12 ივნისი 2026, 09:54 / სანდო წყარო

იტალიის მმართველმა კოალიციამ უკრაინის შესახებ რეზოლუცია მიიღო. ტექსტში უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებაზე არაფერია ნათქვამი

იტალიის პარლამენტმა ხმათა უმრავლესობით მმართველი მემარჯვენე-ცენტრისტული კოალიციის მიერ მომზადებული უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუცია მიიღო. ინფორმაციას იტალიური მედია ავრცელებს.

იტალიის პარლამენტში ხუთსაათიანი დებატების შემდეგ დოკუმენტს მხარი 170-მა დეპუტატმა დაუჭირა, წინააღმდეგ 138 წავიდა, ხოლო სამმა თავი შეიკავა.

რეზოლუციაში უკრაინასთან დაკავშირებით აღნიშნულია, რომ მთავრობა ვალდებულია „უზრუნველყოს ყველა საჭირო ინიციატივა სამართლიანი და მდგრადი მშვიდობის მისაღწევად“, ასევე „გააგრძელოს უკრაინის ინსტიტუტებისა და მოსახლეობის მრავალმხრივი მხარდაჭერა, პარლამენტის სრული ჩართულობით იმ ინიციატივებთან დაკავშირებით, რომლებსაც შესაძლოა მნიშვნელოვანი ეკონომიკური გავლენა ჰქონდეს“.

დოკუმენტი ასევე ითვალისწინებს ინიციატივებს იმისთვის, რომ „ევროპულმა ინსტიტუტებმა სრულყოფილი პოლიტიკური, ეკონომიკური და ოპერატიული მხარდაჭერა უზრუნველყონ იმ ასოციაციებისა და ორგანიზაციებისთვის, რომლებიც რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ დაწყებული აგრესიული ომის ჰუმანიტარულ შედეგებს ებრძვიან“.

რეზოლუციაში უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებაზე პირდაპირი ჩანაწერი არ არის. პირიქით, ევროკავშირის გაფართოებასთან დაკავშირებით კვლავ დადასტურებულია ის პოზიცია, რომელიც ადრე იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანტონიო ტაიანიმ და პრემიერ-მინისტრმა ჯორჯია მელონიმ დააფიქსირეს - პრიორიტეტი დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებს ენიჭება.

დოკუმენტში დამატებით წერია, რომ მთავრობამ „პარლამენტს უნდა მიაწოდოს ინფორმაცია ნებისმიერი ახალი წევრის მიღების ეკონომიკური შედეგების შესახებ“.

ყველა სიახლე

ირაკლი კობახიძე

12 ივნისი 2026, 11:18

პოლიტიკა

პრემიერი: ყირგიზეთი ცდილობს მაქსიმალურად გააძლიეროს საკუთარი ფუნქცია დაკავშირებადობის კუთხით, ეს ქმნის ახალ შესაძლებლობებს ჩვენთვის, ჩვენი ორმხრივი თანამშრომლობისთვის, ვეცდებით, მაქსიმალურად ავითვისოთ ეს პოტენციალი

ჩვენ გვაქვს ძალიან დიდი ინტერესი, რომ გავაღრმაოთ, როგორც პოლიტიკური, ისე ეკონომიკური განუცხადა ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს.

ირაკლი კობახიძე

12 ივნისი 2026, 11:17

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: იმედი გვაქვს, საბოლოო ჯამში, ევროპულ ბიუროკრატიაში შეიცვლება მიდგომები, ჩამოყალიბდება სამართლიანი მიდგომა ქართველი ხალხის, ჩვენი სახელმწიფოს, ჩვენი ქვეყნის მიმართ, ყველა კითხვაზე გვაქვს პასუხი და აბსოლუტურად ღია ვართ დიალოგისთვის, სამწუხაროა, რომ შანტაჟისთვის გამოიყენება ვიზალიბერალიზაციის საკითხი

ყველა მიმართულებით ჩვენ ვართ ღია დიალოგისთვის, მათ შორის იმ თემებზე, რაც განიხილებოდა ბრიუსელში კონკრეტულად ვიზებთან დაკავშირებით, - განუცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ბიშკეკში ქართველ ჟურნალისტებს.

12 ივნისი 2026, 11:14

სამართალი

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა 2026 წლის 5 თვეში ქვიშა-ხრეშის უკანონო მოპოვების 39 ფაქტი გამოავლინა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, 2026 წლის 1 იანვრიდან 31 მაისის ჩათვლით, ქვიშა-ხრეშის უკანონო მოპოვების 39 ფაქტი გამოავლინეს. მათგან 9 ფაქტი სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს. სამართალდარღვევების შედეგად გარემოსთვის მიყენებული ზიანის ოდენობა დაახლოებით 257 000 ლარია.

ირაკლი კობახიძე

12 ივნისი 2026, 11:14

პოლიტიკა

პრემიერი: ყირგიზეთისთვის, ისევე როგორც ცენტრალური აზიის ყველა ქვეყნისთვის, მნიშვნელოვანია საქართველოსთან სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობა, დაკავშირებადობის კუთხით კავშირების გაძლიერება, მიზეზი არის ის, რომ საქართველო აკავშირებს ცენტრალური აზიის ხუთივე ქვეყანას შავ ზღვასთან და დასავლურ სივრცესთან

ბუნებრივია, ყირგიზეთისთვის, ისევე როგორც ცენტრალური აზიის ყველა ქვეყნისთვის, არის მნიშვნელოვანი საქართველოსთან ეკონომიკური, სავაჭრო თანამშრომლობა, დაკავშირებადობის კუთხით კავშირების გაძლიერება, - განუცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ყირგიზეთში ქართველ ჟურნალისტებს.

ეკა სეფაშვილი

12 ივნისი 2026, 11:11

პოლიტიკა

ეკა სეფაშვილი ბრიუსელის სამუშაო შეხვედრაზე: ეს იყო პოლიტიკური დღის წესრიგით ნაკარნახევი სამუშაო შეხვედრა მოგონილი იმისთვის, რომ ევროკომისიამ თავი დააღწიოს იმ ჩიხს, სადაც თავადვე შევიდნენ

„თავიდან ბოლომდე ეს იყო პოლიტიკური დღის წესრიგით ნაკარნახევი,“ - განაცხადა „ხალხის ძალის“ საერთაშორისო ურთიერთობების მდივანმა ეკა სეფაშვილმა ბრიუსელში ვიზალიბერალიზაციის საკითხზე გამართულ სამუშაო შეხვედრაზე.

12 ივნისი 2026, 11:03

ეკონომიკა

ნათია თურნავა ჩინეთის ცენტრალური ბანკის პრეზიდენტს შეხვდა

მხარეებმა განიხილეს საქართველოსა და ჩინეთს შორის არსებული ეკონომიკური და ფინანსური თანამშრომლობის საკითხები, ფინანსური ბაზრებისა და სერვისების მიმართულებით მიმდინარე თანამშრომლობა და სამომავლო პარტნიორობის გაღრმავების შესაძლებლობები.

12 ივნისი 2026, 11:01

ეკონომიკა

„აღმოაჩინე საქართველო: ფარული მარგალიტი დაუვიწყარი ემოციებისთვის”- გავლენიანი ფრანგული გამოცემა Elle France ქვეყნის ტურისტულ პოტენციალზე სტატიას აქვეყნებს

გავლენიანმა მედიაპლატფორმამ Elle France საქართველოს ტურისტული მიმართულების შესახებ საიმიჯო სტატია გამოაქვეყნა, სათაურით: „აღმოაჩინე საქართველო: ფარული მარგალიტი დაუვიწყარი ემოციებისთვის მთელი წლის განმავლობაში” (Découvrez la Géorgie: un joyau caché pour des émotions inoubliables toute l’année).

კაია კალასი

12 ივნისი 2026, 11:00

მსოფლიო

POLITICO: კაია კალასს თავისი დიპლომატიური სამსახურის რეფორმირება არ სურს

ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენლემა საგარეო ურთიერთბათა საკითხებში კაია კალასმა მკაცრად დაიცვა ევროკავშირის დიპლომატიური სამსახური იმ ფონზე, როდესაც გაჩნდა წინადადებები მისი რეფორმირების ან თუნდაც გაუქმების შესახებ. ინფორმაციას POLITICO ავრცლებს.

მარიზი კობახიძე

12 ივნისი 2026, 10:51

პოლიტიკა

მარიზი კობახიძე: მე პირადად სიამოვნებით გავხდები ნანუკას გუნდის წევრი, თუკი ეს ჩემ ქვეყანას სიკეთეს მოუტანს

ჩვენი ყოველი დღე მისი საფიქრალი გახდა თითქმის, 2 წელია და მე პირადად სიამოვნებით გავხდები მისი გუნდის წევრი, თუკი ეს ჩემ ქვეყანას სიკეთეს მოუტანს, - წერს ძალადობრივი აქციებისას დაკავებული თორნიკე გოშაძის დედა და ოპოზიციის აქტივისტი, მარიზი კობახიძე ნანა ჟორჟოლიანის შესახებ.

12 ივნისი 2026, 10:46

ეკონომიკა

ნათია თურნავა ჩინეთის ცენტრალური ბანკისა და საერთაშორისო ანგარიშსწორების ბანკის მიერ ორგანიზებულ სიმპოზიუმში მთავარი მომხსენებლის რანგში წარდგა

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ნათია თურნავა ჩინეთის ცენტრალური ბანკისა (PBoC) და საერთაშორისო ანგარიშსწორების ბანკის (BIS) მიერ შანხაიში ორგანიზებულ მაღალი დონის საერთაშორისო სიმპოზიუმში „გლობალურ ფინანსურ გაურკვევლობაში ორიენტირება: მიმდინარე პროცესები ფინანსურ ბაზრებზე, საინვესტიციო სტრატეგიები და საერთაშორისო სავალუტო სისტემა“ მთავარი მომხსენებლის სტატუსით გამოვიდა.

12 ივნისი 2026, 10:27

პოლიტიკა

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის კუეიჭოუს პროვინციის დელეგაციას უმასპინძლა

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის, კუეიჭოუს პროვინციის საზოგადოებრივი უსაფრთხოების დეპარტამენტის დელეგაცია სამუშაო ვიზიტით ეწვია. დელეგაციას კუეიჭოუს პროვინციის საზოგადოებრივი უსაფრთხოების დეპარტამენტის გენერალური დირექტორის მოადგილე - იანგ ჟუო ხელმძღვანელობდა. ინფორმაციას შსს-ის პრესსამსახური ავრცელებს.

12 ივნისი 2026, 10:25

ეკონომიკა

რევაზ სოხაძე: ინდექსაციის ცვლილებები ბიზნესს გრძელვადიანი დაგეგმვის შესაძლებლობას აძლევს

მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ მიმდინარე წელს სამინისტროს სისტემაში, მათ შორის მუნიციპალური განვითარების ფონდის, საავტომობილო გზების დეპარტამენტისა და გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის ჩათვლით დაახლოებით 9.5 მილიარდი ლარის ტენდერები გამოცხადდება, საიდანაც უკვე 3 მილიარდ ლარზე მეტი უკვე გამოცხადებულია. მისივე თქმით, პროექტები მოიცავს სკოლების, ბაღების, გზების, სპორტული ინფრასტრუქტურისა და წყალმომარაგების მიმართულებებს და ისინი ახალი წესებით განხორციელდება, ხოლო უწყება ყოველდღიურად იქნება ჩართული, რადგან სწორედ ეს პროცესები წაიყვანს ქვეყანას წინ.

12 ივნისი 2026, 10:23

კულტურა

კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით, ბათუმის სახელმწიფო დრამატულ თეატრში, ნანი ბრეგვაძის იუბილესადმი მიძღვნილი კონცერტი გაიმართა.

მუსიკის საერთაშორისო ფესტივალის ფარგლებში გამართულ ღონისძიებაში, ნანი ბრეგვაძესთან ერთად, მაესტრო ნიკა ნიკვაშვილი, სოლისტები - ეკა მამალაძე, ნატალია ქუთათელაძე, სოფო ხალვაში, ანსამბლი „შვიდკაცა“, ბათუმის მუსიკალური ცენტრის კაპელა, ფესტივალის ორკესტრი და ბენდი მონაწილეობდა. საღამოს წამყვანი ნიკოლოზ წულუკიძე იყო.

12 ივნისი 2026, 10:23

სამართალი

სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით 7 პირი დააკავეს - ამოღებულია ნახევარ კილოგრამამდე „მეთადონი“

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის აჭარის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით 7 პირი სხვადასხვა დროს ბათუმში დააკავეს.

გივი მიქანაძე

12 ივნისი 2026, 10:21

საზოგადოება

გივი მიქანაძემ სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის მრჩეველთა საბჭოს სხდომაში მიიღო მონაწილეობა

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის მრჩეველთა საბჭოს სხდომაში მიიღო მონაწილეობა.

12 ივნისი 2026, 10:16

სპორტი

სამხრეთ კორეის საფეხბურთო ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატზე გამოსვლა გამარჯვებით დაიწყო

სამხრეთ კორეის საფეხბურთო ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატზე ასპარეზობა გამარჯვებით დაიწყო. თამაში მექსიკის ქალაქ საპოპანში გაიმართა.

შალვა პაპუაშვილი

12 ივნისი 2026, 10:10

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი: მეუფე თეოდორეს და ბიძინა ივანიშვილის ოჯახის ღვაწლით საქართველო იბრუნებს აწყურის ღვთისმშობლის ტაძარს და აწყურის დიდებულ ციხეს იმ სახით, როგორითაც ისინი ჩვენს ქვეყანას საუკუნეები მოჰყვებოდნენ

აწყური საუკუნეების განმავლობაში სამხრეთ საქართველოს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი სულიერების ცენტრი იყო. სწორედ აქედან იწყება საქართველოს 2000 წლოვანი ავტოკეფალიური ეკლესიის ისტორია, - წერს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი.

სადირ ჟაპაროვი

12 ივნისი 2026, 10:07

პოლიტიკა

ყირგიზეთის პრეზიდენტი: დღეს მიღწეული შეთანხმება კიდევ უფრო განამტკიცებს ყირგიზულ-ქართულ ურთიერთობებს, ხელს შეუწყობს ორმხრივად სასარგებლო პროექტების განხორციელებას

მოლაპარაკებების შედეგად ხელი მოეწერა არაერთ მნიშვნელოვან დოკუმენტს, დარწმუნებული ვარ, დღეს მიღწეული შეთანხმება კიდევ უფრო განამტკიცებს ყირგიზულ-ქართულ ურთიერთობებს, ხელს შეუწყობს ორმხრივად სასარგებლო პროექტების განხორციელებას და წვლილს შეიტანს ჩვენი ორი ქვეყნის ხალხების კეთილდღეობაში, - განაცხადა ყირგიზეთის პრეზიდენტმა სადირ ჟაპაროვმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან ერთად გამართულ ბრიფინგზე.

დენ ჯარვისი

12 ივნისი 2026, 10:07

მსოფლიო

კირ სტარმერმა დიდი ბრიტანეთის თავდაცვის ახალ მინისტრად დენ ჯარვისი დანიშნა

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა კირ სტარმერმა ქვეყნის თავდაცვის მინისტრის პოსტზე დენ ჯარვისი დანიშნა. ინფორმაციას Sy News-ი ავრცელებს.

რევაზ სოხაძე

12 ივნისი 2026, 10:06

საზოგადოება

რევაზ სოხაძე: მაგისტრალებსა და გზებზე სპეციალური სასწორების დამონტაჟება იგეგმება

ინფრასტრუქტურის მინისტრმა რევაზ სოხაძემ საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაცემაში ,,ბიზნესპარტნიორი“ გზების მოვლა-შენახვასთან დაკავშირებულ საკითხებზე საუბრისას განაცხადა, რომ ქვეყნის მაგისტრალებსა და გზებზე იგეგმება სპეციალური სასწორების დამონტაჟება.