imedi /  22 მაისი 2026, 23:09 / სანდო წყარო

ტრამპი ადასტურებს, რომ „მნიშვნელოვანი პერიოდის“ გამო შვილის, დონალდ ტრამპ უმცროსის ქორწილს ვერ დაესწრება

დონალდ ტრამპი

დონალდ ტრამპი

აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი ვაშინგტონში, თეთრ სახლში რჩება და სახელმწიფო საქმეების გამო შვილის, დონალდ ტრამპ უმცროსის ქორწილს ვერ დაესწრება.

ტრამპის განმარტებით, მას ძალიან სურდა ამ მნიშვნელოვან მომენტში ოჯახის გვერდით ყოფნა, თუმცა ქვეყანაში არსებული ვითარება ვაშინგტონის დატოვების საშუალებას არ აძლევს.

„მიუხედავად იმისა, რომ ძალიან მინდოდა ვყოფილიყავი ჩემს შვილთან, დონ უმცროსთან და ტრამპების ოჯახის უახლეს წევრთან, მის მომავალ მეუღლესთან, ბეტინასთან ერთად, მთავრობასთან დაკავშირებული გარემოებები და ჩემი სიყვარული ამერიკის შეერთებული შტატების მიმართ, ამის საშუალებას არ მაძლევს. მიმაჩნია, რომ ამ მნიშვნელოვან პერიოდში ჩემი ვაშინგტონში, თეთრ სახლში დარჩენა აუცილებელია. ვულოცავ დონს და ბეტინას!“ - აცხადებს დონალდ ტრამპი.

ყველა სიახლე

22 მაისი 2026, 23:38

მსოფლიო

ევროკომისიამ წამოაყენა წინადადება ცხრათვიანი გამონაკლისის დაშვების შესახებ იმ ჩინურ ნახევარგამტარების კომპანიასთან თანამშრომლობაზე, რომელიც შეყვანილია რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-20 პაკეტში

ევროკომისიამ წამოაყენა წინადადება ცხრათვიანი გამონაკლისის დაშვების შესახებ იმ ჩინურ ნახევარგამტარების კომპანიასთან თანამშრომლობაზე, რომელიც შეყვანილია რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-20 პაკეტში. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი ევროკომისიის სპიკერზე დაყრდნობით ავრცელებს.

22 მაისი 2026, 23:19

სამართალი

პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილ მოადგილეს ლევან ახობაძეს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში მიმდინარე გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ 2024 წლის 29 მარტს, მეწარმის წარმომადგენელს ლარსის საბაჟო გამშვებ პუნქტზე, საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით, მალულად შემოჰქონდა არადეკლარირებული ფულადი თანხა 40 000 000 რუსული რუბლი, (ეროვნული ბანკის კურსით 1 164 000 ლარი) რომელიც საბაჟო შემოწმების შემდგომ, საქართველოს კანონმდებლობის გათვალისწინებით საბაჟო სამართალდარღვევის ოქმით ჩამოერთვა.

22 მაისი 2026, 22:35

რეგიონი

ხულოს მუნიციპალიტეტში საცხენოსნო ინფრასტრუქტურის მოწყობა აქტიურად მიმდინარეობს

მთავრობის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ მაღალმთიან აჭარაში ტურიზმის განვითარება ხელისუფლების ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. მისივე განცხადებით, ახალი საცხენოსნო ინფრასტრუქტურა ღორჯომს მნიშვნელოვან ტურისტულ ცენტრად აქცევს და ხელს შეუწყობს მუნიციპალიტეტში ვიზიტორების რაოდენობის ზრდას.

მაია ბითაძე

22 მაისი 2026, 22:16

პოლიტიკა

ბითაძე ფიშერის განცხადებაზე: საქართველოს არ აქვს მოლოდინი, რომ ვინმე ევროკავშირში დერეფნის გამო მიიღებს, აქ მთავარი არის ის დამსახურება, რომელიც აღიარებულია ევროკავშირის გზაზე

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე, მაია ბითაძე, გერმანიის ელჩის, პეტერ ფიშერის განცხადების იმ ნაწილს პასუხობს, სადაც ელჩი ამტკიცებს, რომ შუა დერეფანი და ამ პროექტში საქართველოს როლი ისეთი მნიშვნელობის არ არის, რომ ამის გამო ჩვენი ქვეყანა ევროკავშირში გაწევრიანდეს.

პეტერ მადიარი

22 მაისი 2026, 22:15

მსოფლიო

პეტერ მადიარი: უნგრეთი უკრაინიდან სოფლის მეურნეობის პროდუქციის იმპორტს კრძალავს

უნგრეთი უკრაინიდან სოფლის მეურნეობის პროდუქციის იმპორტს კრძალავს. ამის შესახებ ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა, პეტერ მადიარმა განაცხადა.

ტულსი გაბარდი დონალდ ტრამპი

22 მაისი 2026, 21:48

მსოფლიო

ტრამპი: სამწუხაროდ, შესანიშნავად გაწეული მუშაობის შემდეგ, ტულსი გაბარდი 30 ივნისს დატოვებს ადმინისტრაციას - მის საოცარ მეუღლეს ცოტა ხნის წინ ძვლის კიბოს იშვიათი ფორმის დიაგნოზი დაუსვეს და მას, სრულიად სამართლიანად, სურს მის გვერდით იყოს, ვიდრე ისინი ერთად გადიან ამ რთულ ბრძოლას

აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი ეროვნული დაზვერვის დირექტორის, ტულსი გაბარდის თანამდებობიდან წასვლას ეხმაურება და აცხადებს, რომ მის მოვალეობას დროებით მისივე პირველი მოადგილე შეასრულებს.

ტულსი გაბარდი

22 მაისი 2026, 21:38

მსოფლიო

ტულსი გაბარდი ტრამპისადმი წერილში: სამწუხაროდ, იძულებული ვარ წარვადგინო ჩემი განცხადება გადადგომის შესახებ - ჩემს მეუღლეს ცოტა ხნის წინ ძვლის კიბოს უიშვიათესი ფორმის დიაგნოზი დაუსვეს, ამ ეტაპზე უნდა ჩამოვშორდე საჯარო სამსახურს, რათა ვიყო მის გვერდით და სრულად დავუჭირო მხარი ამ ბრძოლაში

აშშ-ის ეროვნული დაზვერვის დირექტორი, ტულსი გაბარდი თანამდებობას ტოვებს, რის შესახებაც პრეზიდენტს ოფიციალური წერილით უკვე აცნობა.

22 მაისი 2026, 21:36

ჯანდაცვა

შვეიცარიაში დიუშენის დისტროფიის მართვის პროტოკოლი იმავე მედიკამენტებს ითვალისწინებს, რაც საქართველოშია - ჯანდაცვის მინისტრი ჟენევის საუნივერსიტეტო კლინიკის პრაქტიკას გაეცნო

ჯანდაცვის მინისტრი, მიხეილ სარჯველაძე ჟენევის საუნივერსიტეტო საავადმყოფოს ბავშვთა ნეიროკუნთოვანი დაავადებების რეფერალურ ცენტრში იმყოფებოდა. მინისტრი ცენტრის ხელმძღვანელს, საერთაშორისო კვალიფიკაციის მქონე ნეიროპედიატრს, დოქტორ ჟოელ ფლუსს შეხვდა.

22 მაისი 2026, 21:29

კულტურა

კონსერვატორიის დიდ დარბაზში გამართული კონცერტი ენიო მორიკონეს კინომუსიკას მიეძღვნა

სპეციალურად ამ კონცერტისთვის, საქართველოს სტუმრობდა მორიკონეს ერთ-ერთი გამორჩეული მოწაფე და ახლო მეგობარი, იტალიელი კომპოზიტორი, პაოლო ვივალდი. კონცერტი კულტურის სამინისტროს, იტალიის საელჩოსა და შემოქმედებითი საქართველოს მხარდაჭერით გაიმართა.

ტულსი გაბარდი

22 მაისი 2026, 21:19

მსოფლიო

The Wall Street Journal: ტულსი გაბარდი ეროვნული დაზვერვის დირექტორის თანამდებობის დატოვებისთვის ემზადება - წყაროების ინფორმაციით, მის მეუღლეს კიბოს მძიმე ფორმის დიაგნოზი დაუსვეს

ინფორმირებული წყაროების განცხადებით, ტულსი გაბარდი ეროვნული დაზვერვის დირექტორის თანამდებობის დატოვებისთვის ემზადება, - წერს გამოცემა The Wall Street Journal-ი.

ზურაბ გრძელიძე

22 მაისი 2026, 21:16

სპორტი

ლეგენდარული ქართველი კალათბურთელი ზურაბ გრძელიძე გარდაიცვალა

გრძელიძე წლების განმავლობაში იცავდა თბილისის „დინამოს“ ღირსებას, გახლდათ ევროპის ჩემპიონი, პანამერიკული ტურნირის ჩემპიონი, სადაც საუკეთესო კალათბურთელის პრიზი მიიღო. ისე ასევე იყო საბჭოთა კავშირის ჩემპიონი ახალგაზრდებს შორის.

მარინ ლე პენი

22 მაისი 2026, 21:13

მსოფლიო

მარინ ლე პენმა განაცხადა, რომ მომავალ წელს პრეზიდენტად არჩევის შემთხვევაში, იგი საფრანგეთს ნატოს ინტეგრირებული სამხედრო სარდლობიდან გამოიყვანს

„ეროვნული გაერთიანების“ ლიდერმა, მარინ ლე პენმა პარასკევს განაცხადა, რომ მომავალ წელს პრეზიდენტად არჩევის შემთხვევაში, იგი საფრანგეთს ნატოს ინტეგრირებული სამხედრო სარდლობიდან გამოიყვანს.

დონალდ ტრამპი

22 მაისი 2026, 21:06

მსოფლიო

ტრამპი: ირანი ყველაფერს აკეთებს, რომ როგორმე შეთანხმებას მიაღწიოს - ვნახოთ, რა მოხდება

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ირანს ამერიკასთან შეთანხმების მიღწევა სურს.

22 მაისი 2026, 21:02

საზოგადოება

მზადება დამოუკიდებლობის დღისთვის - როგორ იზეიმებს საქართველო 26 მაისს. „ქრონიკის“ სიუჟეტი

სამხედრო ფიცის დადება, თემატური სტენდები რუსთაველის გამზირზე და ქვეყნის სხვადასხვა ქალაქში ერთდროულად, 17: 00 საათსა და 10 წუთზე აჟღერებული ეროვნული ჰიმნი - 26 მაისისთვის მზადება აქტიურ ფაზაშია.

თამარ ჩერგოლეიშვილი

22 მაისი 2026, 20:58

პოლიტიკა

ჩერგოლეიშვილი „ტვ პირველის“ წინააღმდეგ და ხალხთან შეხვედრა მხოლოდ სასურველი მედიის თანდასწრებით - ოპოზიციური ქაოსის ახალი ტალღა. „ქრონიკის“ სიუჟეტი

ოპოზიციურ ალიანსში ერთმანეთის წინააღმდეგ ბრალდებები არ წყდება. ამჯერად თამარ ჩერგოლეიშვილის სამიზნე, „ტვ პირველი“ აღმოჩნდა, რომელსაც გიორგი ვაშაძე გამოესარჩლა და ჩერგოლეიშვილის განცხადებასაც გაემიჯნა.

22 მაისი 2026, 20:52

პოლიტიკა

საქართველოს პროგრესი საერთაშორისო რეიტინგებში და ოპოზიციის ალტერნატიული რეალობა. „ქრონიკის“ სიუჟეტი

საერთაშორისო ორგანიზაციების ობიექტურ შეფასებებში საქართველოს პროგრესს გვერდს ვერავინ უვლის, მაგრამ თუ საქმეში გარკვეული აქტორების ინტერესები ერთვება, ბრალდებები ყოველთვის უსაფუძვლო და უარგუმენტოა.

მარკ რუტე

22 მაისი 2026, 20:43

მსოფლიო

მარკ რუტე: უკრაინის თავდაცვის ძალები ამჟამად ფრონტის ხაზის სტაბილიზებას ახდენენ და გარკვეულ ტერიტორიებსაც კი იბრუნებენ - ეს აშკარად არ აუმჯობესებს ომის ინიციატორის, ვლადიმირ პუტინის განწყობას

უკრაინის თავდაცვის ძალები ამჟამად ფრონტის ხაზის სტაბილიზებას ახდენენ და გარკვეულ ტერიტორიებსაც კი იბრუნებენ - ეს აშკარად არ აუმჯობესებს ომის ინიციატორის, ვლადიმირ პუტინის განწყობას, - განაცხადა ნატოს გენერალურმა მდივანმა, მარკ რუტემ.

22 მაისი 2026, 20:42

პოლიტიკა

ძალადობა დანიაში, ევროპის დუმილი, ადგილობრივი მედიის ინტერესი და საქართველოს პრემიერის უპასუხო წერილი. „ქრონიკის“ სიუჟეტი

ხელკეტები და ძაღლები მომიტინგეთა წინააღმდეგ - დანიის პოლიციის მოქმედებამ ამ დრომდე ვერ აღაშფოთა ვერცერთი დასავლელი პოლიტიკოსი და დიპლომატი. სამაგიეროდ, თემა აქტუალობას არ კარგავს ადგილობრივი და საერთაშორისო მედიისთვის.

პეტერ ფიშერი

22 მაისი 2026, 20:36

პოლიტიკა

გერმანიის ელჩის კომენტარები ხელისუფლების გზავნილების შესახებ და პარლამენტის თავმჯდომარის შეფასება - რას ურჩევს შალვა პაპუაშვილი პეტერ ფიშერს. „ქრონიკის“ სიუჟეტი

გერმანიის ელჩი დიფ სთეითს ეძებს, საქართველოს სატრანზიტო როლს კი ვერ ხედავს, პეტერ ფიშერის მორიგი გზავნილები ხელისუფლების მწვავე კრიტიკის საბაბია.