ევროკავშირის საბჭოს კვიპროსის თავმჯდომარეობის ინფორმაციით, უკრაინისა და მოლდოვის ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების პირველი კლასტერის ოფიციალურად გახსნისთვის მოსამზადებელი სამუშაოები დაიწყო
ფოტო: Getty Images
ევროკავშირის საბჭოს კვიპროსის თავმჯდომარეობა სოციალურ ქსელ X-ში გაცხადებას ავრცელებს, რომლის თანახმადაც უკრაინისა და მოლდოვის ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების პირველი კლასტერის ოფიციალურად გახსნისთვის მოსამზადებელი სამუშაოები დაიწყო.
კვიპროსული მხარის ცნობით, პირველი კლასტერის ოფიციალურად გახსნის შესახებ მოლაპარაკებების დასრულების მიზნით მუშაობა მომდევნო დღეების განმავლობაშიც გაგრძელდება.
„დღეს კვიპროსის თავმჯდომარეობამ უკრაინისა და მოლდოვის ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების ფარგლებში პირველი კლასტერის გახსნისთვის ოფიციალური მზადება დაიწყო. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანი მოვლენაა მათი ევროპული ინტეგრაციის გზაზე და ევროკავშირის ერთიანობისა და გაბედულობის ძლიერი სიგნალია“, - წერს კვიპროსის თავმჯდომარეობა.
Τοday the Cyprus Presidency initiated the preparation for the formal opening of Cluster one in the accession negotiations of Ukraine and Moldova.
— Cyprus Presidency of the Council of the EU 2026 (@CY2026EU) June 3, 2026
This marks a significant milestone in their European integration path, and sends a strong message of EU unity and determination.
In…
ყველა სიახლე
04 ივნისი 2026, 12:33
სამართალი
საპატრულო პოლიციამ თბილისში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევის ფაქტზე 1 პირი დააკავა
შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, თბილისში, მტკვრის მარცხენა სანაპიროზე მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევაში მონაწილე მძღოლი დააკავეს, - ინფორმაციას შსს ავრცელებს.
04 ივნისი 2026, 12:25
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე: თუ ვინმე მოიტანს ერთ ფაქტსაც კი, რომელიც უკავშირდება სამინისტროების, სახელმწიფო საწარმოების მოქმედ ხელმძღვანელობას და მათ მიერ ჩადენილ რაიმე კორუფციულ გადაცდომას, რეაგირება იქნება მყისიერი, თუმცა ჩვენ ვართ პასუხისმგებლები იმაზე, რომ დღეს ყველა სამინისტრო, ყველა სახელმწიფო საწარმო მუშაობს აბსოლუტურად სუფთა პრინციპით
ჩვენ იმდენად გავასუფთავეთ, გავწმინდეთ სისტემა, მათ შორის გავაუმჯობესეთ პროცედურები, რომ ვერავის მოაქვს ერთი ფაქტიც კი, რომელიც უკავშირდება კორუფციას, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან.
04 ივნისი 2026, 12:24
პოლიტიკა
პრემიერი მესტიაში მაინერების ამოღებაზე: უკანონოდ ხდებოდა ელექტროენერგიის მოხმარება, ეს აწვება თითოეულ მოქალაქეს, აისახება გადასახადზე, ეს უნდა გამოსწორდეს, ჩარჩოებში მოექცეს, ამას ემსახურება გამრიცხველიანების პროცესი და ის ზომები, რომლებსაც იღებს პარალელურად შსს
მესტიაში ამოღებულია დიდი ოდენობით მაინერები, რაც გულისხმობს იმას, რომ უკანონოდ ხდებოდა ელექტროენერგიის მოხმარება, - განუცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს.
04 ივნისი 2026, 12:23
პოლიტიკა
რიკარდ იოზვიაკი მადიარის განცხადებაზე უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების ვადებზე: 10-15 წელი სინამდვილეში სწორედ ისაა, რასაც ევროკავშირის დედაქალაქებში ადამიანების უმეტესობა რეალისტურ პერიოდად მიიჩნევს
„ბევრი გამოეხმაურა მადიარის ვარაუდს 10-15 წელიწადში უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებისთვის მზადყოფნის შესახებ, თუმცა ეს ვადები სინამდვილეში სწორედ ისაა, რასაც ბრიუსელში და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებში ადამიანების უმეტესობა რეალისტურ პერიოდად მიიჩნევს - არა 2027 წელი, არა 2030 წელი, არამედ 2030-იან წლები“, - წერს იოზვიაკი.
04 ივნისი 2026, 12:22
ეკონომიკა
ქვეყანაში არსებული მაღალი ეკონომიკური ზრდის ფონზე, ბიზნეს სექტორში პოზიტიური დინამიკა გრძელდება: იანვარ-მარტში მნიშვნელოვანი ზრდა დაფიქსირდა როგორც ბრუნვისა და პროდუქციის გამოშვების, ისე დასაქმების მიმართულებით
2026 წლის I კვარტალში, ქვეყანაში არსებული მაღალი ეკონომიკური ზრდის ფონზე, ბიზნესსექტორში პოზიტიური დინამიკა გრძელდება. იანვარ-მარტში მნიშვნელოვანი ზრდა დაფიქსირდა როგორც ბრუნვისა და პროდუქციის გამოშვების, ისე დასაქმების მიმართულებით, - ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს.
04 ივნისი 2026, 12:20
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე: ვინარჩუნებთ ეკონომიკური ზრდის მაღალ ტემპს, 4 თვის საშუალო მაჩვენებელი არის 8,3 პროცენტი, ბიზნესსექტორის ბრუნვის მასშტაბური ზრდა არის ამ ყველაფრის ლოგიკური გამოხატულება
ვინარჩუნებთ ეკონომიკური ზრდის მაღალ ტემპს. 4 თვის საშუალო მაჩვენებელი არის 8,3 პროცენტი და ბიზნესსექტორის ბრუნვის მასშტაბური ზრდა არის ამ ყველაფრის ლოგიკური გამოხატულება, - განუცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს.
04 ივნისი 2026, 12:15
ეკონომიკა
საგადახდო სისტემების დანერგვის წარმატებული გამოცდილების გასაზიარებლად საქართველოს ეროვნულ ბანკს სომხეთის ცენტრალური ბანკის დელეგაცია ეწვია
საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ განხორციელებული საგადახდო ინფრასტრუქტურის მოდერნიზაციის პროექტის გამოცდილების გაზიარებისა და თანამედროვე საგადახდო სისტემების დანერგვასთან დაკავშირებული საკითხების განხილვის მიზნით, სებ-ს სომხეთის ცენტრალური ბანკის დელეგაცია ეწვია.
04 ივნისი 2026, 12:15
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე: ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა კორუფციის აღმოფხვრის მიზნით და შესყიდვები ამ კუთხით ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა, შეიქმნა ერთიანი, შესყიდვების ორგანიზებული სამსახური, რომელიც მთლიანად მოაწესრიგებს პროცესებს, თავიდან ბოლომდე პასუხს ვაგებთ იმაზე, რომ შესყიდვებიდან გამორიცხული იქნება კორუფციული გარიგებები
შეიქმნა ერთიანი, შესყიდვების ორგანიზებული სამსახური, რომელიც მთლიანად მოაწესრიგებს შესყიდვებთან დაკავშირებულ პროცესებს, თავიდან ბოლომდე პასუხს ვაგებთ იმაზე, რომ შესყიდვებიდან გამორიცხული იქნება კორუფციული გარიგებები, - განუცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს.
04 ივნისი 2026, 12:05
საზოგადოება
გარემოს დაცვის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტში სტუდენტებთან შეხვედრა გაიმართა
იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის აგრარულ, საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ტექნოლოგიების ფაკულტეტის წარმომადგენლები და სტუდენტები თელავში, კახეთის რეგიონული სამმართველოს ოფისს ესტუმრნენ.
04 ივნისი 2026, 12:03
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე: უმძიმეს რამეს ითხოვდა აშშ-ის წინა ადმინისტრაცია ჩვენგან და ამას მოჰყვა შემდეგ ზეწოლა, წნეხი, შანტაჟი და ათასი უბედურება ქართველი ხალხისა და ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ, რაც გაფუჭდა უსამართლობით, ის შეიძლება გასწორდეს მხოლოდ სამართლიანი მიდგომით, მზად ვართ, განვიხილოთ ყველა დეტალი, რაც არის დაკავშირებული სტრატეგიული პარტნიორობის აღდგენასთან
მიდგომები უნდა იყოს მკაფიოდ ჩამოყალიბებული და ეს მიდგომები უნდა ეფუძნებოდეს სამართლიანობის პრინციპს - თუ რაიმე გაფუჭდა ქართულ-ამერიკულ ურთიერთობებში გასული წლების განმავლობაში, ყველაფერი გაფუჭდა წინა ადმინისტრაციის მხრიდან, 100 %-ით, ჩვენ მზად ვართ, განვიხილოთ ყველა დეტალი, რაც არის დაკავშირებული სტრატეგიული პარტნიორობის აღდგენასთან, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან.
04 ივნისი 2026, 12:03
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე: საქართველო არ არის სკოლის მოსწავლე, რომ საშემოდგომო გამოაყოლოს ვინმემ და გამოსწორება მოსთხოვოს, საქართველო არის ღირსეული სუვერენული სახელმწიფო და ეს მკაფიოდ დავაფიქსირეთ ყველგან
„საქართველო სწორედ ღირსებას იცავდა, როდესაც პირდაპირ უმძიმეს რამეს ითხოვდნენ ჩვენგან და ჩვენ ღირსების დაცვის საფუძველზე მოვახერხეთ, უმძიმესი რისკები აგვეცილებინა თავიდან ჩვენი ქვეყნისთვის. უმძიმეს რამეს ითხოვდა წინა ადმინისტრაცია ჩვენგან და ამას მოჰყვა შემდეგ ზეწოლა, წნეხი, შანტაჟი და ათასი უბედურება ქართველი ხალხისა და ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ. რაც გაფუჭდა უსამართლობით, ის შეიძლება გასწორდეს მხოლოდ სამართლიანი მიდგომით,“- აღნიშნა პრემიერმა.
04 ივნისი 2026, 11:53
პოლიტიკა
პრემიერი: საინტერესო, ძალიან კონსტრუქციული საუბარი შედგა საქართველოში ამერიკელი კოლეგების ვიზიტის დროს, მთავარია, დამკვიდრდეს სამართლიანი მიდგომები ურთიერთობებში, მიდგომები შეცვლილია, რაც გვინარჩუნებს ოპტიმიზმს, რომ მოხერხდება სტრატეგიული პარტნიორობის განახლება სუფთა ფურცლიდან კონკრეტული გზამკვლევით
იყო საინტერესო, ძალიან კონსტრუქციული საუბარი, რომელიც შედგა საქართველოში ამერიკელი კოლეგების ვიზიტის დროს, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან.
04 ივნისი 2026, 11:51
მსოფლიო
Bloomberg: გერმანია, საფრანგეთი და დიდი ბრიტანეთი პუტინთან მოლაპარაკებებისთვის ემზადებიან
გერმანიის, საფრანგეთისა და დიდი ბრიტანეთის ოფიციალური პირები ამზადებენ გეგმას, რომელიც უკრაინაში ომის დასასრულებლად რუსეთთან მოლაპარაკებების გამართვას გულისხმობს. ინფორმაციას Bloomberg-ი ავრცელებს.
04 ივნისი 2026, 11:51
კულტურა
არნოლდ შვარცენეგერი და ლიამ ჰემსვორტი ბრედ პეიტონის ახალ ფილმში ითამაშებენ🎬
ფილმის გადაღებები უკვე დაწყებულია, პეიტონი კი რეჟისორობასთან ერთად სცენარის თანაავტორიც არის. ფილმის გამოშვება Prime Video-ზე იგეგმება.
04 ივნისი 2026, 11:49
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე: ყველა სახელმწიფო ამოდის საკუთარი ინტერესებიდან შესაბამისად, აბსოლუტურად ლოგიკურია ის, რომ დღეს აშშ-ის ახალი ადმინისტრაცია იწყებს საუბარს ურთიერთობების გადახედვაზე, მათ შორის რუსეთთან
ყველა სახელმწიფო ამოდის საკუთარი ინტერესებიდან შესაბამისად, აბსოლუტურად ლოგიკურია ის, რომ დღეს აშშ-ის ახალი ადმინისტრაცია იწყებს საუბარს ურთიერთობების გადახედვაზე, მათ შორის რუსეთთან, - განუცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს.
04 ივნისი 2026, 11:44
პოლიტიკა
გიორგი გაბუნია მარკო რუბიოს განცხადებაზე: ხაზი უნდა გაესვას ერთ მნიშვნელოვან დეტალს, რომ საუბარია ურთიერთობების ტრაექტორიაზე და არა პოლიტიკურ ტრაექტორიაზე. არანაირი პოლიტიკური ტრაექტორიის ცვლილება საქართველოს ხელისუფლების მიმართ არ მოხდება
მარკო რუბიოს განცხადება იყო ზოგადი. აქ არ იყო საუბარი კონკრეტულ დეტალებზე და საკითხებზე, - განაცხადა პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ და საზოგადოება „ქართულის“ ლიდერმა, გიორგი გაბუნიამ, რომელიც გამოეხმაურა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის, მარკო რუბიოს განცხადებას საქართველოს შესახებ, რომელიც მან კონგრესში გამოსვლისას გააკეთა.
04 ივნისი 2026, 11:40
რეგიონი
ოზურგეთი-შემოქმედი-ბჟუჟჰესი-გომისმთას გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია
საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ოზურგეთი-შემოქმედი-ბჟუჟჰესი-გომისმთას საავტომობილო გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.
04 ივნისი 2026, 11:37
პოლიტიკა
კახა კალაძე: ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი გვაძლევს იმედს, რომ სწორი მიმართულებით მივდივართ
დედაქალაქის მერიის ეკონომიკური განვითარების საქალაქო სამსახურის ორგანიზებით, თბილისის მდგრადი განვითარების XVI რეგიონული ფორუმი იმართება. ღონისძიების ოფიციალური ნაწილი დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ გახსნა და დამსწრე საზოგადოების წინაშე სიტყვით გამოვიდა.
04 ივნისი 2026, 11:36
ტექნოლოგიები
მეცნიერებმა ანგოლაში მწერებისა და ობობების ათობით აქამდე უცნობი სახეობა აღმოაჩინეს🕷️
ლისიმას პლატოს ბიომრავალფეროვნება დიდი ხნის განმავლობაში რჩებოდა მკვლევართა თვალთახედვის მიღმა რთული რელიეფისა და დაჭაობებული ადგილმდებარეობის გამო. დამატებით დაბრკოლებად იქცა ანგოლის სამოქალაქო ომიც, რომელიც 27 წელს გრძელდებოდა და 2002 წელს დასრულდა.
04 ივნისი 2026, 11:35
საზოგადოება
მარიამჯვრის დაცულ ტერიტორიებზე პროექტის „ვიცავ ჩემი ქვეყნის ბუნებას“ კონკურსის გამარჯვებულები დააჯილდოვეს
დაცული ტერიტორიების სააგენტოს ინფორმაციით, კონკურსის გამარჯვებულები გამოვლინდნენ კახეთის რეგიონში არსებული დაცული ტერიტორიების ლაგოდეხის, ვაშლოვანის, ჭაჭუნას, მარიამჯვრის, თუშეთისა და ბაწარა-ბაბანეურის მიმდებარედ მცხოვრებ მოსწავლეებს შორის. მონაწილეებმა წარმოადგინეს ესეები, ნახატები, ფოტოები და პოსტერები თემაზე „დაცული ტერიტორიები და კლიმატის ცვლილება“.


