04 ივნისი 2026, 16:55 / სანდო წყარო

ტრამპი წარმომადგენელთა პალატის მიერ მისთვის საომარი უფლებამოსილების შეზღუდვის შესახებ გადაწყვეტილებას არაპატრიოტულ საქციელს უწოდებს

დონალდ ტრამპი

დონალდ ტრამპი

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი თავის სოციალურ წარმომადგენელთა პალატის მიერ მისთვის იმ უფლებამოსილების შეზღუდვას გამოეხმაურა, რომელიც მას ირანის წინააღმდეგ ომის კონგრესის თანხმობის გარეშე გაგრძელების საშუალებას აძლევდა.

როგორც ტრამპი წერს, კანონმდებლების აღნიშნული ნაბიჯი არის არაპატრიოტული. თეთრი სახლის ლიდერი ყურადღებას ამახვილებს იმაზეც, რომ ახლა ირანთან მოლაპარაკებები გადამწყვეტ სტადიაშია შესული.

„გუშინ სრულიად უაზრო კენჭისყრაზე წარმომადგენელთა პალატამ, ოთხმა საშინელი „რესპუბლიკელისა“ და „დემოკრატების“ ჩათვლით, ხმა მისცა ჩემი საომარი უფლებამოსილების შეზღუდვას, თანაც ზუსტად იმ დროს, როდესაც ირანის ისლამურ რესპუბლიკასთან ომის დასასრულებლად საბოლოო მოლაპარაკებებს ვაწარმოებ. ვინ ჩაიდენდა ასეთ არაპატრიოტულ საქციელს? მათ კარგად იციან, თუ რა ეტაპზეა მოლაპარაკებები. დემოკრატებს „ტრამპის გადარეულობის სინდრომი“ ამოძრავებთ. მათ ურჩევნიათ ჩვენი ქვეყანა დამარცხდეს, ვიდრე მორიგი, მრავალთაგან ერთ-ერთი, გამარჯვება მომანიჭონ. ის ოთხი რესპუბლიკელი კი სულ სხვა ისტორიაა - ისინი უბრალოდ პოპულისტები არიან! მათ უნდა რცხვენოდეთ თავიანთი საქციელის“, - დაწერა ტრამპმა.

ყველა სიახლე

ფრიდრიხ მერცი

04 ივნისი 2026, 17:52

მსოფლიო

Euronews-ის სარედაქციო დირექტორი: გერმანია რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება - ეს საფრთხეა მთელი ევროპისთვის

გამოცემა Euronews-ის სარედაქციო დირექტორი კლაუს შტრუნცი გაეროს უშიშროების საბჭოს არამუდმივ წევრად გერმანიის არ არჩევის საკითხს სტატიას უძღვნის და აღნიშნავს, რომ ოფიციალური ბერლინის მდგომარეობა პაციენტის რეანიმაციულ განყოფილებაში ყოფნის ვითარებას ჰგავს.

04 ივნისი 2026, 17:49

პოლიტიკა

ავთანდილ ცინცაძე: ფორუმის მიმდინარეობისას ვიმსჯელებთ იმაზე, თუ როგორ შეიძლება კიდევ უფრო გაძლიერდეს თანამშრომლობა სახელმწიფოსა და ბიზნესს შორის

„ის, რომ კერძო სექტორი ჩვენს ქვეყანაში თავისუფლად ოპერირებს ქმნის არა მხოლოდ ეკონომიკური ზრდის საფუძველს, არამედ ბიზნესს აძლევს საშუალებას უფრო აქტიურად ჩაერთოს საზოგადოებრივი კეთილდღეობის შექმნის პროცესში. შედეგებიც თვალსაჩინოა: ოფიციალური მონაცემების მიხედვით, საქართველოში უმუშევრობის დონე 14,9%-მდე შემცირდა და ისტორიულ მინიმუმს მიაღწია. თუმცა, მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობა მხოლოდ ბიზნესის ვალდებულება არ არის. ეს არის სახელმწიფოს, ბიზნესისა და სამოქალაქო საზოგადოების თანამშრომლობა, საერთო პასუხისმგებლობა და საერთო მიზანი. სწორედ ამიტომ, ფორუმის მიმდინარეობისას ვიმსჯელებთ იმაზე, თუ როგორ შეიძლება კიდევ უფრო გაძლიერდეს თანამშრომლობა სახელმწიფოსა და ბიზნესს შორის; რა ნაბიჯებია საჭირო იმისათვის, რომ კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობა უფრო ეფექტიანი და შედეგზე ორიენტირებული გახდეს და რაც მთავარია, როგორ მივაღწიოთ იმას, რომ ეკონომიკური განვითარებისა და ზრდის შედეგები თითოეული მოქალაქისთვის უფრო მეტად ხელშესახები იყოს“, - განაცხადა ავთანდილ ცინცაძემ.

თენგიზ შარმანაშვილი

04 ივნისი 2026, 17:46

პოლიტიკა

თენგიზ შარმანაშვილი: ფაქტი ერთია - უკვე აბსოლუტურად სხვა სიმაღლეზე ავიდა ჩვენი სპეცსამსახურების შესაძლებლობები. ძალიან ბევრი რამ კონტროლს ექვემდებარება და ჯაშუშური საქმიანობის არცერთი ფაქტი უყურადღებოდ არ დარჩება

„ამავე დროს, პოლიტიკური ნებაც არის მომწიფებული, იმისთვის რომ თუ ზოგიერთი ქვეყანა არ შეანელებს თავისი სპეცსამსახურების საქმიანობას ჯაშუშების გადაბირების ან მსგავსი სპეციალური ოპერაციების სახით, საქართველო უფრო გადამჭრელ ზომებს მიიღებს. ეს არის მთავარი გზავნილი და ალბათ შეისმენს მომავალში ის, ვინც უნდა შეისმინოს“, - მიიჩნევს შარმანაშვილი.

04 ივნისი 2026, 17:38

საზოგადოება

სურსათის ეროვნული სააგენტო: ძაღლების ჰიპერპოპულაციის პროგრამის ფარგლებში აყვანილი ძაღლები პირვანდელ ლოკაციაზე დაბრუნდებიან

ძაღლების ჰიპერპოპულაციის პროგრამის ეფექტიანად განხორციელებისთვის, სურსათის ეროვნული სააგენტო აქტიურად თანამშრომლობს ცხოველთა მოყვარულებთან და დაინტერესებულ ჯგუფებთან. პროგრამის ფარგლებში გადაწყვეტილებები ცხოველთა კეთილდღეობის, საზოგადოების უსაფრთხოებისა და საერთაშორისო მიდგომების გათვალისწინებით მიიღება.

04 ივნისი 2026, 17:37

ჯანდაცვა

მშობელი ზაქარია გვიშიანი პრემიერთან შეხვედრაზე: დღევანდელ შეხვედრაზე მიღწეული იყო გადაწყვეტილება იმასთან დაკავშირებით, რომ შეიქმნება მუდმივი სამუშაო ჯგუფი, რომელიც იმუშავებს კონკრეტულ მედიკამენტებთან მიმართებით. საუბარია ორ მედიკამენტზე

დღევანდელ შეხვედრაზე მიღწეული იყო გადაწყვეტილება იმასთან დაკავშირებით, რომ შეიქმნება სამუშაო მუდმივი ჯგუფი, რომელიც იმუშავებს კონკრეტულ მედიკამენტებთან მიმართებაში, - განუცხადა ჟურნალისტებს მშობელმა ზაქარია გვიშიანმა პრემიერთან გამართული მორიგი შეხვედრის შემდეგ.

იან პრაუდი

04 ივნისი 2026, 17:35

პოლიტიკა

იან პრაუდი: ჩვენ სხვა ქვეყნებს ვასწავლით ღირებულებებსა და სიტყვის თავისუფლებას, შემდეგ კი სანქციებს ვუწესებთ იმ ქვეყნების მედია კომპანიებს, რომელთა პოლიტიკასაც არ ვეთანხმებით. ეს ფაქტობრივად სიტყვის თავისუფლების შეზღუდვაა

დასავლურ მედიაში, განსაკუთრებით კი ბრიტანულ მედიაში, საკმაოდ დიდი ზეწოლა და პროპაგანდაა საქართველოსთან დაკავშირებულ საკითხებზე, - განაცხადა ბრიტანელმა დიპლომატმა, გლობალური კრიზისების მართვის ექსპერტმა იან პრაუდმა.

04 ივნისი 2026, 17:34

ეკონომიკა

ინგა ფხალაძემ UNESCAP-ის ენერგეტიკის დეპარტამენტის დირექტორთან ენერგოეფექტურობისა და განახლებადი ენერგიების განვითარების საკითხები განიხილა

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე, ინგა ფხალაძე გაეროს აზიისა და წყნარი ოკეანის ეკონომიკური და სოციალური კომისიის (UNESCAP) ენერგეტიკის დეპარტამენტის დირექტორს, ჰონგპენგ ლიუს შეხვდა. მხარეებმა ენერგოეფექტურობისა და განახლებადი ენერგიების განვითარების საკითხები, საქართველოსა და UNESCAP-ს შორის თანამშრომლობის არსებული და სამომავლო მიმართულებები, მდგრადი განვითარების დღის წესრიგი და ენერგეტიკის სექტორში მიმდინარე რეფორმები განიხილეს.

გლენ დისენი

04 ივნისი 2026, 17:29

პოლიტიკა

გლენ დისენი: ევროკავშირი საქართველოსგან ევროკავშირის ინტერესების წინ წამოწევას ითხოვს. პრობლემა ის არის, რომ რუსეთის წინააღმდეგ მეორე ფრონტად, არსებითად მარიონეტად გადაქცევას ითხოვს. სურთ, რომ სამოქალაქო საზოგადოებას მართავდნენ დასავლური მთავრობების მიერ დაფინანსებული არასამთავრობო ორგანიზაციები

ევროკავშირს შეუძლია ზეწოლა მოახდინოს პატარა ქვეყნებზე. ევროკავშირი საქართველოსგან არსებითად ევროკავშირის ინტერესების წინ წამოწევას ითხოვს, - განაცხადა სამხრეთ ნორვეგიის უნივერსიტეტის პროფესორმა გლენ დისენმა, რომელიც საქართველოში მიმდინარე მდგრადი განვითარების რეგიონული ფორუმის მონაწილეა.

ილონ მასკი

04 ივნისი 2026, 17:25

მსოფლიო

The Guardian: კირ სტარმერი მასკს ბრიტანეთის პოლიტიკაში ჩარევაში ადანაშაულებს

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი კირ სტარმერი ამერიკელ მილიარდერს და კომპანიების SpaceX-ის და Teslas-ს ხელმძღვანელს ილონ მასკს ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევაში ადანაშაულებს. ინფორმაციას The Guardian-ი ავრცელებს.

მიხეილ სარჯველაძე

04 ივნისი 2026, 17:21

ჯანდაცვა

მიხეილ სარჯველაძე დიუშენის კუნთოვანი დისტროფიით დაავადებულ ბავშვებზე: გაგრძელდება მუშაობა სამუშაო ჯგუფის ფორმატში, ეს მნიშვნელოვანია არა მხოლოდ მედიკამენტების მიმართულებით, არამედ ყველა სხვა მიმართულებითაც, რომ არსებობდეს ბავშვების და პაციენტების საუკეთესო ინტერესის მაქსიმალურად დაკმაყოფილებისა და დაცვის შესაძლებლობა

გაგრძელდება მუშაობა სამუშაო ჯგუფის ფორმატში, ეს კრიტიკულად მნიშვნელოვანი და აუცილებელია იმისთვის, რომ არა მხოლოდ მედიკამენტების მიმართულებით, არამედ ყველა სხვა მიმართულებითაც არსებობდეს ბავშვების და პაციენტების საუკეთესო ინტერესის მაქსიმალურად დაკმაყოფილებისა და დაცვის შესაძლებლობა, - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან ერთად გამართულ ბრიფინგზე.

ირაკლი კობახიძე

04 ივნისი 2026, 17:09

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: შეიქმნება სამუშაო ჯგუფი ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებისა და მშობლების მონაწილეობით, რომელიც აქტიურად იმუშავებს ბავშვებისთვის კონკრეტული მედიკამენტების უზრუნველყოფის საკითხზე, შევჯერდით კონკრეტულ მედიკამენტებზე, რომლებსაც ახლა არ ვასახელებთ, თუმცა მშობლების სრულ წრეს ამაზე ექნება სათანადო ინფორმაცია

დღეს გაიმართა მეორე შეხვედრა დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების მშობლებთან, დღევანდელ შეხვედრაზე შევთანხმდით, რომ შეიქმნება სამუშაო ჯგუფი ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებისა და მშობლების მონაწილეობით, რომელიც აქტიურად იმუშავებს ბავშვებისთვის კონკრეტული მედიკამენტების უზრუნველყოფის საკითხზე, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ დღევანდელ ბრიფინგზე.

ნინო წილოსანი აჰმედ ჰუსენი

04 ივნისი 2026, 17:04

პოლიტიკა

საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია კანადის პარლამენტის საგარეო საქმეთა და საერთაშორისო განვითარების კომიტეტის თავმჯდომარეს, აჰმედ ჰუსენს შეხვდა

კანადაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს პარლამენტის დელეგაცია, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის, კანადის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელის ნინო წილოსანის ხელმძღვანელობით, კანადის პარლამენტის საგარეო საქმეთა და საერთაშორისო განვითარების კომიტეტის თავმჯდომარეს, აჰმედ ჰუსენს შეხვდა.

04 ივნისი 2026, 17:01

ჯანდაცვა

ირინე წაქაძემ ბავშვთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ქვეყანაში მიმდინარე რეფორმებზე „Pathfinding Global Alliance“-ის კონფერენციის ფარგლებში ისაუბრა

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე ირინე წაქაძემ ბავშვთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ქვეყანაში მიმდინარე რეფორმებზე „Pathfinding Global Alliance“-ის კონფერენციის ფარგლებში ისაუბრა. „Pathfinding Global Alliance“ გაეროს (UN) ეგიდით შექმნილი საერთაშორისო პლატფორმაა, რომელიც 2024 წელს დაფუძნდა და ბავშვთა მიმართ ძალადობის დასრულების საკითხებზე მუშაობს.

04 ივნისი 2026, 16:46

პოლიტიკა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი თურქეთის რესპუბლიკის ელჩს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა თურქეთის რესპუბლიკის ელჩ მუსტაფა თურქერ არისთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა. პარლამენტის თავმჯდომარემ ხაზი გაუსვა ორ ქვეყანას შორის ტრადიციულად მეგობრულ სტრატეგიულ ურთიერთობას და განსაკუთრებით აღნიშნა საქართველოსა და თურქეთის პარლამენტებს შორის არსებული მჭიდრო კავშირები როგორც სპიკერების, ასევე მეგობრობის ჯგუფებისა და კომიტეტების დონეზე.

04 ივნისი 2026, 16:41

კულტურა

საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრი და საქართველოს ეროვნული არქივი რესტავრირებული ქართული ფილმების რეტროსპექტივას ლევან ზაქარეიშვილის ფილმით „ისინი“ გახსნიან

5 ივნისს, 19:00 საათზე საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრი და საქართველოს ეროვნული არქივი რესტავრირებული ქართული ფილმების რეტროსპექტივას ლევან ზაქარეიშვილის ფილმით „ისინი“ გახსნიან.

ვახტანგ ცინცაძე

04 ივნისი 2026, 16:21

ეკონომიკა

ვახტანგ ცინცაძე: ბიზნესაქტივობის მაღალი ტემპით ზრდა გრძელდება, პირველ კვარტალში, ფაქტობრივად, ყველა მაჩვენებელი რეკორდულია, რასაც ხელს უწყობს ქვეყანაში არსებული მიმზიდველი საინვესტიციო და ბიზნეს კლიმატი

ქვეყანაში გრძელდება ბიზნესაქტივობის მაღალი ტემპით ზრდა - 2026 წლის პირველ კვარტალში ბიზნესსექტორის ბრუნვა 10.7%-თ არის გაზრდილი, ფაქტობრივად, ყველა მაჩვენებელი რეკორდულია. ასევე რეკორდულია და 12%-ზე მეტად არის გაზრდილი ბიზნესსექტორის გამოშვება, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ვახტანგ ცინცაძემ მიმდინარე წლის იანვარ-მარტში ბიზნესსექტორში დაფიქსირებული მაღალი მაჩვენებლების შეფასებისას.

04 ივნისი 2026, 16:18

მსოფლიო

გერმანიის მოქალაქე ფრიდრიხ მერცის მიმართ ინტერნეტში დაწერილი კომენტარის გამო დააჯარიმეს, მოქალაქეს 1 თვის ხელფასის ოდენობის ჯარიმა დაეკისრა

„ინტერნეტში გერმანიის კანცლერისთვის მატყუარას წოდება ახლა უფრო ძვირი ჯდება, ვიდრე ქუჩაში ჩადენილი დანაშაული. როდესაც კანცლერისთვის საკუთარი მოქალაქეების დევნა უფრო მარტივია, ვიდრე სიტყვის შესრულება, ეს უკვე ნაკლებად ჰგავს თავისუფალ ქვეყანას“, - აცხადებს გერმანიის ბუნდესტაგის ყოფილი დეპუტატი, პარტია „ალტერნატივა გერმანიისთვის“ (AfD) წევრი ევგენ შმიდტი სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოში.

04 ივნისი 2026, 16:04

პოლიტიკა

სააკაშვილის მხარდამჭერი მაია ბაჩანაშვილი: მელიას საქათმეში ქათმები ძალიან კრიახობენ თურმე. „კურიცებო“, ემიგრანტების გამოგზავნილი ფულით რომ მობილურები იყიდეთ, ზოგმა იმავე ფულით სახლებში რემონტებიც რომ გაიკეთა, ხმა ჩაიგდეთ, სანამ თქვენი სახელებისა და გვარების საჯაროდ დასახელება არ მომიწია

მიხეილ სააკაშვილის აქტიური მხარდამჭერი, საბერძნეთში მცხოვრები ემიგრანტი, მაია ბაჩანაშვილი, „კოალიცია ცვლილებებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა მელიას, მხარდამჭერებს სოციალურ ქსელში მიმართავს და ემიგრანტების მიერ გამოგზავნილი ფულის პირადი ინტერესებისთვის გამოყენებაში ადანაშაულებს.

04 ივნისი 2026, 15:49

სამართალი

რომეო მიქაუტაძე, რომელიც ცხრა ეპიზოდშია მსჯავრდებული, მეორე ინსტანციის სასამართლოში ცხრავე ეპიზოდის გაუქმებას და გამამართლებელი განაჩენის გამოტანას ითხოვს

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ყოფილი მოადგილე, რომეო მიქაუტაძე, რომელიც ცხრა ეპიზოდშია მსჯავრდებული, მეორე ინსტანციის სასამართლოში ცხრავე ეპიზოდის გაუქმებას და გამამართლებელი განაჩენის გამოტანას ითხოვს.