაუახლოვდება ინტელექტუალური საკუთრების სფეროში არსებულ უახლეს ტენდენციებს

აღნიშნული გადაწყვეტილება მიზნად ისახავს ქართველი დიზაინერებისა და მეწარმეებისთვის საერთაშორისო ბაზრებზე ოპერირების გამარტივებასა და ბიუროკრატიული ბარიერების შემცირებას. მომხსენებლის განცხადებით, რიადის ხელშეკრულება 2024 წელს საუდის არაბეთში, ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის (WIPO) დიპლომატიურ კონფერენციაზე მიიღეს.

22 მაისი 2026, 19:06

ეკონომიკა

მარიამ ქვრივიშვილი: საქართველო აღმოსავლეთ-დასავლეთის ენერგეტიკული დერეფნის, მათ შორის ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენის პროექტის სტრატეგიული მონაწილეა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა სტამბოლში, საერთაშორისო ბუნებრივი რესურსების სამიტის ფარგლებში გამართულ ენერგეტიკის მინისტრების სესიაზე სიტყვით გამოსვლისას საქართველოს, როგორც აღმოსავლეთ-დასავლეთის ენერგეტიკული დერეფნის, მათ შორის ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენის პროექტის სტრატეგიული მონაწილის როლზე ისაუბრა.

22 მაისი 2026, 19:03

პოლიტიკა

გიორგი ჯინჭარაძე: 2026 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტი დამატებით 10%-ით იზრდება და ჯამში 50 მილიონ ლარზე მეტს მიაღწევს

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძის ხელმძღვანელობით დღეს მთავრობის მორიგი სხდომა გაიმართა, სადაც მთავრობის წევრებმა ბიუჯეტში დაგეგმილ ცვლილებებთან დაკავშრებით იმსჯელეს. მთავრობის თავმჯდომარის განცხადებით, აფხაზეთის მთავრობა განაგრძობს დევნილი მოსახლეობის საჭიროებებზე ზრუნვას და ამისათვის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ბიუჯეტის მნიშვნელოვანი ზრდა იგეგმება.

შალვა პაპუაშვილი

22 მაისი 2026, 19:00

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი: სამხედრო ფორმა მხოლოდ პროფესიის ნიშანი არ არის - ეს არის ქვეყნის წინაშე პასუხისმგებლობის სიმბოლო - დღევანდელი დაჯილდოება არის მადლიერების გამოხატულება იმ სამსახურისთვის, რომელსაც თქვენ ყოველდღიურად ასრულებთ

დღეს ჩვენ პატივს მივაგებთ ადამიანებს, რომელთა ერთგულება, პროფესიონალიზმი და თავდადება საქართველოს უსაფრთხოების, მშვიდობისა და სახელმწიფოებრიობის სამსახურში დგას, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილმა თავდაცვის ძალების წარმომადგენლების სახელმწიფო ჯილდოების დაჯილდოების ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას.

მარინ ლე პენი

22 მაისი 2026, 18:56

მსოფლიო

მარინ ლე პენი: ნატო რადიკალურ ისლამიზმთან ბრძოლაზე უნდა ფოკუსირდეს

„ეროვნული გაერთიანების“ ლიდერმა, მარინ ლე პენმა განაცხადა, რომ ნატო რადიკალურ ისლამიზმთან ბრძოლაზე უნდა ფოკუსირდეს.

ვახტანგ ცინცაძე

22 მაისი 2026, 18:56

ეკონომიკა

ვახტანგ ცინცაძე: ეკონომიკის სამინისტრო, ტრადიციულად, უერთდება დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებებს და წარმოდგენილი იქნება ქვეყნის არაერთ ქალაქში სხვადასხვა თემატური აქტივობებით

26 მაისი მართლაც ამაღლებული დღეა საქართველოს თითოეული მოქალაქისთვის. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, ტრადიციულად, უერთდება დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებებს და წარმოდგენილი იქნება ქვეყნის არაერთ რეგიონსა თუ ქალაქში სხვადასხვა თემატური აქტივობებით, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ვახტანგ ცინცაძე ტელეკომპანია „მაესტროს“ ეთერში.