16 ივნისი 2026, 14:32 / სანდო წყარო

ევროკავშირის გამჭვირვალობის რეესტრის სამდივნომ ცენტრალური ევროპის წამყვან საგანმანათლებლო დაწესებულება MCC Brussels-ს რეგისტრაცია შეუჩერა: „ეს არის პოლიტიკურად მოტივირებული მცდელობა, რომ ჩვენი ხმა ჩაახშონ, რადგან დაუღალავად ვაკრიტიკებთ ევროკავშირის ბიუროკრატიულ მანქანას“

ევროკავშირის ბიუროკრატია MCC Brussels-ს უტევს. ინფორმაციას ცენტრალური ევროპის წამყვანი საგანმანათლებლო დაწესებულებისა და კვლევითი ცენტრის, მათიას კორვინუსის კოლეგია - MCC Brussels-ი ავრცელებს.

„ისინი ვერ გაიმარჯვებენ - ეს არის კიდევ ერთი პოლიტიკურად მოტივირებული მცდელობა, რომ MCC Brussels-ის ხმა ჩაახშონ.

ევროკავშირის გამჭვირვალობის რეესტრის სამდივნომ MCC Brussels-ის რეგისტრაცია შეაჩერა: არა ფარული ლობირების გამო, არა გაუმჟღავნებელი შეხვედრების გამო, არა ფინანსური დარღვევების გამო, არა არასათანადო ქცევის გამო, არამედ იმიტომ, რომ ჩვენ დაუღალავად ვაკრიტიკებთ ევროკავშირის ბიუროკრატიულ მანქანას“, - ნათქვამია X-ზე გავრცელებულ განცხადებაში.

MCC Brussels-ი ევროკავშირის გამჭვირვალობის რეესტრს ბრალს სდებს ნაკლებად ცნობილი ბიუროკრატიული წესის იარაღად ქცევასა და შერჩევითად გამოყენებაში, რამაც რეესტრს შესაძლებლობა მისცა, გლობალისტური აქტივისტური ორგანიზაციის, Corporate Europe Observatory-ის მიერ წარდგენილი საჩივრის შემდეგ, MCC Brussels-სთვის რეგისტრაცია შეეჩერებინა.

„ეს ნიშნავს, რომ ევროკავშირის მიერ დაფინანსებული ყველა პროგრესული არასამთავრობო ორგანიზაციისთვის მინიჭებული პრივილეგიები - როგორიცაა ევროპარლამენტში ოფიციალურ შეხვედრებზე დასწრება - ჩვენთვის აკრძალულია.

კიდევ უფრო შემაშფოთებელია ის, რომ გამჭვირვალობის რეესტრმა სამიზნედ MCC Brussels-ი აირჩია მაშინ, როცა პროგრესული ორგანიზაციები ხელშეუხებელი დარჩნენ. მრავალი პროგრესული არასამთავრობო ორგანიზაცია, მათ შორის ველური ბუნების მსოფლიო ფონდი (WWF), რამდენიმე რეგისტრაციით ოპერირებს და უგულებელყოფს „ერთიანი წარმომადგენლობის პრინციპს“, თუმცა MCC Brussels-ი დააჯარიმეს „ერთიანი რეგისტრაციის პრინციპთან“ შეუსაბამობისთვის, მიუხედავად იმისა, რომ მხოლოდ ერთი რეგისტრაცია გვაქვს.

ეს ის „გამჭვირვალობის რეესტრია“, რომელიც დუმდა მაშინ, როდესაც ჩვენ გამოვავლინეთ სკანდალი ევროკავშირის მიერ დაფინანსებული არასამთავრობო ორგანიზაციების შესახებ, რომლებიც ევროკავშირისგან მილიონობით ევროს იღებდნენ იმისთვის, რომ თავად ევროკავშირზე უფრო პროევროპული პოლიტიკის გასატარებლად მოეხდინათ ზეწოლა.

ცხადია, საქმე არ ეხება „გამჭვირვალობას“ - ეს არის მცდელობა, საჯარო სივრციდან განდევნონ და ჩაახშონ კონსერვატიული ხმა.

ადმინისტრაციული წესები ერთნაირად უნდა მოქმედებდეს როგორც სისტემასთან დაახლოებული არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის, ისე კონსერვატიული ინსტიტუტებისთვის. დაუშვებელია, ისინი სხვადასხვაგვარად იყოს გამოყენებული.

MCC Brussels-ი ამ გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს, მაგრამ უკან არ დავიხევთ!“, - ნათქვამია ორგანიზაციის განცხადებაში.

ყველა სიახლე

16 ივნისი 2026, 15:37

სამართალი

შსს გვარამიას განცხადებაზე: 166-ე მუხლი არ ითვალისწინებს მოქალაქის მომართვის საჭიროებას სამართალდარღვევაზე რეაგირებისთვის. ქმედების გამოვლენის შემთხვევაში ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია მოახდინოს მასზე რეაგირება

ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია 166-ე მუხლით გათვალისწინებული ქმედების გამოვლენის შემთხვევაში საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მოახდინოს მასზე რეაგირება, - განუცხადეს „იმედინიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში ნიკა გვარამიას პოსტის პასუხად.

16 ივნისი 2026, 15:35

საზოგადოება

გამოფენა „პატრიარქი ილია II“ ეროვნული არქივის ვებგვერდზეა ხელმისაწვდომი

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივის მომზადებული გამოფენის „პატრიარქი ილია II“ დათვალიერება ამიერიდან ეროვნული არქივის ვებგვერდზე, ონლაინ არის შესაძლებელი.

რატი იონათამიშვილი

16 ივნისი 2026, 15:33

პოლიტიკა

რატი იონათამიშვილი „ნაცმოძრაობის“ ალიანსიდან შესაძლო გასვლაზე: ეს არის ადამიანთან ჯგუფი, რომლებიც არიან მოძალადეები მაგრამ თუ ეს ძალადობა მათ უნდოდათ განეხორციელებინათ საქართველოზე და ქართველ ხალხზე, ახლა დარჩათ მხოლოდ ერთმანეთი და ამ ძალადობას ერთმანეთზე ახორციელებენ. ამ საქმიანობაში ჩვენ მათ წარმატებებს ვუსურვებთ

სინამდვილეში ქართული ოპოზიცია არ არსებობს. ეს არის ადამიანთან ჯგუფი, რომლებიც არიან მოძალადეები მაგრამ თუ ეს ძალადობა მათ უნდოდათ განეხორციელებინათ საქართველოზე და ქართველ ხალხზე, ახლა დარჩათ მხოლოდ ერთმანეთი და ამ ძალადობას მხოლოდ ერთმანეთზე ახორციელებენ. ამიტომ ამ საქმიანობაში ჩვენ მათ წარმატებებს ვუსურვებთ, - განაცხადა ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე რატი იონათამიშვილმა.

ნინო წილოსანი

16 ივნისი 2026, 15:33

პოლიტიკა

ნინო წილოსანი რადიკალურ ოპოზიციაზე: მათ არაფერი აერთიანებთ გარდა ძალაუფლების წყურვილისა

„ჩვენს რადიკალურ ოპოზიციას არ გამოუვიდა რევოლუციური სცენარები, არ გამოუვიდა გარე დაფინანსებითა და გარე დახმარებით ქვეყნის არევა, არ გამოუვიდა ქართველ ამომრჩეველზე ზეწოლა, თუმცა ძალიან კარგად გამოსდის ერთმანეთში დაპირისპირება. მათ არაფერი აერთიანებთ გარდა ძალაუფლების წყურვილის“, - აღნიშნა ნინო წილოსანმა.

დონალდ ტრამპი

16 ივნისი 2026, 15:32

მსოფლიო

ტრამპი უკრაინის ომზე: მას ჩვენზე გავლენა არ აქვს, გარდა იმისა, რომ იარაღს ვყიდით

აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადებით, უკრაინის ომი ამერიკაზე გავლენას არ ახდენს, გარდა იმისა, რომ ვაშინგტონი ევროპელების შუამავლობით კიევზე იარაღს ყიდის.

გიორგი კაპანაძე

16 ივნისი 2026, 15:32

პოლიტიკა

გიორგი კაპანაძის თქმით, არ არის გამორიცხული, ივლისში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობაზე პარტიის ოპოზიციური ალიანსიდან გასვლის საკითხზეც იმსჯელონ

არ არის გამორიცხული, ივლისში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობაზე პარტიის ოპოზიციური ალიანსიდან გასვლის საკითხზეც იმსჯელონ. შესაბამისი განცხადება გიორგი კაპანაძემ ჟურნალისტებთან გააკეთა.

გიორგი ვოლსკი

16 ივნისი 2026, 15:21

პოლიტიკა

გიორგი ვოლსკი: როდესაც რუმინეთში ან სხვა ევროპულ ქვეყანაში ინტერესია, რომ არ შემოვიდეს შავი ფული, ეს ინტერესი შენ თურმე არ უნდა გაგაჩნდეს მიუხედავად იმისა, გაქვს თუ არა ამასთან დაკავშირებით ძალიან უარყოფითი გამოცდილება

ეს ორი მცნება ერთმანეთთან არის დაპირისპირებული, როდესაც რუმინეთში ან სხვა ევროპულ ქვეყანაში ინტერესია, რომ არ შემოვიდეს შავი ფული, ეს ინტერესი შენ თურმე არ უნდა გაგაჩნდეს, - განუცხადა „ქრონიკას“ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილე გიორგი ვოლსკიმ.

ნინო წილოსანი

16 ივნისი 2026, 15:19

პოლიტიკა

ნინო წილოსანი რუმინეთის პარლამენტში დაინიცირებულ კანონპროექტზე: მაშინ როდესაც ჩვენ მიმართ ყველაზე შეუწყნარებლები სწორედ ევრობიუროკრატები იყვნენ, დღეს ვხედავთ, რომ ევროკავშირის ფარგლებშიც მიიღება ის აუცილებელი რეგულაციები, რაზეც ჩვენ ასე თამამად ვთქვით თანხმობა

„ჩვენ მიმართ კრიტიკა განსაკუთრებით აგრესიული იყო ევროკავშირის ბიუროკრატების მხრიდან. რუმინეთი ევროკავშირის წევრი სახელმწიფოა და მან პირველი მოსმენით მიიღო გამჭვირვალობის შესახებ კანონმდებლობა - საკმაოდ მკაცრი რეგულაციებითა და პირობებით, თუმცა ვეთანხმები თავიდან ბოლომდე. მაშინ როდესაც ჩვენ მიმართ ყველაზე შეუწყნარებლები სწორედ ევრობიუროკრატები იყვნენ, დღეს ვხედავთ, რომ ევროკავშირის ფარგლებშიც მიიღება ის აუცილებელი რეგულაციები, რაზეც ჩვენ ასე თამამად ვთქვით თანხმობა“, - აცხადებს წილოსანი.

16 ივნისი 2026, 15:13

ეკონომიკა

საქსტატი: 2026 წლის პირველ კვარტალში საქართველოში საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი გაიზარდა და 2 363 ლარი შეადგინა

2026 წლის პირველ კვარტალში საქართველოში საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 8.9%-ით გაიზარდა და 2 363 ლარი შეადგინა.

დონალდ ტრამპი

16 ივნისი 2026, 15:13

მსოფლიო

ტრამპი: რეჟიმის ცვლილების არ მჯერა. წლების განმავლობაში ვაკვირდებოდი რეჟიმის ცვლილებებს. ეს არასდროს მუშაობს

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ მას რეჟიმის ცვლილების არ სჯერა.

16 ივნისი 2026, 15:12

ეკონომიკა

ირაკლი ნადარეიშვილი UN Tourism-ის სათავო ოფისში საქართველოს ტურისტული შესაძლებლობების შესახებ გამართულ პრეზენტაციას დაესწრო

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ირაკლი ნადარეიშვილი სიტყვით გამოვიდა ღონისძიებაზე „აღმოაჩინე საქართველო - ტურისტული და კულტურული პერსპექტივა", რომელიც ესპანეთის სამეფოში საქართველოს საელჩოს ორგანიზებით და ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ჩართულობით გაეროს ტურიზმის ორგანიზაციის (UN Tourism) სათავო ოფისში გაიმართა.

16 ივნისი 2026, 15:12

ეკონომიკა

ირაკლი ნადარეიშვილი: UN Tourism - ის ახალ გენერალურ მდივანთან განვიხილეთ როგორც საქართველოში ტურიზმის ინდუსტრიის განვითარების საინტერესო დინამიკა, ისე თანამშრომლობის პერსპექტივები

„გაეროს ტურიზმის ორგანიზაციის ახალ გენერალურ მდივანთან განვიხილეთ როგორც საქართველოში ტურიზმის ინდუსტრიის განვითარების საინტერესო დინამიკა, ასევე თანამშრომლობის პერსპექტივები და ის გამოცდილება, რომელიც საქართველოს ისტორიულად გააჩნია ამ ძალიან მაღალი დონის საერთაშორისო ორგანიზაციასთან“, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, ირაკლი ნადარეიშვილმა ტურიზმის ორგანიზაციის გენერალურ მდივან შეიხა ალ-ნუვაისთან შეხვედრის შემდეგ.

შალვა პაპუაშვილი

16 ივნისი 2026, 15:10

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი სალომე ზურაბიშვილისთვის მარკ პალმერის ჯილდოს გადაცემაზე: მარკ პალმერი არის ცნობილი, როგორც ფერადი რევოლუციების იდეოლოგი. ვულოცავ ქალბატონ სალომეს ამ დამსახურებულ ჯილდოს. ის მართლაც სწორად მონიშნეს, როგორც უცხო ქვეყნების ინტერესების გამტარებელი საქართველოში

მარკ პალმერი არის ცნობილი, როგორც ფერადი რევოლუციების იდეოლოგი. ვულოცავ ქალბატონ სალომეს ამ დამსახურებულ ჯილდოს. ის მართლაც სწორედ მონიშნეს, როგორც უცხო ქვეყნების ინტერესების გამტარებელი საქართველოში, - ასე ეხმაურება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სალომე ზურაბიშვილისთვის მარკ პალმერის ჯილდოს გადაცემის გადაწყვეტილებას.

16 ივნისი 2026, 15:09

ეკონომიკა

ირაკლი ნადარეიშვილი UN Tourism-ის ახალ გენერალურ მდივანს, შეიხა ალ ნუვაისს შეხვდა

გაეროს ტურიზმის ორგანიზაციის (UN Tourism) ახალი გენერალური მდივანი მიმდინარე წელს საქართველოს ვიზიტით ეწვევა. აღნიშნული ცნობილი გახდა შეიხა ალ ნუვაისისა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის ირაკლი ნადარეიშვილის შეხვედრაზე, რომელიც ესპანეთის ქალაქ მადრიდში, ორგანიზაციის სათაო ოფისში გაიმართა.

შალვა  პაპუაშვილი

16 ივნისი 2026, 15:09

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი: ერთადერთი იარაღი, რაც ხელში დარჩა გარე ძალებს საქართველოს ასარევად, ეს გახლავთ სიძულვილისა და ზიზღის ენა

მნიშვნელოვანია, რომ ამ დეპარტამენტს მხარში დავუდგეთ და სიძულვილი, როგორც იარაღი გამოვაცალოთ ე.წ. პროევროპულ ძალებს, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის ახლად შექმნილი სამმართველოზე საუბრისას. მისი თქმით, ერთადერთი იარაღი, რაც ხელში დარჩა გარე ძალებს საქართველოს ასარევად, ეს გახლავთ სიძულვილისა და ზიზღის ენა.

16 ივნისი 2026, 15:07

პოლიტიკა

გიორგი ვოლსკი და რატი იონათამიშვილი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ეთნიკურ საკითხთა ეროვნული კომისიის დელეგაციის წევრებს შეხვდნენ

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ვოლსკი და პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე რატი იონათამიშვილი საქართველოში ვიზიტით მყოფ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ეთნიკურ საკითხთა ეროვნული კომისიის დელეგაციის წევრებს შეხვდნენ.

16 ივნისი 2026, 15:05

საზოგადოება

გივი მიქანაძემ სასკოლო კონკურსის „როცა აფხაზეთში დავბრუნდები“ გამარჯვებული მოსწავლეები დააჯილდოვა

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ სასკოლო კონკურსის „როცა აფხაზეთში დავბრუნდები“ გამარჯვებული მოსწავლეები დააჯილდოვა. მინისტრმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა საგანმანათლებლო ინიციატივების მნიშვნელობაზე, რომლებიც ხელს უწყობს აფხაზეთის შესახებ ცნობიერების ამაღლებას, მშვიდობიან თანაცხოვრებაზე დაფუძნებული მომავლის ხედვის ჩამოყალიბებასა და ახალგაზრდების აქტიურ ჩართულობას.

ნიკა გვარამია

16 ივნისი 2026, 15:03

სამართალი

ნიკა გვარამიას მიმართ facebook-ზე გაკეთებული შეურაცხმყოფელი განცხადების გამო მოქალაქე გიორგი გედენიძე სასამართლომ 2 000 ლარით დააჯარიმა

„კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა გვარამიას შეურაცხყოფის ფაქტზე, თბილისის საქალაქო სასამართლომ მოქალაქე გიორგი გედენიძეს 2000-ლარიანი ჯარიმა დააკისრა. შსს-ს ცნობით, 3 ივნისს, გიორგი გედენიძემ სოციალურ ქსელში, „იმედის“ პოსტზე, ნიკა გვარამიას შეურაცხყოფა მიაყენა.

შალვა პაპუაშვილი

16 ივნისი 2026, 15:01

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი: როგორც კი მოხდება დეოკუპაცია, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა და რუსეთის ჯარი დატოვებს საქართველოს ტერიტორიას, ყველა წინაღობა საქართველო-რუსეთის ურთიერთობებში მოიხსნება

როგორც კი ეს ნაბიჯი გადაიდგმება და რუსეთის ჯარი დატოვებს საქართველოს ტერიტორიას, ყველა წინაღობა საქართველო-რუსეთის ურთიერთობებში მოიხსნება, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას.

16 ივნისი 2026, 15:00

სამართალი

პროკურატურამ დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა

თბილისის პროკურატურის თაღლითობის სისხლის სამართლის საქმეებზე საპროცესო ხელმძღვანელობის სამმართველომ დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა.