POLITICO: პეტერ მადიარმა ბრიუსელში ურსულა ფონ დერ ლაიენთან შეხვედრა გარღვევად შეაფასა, თუმცა უნგრეთი ჯერ კიდევ შორს არის იმ მილიარდობით ევროს ოდენობის ევროკავშირის სახსრების მიღებისგან, რომელსაც ითხოვს
პეტერ მადიარი
ფოტო: GettyImages
პეტერ მადიარმა ბრიუსელში ურსულა ფონ დერ ლაიენთან შეხვედრა გარღვევად შეაფასა, თუმცა უნგრეთი ჯერ კიდევ შორს არის იმ მილიარდობით ევროს ოდენობის ევროკავშირის სახსრების მიღებისგან, რომელსაც ითხოვს, - წერს გამოცემა POLITICO.
„დღევანდელი შეხვედრის საფუძველზე, 16.4 მილიარდი ევრო განიბლოკა“, - განუცხადა უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ჟურნალისტებს პარასკევის შეხვედრის შემდეგ და შედეგს იმაზე უკეთესი უწოდა, ვიდრე მოელოდა.
თუმცა, ევროკომისიის წარმომადგენლებმა უფრო ფრთხილი შეფასება გააკეთეს და პარასკევის შეთანხმებას უწოდეს პოლიტიკური შეთანხმება ზოგად მიმართულებაზე და არა ფულადი სახსრების გაცემის გადაწყვეტილება, რომლებიც მანამდე ევროკავშირის კანონმდებლობის დარღვევის გამო იყო დაბლოკილი ყოფილი ლიდერის, ვიქტორ ორბანის მმართველობის წლებში.
„ჩვენ არ შევთანხმებულვართ თანხების გაცემაზე“, - განაცხადა ევროკომისიის მაღალჩინოსანმა. - „ჩვენ შევთანხმდით ვალდებულებების ნუსხაზე, რომელთა შესრულებაც 31 აგვისტომდე, საფუძველი გახდება ამ სახსრების გადახდისთვის“.
„ბოლო დღეებში მომლაპარაკებლებმა იმუშავეს კონკრეტულ რეფორმებსა და ინვესტიციებზე და, რაც მთავარია, შეაფასეს, რამდენად რეალისტური იყო მათი დასრულება 31 აგვისტომდე - ევროკავშირის მიერ დადგენილ ბოლო ვადამდე, როდესაც ქვეყანამ თანხის მისაღებად ოფიციალური განაცხადი უნდა წარადგინოს“, - განაცხადა ევროკომისიის მეორე წარმომადგენელმა.
მანვე დასძინა, რომ ამ შეთანხმების მიღმა უკვე არსებობს „საკმაოდ დეტალური გეგმა“.
„არსებობს პოლიტიკური ურთიერთგაგება იმის თაობაზე, თუ როგორი უნდა იყოს საბოლოო შედეგი“, - განაცხადა ევროკომისიის პირველმა მაღალჩინოსანმა.
თუმცა, მანვე ხაზგასმით აღნიშნა, რომ ეს შეთანხმება ჯერ კიდევ უნდა აისახოს უნგრეთის გეგმების ოფიციალურ გადახედვაში, რათა ქვეყანამ პანდემიის შემდგომი აღდგენის ფონდებიდან დაფინანსება მიიღოს. ამ დოკუმენტში დეტალურად უნდა გაიწეროს რეფორმები, ინვესტიციები და განხორციელების ვადები, რაც აუცილებელია ნებისმიერი სამომავლო გადახდისთვის.
„ძალიან მოკლე დროში უკვე უზარმაზარი სამუშაო შესრულდა“, - განაცხადა ევროკომისიის პრეზიდენტმა ფონ დერ ლაიენმა და დასძინა. - „ეს სამომავლო, მომდევნო ნაბიჯების გადასადგმელად თავდაჯერებულობას გვმატებს“.
ყველა სიახლე
30 მაისი 2026, 10:55
სამართალი
ქვემო ქართლის პოლიციამ ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით ერთი პირი დააკავა
ქვემო ქართლის პოლიციამ ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით ერთი პირი დააკავა შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თეთრიწყაროს რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-ტარების ბრალდებით თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში, წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი პირი დააკავეს.
30 მაისი 2026, 10:51
რეგიონი
რუსთავის 3 განახლებული საბავშვო ბაღი 1200-ზე მეტ ბავშვს მიიღებს
ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე ქვარა ჩართოლანი, რუსთავის მერის მოადგილესთან, კახა გურულთან ერთად, რუსთავში N31 ბაღის სარეაბილიტაციო სამუშაოებს და N25 და N11 ბაგა-ბაღების მშენებლობის პროცესს ადგილზე გაეცნო.
30 მაისი 2026, 10:33
მსოფლიო
რუსეთმა სომხეთიდან ელჩი გაიწვია
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ სომხეთიდან ელჩი სერგეი კოპირკინი კონსულტაციებისთვის მოსკოვში გაიწვია. ინფორმაციას რუსეთის საგარეო უწყება ავრცელებს.
30 მაისი 2026, 10:30
ჯანდაცვა
ბათუმში თანამედროვე სტანდარტების პირველადი ჯანდაცვის ცენტრი და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ახალი შენობა შენდება
ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სამუშაოების მიმდინარეობას ჯანდაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძესთან, აჭარის ჯანდაცვის მინისტრ ნინო ნიჟარაძესთან და პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ზაზა ლომინაძესთან ერთად გაეცნო.
30 მაისი 2026, 10:20
მსოფლიო
The Hill: ბულგარეთი აშშ-თან სავიზო საკითხის მოუგვარებლობის გამო ამერიკულ თვითმფრინავებს ქვეყანაში ყოფნის საშუალებას აღარ მისცემს
ბულგარეთის პრემიერ-მინისტრმა რუმენ რადევმა განაცხადა, რომ მთავრობა ბულგარეთში ამერიკული თვითმფრინავების ყოფნის ვადას შეამცირებს მას შემდეგ, რაც აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ ბულგარეთის მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმის დაწესებაზე უარი განაცხადა. ინფორმაციას The Hill-ი ავრცელებს.
30 მაისი 2026, 10:05
ჯანდაცვა
ჯანდაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე ბათუმში იშვიათი დაავადებების მართვის საკითხებზე სამედიცინო საზოგადოებასა და დარგის სპეციალისტებს შეხვდა
ჯანდაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე, პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ზაზა ლომინაძესთან და აჭარის ჯანდაცვის მინისტრ ნინო ნიჟარაძესთან ერთად, ბათუმში იშვიათი დაავადებების მართვის საკითხებზე სამედიცინო საზოგადოებასა და დარგის სპეციალისტებს შეხვდა.
30 მაისი 2026, 09:43
საზოგადოება
დავით სონღულაშვილმა და ნინო ლაცაბიძემ რუსთავის ატმოსფერული ჰაერის ხარისხის გაუმჯობესების საკითხზე თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და ქალაქ რუსთავის მერიას შორის რუსთავის ატმოსფერული ჰაერის ხარისხის გაუმჯობესების მიმართულებით თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. დოკუმენტს ხელი გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა დავით სონღულაშვილმა და ქალაქ რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ მოაწერეს.
30 მაისი 2026, 09:28
მსოფლიო
აშშ-მა 1 მილიარდი დოლარის ოდენობის ირანული კრიპტოვალუტის კონფისკაცია მოახდინა
აშშ-ის ხაზინის მდივნის სკოტ ბესენტის განაცხადებით, ვაშინგტონმა ირანული კრიპტოვალუტის აქტივებიდან ერთი მილიარდი დოლარის კონფისკაცია მოახდინა. ინფორმაციას Sky News-ი ავრცელებს.
30 მაისი 2026, 09:16
საზოგადოება
როგორი ამინდია მოსალოდნელი 30 მაისს საქართველოში
30 მაისს ქუთაისში დღისით +20 და ღამით +11 გრადუსი დაფიქსირდება. დღე ნალექიანი იქნება. ნალექიან ამინდს ელოდებიან ოზურგეთში. დღისით +19 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +10 გრადუსი იქნება. ბათუმშიც წვიმაა მოსალოდნელი, დღისით ჰაერი +19 გრადუსამდე გათბება, ხოლო ღამით +11 გრადუსი დაფიქსირდება.
30 მაისი 2026, 08:31
მსოფლიო
აშშ-ის სასამართლომ „კენედის ცენტრისთვის“ სახელის შეცვლა და მისთვის ტრამპის სახელის დარქმევა აკრძალა
ვაშინგტონის საოლქო სასამართლომ ჯონ კენედის სახელობის სახვითი ხელოვნების ცენტრისთვის სახელის შეცვლა და მისთვის აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის სახელის დარქმევა აკრძალა. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
30 მაისი 2026, 08:00
სპორტი
დღეს ჩემპიონთა ლიგის ფინალია - კვარაცხელიას PSG „არსენალს“ დაუპირისპირდება
დღეს ჩემპიონთა ლიგის ფინალი გაიმართება. საფინალო მატჩში ხვიჩა კვარაცხელიას PSG ლონდონის „არსენალს“ დაუპირისპირდება.
29 მაისი 2026, 23:59
მსოფლიო
POLITICO: უნგრეთის პოლიციამ განაცხადა, რომ ივნისში დაგეგმილ პრაიდში მონაწილეობის მიღებას არავის აუკრძალავს - ეს ნაბიჯი ქვეყანაში LGBTQ+ პოლიტიკის ცვლილებაზე მიანიშნებს მას შემდეგ, რაც პეტერ მადიარი ქვეყნის მთავრობას ჩაუდგა სათავეში
უნგრეთის პოლიციამ განაცხადა, რომ ივნისში დაგეგმილ პრაიდში მონაწილეობის მიღებას არავის აუკრძალავს - ეს ნაბიჯი ქვეყანაში LGBTQ+ პოლიტიკის ცვლილებაზე მიანიშნებს მას შემდეგ, რაც პეტერ მადიარი ქვეყნის მთავრობას ჩაუდგა სათავეში, - წერს გამოცემა POLITICO.
29 მაისი 2026, 23:49
მსოფლიო
The New York Times: ტრამპმა ირანთან შესაძლო შეთანხმების თაობაზე გამართული ორსაათიანი შეხვედრა გადაწყვეტილების მიღების გარეშე დატოვა
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ირანთან შესაძლო შეთანხმების თაობაზე გამართული ორსაათიანი შეხვედრა გადაწყვეტილების მიღების გარეშე დატოვა. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა The New York Times-ი ადმინისტრაციის მაღალჩინოსანზე დაყრდნობით ავრცელებს.
29 მაისი 2026, 23:20
სპორტი
მსოფლიოს ჩემპიონატზე კლასიკურ წოლჭიმში ქართველმა სპორტსმენებმა 12 მედალი მოიპოვეს
სპორტის სამინისტროს ინფორმაციით, გუნდურ შეჯიბრებაში ჭაბუკ ვაჟთა გუნდმა მეორე ადგილი, ქალთა გუნდმა - მესამე, ხოლო ახალგაზრდებში ვაჟთა გუნდმა მეორე ადგილი დაიკავა.
29 მაისი 2026, 22:14
მსოფლიო
CNN: ტრამპი თეთრი სახლის სიტუაციურ ოთახში მრჩევლებს ხვდება, რათა გადაწყვიტოს, დათანხმდეს თუ არა ირანთან წინასწარ შეთანხმებას
აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი თეთრი სახლის სიტუაციურ ოთახში მრჩევლებს ხვდება, რათა გადაწყვიტოს, დათანხმდეს თუ არა ირანთან წინასწარ შეთანხმებას. ინფორმაციას ამის შესახებ CNN-ი ავრცელებს.
29 მაისი 2026, 22:08
მსოფლიო
ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერი: ვაშინგტონი და თეირანი კვლავ ინარჩუნებენ კონტაქტს, თუმცა ორ ქვეყანას შორის ურთიერთგაგების მემორანდუმი ჯერ კიდევ არ არის საბოლოოდ შეთანხმებული
ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა, ესმაილ ბაღაიმ განაცხადა, რომ ვაშინგტონი და თეირანი კვლავ ინარჩუნებენ კონტაქტს, თუმცა ორ ქვეყანას შორის ურთიერთგაგების მემორანდუმი ჯერ კიდევ არ არის საბოლოოდ შეთანხმებული.
29 მაისი 2026, 22:03
კულტურა
პეკინში საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი საზეიმო მიღება გაიმართა
მიღებას საქართველოს კულტურის მინისტრის მოადგილე, გიორგი მირცხულავა, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს ევრაზიის დეპარტამენტის დირექტორ ჩენ იქუნთან და საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან ჩინეთში, პაატა კალანდაძესთან ერთად დაესწრო.
29 მაისი 2026, 21:41
მსოფლიო
უკრაინული მედია: რუმინეთის პრეზიდენტის განცხადებით, ქალაქ გალაცში საცხოვრებელ სახლზე ჩამოვარდნილმა რუსულმა უპილოტო საფრენმა აპარატმა, სავარაუდოდ, ტრაექტორია მას შემდეგ შეიცვალა, რაც მას უკრაინის საჰაერო თავდაცვამ მიაყენა ზიანი
რუმინეთის ქალაქ გალაცში საცხოვრებელ სახლზე ჩამოვარდნილმა რუსულმა უპილოტო საფრენმა აპარატმა, სავარაუდოდ, ტრაექტორია მას შემდეგ შეიცვალა, რაც მას უკრაინის საჰაერო თავდაცვამ მიაყენა ზიანი. უკრაინული მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ ჟურნალისტებს რუმინეთის პრეზიდენტმა, ნიკუშორ დანმა განუცხადა.
29 მაისი 2026, 21:25
სამართალი
ბრძოლა ნარკოდანაშაულთან - დაკავებულია უცხო ქვეყნის 6 მოქალაქე. „ქრონიკის“ სიუჟეტი
ნარკოდანაშაულთან ბრძოლა გრძელდება - ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის, რეალიზაციის ხელშეწყობისა და ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო კულტივირების ბრალდებით, უცხო ქვეყნის 6 მოქალაქე დააკავეს. გამოძიების ინფორმაციით, დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებს, თბილისის სხვადასხვა უბანში, ნაქირავებ ბინებში სპეციალური სათბურები ჰქონდათ მოწყობილი.


