09 ივნისი 2026, 09:30 / სანდო წყარო

Reuters: ჰორმუზის სრუტესთან ამერიკული სამხედრო ვერტმფრენი ჩამოვარდა

აშშ-ის შეიარაღებული ძალების Apache ტიპის დამრტყმელი ვერტმფრენი ჰორმუზის სრუტის მიდამოებში ჩამოვარდა. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

სააგენტოს ცნობით, შემთხვევა გუშინ მოხდა, თუმცა ამის შესახებ ცნობილი დღეს გახდა. ეკიპაჟის ორივე წევრი, რომელიც ვერტმფრენში იმყოფებოდა, გადარჩა.

ჯერჯერობით უცნობია, ვერტმფრენი ირანმა ჩამოაგდო, თუ კატასტროფის მიზეზი მექანიკური გაუმართაობა ან სხვა ტიპის პრობლემები გახდა.

ოფიციალური განცხადება არც თეთრ სახლს, არც სახელმწიფო დეპარტამენტს და არც შეერთებული შტატების ცენტრალურ სარდლობას არ გაუკეთებია.

ყველა სიახლე

ირაკლი კობახიძე

09 ივნისი 2026, 12:05

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: პრემიერ ნიკოლ ფაშინიანის ლიდერობის პირობებში საქართველო-სომხეთის ურთიერთობები არის უპრეცედენტოდ მაღალ დონეზე, პირადად მისი როლი ქართულ-სომხური ურთიერთობების გაღრმავებაში განსაკუთრებულია და მადლობა მას ამისთვის

პრემიერ ნიკოლ ფაშინიანის ლიდერობის პირობებში საქართველო-სომხეთის ურთიერთობები არის უპრეცედენტოდ მაღალ დონეზე და ძალიან მიხარია, რომ ეს ურთიერთობები გაგრძელდება, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ დღევანდელ ბრიფინგზე.

ირაკლი კობახიძე

09 ივნისი 2026, 12:02

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: ქართველ ხალხს ემუქრებიან ვიზალიბერალიზაციის გაუქმებით ირიბად, ადგილობრივი აგენტურის მეშვეობით, ეს მეტყველებს იმ მძიმე მდგომარეობაზე, რაც არის შექმნილი ევროპულ ბიუროკრატიასა და ადგილობრივ აგენტურაში, შანტაჟი ვერ გაჭრის

„რაც შეეხება ვიზალიბერალიზაციის საკითხს, როდესაც ქართველ ხალხს ემუქრებიან ვიზალიბერალიზაციის გაუქმებით ირიბად, ადგილობრივი აგენტურის მეშვეობით, ეს მეტყველებს იმ მძიმე მდგომარეობაზე, რაც არის მთლიანობაში შექმნილი ერთი მხრივ, ევროპულ ბიუროკრატიაში, მეორე მხრივ, ადგილობრივ აგენტურაში. მძიმე ვითარებაა ისინი ხალხზე ზეწოლით და მუქარით ვერავითარ შედეგს ვერ მიაღწევენ, რადგან ქართული საზოგადოება საკმარისად გათვითცნობიერდა იმ პროცესებში, რაც დღეს წარმოებს ჩვენს გარშემო, აქედან გამომდინარე შანტაჟი ვერ გაჭრის“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ირაკლი კობახიძე

09 ივნისი 2026, 11:57

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: ოპოზიციაში ნებისმიერი შიდა დაპირისპირება არის სისუსტის შედეგი, როგორც ორგანიზმი მთლიანად სუსტდება იმუნიტეტის დაქვეითების პირობებში, ასეთი რაღაც დაემართა რადიკალურ ოპოზიციას, არც რადიკალიზმი გამოდის, არც რაიმე სხვა, ეს არის სისუსტის გამოვლინება

ოპოზიციაში ნებისმიერი შიდა დაპირისპირება არის სისუსტის შედეგი, როგორც ორგანიზმი მთლიანად სუსტდება იმუნიტეტის დაქვეითების პირობებში, ასეთი რაღაც დაემართა რადიკალურ ოპოზიციას, არც რადიკალიზმი გამოდის, არც რაიმე სხვა, ეს არის სისუსტის გამოვლინება, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ.

ირაკლი კობახიძე

09 ივნისი 2026, 11:52

პოლიტიკა

პრემიერი: ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობის ეტაპი კიდევ უფრო მეტ შედეგებს მოიტანს ქართულ-ჩინური ურთიერთობების გაღრმავების თვალსაზრისით

„ეს არის ის საკითხი, რაც საგანგებო სამთავრობო ბრიფინგსაც იმსახურებს. დღეს არის ძალიან მნიშვნელოვანი დღე. დაახლოებით 3 წლის წინ გაფორმდა სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმება საქართველოსა და ჩინეთს შორის და ახლა უკვე გადავდივართ შემდეგ ეტაპზე, ეს არის ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობის ეტაპი. ამ სამმა წელიწადმა ძალიან ბევრი რამ მოიტანა ორმხრივი ურთიერთობებისთვის. ძალიან გაღრმავდა ჩვენი პოლიტიკური და ეკონომიკური კავშირები, რაც კონკრეტულ ქმედებებშიც იყო გამოხატული, მათ შორის, ორმხრივად, იცით, რომ უვიზო მიმოსვლა დაწესდა, გვაქვს პირდაპირი ფრენები, ემატება ახალი ფრენები წელს, რაც უზრუნველყოფს მეტ მობილობას საქართველოსა და ჩინეთს შორის. ასევე, სავაჭრო-ეკონომიკური კუთხით გვაქვს ძალიან კონკრეტული, ხელშესახები შედეგები. ეს მოიტანა 3 წლის წინ გაფორმებულმა სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმებამ. ახლა გადავდივართ უკვე ახალ ეტაპზე ჩვენი ურთიერთობების, ეს არის ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობის ეტაპი, რაც კიდევ უფრო მეტ შედეგებს მოგვიტანს ქართულ-ჩინური ურთიერთობების გაღრმავების თვალსაზრისით. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი შეთანხმება, რომელსაც დღეს მოეწერა ხელი“, - განაცხადა პრემიერმა.

ირაკლი კობახიძე

09 ივნისი 2026, 11:50

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: ჯო უილსონი არის არასერიოზული კაცი, არავინ აღიქვამს მას სერიოზულად არც საკუთარ ქვეყანაში, მასზე დროს საერთოდ არ დავხარჯავდი

ჯო უილსონი არის სრულიად არასერიოზული კაცი ყველა თვალსაზრისით და მგონი, არავინ აღიქვამს მას სერიოზულად არც საკუთარ ქვეყანაში, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ.

დონალდ ტრამპი

09 ივნისი 2026, 11:44

მსოფლიო

დონალდ ტრამპის განცხადებით, აშშ-მა ირანის დაბომბვა რომ დაიწყოს, ჰორმუზის სრუტე კიდევ რამდენიმე თვე დაკეტილი იქნება

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ამერიკელ ჟურნალისტებს განუცხადა, თუ ამერიკა ირანის დაბომბვას განაახლებს, ეს კიდევ ორი-სამი კვირა გაგრძელდება, ხოლო ჰორმუზის სრუტე რამდენიმე თვე კიდევ დაკეტილი იქნება.

ირაკლი კობახიძე

09 ივნისი 2026, 11:41

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: პირდაპირი კორელაცია გაზრდილ ჯარიმებსა და შემცირებულ სტატისტიკას შორის სამწუხაროდ, არ არის, იმის გათვალისწინებით, რომ ჯარიმები ტვირთად აწვება მოსახლეობას, შეგვიძლია, განვიხილოთ ვერსია ჯარიმების შემცირებასთან დაკავშირებით

„ჩვენ მუდმივად ვაკვირდებით სტატისტიკას და იმას, რა გავლენას ახდენს ჯარიმების ზრდა სტატისტიკის გაუმჯობესებაზე. ჩვენ დავაკვირდით გასული დაახლოებით ერთი წლის მონაცემებს და ვნახეთ, რომ პირდაპირი კორელაცია გაზრდილ ჯარიმებსა და შემცირებულ სტატისტიკას შორის სამწუხაროდ არ არის. აქედან გამომდინარე და იმის გათვალისწინებით, რომ ჯარიმები ტვირთად აწვება მოსახლეობას, აბსოლუტურად შეგვიძლია, განვიხილოთ ასეთი ვერსია, ჯარიმების შემცირებასთან დაკავშირებით. ამაზე უნდა ვიმუშაოთ საქართველოს პარლამენტთან ერთად“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

09 ივნისი 2026, 11:36

პოლიტიკა

პრემიერი: გასული წლის პირველ კვარტალთან შედარებით, თითქმის 50%-იანი ზრდა გვაქვს პირდაპირი უცხოური ინვესტიციების კუთხით, რაც ჩვენი სწორი ეკონომიკური პოლიტიკის შედეგია, მომავალშიც მაქსიმუმი გაკეთდება, რომ კიდევ უფრო გაძლიერდეს ქვეყნის ეკონომიკური იმიჯი და უშუალოდ ინვესტორებთან ძალიან აქტიურად ვიმუშავებთ

გასული წლის პირველ კვარტალთან შედარებით, თითქმის 50%-იანი ზრდა გვაქვს პირდაპირი უცხოური ინვესტიციების კუთხით, რაც ასევე არის ჩვენი სწორი ეკონომიკური პოლიტიკის შედეგი, - განუცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს.

ირაკლი კობახიძე

09 ივნისი 2026, 11:35

პოლიტიკა

პრემიერი: საქართველოს აქვს სწორი პოლიტიკა სხვადასხვა მიმართულებით, საქართველოში ძლიერია სახელმწიფო ინსტიტუტები, დემოკრატიული ინსტიტუტები, ქვეყანას აქვს გამართული ეკონომიკური პოლიტიკა, რისი შედეგიც არის ის, რომ საქართველო პირველ ადგილზეა, არა მარტო ფართო რეგიონში, არამედ ევროპაში მთლიანად, ეკონომიკური ზრდის თვალსაზრისით

ყველა ობიექტური შეფასებით, საქართველო არის აბსოლუტური ლიდერი, პირველ რიგში კანდიდატ ქვეყნებს შორის და ასევე, რეიტინგების უმეტესობაში ვუსწრებთ ხოლმე ევროკავშირის წევრ არაერთ ქვეყანას, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან.

ირაკლი კობახიძე

09 ივნისი 2026, 11:33

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: გლობალური ომის პარტიას ჰქონდა პირდაპირი ინტერესი საქართველო ჩართულიყო ომში, იყო ზეწოლის, შანტაჟის მცდელობები, მიზანს ვერ აღწევენ, მთავარი მიზეზი არის ის, რომ ბოლომდე ვიცავთ ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს, ქვეყნის დამოუკიდებლობას, სუვერენიტეტს და ამაშიც წამყვანი როლი აქვს ბიძინა ივანიშვილს

„ევროპული ბიუროკრატია თავიდან ბოლომდე მოქმედებს სწორედ არაფორმალური ძალის გავლენის ქვეშ და ამის შედეგია ის ტენდენციები, რასაც ვხედავთ ჩვენ ევროპის მასშტაბით. მათ შორის ეკონომიკაში. ევროკავშირის ეკონომიკის წილი მსოფლიო ეკონომიკაში 2008 წელს იყო 30 პროცენტი, ახლა არის 17,5 პროცენტი. რომ არა არაფორმალური გავლენები, რომ არა სუვერენიტეტის დაკარგვა იმ სივრცეში, რასაც ჰქვია ევროკავშირი, ასეთი მძიმე ეკონომიკური ტენდენციები არ იქნებოდა. იცით, როგორ იდეოლოგიასაც ავრცელებენ კონკრეტული ძალები, ე.წ. ლიბერალურ იდეოლოგიას, რითაც ისინი ცდილობენ, ქვეყნებს დააკარგვინონ რელიგიური იდენტობა, ეთნიკური იდენტობა, ადამიანებს აკარგვინებენ პიროვნულ იდენტობას. ეს არის ამ იდეოლოგიის ერთ-ერთი უმთავრესი მიზეზი და აქაც ვხედავთ სრულ კოორდინაციას და იგივე ძალები უპირისპირდებიან ჩვენს პოლიტიკურ გუნდს 2012 წლიდან და კიდევ უფრო გამძაფრდა ეს დაპირისპირება უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, როდესაც კონკრეტულ ძალას, გლობალური ომის პარტიას ჰქონდა პირდაპირი ინტერესი საქართველო ჩართულიყო ომში და საქართველოში გახსნილი მეორე ფრონტი. ამის შემდეგ ჩვენ ვხედავთ ზეწოლის, შანტაჟის პირდაპირ მცდელობებს, თუმცა ხედავთ, რომ მიზანს ვერ აღწევენ და ამის მთავარი მიზეზი არის ის, რომ ჩვენ ბოლომდე ვიცავთ ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს, ქვეყნის დამოუკიდებლობას, სუვერენიტეტს და ამაშიც წამყვანი როლი აქვს ბატონ ბიძინა ივანიშვილს“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ნინო ლაცაბიძე

09 ივნისი 2026, 11:26

რეგიონი

ნინო ლაცაბიძე: ცენტრალური ხელისუფლების მხარდაჭერით, კიდევ ერთ მნიშვნელოვან პროექტს ვახორციელებთ, რომელიც ლეონიძის ქუჩაზე არსებული დიდი ხნის გამოწვევების დაძლევაში დაგვეხმარება

რუსთავში, გიორგი ლეონიძის სახელობის ქუჩას, რომელიც ურბანული და სატრანსპორტო თვალსაზრისით, ერთ-ერთი ყველაზე დატვირთულია, სრული რეაბილიტაცია უტარდება.

ითან სლეიტერი და არიანა გრანდე

09 ივნისი 2026, 11:25

ტაბლოიდი

არიანა გრანდე შეყვარებულს დაშორდა💔

გრანდემ და სლეიტერმა, ერთმანეთი 2023 წელს, მიუზიკლ „ბოროტის“ გადასაღებ მოედანზე გაიცნეს. იმ დროისთვის ორივე ქორწინებაში იმყოფებოდა: გრანდე დალტონ გომესზე იყო დაქორწინებული, სლეიტერი კი ლილი ჯეიზე, რომელმაც ცოტა ხნით ადრე მისგან ვაჟი გააჩინა. არტისტების რომანის შესახებ ცნობილი მას შემდეგ გახდა, რაც მომღერალმა გომესთან განქორწინებაზე ოფიციალურად შეიტანა განაცხადი. დაახლოებით იმავე პერიოდში მეუღლეს​ სლეიტერიც დაშორდა. ხმების თანახმად, ლილი ბოლო მომენტამდე ვერაფერს ხვდებოდა და ქმრის საქციელით შოკირებული იყო.

09 ივნისი 2026, 11:25

სამართალი

სასაზღვრო პოლიციამ საზღვრის უკანონოდ გადაკვეთისა და უკანონოდ ჯგუფურად გადაკვეთის ბრალდებით 4 პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ოპერატიულ-საგამოძიებო დეპარტამენტის, საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთისა და უკანონოდ ჯგუფურად გადაკვეთის ბრალდებით 4 პირი დააკავეს. ინფორმაციას სასაზღვრო პოლიცია ავრცელებს.

ირაკლი კობახიძე

09 ივნისი 2026, 11:25

პოლიტიკა

რა როლი აქვს ბიძინა ივანიშვილს ქართულ პოლიტიკაში - პრემიერ-მინისტრის განცხადება

„შესაბამისად, ქვეყნის მართვა აუცილებლად გაგრძელდება საქართველოს კონსტიტუციის პატივისცემით და იმ პრინციპების საფუძველზე, რომლებიც ქართულ პოლიტიკაში 2012 წელს ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა დაამკვიდრა. ქართულ პოლიტიკაში ამ პრინციპების მტკიცედ დაცვასა და განმტკიცებაში ბიძინა ივანიშვილის როლი იყო, არის და მომავალშიც იქნება განსაკუთრებული და ფასდაუდებელი“, - განაცხადა პრემიერმა.

ირაკლი კობახიძე

09 ივნისი 2026, 11:21

პოლიტიკა

პრემიერი: ქვეყნის მართვა აუცილებლად გაგრძელდება საქართველოს კონსტიტუციის პატივისცემით და იმ პრინციპების საფუძველზე, რომლებიც ქართულ პოლიტიკაში 2012 წელს ბიძინა ივანიშვილმა დაამკვიდრა, ქართულ პოლიტიკაში ამ პრინციპების მტკიცედ დაცვასა და განმტკიცებაში ბიძინა ივანიშვილის როლი იყო, არის და მომავალშიც იქნება განსაკუთრებული და ფასდაუდებელი

ბიძინა ივანიშვილს ებრძვიან გარე ძალები და მათი ადგილობრივი აგენტურა, რომლებსაც საქართველოს ხელახლა მისაკუთრების სურვილი ამოძრავებთ, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე.

ირაკლი კობახიძე

09 ივნისი 2026, 11:20

პოლიტიკა

პრემიერი: ბიძინა ივანიშვილი სამთავრობო გადაწყვეტილებებზე გავლენას ახდენს იმ ფარგლებში, რა ფარგლებშიც ეს მმართველი პარტიის საპატიო თავმჯდომარის როლს შეესაბამება, ამავდროულად, მე, როგორც მთავრობის მეთაური და მმართველ პარტიაში მეორე პირი, ხშირად ვსარგებლობ მისი რჩევით, როდესაც საქმე ქვეყნისთვის საკვანძო მნიშვნელობის საკითხებს ეხება, მისი რჩევები ყოველთვის ფასდაუდებელია და ამ შესაძლებლობაზე უარის თქმა, პირველ რიგში სწორედ ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე, არასწორი იქნებოდა

საქართველოს მთავრობა ქვეყნის მართვას ახორციელებს იმ კონსტიტუციური უფლებამოსილებისა და ძალაუფლების შესაბამისად, რომელიც მას საქართველოს კონსტიტუციით აქვს მინიჭებული, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე.

ირაკლი კობახიძე

09 ივნისი 2026, 11:16

პოლიტიკა

პრემიერი: ბიძინა ივანიშვილს ხალხის ნდობით საკუთარი პირადი ინტერესებისათვის არასოდეს უსარგებლია, ვერავინ მოიტანს ვერცერთ ფაქტს, რომ ბიძინა ივანიშვილმა პოლიტიკიდან რაიმე პირადი სარგებელი მიიღო, იმის დამადასტურებელი ფაქტი კი, რომ მან ქვეყნის ინტერესებისათვის საკუთარი პირადი გაიღო, უამრავია

„მინდა შეგახსენოთ, რომ ბოლოს მას პოლიტიკაში დაბრუნების გადაწყვეტილება კორუფციასთან დაკავშირებულმა პრობლემებმა მიაღებინა. 2023 წლის დეკემბერში, პარტიის ყრილობაზე გამოსვლისას, მან გააკეთა მკაფიო მინიშნება კორუფციის პრობლემის შესახებ და სწორედ მისმა პოლიტიკაში დაბრუნებამ გახადა შესაძლებელი, სწრაფად გვემოქმედა კორუფციის წინააღმდეგ, რომელიც მმართველობის ზედა დონეზე დღეს უკვე სრულად არის აღმოფხვრილი“.

ირაკლი კობახიძე

09 ივნისი 2026, 11:11

პოლიტიკა

პრემიერი: ბიძინა ივანიშვილის მოღვაწეობის ერთ-ერთი უმთავრესი შედეგი სახელმწიფო ინსტიტუტების განმტკიცებაა. ამ ფონზე, ქვეყნის გარე მტრებისა და მათი ადგილობრივი აგენტურის საუბარი იმაზე, რომ საქართველოში სახელმწიფო ინსტიტუტები არ არსებობს და ქვეყანაში ერთმმართველობაა დამკვიდრებული, სრული სიყალბეა და პირადად ჩემთვის შეურაცხმყოფელია

2012 წელს, ქართველმა ხალხმა დაინახა ბიძინა ივანიშვილის კომპეტენცია და ქვეყნისთვის თავდადება და გამოუცხადა ნდობა, რომელმაც ქვეყანაში გარდამტეხ ცვლილებებს დაუდო დასაბამი, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ დღევანდელ ბრიფინგზე.

ირაკლი კობახიძე

09 ივნისი 2026, 11:09

პოლიტიკა

პრემიერი: საქართველოში სახელმწიფოებრიობის, დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების განმტკიცებაში ბიძინა ივანიშვილის როლი სრულიად განსაკუთრებულია, ბიძინა ივანიშვილი არის პოლიტიკის გროსმეისტერი და მას უყვარს საკუთარი ხალხი და ქვეყანა, მისი პოლიტიკური წონა სწორედ ამ ორ ძირითად ფაქტორს ეფუძნება: გამორჩეულ ინტელექტს და უანგარო პატრიოტიზმს

საქართველოში სახელმწიფოებრიობის, დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების განმტკიცებაში ბიძინა ივანიშვილის როლი სრულიად განსაკუთრებულია, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე. მთავრობის მეთაურის თქმით, ბიძინა ივანიშვილი არის პოლიტიკის გროსმეისტერი და მას უყვარს საკუთარი ხალხი და ქვეყანა.

დონალდ ტრამპი

09 ივნისი 2026, 10:56

მსოფლიო

ტრამპის განცხადებით, ჰორმუზის სრუტე, შესაძლოა, ორ-სამ დღეში გაიხსნას

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ჰორმუზის სრუტე, შესაძლოა, ორ-სამ დღეში გაიხსნას. ინფორმაციას Sky News-ი ავრცელებს.